შავი ოქროს მოპოვება საქართველოში – ისტორია და ახალი აღმოჩენები

შავი ოქროს მოპოვება საქართველოში – ისტორია და ახალი აღმოჩენები post thumbnail image

საქართველოში ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში იწყება, თუმცა დღემდე, მისი სრული პოტენციალი არ არის გამოყენებული. რატომ არის ნებისმიერი ქვეყნისთვის ნავთობის მოპოვება და მისი რესურსის სრულიად გამოყენება ფინანსურად მომგებიანი? ამის მარტივი მაგალითი არაბული ქვეყნებია, რომლებიც დღემდე ნავთობის საბადოების ეფექტიანი მართვით გამოირჩევიან ძლიერი ეკონომიკური მდგომარეობითა და სტაბილურობით.

საქართველოში ნავთობის მოპოვება პირველად ორი საუკუნის წინ, კახეთში, შირაქის ველზე იწყება. ასევე მოპოვება ხდებოდა მირზაანშიც, თუმცა ეს საბადოები იჯარით 1840-იან წლებში გაიცა. ამ პერიოდისთვის საბადოების მფლობელები იყვნენ ძმები სიმენსები რომლებიც საკამოდ დიდი რაოდენობის ნავთობს მოიპოვებდნენ. მაგალითად, 1875 წელს, მათ მოახერხეს 173 000 სათლზე მეტი ნავთობის მოპოვება. რაც 1880-იანი წლებიდან აზერბაიჯანში, აფშერონის ნახევარკუნძულზე დაიწყო ნავთობის აქტიური მოპოვება, საქართველოში პროცესი თანდათან შემცირდა, 1902 წელს კი საბოლოოდ შეჩერდა. ამ ყოველივეს ნაცვლად, დაიწყო ნავთობსადენის მშენებლობა ბაქოდან ბათუმამდე, რომელიც 1903 წელს საბოლოოდ დასრულდა. პროექტზე 12 მილიონ რუსულ მანეთზე მეტი დაიხარჯა.

ამის შემდეგ, საქართველოში ნავთობის საბადოების ფუნქციონირება მხოლოდ 1929 წლიდან იწყება, სადაც უკვე ჩნდება სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია.” ამ დროისთვის მთავარ საბადოებს პატარძეულის, ნინოწმინდის, და სამგორის სამხრეთი თაღის საბადოები წარმოადგენდნენ. აღსანიშნავია, რომ ნავთობის წარმოების რეკორდული მაჩვეებელი 1980-1983 წლებში დაფიქსირდა, რამაც წლიური მოპოვებით, 3 მილიონ ტონას გადააჭარბა. რაც შეეხება დღევანდელ აქტიურ საბადოებს, ჯამში ის 15 გაზ-კონდენსატის და 1 ნავთობის საბადოს შეადგენს. ჯამურად ამ საბადოებიდან მიღებულია 28 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობი და 3 მილიარდ მეტრ კუბზე მეტი გაზი.

დღეს საქართველო საკმაოდ მცირე რაოდენობით მოიპოვება. მას აქვს გარკვეული ფინანსური სარგებელი თუმცა არა მნიშვნელოვანი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე. ასევე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ცოტა ხნის წინ ახალი საბადოს შესახებ ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის წარმოებას და მის ფინანსური პერსპექტივას. დღეს დეტალურად ვისაუბრებთ თუ რა ტენდნენციებით ხასიათდება საქართველოში ნავთობის, იგივე შავი ოქროს მოპოვება, რა არის ამ მხრივ მთავარი გამოწვევა და რა პერსპექტივები აქვს საქართველოს.

ნავთობის წარმოება საქართველოში – ძირითადი სტატისტიკა

სამწუხაროა მაგრამ ყოველწლიური სტატისტიკა ნავთობის მოპოვების კუთხით, შემცირებადი ტენდენციით ხასიათდება. 2007 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში დაახლოებით 56 000 ტონა ნავთობის მოპოვება მოხდა, რომელიც 2008 წელს 4 000-ზე მეტი ტონით შემცირდა. ამის შემდეგ მცირედი მაჩვენებლებით 2015 წლამდე მცირდება 40 000 ტონამდე. 2016 წლიდან, ნავთობის წლიური მოპოვება 40 000 ტონაზე მცირეა. რაც შეეხება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წილს წლიურ მოპოვებაში, ის დაახლოებით 17 000 ტონა. რაც შეეხება კონტრაქტორის, წლიური წილი 21 000 ტონას აღემატება.  2017 წელს რეკორდულად მცირე ნავთობის მოპოვება მოხდა რაც დაახლოებით 23 000 ტონას უდრის. აქედან დაახლოებით 8 800 ტონა იყო მაზუთი, დაახლოებით 10 000 ტონა იყო დიზელი და 2 000 ტონა ბენზინი.

რაც შეეხება ბოლო რამდენიმე წლის ტენდენციას, ის შედარებითი ზრდით გამოირჩევა. კონკრეტულად თუ 2017-2018 წლებში ნავოთბის წლიური მოპოვების ოდენობა 25 000 ტონაზე ნაკლები იყო, 2019 წელს საერთო მოცულობამ 35 000 ტონას გადააჭარბა. რაც შეეხება მოპოვებული წილის შედარებას იმპოტირებული ნავთობის ოდენობასთან, ის 40-ჯერ მცირეა.

დღეს, საქართველოში ნავთობის მოპოვებას 6 კომპანია ახორციელებს. ესენია: “ვი-აი-იპი ჯორჯია,” “საცხენისი ჯორჯია,” “ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია,” “შლუმბერჟე რუსთაველი ქომპანი,” და “ნორიოს ხევი ჯორჯია.” აღნიშნული კერძო ინვესტორების გარდა, ნავთობის მიოპოვებაში ჩართულია ნავთობისა და გაზის კორპორაციაც.

შედარებით მცირე გადამამუშავებელი კომპანიების რაოდენობა. დღეისთვის ორი კომპანია ” გლობუსი” და “ზდ ნავთობის კომპანია” მუშაობენ როგორც გადამამუშავებელი ქარხნები და მათი საშუალო წლიური გამუავებული ნავთობის ოდენობა 37 000 ტონაა. აღსანიშნავია, რომ ისევე როგორც ნავთობისა და გაზის კორპორაციის, ასევე აღნიშნული ორი გადამამუშავებელი ფირმის წლიური ფინანსური ანგარიშები ნაკლებად ხელმისაწვდომია. ძირითადი მონაცემი რაც მოიპოვება არის კომპანია “ზდ ნავთობის კომპანიის” წლიური შემოსავალია, რომელიც საშუალოდ 45 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო წმინდა მოგება დაახლოებით 3.5 მილიონ ლარს.

ნავთობის იმპორტი საქართველოში

საქართველოში წარმოებული ნავთობის მოხმარების მაჩვენებლებელი ბევრად აღემატება იმ ნავთობის წლიურ მოცულობას, რომელიც საბადოებზე წლის განმავლობაში ხდება. მაგალითისთვის, 2019 წლის მონაცემების მიხედვით, ადგილობრივი მოხმარება დაახლოებით 554 000 ტონა ბენზინს, 534 000 ტონა დიზელს, 170 000 ბიტუმს და 104 000 საავიაციო ნავთობს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ იმპრტირებული ნავთობის საერთო ღირებულება, მსგვსად მაღალი მოხმარების ფონზე, 2019 წელს 800 მილიონ დოლარს აღემატებოდა.

ნავთობის ტრანსპორტირების მთავარი ხაზი, 2005 წელს გასნილი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენია რომელშიც ტრანსპორტირდება აზერი-ჩირაგ-გიუნეშელის საბადოზე მოპოვებული ნავთობი. აღსანიშნავია, რომ ეს მსოფლიოში სიდიდით მეორე მილსადენია რომლის სართო სიგრძე 1 768 კმ-ს უდრის. აქედან საქართველოში ნავთობსადენი დაახლოებით 230 კმ-ზე გადის.

რაც შეეხება მეორე აქტიურ ნავთობსადენს, ეს ბაქო-სუფსის მილსადენია, რომელიც 1999 წლიდან არის აქტიური. მისის სარერთო სიგრძე 830 კმ-ია. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მსგავსად, აქაც, 530 მმ დიამეტრის მქონე მილებში, აზერბაიჯანში მოპოვებული ნავთობის ტრანსპორტირება ხდება. ამ მილსადენის ტევადობა დაახლოებით 120 000 ტონა ნავთობია.

გაზის და ნავთობის ახალი საბადოები საქართველოში

2022 წლის ზაფხულში, ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოში, თბილისის ახლოს მდებარე  ტერიტორიაზე საკმად მასიური გაზის საბადო აღმოაჩინეს, რომლის მოცულობა 16 მილიარდ კუბურ მეტრს უდრის. გაზის საბადოზე მოპოვებას კომპანია “ბლოკ ენერჯი” ახორციელებს, რომლებიც საკმაოდ აქტიური ინვესტორია ნავთობისა დ აგაზის მოპოვების კუთხით. ნავთობისა დ აგაზის სახელმწიფო კორპორაციის ხელმძღვანელის, გიორგი ტატიშვილის განცხადების მიხედვით, საბადოს საერთო მოცულობა საქართველოს მიერ მოხმარებული გაზის ოდენობის 8 წლის მარაგს უტოლდება, რაც გასაოცარია. ტატიშვილის განცხადებით თუ კომპანია და ქვეყანაც მათ შორის მოახერხებს აითვისოს საბადოს სრული რესურსი და მოახდინოს მისი ეფექტური მართვა, შესაძლებელი იქნება საქართველო გახდეს გაზის ექსპორტიორიც.

2022 წლის ბოლოს “ბლოკ ენერჯის” მიერ კიდევ ერთი აღმოჩენა გაკეთდა. ოფიციალურად დადასტურებულია რომ პატარძეულთან ახლოს არის ნავთობის საბადო. აღმოჩენა პროგრამის JSR 01 DEEP-ის ფარგლებში გაკეთდა. კონკრეტულად, საბადო პატარძეულის სამხრეთ დასავლეთით მდებარეობს. აღმოჩენის შემდეგ კომპანიამ რომელმაც ძველი პატარძეულის საბადო 2020 წელს შეიძინა, დაანონსა ორი დამატებით პროექტის წარმოება. ჭაბურღილის დღიური წარმოება 45 ბარელს შეადგენს. შესაბამსიად, ახალი აღმოჩენის შემდეგ არის დიდი შანსი რომ პატარძეულის ძველმა საბადომ კვლავ დაიბრუნოს ძველი პოტენციალი და განახორციელოს ნავთობის მოპოვება. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ეს იყო ერთ-ერთი აქტიური საბადო 1980-იან წლებში და ჯამურმა მოპოვებულმა ნავთობმა 98 მილიონი ბარელი შეადგინა.

 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *