შესაძლებელია თუ არა აქციებით ვაჭრობა საქართველოში?
აქციების ყიდვა კაპიტალის დაბანდების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხერხია მთელს მსოფლიოში. სხვადასხვა კომპანიების აქციების ყიდვა შესაძლებლობას აძლევს ინვესტორს სარფიანად, შედარებით ნაკლები რისკით დააბანდოს ფული და მიიღოს დამატებითი შემოსავალი. გრძელ ვადაში ეს ასევე აძლევს ადამიანებს ქონების დაგროვების საშუალებასაც.
სამწუხაროდ, საქართველოში აქციების შეძენა გავრცელებული არაა. პირველ რიგში, ქართველი მოსახლეობის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს არ აქვს დანაზოგი. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ არ ვინახავთ ფულს იმისთვის რომ მომავალისთვის დავაბანდოთ და გამოვიმუშაოთ სარგებელი. ის ადამიანები, რომელთაც ფული დაგროვებული აქვთ და შეუძლიათ აქციების შეძენა, ირჩევენ ფულის დაბანდების უფრო ტრადიციულ მეთოდებს, როგორიცაა მაგალითად უძრავი ქონება. რა თქმა უნდა ამ ტიპის ინვესტიცისაც აქვს თავისი უპრირატესობები, როგორიცაა აქტივების ინფლაციისგან დაცვა და ქირის სახით რეგულარული შემოსავლის მიღება.
მიუხედავად ამისა უძრავ ქონებას აქვს ერთი მნიშვნელოვანი დაბრკოლება. ამ კატეგორიაში ინვესტირება მოითხოვს საკმაოდ სოლიდურ თანხებს. ბინის შიდა განვადებით ან იპოთეკური სესხით შესყვიდის შემთხვევაშიც კი, ხშირად საჭიროა ქონების ღირებულების 20%-მდე შენატანის გადახდა. ბინის ფასიდან გამომდინარე ეს თანხა შეიძლება იყოს $5,000-დან $20,000-მდე. ასეთი დანაზოგის შეგროვებას კი ბევრი ადამიანისთვის შეიძლება წლები დასჭირდეს.
უძრავი ქონებისგან განსხვავებით, საფონდო ბირჟაზე ინვესტირება არ მოითხოვს ათეულობით ათასი დოლარის დაბანდებას. მოიხედავად ამისა, საქართველოში ძალიან ცოტა ადამიანს აქვს ინფომარცია აქციებით ვაჭრობის შესახებ. ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ჩვენ არ გვაქვს წვდომა ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან ბაზარზე – საფონდო ბირჟაზე.
მიუხედავად ინფორმაციის ნაკლებობისა, ალბათ შეხვედრიხართ ადამიანს, რომელსაც სურს დაიწყოს ვაჭრობა საფონდო ბირჟაზე, მაგრამ არ იცის როგორ გააკეთოს ეს. ასევე მას აინტერესებს, რა რისკებთანაა დაკავშირებული ვაჭრობა, როგორ უნდა შეარჩიოს აქციები და ასე შემდეგ. ეს ნამდვილად ვრცელი თემაა. ამ სტატიაში ვეცდები მიმოვიხილო აქციები, საფონდო ბირჟა და მისი მუშაობის პრინციპები. თუ თქვენ იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებით, რომელთაც არ სურთ თვიდან თვემდე ხელფასზე იყვნენ დამოკიდებული და აინტერესებთ ინვესტიციები, წაიკითხეთ სტატია ბოლომდე და ერთი ნაბიჯით მიუახლოვდით თქვენს მიზანს.
Contents
სტატიაში წაიკითხავთ
- რა არის კომპანიის აქციები, და რატომ უშვებენ ფირმები მას
- რა არის საფონდო ბირჟა და როგორ მუშაობს ის
- როგორ ხდება აქციებში ფულის დაბანდება და რატომ არის ეს კარგი იდეა
- როგორ შეიძინოთ თქვენი პირველი აქცია, მაშინაც კი თუ შეზღუდული ბიუჯეტი გაქვთ
- რა უნდა იცოდეთ სანამ აქციებით ვაჭრობას დაიწყებდეთ
- აქციების შეძენის ალტერნატივა – კონტრაქტი ფასთა შორის სხვაობაზე
- როგორ უნდა დაიწყოთ აქციებზე CFD-ებით ვაჭრობა
- რა განსხვავებაა აქციების შეძენასა და CFD-ებით ვაჭრობას შორის
რა არის აქციები და საფონდო ბირჟა
ალბათ გინახავთ რომელიმე ჰოლივუდურ ფილმში სავაჭრო დარბაზები, სადაც ბროკერები მუდმივად მოძრაობაში არიან. ისინი გამუდმებით ელაპარაკებიან კლიენტებს და თვალს არ აშორებენ ეკრანებს სადაც აქციების ფასთა ცვლილებაა ასახული. გარკვეულ მომენტში ყველანი ეკრანთან არიან შეკრებილები. დაძაბულობა პიკს აღწევს, ეკრანი ფასის ზრდას აფიქსირებს და აქამდე უემოციო ბროკერები უცებ ემოციების მოზღვავებას ხმამაღალი შეძახილები გამოხატავენ.
