ნავთობის ფასი იზრდება – რას უნდა ველოდეთ?

ნავთობის ფასი იზრდება – რას უნდა ველოდეთ? post thumbnail image

ნავთობი საკმაოდ პოპულარულია დღევანდელ ვაჭრობის ინდუსტრიაში, თუმცა აქტუალურობასთან ერთად, ნავთობით ვაჭრობას ახასიათებს საკმაოდ ხშირი გამოწვევები. მიუხედავად ამისა, პოპულარობა, და ინტერესის დონე ნავთობის მიმართ არ მცირდება. როგორც ჩანს ნავთობის აქტივებით მოვაჭრეებისთვის მორიგი გამოწვევაა მოსალოდნელი. როგორც ექსპერტები განმარტავენ, მალე ბირჟაზე ნავთობის ფასი საგრძნობლად გაიზრდება. ამ ყველაფერზე დეტალურად კი ქვემოთ ვისაუბროთ.

ნავთობის ფასი – უახლოესი მომავლის პროგნოზები

დღეს, საერთაშორისო ენერგეტიკული ბირჟა აღმავალი ტენდენციით ხაისიათდება. საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ერთი კვირის განმავლობაში, როცა ნავთობის ფასმა 4%–ით მოიმატა. დღეს კი Brent–ის ღირებულება 83 დოლარს აღწევს, რაც შეეხება WTI–ის ფასს, ის დაახლოებით 78 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

საინტერესოა რომ კვლავ შენარჩუნებულია რუსული ნავთობის ფასი, თუმცა ბევრის აზრით, ეს მხოლოდ დროებითია. დღეს რუსული ნავთობის Urals–ის ერთი ბარელის ფასი 73 დოლარის ფარგლებშია. სხვებთან შედარებით დაბალი ფასი სულაც არ ნიშნავს რუსული ნავთობის სტაბილურ ღირებულებას. დღევანდელი მაჩვენებელი, წინა კვირის ფასთან შედარებით, 16%–ითაა გაზრდილი. რაც შეეხება ერთწლიან მაჩვენებელთა შედარებას, გამოდის რომ წლის მანძილზე რუსული ნავთობის ფასმა 24%–ით მოიმატა.

მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ბარელის ფასი ზრდას განაგრძობს, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო არ ფიქრობს რომ ეს ნავთობზე მოთხოვნას შეაჩერებს. პირიქით, მოთხოვნა დღემდე მზარდია და ნავარაუდებია რომ უახლოეს მომავალში ისევ გაიზრდება. სააგენტოს განცხადებაში ითქვა ისიც რომ უფრო მეთი ნავთობის წარმოება იქნება საჭირო, ვიდრე ამას დღევანდელი მოთხოვნის ნიშნული მოითხოვს. რაც შეეხება ნავთობის სამომავლო ფასის ზრდას, ამ მხრივ  მოლოდინები პროგნოზირებს ყველა მწარმოებლის ნავთობზე, ფასების კიდევ უფრო გაზრდას. მთავარ გამოწვევად ამ სიტუაციაში კი მიწოდებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი სირთულეები სახელდება. თუმცა ამ ყველაფერს დრო სჭირდება და თუ მიწოდებასთან დაკავშირებით გაუარესებული პროგნოზი არ გაცხადდა, მაშინ ნავთობის ბირჟა კვლავ შეინარჩუნებს პოზიტიურ დონეს საზოგადეობაში.

როგორ აისახება გაძვირებული ნავთობის ფასი საქართველოზე

საქართველოს ნავთობიმპორტიორთა ასოციაციას ბირჟაზე ნავთობის ფასის მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით, ჯერ კონკრეტული განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ნავთობზე მოთხოვნა მზარდია და მოსალოდნელია ამ ნიშნულის კიდევ უფრო დიდი ზრდა, საქართველოსთვის, როგორც მომხმარებელი ქვეყნისთვის გარკვეული სირთულეები და გამოწვევები ჩნდება.

კონკრეტულად, თუ ნავთობის მიწოდებასთან დაკავშირებით შეიქმნება მსოფლიო ბაზარზე პრობლემები, მაშინ საქართველოსთვის ნავთობის დეფიციტის საფრზე იზრდება. თუმცა ამასთან გამოსავალი გაძვირებული ნავთობის ფასის მიღებაა, რაც საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასთან მიმართებითაც შეიძლება ფინანსურ გამოწვევადაც ჩაითვალოს. როგორც მოგეხსენებათ დღეს საქართველოსთვის, ნავთობის პროდუქტების მთავარი იმპორტიორი რუსეთია. 2023 წლის ბოლო მონაცემების მიხედვით, ნავთობიმპორტიორთა ასოციაციის სტატისტიკით, რუსეთის ნავთობზე საქართველოს მთლიანი იმპორტის 63%–ზე მეტი წილი მოდის. შესაბამისად, საქართველო ჯერჯერობით თავს იკავებს კონკრეტული პოზიციის დაფიქსირებისგან და მისი მთავარი პოზიციაა ადაპტირება და მიღებადობა გამოაჩინოს ნავთობის ბაზარზე მიმდინარე ცვლილებების მიმართ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *