საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემა საქართველოში
საზოგადოებისა და ინდივიდუალური მომხმარებლის მხრიდან ნდობის წარმოქმნის მთავარი ფაქტორი ინფორმაციისა და დაკავშირებული მხარის გამჭირვალობაა. ქვეყანას, როგორც სუბიექტს აქვს ვალდებულება, მოქალაქეს მისცეს სრული წვდომა საჯარო ინფორმაციაზე და გახადოს ის მარტივად ხელმისაწვდომი. მიუხედავად იურიდიული ვალდებულებისა, საქართველოში მსგავსი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას საფრთხე შეექმნა, რაც არა მარტო დააზარალებს საზოგადოებას, არამედ ქვეყნის საერთაშორისო სტატუსს. სწორედ ამ ყოველივეზე და პრობლემის გადაჭრის მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ მოცემულ სტატიაში.
საქართველოში საჯარო ინფორმაციის მიმართ მოთხოვნების იგნორირება გახშირდა
2023 წლის დაწყებიდან, აქტიური კვლევა ხორციელდება იმაზე თუ რამდენად აწვდის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები დაინტერესებულ პირებს ინფორმაციას, რომელიც იურიდიულად საჯარო და ყველასათვის ხელმისაწვდომია. სამწუხაროდ, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ შესაბამისი ორგანოები ხშირად აიგნორირებენ შესულ მსგავს მოთხოვნებს და არ აწვდიან დაინტერესებულ პირებს მოთხოვნილ ინფორმაციას. კვლევა ორგანიზაცია IDFI-ის მიერ ჩატარდა, რომელთა განცხადებითაც ეს პრაქტიკა საქართველოში საკმაოდ დიდი ხანია გავრცელებული და მოქმედია. მსგავსი შედეგები დაფიქსირდა 2022 წლის კვლევის პროცესშიც, როდესაც სამინისტროები თუ მათზე დაქვემდებარებული უწყებები სრულიად აიგნორირებდნენ შესულ მოთხოვნებს, მიეცათ წვდომა საჯარო ინფორმაციაზე. ეს კი საქართველოს კანონმდებლობის პირდაპირი და რაც მთავარია, მიზანმიმართული დარღვევაა.
აღსანიშნავია, რომ გამჭირვალობა უმთავრესი ფაქტორია იმისთვის რომ ორგანოსა და დაწესებულების სანდოობა შეფასდეს. ასე მაგალითა საზოგადოება ენდობა საკომუნიკაციო არხებს, სადაც პირობები, სტრუქტურა და მეთოდოლოგია გამჭირვალეა. ფინანსურ ბაზრებზე ოპერირებისთვის კი ენდობა ისეთ სავაჭრო პლატფორმებს, რომელიც ღია ინფორმაციის მატარებელია და გამჭირვალეა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის როგორიცაა XM და სხვა მსგავსი საბროკერო თუ სავაჭრო პლატფორმები. იგივე მნიშვნელობის მქონეა სამინისტროებისთვის, იყვნენ მაქსიმალურად ჩართული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწდვომობის გაზრდაში. თუმცა მიუხედავად ამისა, წლები მათი მთავარი პრაქტიკა იგნორია.
რა გავლენას იქონიებს აღნიშნული იგნორი ქვეყნის საგარეო სტატუსზე?
IDFI-ის ჯგუფის განცხადებით, რომელთაც ალბათ მოსახლეობაც დაეთანხმება, საჯარო სექტორის მიერ გამჭვირვალობის უგულვებელყოფა, პირდაპირი საფრთხეა ქვეყნის საგარეო სტატუსისთვის და მისი საერთაშორისო ასპექტზე რეპუტაციისთვის. საფრთხეს განსაკუთრებით ამწვავებს ის ფაქტი, რომ მიუხედავად სასამართლო დავებისა და განკარგულებისა, რაც 2020 წლიდან დაიწყო, წელსაც საჯარო სექტორი არ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას და მოსახლეობას მოთხოვნის შესაბამისად, არ აწვდის საჯარო ინფორმაციას.
მსგავსი ასეთი განხილვა იყო 2020 წელს, როდესაც მთავრობის განკარგულებებთან მიმართებით, კვლევითმა ორგანიზაცია IDFI-მ დაიწყო სასამართლო დავა. სადაც კვლევითი ორგანიზაცია მოითხოვდა მთავრობისგან საჯარო ინფორმაციის მიღებას და დიდი პერიოდის მანძილზე რეაგირებად მხოლოდ იგნორს იღებდა. საქმის სიმარტივის მიუხედავად, სასამართლო დავა 2 წელზე მეტი გაგრძელდა რითიც ასევე დაირღვა მორიგი კანონი იმის შესახებ, რომ მსგავსი დავის განხილვის დედლაინი მაქსიმუმ 2 თვეა. რა გასაკვირიც არ უნდა იყოს სასამართლომ გადაწყვეტილება მთავრობის სასარგებლოდ მიიღო და მათ არ დააკისრა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება.
მსგავსი მოცემულობა პირდაპირ არღვევს ევროინტეგრაციით გათვალისწინებულ მოთხოვნების მინიმუმს, რაც მიზანმიმართულია იმისკენ რომ შექმნას სანდო და ინფორმაციული გარემო, სრული გამჭვირვალობის დაცვით. კანონდარღვევის სასამართლოს მიერ გამართლება კი უშუალოდ მიანიშნებს იმაზე, რომ საჯარო სექტორი არა მარტო აიგნორებს საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების შესრულებას, არამედ საერთაშორისო მოთხოვნების დაკმაოყოფილების აუცილებლობასაც, რაც ერთიანად აზიანებს საქართველოს საჯარო სექტორის იმიჯს, სანდოობის საკითხში.