აქცია არის მესაკუთრის წილი კომპანიაში. მისი შეძენით თქვენ ყიდულობთ კომპანიის წილს. ეს შეიძლება იყოს ძალიან პატარა წილი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მას თქვენთვის სარგებლის მოცემა არ შეუძლია. მოდით მივყვეთ თანმიმდევრულად. რატომ ასხვისებენ კომპანიები წილს, ანუ რატომ უშვებენ აქციებს?
კომპანიას ზრდასთან ერთად ესაჭიროება დამატებითი კაპიტალი. კომპანიებისთვის ფულის მიღების ორი ძირითადი ხერხი არსებობს: ან აიღოს კრედიტი, ან გამოუშვას აქციები. კრედიტის აღება დაკავშირებულია დამატებით ვალდებულებებთან. მიუხედავად კომპანიის შემოსავლისა და მოგებისა, ფირმა ვალდებულია, რომ დაფაროს სესხის ძირი და პროცენტი გრაფიკის სესაბამისად.
ამიტომ კომპანიები ირჩევენ აქციების გამოშვებას. ამ შემთხვევაში მოგებაზე გასვლის შემთხვევაში მენეჯმენტს შეუძლია, რომ აქციონერებს დივიდენდი გადაუხადოს. მაგრამ მას არ აქვს ამის ოფიციალური ვალდებულება.
მაგალითად, მას შემდეგ რაც Facebook-მა გამოუშვა აქციები NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე, კომპანიამ აქციების გაყიდვიდან 16 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო. აქციების გამოშვების დროს კომპანიის მფლობელი ან მფლობელები ასხვისებენ ფირმის წილს. შესაბამისად, ადამიანი რომელიც შეიძენს მის აქციებს, იღებს მისი წილის შესაბამის მოგებას.
კომპანიები განათავსებენ აქციებს რომელიმე საფონდო ბირჟაზე, ხოლო ადამიანები აქციების ბროკერების საშუალებით ყიდულობენ მათ ანუ ხდებიან ფირმის მცირე ნაწილის მფლობებელი.
როგორ მუშაობს საფონდო ბირჟა
სხვაგვარად ფასიანი ქაღალდების გამოშვებას აქციების საჯარო შეთავაზება ჰქვია. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია კომპანიის წილის შეძენა. საჯარო შეთავაზების შემდეგ კომპანია ხვდება საფონდო ბირჟაზე. მსოფლიოში ბევრი საფონდო ბირჟა არსებობს, მათ შორის ყველაზე ცნობილია ნიუ იორკის სააქციო ბირჟა (New York Stock Exchange – NYSE), NASDAQ, ასევე არსებობს ლონდონის, მადრიდის, ოსაკას საფონდო ბირჟები და სხვა. საქართველოშიც არსებობს საფონდო ბირჟა, “საქართველოს საფონდო ბირჟა სსბ”, რომელიც რეგულირდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. საფონდო ბირჟა საქართველოში USAID-ის დახმარებით შეიქმნა და მორგებულია ამერიკულ სტანდარტებს. სსბ-ზე შესაძლებელია ქართული კომპანიების აქციების შეძენა. ყველა საფონდო ბირჯას აქვს თავისი წესები და რეგულაციები, ყველა მათგანი რეგულირებულია და აქვს უფლება განათავსოს ფასიანი ქაღალდები
როდესაც კომპანია გადაწყვეტს გააკეთოს აქციების საჯარო შეთავაზება ის უკავშირდება ბროკერს რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის აქციების განთავსებას საფონდო ბირჟაზე. იგი კომპანიისთვის ამზადებს ემისიის პროსპექტს, დოკუმენტს სადაც დაწვრილებითაა აღწერილი კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, საბაზრო წილი, რისკები და სხვა მონაცემები. ეს იმისთვის კეთდება, რათა ინვესტორებს, რომელთაც სურვილი ექნებათ შეძინონ ამ კომპანიის აქციები, ჰქონდეთ სრული ინფორმაცია და შესაბამისად გააკეთონ არჩევანი. იმისთვის რომ საფონდო ბირჟამ განათავსოს აქციები, ფირმამ უნდა დააკმაყოფილოს საფონდო ბირჟის მოთხოვნები და გადაიხადოს საწევრო თანხა. კომპანიას შეუძლია განათავსოს აქციები ერთ ან რამოდენიმე საფონდო ბირჟაზე სურვილისამებრ, თუ მოცემულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. საფონდო ბირჟა კომპანიებს ანიჭებს სპეციალურ სახელს, მაგალითად Facebook-ის აქციები NASDAQ-ზე მოცემულია სახელით – FB, ხოლო Apple-ის აქციები მოცემლია სახელით AAPL და ა.შ.
ახლა შევხედოთ ინვესტორის მხრიდან. წარმოიდგინეთ რომ გსურთ ფეისბუქის აქციების შეძენა, რომელიც ხელმისაწვდომია NASDAQ-ზე. იმისათვის, რომ აქცია შეიძინოთ, უნდა დაუკავშირდეთ საბროკერო კომპანიას, რომელსაც აქვს წვდომა NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე. თქვენ უნდა გახსთან მათთან საბროკერო ანგარიში და მასზე გადარიცხოთ სავაჭრო თანხა. შემდეგ თქვენ უნდა დააფიქსიროთ რომელი აქციების შეძენა გსურთ, და მათი საფასური ჩამოიჭრება თქვენი ანგარიშიდან. ფასიანი ქაღალდების შეძენის პროცედურა ნამდვილად ძალიან მარტივია. რამდენიმე წუთი და თქვენ ფეისბუქის აქციებს ფლობთ. საქართველოში უკვე ოპერირებს კომერციულ ბანკებს დაქვემდებარებული 3 საბროუკერო კომპანია, რომლებთანაც შესაძლებელია ამ კუთხით თანამშრომლობა.
როგორ ხდება აქციებში ფულის დაბანდება
ახლა თქვენ უკვე იცით რა არის აქციები და როგორ მუშაობს საფონდო ბირჟა. ახლა ვნახოთ როგორ ხდება ფასიან ქაღალდებში ფულის დაბანდება და როგორ უნდა შეიძინოთ თქვენი პირველი აქცია.
როგორც ყველაფერს მსოფლიოში, ამ ტიპის აქტივებსაც აქვთ თავისი საფასური. როდესაც კომპანია გადაწყვეტს აქციების საჯაროდ გამოშვებას, ფასდება კომპანიის საბაზრო ღირებულება და დგება მისი ფასი. ფასიანი ქაღალდების საჯაროდ პირველი გამოტანას IPO (Initial Public Offering) ეწოდება.
მას შემდეგ რაც აქციები საფონდო ბირჟაზეა, იწყება ვაჭრობა და მისი ფასი იცვლება – იზრდება ან მცირდება იმის მიხედვით თუ როგორ იცვლება კომპანიის მდგომარეობა ბაზარზე. არის შემთხვევები, როდესაც ფასი მკვეთრად ეცემა ან პირიქით იზრდება. ეს შეიძლება გამოიწვიოს ბევრმა ფაქტორმა – მაგალითად კომპანიის ხელმძვანელის შეცვლამ, მოგების ან ზარალის მნიშვნელოვანმა გაზრდამ ან შემციებამ, ცვლილებამ ინდუსტრიაში და სხვა ფაქტორებმა.
მოდით განვიხილოთ Facebook-ის მაგალითი. Facebook-მა IPO პირველად 2012 წლის 18 მაისს გამოუშვა. ერთი აქციის პირველადი ფასი $38-ით განისაზღვრა, ხოლო კომპანიის საბაზრო ფასი 104 მილიონით. დღევანდელი მდგომარეობით Facebook-ის ერთი აქციის ფასმა $190-მდე მოიმატა. შესაბამისად, 7 წლის განმავლობაში კომპანიის ფასიანი ქაღალდების ღირებულება 5-ჯერ გაიზარდა. დღეისათვის Facebook-ს საჯაროდ გამოშვებული აქვს 2.8 მილიარდი აქცია.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ შეიძინეთ 10 აქცია მაშინ როდესად ერთი აქციის სავაჭრო ღირებულება $38-ს შეადგენდა, ანუ სულ დახარჯეთ $380. დღეს უკვე შეძლებდით ერთი აქციის გაყიდვას $190-ად, ანუ სულ მთლიანად მიიღებდით $1,900-ს. ამ შემთხევაში ანუ თქვენი მოგება იქნება $1,520.
თუმცა, აქ უნდა აღინიშნოს, რომ შემოსავლის მისაღებად არ არის აუცილებელი აქციების რეგულარული ყიდვა-გაყიდვა. ზოგიერთი კომპანიები ყოველ კვარტალში ან წელიწადში ერთხელ თავიანთ აქციონერებს უხდიან დივიდენდებს.
მაგალითად, ჯერ კიდევ 10 წლის წინ მაკდოლადსი ყოველ 3 თვეში ერთხელ, ერთ აქციაზე იხდიდა $0.50 დივიდენდს. ეს იმას ნიშნავს, რომ მაგალითად 10,000 აქციის მფლობელი ყოველ კვარტალში მიღებდა $5,000-ს. მაგრამ აქ საინტერესო, ისაა, რომ წარმატებული კომპანიები ყოველწლიურად ზრდიან ამ განაკვეთებს. დღესდღეობით, 2020 წელს მაკდოლადსის დივიდენდმა ერთ აქციაზე უკვე $1.25-ს მიაღწია. ანუ 10,000 აქციის მფლობელი ამჯერად ყოველ სამ თვეში ერთხელ $12,500-ს მიიღებს.
როგორც ხედავთ, აქციების შეძენა გრძელვადიანი ინვესტიციაა. თქვენ აბანდებთ ფულს იმ კომპანიის აქციებში, რათა იგი გაყიდოთ მომავალში უფრო ძვირად, ან მიიღოთ მზარდი დივიდენდები. ეს პროცესი შეიძლება რამდენიმე წელი გაგრძელდეს. ამიტომ, სანამ აქციების შეძენას გადაწყვეტთ უნდა დარწმუნდეთ რომ საკმარისი მოთმინება გაქვთ. ამიტომაც მნიშვნელოვანია შეარჩიოთ სწორი პლატფორმა ვაჭრობისთვის რათა ბონუსებით და არსებული პირობებით შექმნათ მოგების მეტი შესაძლებლობა. ასეთია პრესტიჟული საბროკერო ფირმა XM რომელზე რეგისტრაციაც შეგიძლიათ ქვემოთ.
ძირითადად ინვესტორები ყიდულობენ ორი ტიპის კომპანიის აქციებს
1. დიდი კომპანიების აქციები
ინვესტორები ხშირად ირჩევენ დიდ კომპანიებს, რომლებიც დიდი ხანია ბაზარზე არსებობენ და დიდი საბაზრო ფასი აქვთ. ასეთ ფირმების ფასიან ქაღალდებს blue chip stocks-ს, ანუ ლურჯი ჩიპის აქციებს უწოდებენ. ასეთია მაგალითად კოკა-კოლა, მაკდონალდსი, უნილივერი, პროქტორი და გემბელი, ვოლმარტი და სხვები. ინვესტორებს მოლოდინი აქვთ რომ ეს კომპანიები ბაზარზე კიდევ დიდხანს იარსებებენ და მდგრადი ზრდა ექნებათ. ასეთი ფირმების აქციები ასევე შედარებით ნაკლები მერყეობით გამოირჩევა.
2. ახალი კომპანიების აქციები
ხშირად ბაზარზე შემოდიან კომპანიები, რომლებიც ინოვაციურები არიან თავიანთ ინდუსტრიაში. ავიღოთ Facebook-ი მაგალითად. სოციალური ქსელი 2004 წელს შეიქმნა და 2012 წელს გამოუშვა აქციები. ამ პერიოდში მისი აქციების შეძენა სარისკო გადაწყვეტილება იყო. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიასს დიდი ზრდა ჰქონდა ის ჯერ კიდევ იმის, რომ ის ვერ გაამართლებდა. მიუხედავად ამ ამისა, ახალი კომპანიის აქციების შეძენა შეიძლება ბევრად უფრო მომგებიანი იყოს, რადგან ისინი სწრაფად იზრდება, ვიდრე დიდი კომპანიის ფასიანი ქაღალდები.
როგორ უნდა იყიდოთ თქვენი პირველი აქცია და რა უნდა იცოდეთ აქციების შესახებ
აქციების შეძენის პროცესი ძალიან მარტივია. მთელი სირთულე მდგომარეობს ორი ნაბიჯის სწორად გადადგმაში. პირველი გულისხმობს ფასიანი ქაღალდების სწორად არჩევას. თუ აქციების უკან წარმატებული კომპანია არ დგას, მაშინ შეიძლება ინვესტორმა საკმაოდ დიდი ზარალი მიიღოს. ამიტომ საჭიროა, ისეთი ბიზნესის ფასიანი ქაღალდების მოძებნა, რომელსაც აქვს მომავლის პერსპექტივა და ჰყავს კარგი მენეჯმენტი.
მეორე მხრივ, საჭიროა ასევე შესყიდვის ფასის სწორად შერჩევა. ზედმეტად გაძვირებული აქციების შესყიდვა შეიძლება ასევე საზარალო აღმოჩნდეს ინვესტორისთვის.
გარდა ამისა, თქვენ დაგჭირდებათ ფინანსური და ფსიქოლოგიური მომზადება ასეთი ინვესტიციისათვის. ქვემოთ ნახავთ საბაზისო რჩევებს როგორ უნდა დაიწყოთ აქციების შეძენა, როგორ შეარჩიოთ კომპანიის აქციები და როგორ მოემზადოთ ინვესტიციისათვის.
მოემზადეთ გრძელვადიანი ინვესტიციისათვის
აქციების შეძენა გრძელვადიანი ინვესტიციაა, ეს არის პირველი და უმთავრესი რამ რაც ფასიანი ქაღალდების შეძენამდე კარგად უნდა გქონდეთ გაცნობიერებული. აქციების ფასი შესაძლოა დიდი ხნის განმავლობაში არ შეიცვალოს, ან რაღაც პერიოდის განმავლობაში შემცირდეს კიდეც. შესამაბამისად, სანამ გადაწყვეტთ რომელი კომპანიის აქცია შეიძინოთ, კარგად დაფიქრდით რამდენი ხანი შეგიძლიათ თქვენი თანხა გააჩეროთ უძრავად. ასევე კარგი იქნება დივიდენდის გადამხდელი კომპანიების მოძებნა. ეს საშუალებას აძლევს ინვესტორს, რომ გარკვეული სარგებელი მიიღოს მის მიერ ჩადებული თანხებისგან.
შესაძლოა თქვენ გსურთ მოგება ექვს თვეში მიიღოთ, ან მზად ხართ 5 წლიანი ან უფრო მეტი ხნით თანხის ინვესტიციებისათვის. დაფიქრდით ინვესტიციის რა ვადაა მისაღები თქვენთვის და შეარჩიეთ აქციები ამის შესაბამისად.
განსაზღვრეთ კაპიტალი
რა თქმა უნდა, როდესაც ინვესტიციას აკეთებთ თქვენ პოზიტიურად ხართ განწყობილი და დარწმუნებული ხართ რომ მომდევნო წლებში აქციებიდან მოგებას მიიღებთ. თუ ინვესტიციას სწორად განახორციელებთ, ასეც იქნება. თუმცა უნდა დარწმუნდეთ, რომ თანხას რომელსაც ამ მიზნით გადადებთ, ახლო მომავალში არ დაგჭირდებათ.
თუ თქვენ არ გაქვთ საინვესტიციო კაპიტალი და თქვენი შემოსავლის ერთადერთი წყარო ხელფასია ნუ იყიდით აქციებს მთელი ხელფასით, ან თუნდაც ნახევარით, მითუმეტეს ნუ იყიდით მათ სხვისი ფულით. ინვესტიცია ძალიან მჭიდრო კავშირშია დანაზოგებთან. საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება თუ დაიწყებთ კაპიტალის მოგროვებას.
ამის მისაღწევად საჭიროა, ე.წ. სარეზერვო ფონდის შექმნას. ეს ის დანაზოგია, რომელიც ‘შავი დღისთვის’ არის გადანახული და ადვილად ხელმისაწვდომია. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს შემნახველ ანაბარზე განთავსებული $1,000 ან ნებისიერი სხვა თანხა. ზუსტი ოდენობა დამოკიდებულია ყოველთვიურ ხარჯებზე. შესაბამისად მრავალშვილიან ოჯახს უფრო მეტი რეზერვები დასჭირდება, ვიდრე მარტო მცხოვრებ ადამიანს. ამ ფონდის შევსების შემდეგ უკვე შესაძლებელია ინვესტიციებისთვის თანხების მობილიზება.
რაც შეეხება უშუალოდ ფულის შეგროვებას აქ ყველაზე მნიშვნელოვანი სისტემატიურობაა. აქ საჭიროა დასაწყისისთვის რეალური დაბალი სამიზნის დაწესება. მაგალითად ყოველთვიურად $50-ის გადადება უკვე წელიწადში უკვე $600-ის შეგროვებას უდრის, 5 წელიწადში კი $3,000-ს უტოლდება. რა თქმა უნდა კონკრეტული თანხის განსაზღვრა დამოკიდებულია ადამიანის შემოსავლებსა და ხარჯებზე. თუმცა, აქ მთავარი პრინციპი მცირე თანხების სისტემატიური შეგროვებაა.
ეს ფული შეგიძლიათ განათავსოთ დაგროვებით ან შემნახველ ანაბარზე. გარკვეული დროის შემდეგ თქვენ უკვე გექნებათ თანხა შეგროვებული თქვენი პირველი ინვესტიციისათვის. თან ამ ყველაფრის მიუხედავად გექნებათ სარეზერვო ფონდი, რათა მოულოდნელ პრობლემებს გაუმკლავდეთ.
ამავდროულად, ნუ შეგეშინდებათ დროის დაკარგვის სანამ საინვესტიციო კაპიტალს დააგროვებთ. ეს დრო შეგიძლიათ გამოიყენოთ იმისთვის, რომ მეტი ისწავლოთ აქციებისა და საფონდო ბირჟის შესახებ, რათა დარწმუნებული იყოთ რომ სწორ ინვესტიციას ახორციელებთ.
