ხორბლის იმპორტი იზრდება, ხოლო ფქვილის მცირდება
ხორბალი და ფქვილი სავაჭრო პროცესების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი აქტივია. 2023 წლის ბოლო მონაცემების მიხედვით კი, საქართველო საკმაოდ აქტიურად ახორციელებს თითოეული მათგანის ქვეყანაში იმპორტს. თუმცა წლის ბოლოს საინტერესო ტენდენცია გამოვლინდა. ხორბლის იმპორტი საგრძნობლად გაიზარდა, ხოლო ფქვილის შემცირდა. ყოველივე ამაზე კი დღეს, დეტალურად ვისაუბრებთ.
ხორბლისა და ფქვილის იმპორტი – 2023
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს საქართველოში 57 მილიონზე მეტი ღირებულების ხორბალი შემოვიდა, რაც მოცულობის კუთხით გულისხმობს დაახლოებით 222000 ტონა ხორბალს. და თუ ამ მონაცემებს 2022 წლის მონაცემებს შევადარებთ, დავინახავთ, რომ ქვეყანაში ხორბლის იმპორტმა დაახლოებით 21%–ით იმატა. მიუხედავად მაღალი იმპორტის დონისა, ქვეყანაში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა მისი ფასი რაც გამოწვეული არის იმით რომ მსოფლიო ბაზარზე ხორვლის ფასი შემცირდა. შესაბამისად, საქართველოსთვის ეს იმპორტი შედარებით იაფი პროცესი იყო და ქვეყანამ ხორბალი დაახლოებთ 11%–ით შემცირებული ფასით იყიდა.
2023 წლის მზარდი სტატისტიკა შემოტანილ ხორბალთან დაკავშირებით იმითაც იყო გამოწვეული, რომ 2022 წელი მეხორბლეობის დარგისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა საქართველოში. იმ პერიოდში ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა, რის მიზეზადაც რუსეთში ხორბლის ექსპორტზე დაწესებული ბაჟი იყო. შესაბამისად, ქვეყანას შედარებით მაღალ ფასად უწევდა ხორბლის იმპორტი. ამ ყველაფერს კი ემატებოდა 2022 წელს რეკორდულად გაზრდილი ფქვილის იმპორტი. ეს ყველაფერი კი იმით იყო გამოწვეული, რომ ხორბლისგან განსახვავებით, ფქვილზე საექსპორტო გადასახადი ნულოვანი იყო. შესაბამისად, ხორბლისადმი ინტერესი შემცირდა, ხოლო ფქვილისადმი გაიზარდა. ფერმერებს, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ხორბალთან შეექმნათ ახალი გამოწვევები. ხორბლის დეფიციტის გამო, ადგილობრივი ხორბლის გადამუშავება არაეფექტიანად ხდებოდა და თითქმის გაჩერდა კიდეც.
სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად, 2023 წელს დარგის წარმომადგენლების მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რომ წინა წლის 12 ივნისიდამ, ქვეყანაში შემოსულ რუსულ ფქვილის იმპორტზე დაწესებულიყო ფიქსირებული 200 ლარიანი გადასახადი. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ეს გადასახადი მალევე, ნოემბერში 250 ლარამდე გაიხარდა და ეს წესი აქტიური 2024 წლის მარტამდე დარჩა. ფქვილის მსგავსად მიახლოებითი გადასახადი დაწესდა ქატოსა და ქერზე, თუმცა აქ გადასახადი მხოლოდ 100 ლარია. სწორედ ამ გადაწყვეტილების ფონზე, მალევე გამოიკვეთა ტენდენცია, რომ საქართველოში ფქვილის იმპორტი შემცირდა, ხოლო ხორბლის კვლავ გაიზარდა. ასევე აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტენდენციის შესანარჩუნებლად, საქართველოს მთავრობას ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელმა ასოციაციამ განაცხადის სახით შესთავაზა, გასახადის წესის ვადის კიდევ უფრო გაგრძელება, თუმცა ამასთან დაკავშირებით ჯერ ოფიციალური განცხადება, ისევე როგორც კონკრეტული თარიღის გამოცხადება არ განხორციელებულა.
ვისგან ყიდულობს საქართველო ხორბალსა და ფქვილს?
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს საქართველოსთვის ამ დარგში მთავარი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია. კონკრეტულად, 2023 წლის მანძილზე, საქართველომ რუსეთისგან 217 000 ტონაზე მეტი ხორბალი შეიძინა, რომლის საერთო ღირებულებამაც 56 მილიონ დოლარს გადააჭარბა. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველო კიდევ 6 ქვეყნიდან ყიდულობს ხორბალს. რიგით მეორე იმპორტიორია თურქეთი, რომლისგანაც გასულ წელს ქვეყანამ 688 000 დოლარის ღირებულების 2800 ტონა ხორბალი შეიძინა. ასევე იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგში გვხვდება, უკრაინა, ავსტრია, გერმანია, რუმინეთი და საფრანგეთი, რომლისგანაც საქართველობ 16000 დოლარის 10 ტონა ხორბალი შეიძინა. რაც შეეხება უმსხვილეს იმპორტიორ კომპანიებს ხორბლის დარგში, ესენია “დაკო,” “აგროსისტემები,” და “აგრორივერი.”
აღნიშნული გადასახადის დაწესების შემდეგ, 2023 წელს საქართველოშ ფქვილის იმპორტმა დაახლოებით 45%–ით იკლო და მისი ღირებულება 37 მილიონ დოლარამდე შემცირდა. რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, აქ უფრო დივერსიფიცირებული რეიტინგი გვაქვს, თუმცა ლიდერი კვლავ რუსეთია, საიდანაც საერთო იმპორტის 90%–ზე მეტი შემოდის. კონკრეტულად, გასულ წელს რუსეთისგან საქართველომ 135000 ტონაზე მეტი ფქვილი იყიდა, რომლის საერთო ღირებულება დაახლოებთ 36 მილიონი დოლარი იყო. შემდეგი რეიტინგში თურქეთი და იტალიაა. ასევე ტოპ იმპორტიორთა სიაში გვხვდება, უკრაინა, საფრანგეთი, ლიეტუვა, ბელარუსი, ავსტრია, ყაზახეთი და პოლონეთი საიდანაც მხოლოდ 4 ტონა ფქვილი შევიძინეთ, და მათი ღირებულება 5000 აშშ დოლარი იყო. კიდევ უფრო მცირე მოცულობებით ხდება იმპორტი საბერძნეთიდან, გაერთიანებული სამეფოებიდან და გერმანიიდან. რაც შეეხება ტოპ იმპორტიორ ქვეყნებს, რეიტინგში გვხვდება ” ბევრილი ჯგუფი,” “გიკა,” “პროდუქტ ექპო” და სხვა.