აკონტროლეთ ემოციები
ემოციებმა შეიძლება ხელი შეგიშალოთ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში როდესაც საქმე ფასიანი ქაღალდების ყიდვას ან გაყიდვას ეხება. რადგან აქციები გრძელვადიანი ინვესტიციაა, ამ დროის განმავლობაში შეიძლება მათმა ფასმა მოიმატოს ან დაიკლოს. თუ ნახავთ, რომ თქვენი აქტივების ფასი ეცემა, ნუ აყვებით ემოციებს და ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას შიშის საფუძველზე. კარგად გაანალიზეთ რა შეიძლება იყოს აქციების ფასის დაცემის მიზეზი. ეს დაგეხმარებათ განსაზღვროთ ფასის მოსალოდნელი ცვლილებები.
გარდა ამისა, თუ წარმატებული და კარგად მართული კომპანიის აქციებს ფლობთ, მათი გაიაფება კარგი სიახლეა. ეს საშუალებას გაძლევთ, რომ მაღალი დონის ფირმის ფასიანი ქაღალდები უფრო იაფად შეიძინოთ.
შეარჩიეთ კომპანიის აქციები სწორად
შეიძინეთ იმ კომპანიის აქციები, რომლის შესახებაც საკმარისი ინფორმაცია გაქვთ. ეს შეიძლება იყოს ფირმა, რომლის სერვისის ან პროდუქტის აქტიური მომხმარებელი ხართ. ან კომპანია, რომელიც იმ ინდუსტრიაში მოღვაწეობს, რომელიც განსაკუთრებით გაინტერესებთ და იცით.
პირველ რიგში ეს ინვესტიციის პროცესს თქვენთვის უფრო დაცულს და თანაც საინტერესოს გახდის. თუ მაგალითად გსურთ რომ Apple (AAPL) აქციები შეიძინოთ, ტექნოლოგიებში კარგად ერკვევით და თანაც Apple-ის მომხმარებელი ხართ და თვალს ადევნებთ ახალ პროდუქტებს,თქვენ უკეთ შეძლებთ განსაზღვროთ რამდენად კარგი ინვესტიციაა ამ მომენტში აქციების შეძენა და რას უნდა მოელოდეთ მომავალში.
შეაჩერეთ არჩევანი იმ კომპანიის აქციებზე, რომებიც წარმოადგენენ ლიდერებს თავიანთ ინდუსტრიაში. თქვენ უნდა შეიძინოთ ისეთი ფირმის წილი, რომელთა პროდუქტზეც მომავალში მოთხოვნა არ შემცირდება და პირიქით – გაიზრდება. გარდა ამისა, შეამოწმეთ როგორ იცვლებოდა აქციების ფასი ბოლო 5 წლის განმავლობაში. ინვესტიციების საშუალო პერიოდი ნახევარი ათწლეულია. ნახეთ სტატისტიკა როგორ იზრდება კომპანიის გაყიდვების რაოდენობა, განსაკუთრებით ბოლო 2-3 კვარტალის განმავლობაში, რათა იცოდეთ რას უნდა მოელოდოთ სამომავლოდ. კარგი იქნება თუ ასევე მოიძიებთ ინფორმაციას ფლობენ თუ არა კომპანიის აქციებს უშუალოდ მთავარი ხელმძღვანელები. თუ მმართველ რგოლს არ უნდა კომპანიაში ინვესტიციის ჩადება, რატომ უნდა გინდოდეთ თქვენ?
ასევე საინტერესოა კომპანიის დივიდენდების გადახდის ისტორიის გადახედვა. ფირმებს, რომელბიც ათწლეულების განმავლობაში უხდიან თავისი მოგების ნაწილს თავიანთ აქციონერებს აქვთ რამდენიმე უპირატესობა. პირველ რიგში ეს იმას ნიშნავს, რომ კომანიას აქვს სტაბილურად მზარდი ბიზნესი. გარდა ამისა, ეს იმაზეც მიუთითებს, რომ მენეჯმენტისთვის აქციონერების ინტერესების დაცვა მნიშვნელოვანია.
ხშირ შემთხვევაში ასეთი კომპანიები დივიდენდების გადახდის გარდა ასევე ყიდულობენ თავიანთი აქციების ნაწილს. შესაბამისად მიმოქცევაში არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა კლებულობს. ეს საბოლოო ჯამში დარჩენილ აქციებს კიდევ უფრო აძვირებს. მაგალითად 2017-2019 წლებში მაკდონალდსმა $25 მილიარდი დახარჯა დივიდენდების გადახდასა და საკუთარი აქციების შესყიდვებში.
ვაჭრობა აქციებზე კონტრაქტით ფასთა შორის სხვაობაზე (CFD)
შესაძლოა თქვენ გაინტერესებდეთ აქციებით ვაჭრობა ან ზოგადად აქციები, მაგრამ არ იყოთ მზად გრძელვადიანი ინვესტიციებისათვის. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა თქვენთვის საინტერესო იყოს კონტრაქტი ფასთა შორის სხვაობაზე (CFD). CFD-ები არსებობს სხვადასხვა სავაჭრო ინსტრუმენტებისათვის, მაგალითად ეს შეიძლება იყოს კრიპტოვალუტაზე, ძვირფას ლითონებზე, აქციებზე და ა.შ.
CFD-ებით ვაჭრობა ფუნდამენტურად განსხვავდება აქციებით ვაჭრობისაგან. როგორც ავღნიშნე, როდესაც ყიდულობთ კომპანიის აქციას თქვენ ამით ფლობთ კომპანიის გარკვეულ წილს. შეგიძლიათ აქცია გაყიდოთ მოკლე დროში (მაგალითად რამდენიმე თვის შემდეგ) ან შეინარჩუნოთ რამდენიმე წლის განმავლობაში. CFD-ებით ვაჭრობის დროს თქვენ არ ყიდულობთ კომპანიის აქციებს, არამედ სპეკულირებთ მათი ფასით. შესაბამისად თქვენ არ ფლობთ აქციას, არ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ ის გარკვეული დროის განმავლობაში, არამედ ცდილობთ სარგების მიღებას ფასის ცვლილებით მოკლე დროის პერიოდში. (CFD-ებზე გახსნილი პოზიციის დახურვა ხდება იმავე დღეს)
აქციების CFD-ებით ვაჭრობა შესაძლებელია ფორექს და CFD ბროკერებთან. ისინი უზრუნველყოფენ მომხმარებლებს სავაჭრო პლატფორმით და კომპანიების აქციების CFD-ებით. მაგალითად, XM ბროკერი ტრეიდერებს სთავაზობს 1000-ზე მეტი კომპანიის აქციების ვაჭრობის შესაძებლობას.
დაიწყე CFD-ებით ვაჭრობა აქციებზე XM-თან!
როგორ უნდა დაიწყოთ CFD-ებით ვაჭრობა
CFD-ებით ვაჭრობა შეგიძლიათ ფორექს და CFD საბროკერო კომპანიებთან. მათი უმრავლესობა მომხმარებლს სთავაზობს ფასიანი ქარალდების CFD-ებს. იმისთვის რომ აქციების ფასით სპეკულირება დაიწყოთ საჭიროა გახსნათ ანგარიში საბროკერო კომპანიასთან, გააკეთოთ პირველი დეპოზიტი და დაიწყოთ ვაჭრობა. სანამ საბროკერო კომპანიასთან სავაჭრო ანგარიშს გახსნიდეთ კარგად გაეცანით რომელ აქციებს გთავაზობთ ის. ზოგიერთ ბროკერს ფასიანი ქაღალდების დიდი არჩევანი აქვს, ზოგიერთს კი შეზღუდული. შესაბამისად, ჯერ შეარჩიეთ რომელი კომპანიის აქციებით გსურთ ვაჭრობა, დარწმუნდით რომ ბროკერი მას გთავაზობთ და მხოლოდ შემდეგ დარეგისტრირდით მასთან.
აქციების ფასებით სპეკულირების დაწყებისთვის თქვენ სავაჭრო პლატფორმაზე მიიღებთ შეთავაზებას (Quote) რომელიც შედგება ფასთა წყვილისგან, პირველი ფასი წყვილში არის გაყიდვის ფასი, ხოლო მეორე ყიდვის ფასი. თუ თქვენ ფლობთ ამ კონკრეტული აქციის CFD-ის და ფიქრობთ რომ ფასი შემცირდება, გახსნით პოზიციას და გაყიდით მას. თუ პირიქით, ფიქრობთ რომ ფასი გაიზრდება იყიდით, რათა შემდეგ გაყიდოთ და მიიღოთ მოგება. მოდით ვნახოთ მაგალითი და თან შევადაროთ აქციის ფლობა აქციების ფასით სპეკულირებას.
ავიღოთ მაგალითად ამაზონი, რომელიც წარმოდგენილია NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე ინდექსით: AMZN.
ამაზონის ერთი აქციის ფასი არის $1920:
მაგალითი 1.
თქვენ გსურთ ამაზონის 5 აქციის შეძენა რადგან ფიქრობთ, რომ მომავალში აქციების ფასი კიდევ უფრო გაიზრდება და თქვენ სარგებელს მიიღებთ. ამისთვის იხდით 5 აქციის საფასურს სრულად – $9,600 და სავარაუდოდ $15 სტანდარტულ საკომისიოს. ამ თანხის გადახდის შემდეგ თქვენ ფლობთ ამაზონის ფასიან ქაღალდებს.
მაგალითი 2.
თქვენ გსურთ ამაზონის აქციების CFD-ით ვაჭრობა. საბროკერო კომპანიის პლატფორმაზე თქვენ იღებთ შემოთავაზებას 9,598.50 : 9,600.00. ამ შემოთავაზებაში ამაზონის აქციის CFD-ის გაყიდვის ფასი $9,598.50-ია, ხოლო ყიდვის $9,600.00. ამ ფასებს შორის სხვაობა $1.50-ია და მას სპრედი ეწოდება.
შემოთავაზების ნახვის შემდეგ, თქვენ გადაწყვიტეთ იყიდოთ ამაზონის აქციის 5 CFD. თქვენ თვლით, რომ მოკლე დროში ფასი გაიზრდება და შეძლებთ მის უფრო ძვირად გაყიდვას. მაგრამ არ გაქვთ $9,600.
CFD მარჟის მქონე სავაჭრო ინსტრუმენტია, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრე არ არის ვალდებული ჰქონდეს სავაჭროდ აუცილებელი სრული თანხა ანგარიშზე. საკმარისია მისი მხოლოდ მცირე ნაწილის ქონა. ხშირ შემთხვევაში აქციებზე შემოთავაზებულია 5% ან 10% მარჟა. ამ შემთხვევაში ვაჭრობის დროს მომხმარებელი იყენებს ბროკერის მიერ შემოთავაზებულ საკრედიტო მხარს. დავუბრუნდეთ ამაზონის მაგალითს უკეთ ილუსტრირებისათვის.
ბროკერი გთავაზობთ 5%-იანი მარჟით ვაჭრობას 1:20 საკრედიტო მხარით. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ პოზიცია გახსნათ (იყიდოთ 5 CFD) $480-ით, დანარჩენ $9,120-ს კი ბროკერი თავად გაძლევთ უშუალოდ ამ პოზიციისათვის გამოყოფილი კრედიტით სახით.
თუ თქვენი პოზიცია მომგებიანი აღმოჩნდა, მოგება დაემატება თქვენს ბალანსს. თუ წამგებიანი – შესაბამისად თანხა მოაკლდება თქვენს სავაჭრო ანგარიშს. იმისთვის, რომ თქვენ არ დაკარგოთ იმაზე მეტი ფული, ვიდრე გაქვთ თქვენს ბალანსზე – ბროკერები იყენებენ ე.წ Margin Call-ს, ანუ გატყობინებენ როდის უახლოვდება წაგებული თანხის რეაოდენობა დეპოზიტის თანხას, რათა დახუროთ პოზიცია. თუმცა, უმჯობესია ისარგებლოთ Stop-Loss ფუნქციით. მისი საშუალებით შეგიძლიათ მიუთითოთ მინიმალური ზარალის ზღვარი და როდესაც ფასი ამ ნიშნულს მიაღწევს, პოზიცია ავტომატურად დაიხურება.
ამ ტიპის ოპერაციებს ჰქვია ვაჭრობა კონტრაქტით ფასთა შორის სხვაობაზე (CFD). ამ ტიპის ანგარიშის გახსნა შესაძლებელია ფორექს და CFD ბროკერებთან, როგორიცაა მაგალითად XM.
დაიწყე CFD-ებით ვაჭრობა აქციებზე XM-თან!მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ CFD-ებით და ზოგადად კრედიტის გამოყენებით ვაჭრობა სარისკოა და მოითხოვს შესაბამის ცოდნასა და გამოცდილებას.
შეჯამება
როგორც ხედავთ, აქციების შეძენა და ვაჭრობა საქართველოში არც ისე რთულია როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. მნიშვნელოვანია რომ მზად იყოთ ინვესტიციისათვის როგორც ფინანსურად ასევე ფსიქოლოგიურად. ამაში იგულისხმება, რომ სწორად განსაზღვროთ რამდენი ხნით შეგიძლიათ ინვესტიციის ჩადება და რა თანხა შეგიძლიათ დააბანდოთ ისე, რომ თქვენი ფინანსური მდგომარეობა რისკის ქვეშ არ დადგეს.
თქვენი მიზნებიდან გამომდინარე შეგიძლიათ აირჩიოთ რომელია თქვენთვის მისაღები აქციების შეძენა და ვაჭრობა თუ ფასთა შორის სხვაობის კონტრაქტების გამოყენება. გაითვალისწინეთ ზემოთ მოცემული რჩევები და თქვენ შეძლებთ პირველი ნაბიჯი გადადგათ საფონდო ბირჟაზე წარმატებულად ვაჭრობისკენ.