ბიტკოინის ფასის პროგნოზი – 2024

ბიტკოინის ფასის პროგნოზი – 2024 post thumbnail image

კრიპტო ვალუტები აქტუალობას კვლავ არ კარგავს. მიუხედავად რთული პერიოდებისა და ათიათაობით ინვესტორის დიდი კაპიტალის დაკარგვისა, დღეს ციფრული ვალუტით ვაჭრობის ბაზარი შედარებით დასტაბილურებულია და კვლავ სთავაზობს მომავალ პოტენციურ ინვესტორებს პერსპექტიულ მოგებას. აქტუალობა კრიპტო ტრეიდინგით იზრდება როგორც მსოფლიოში ასევე საქართველოშიც. უკვე რამდენიმე წელია რაც ციფრული ვალუტა აქტუალურ თემად იქცა და ამ პერიოდიდან მოყოლებული, ჩვენ ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტი არჩევნის წინაშე ვდგებით. იქმნება ახალი ციფრული ვალუტები, საფულეები და ტრეიდინგ პლატფორმები. განსაკუთრებით საინტერესო ტენდენცია იკვეთება ციფრული ვალუტის სახეობებთან ერთად. თუ წლეის წინ მათი კატეგორია მაქსიმუმ 10-მდე ტიპის ვალუტას მოიცავდა, დღეს ეს რიცხვი დაახლოებით 10-ჯერ არის გაზრდილი თუმცა მიუხედავად იმისა რომ ბაზარზე ათობით სხვადასხვა თვისების და პერპსექტივის მქონე ციფრული ვალუტაა, უპირობო ლიდერი, ბიტკოინი კვლავ უცვლელად რჩება. სწორედ ბიტკოინზე, მის 2023 წლის პერფორმანსსა და 2024 წლის პროგნოზებზე ვისაუბრებთ დღეს.

ბიტკოინი 2023 წელს – იყო ის მომგებიანი?

მიუხედავად იმისა რომ 2023 წლის დასრულებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე კვირა დარჩა, ბიტკოინის 2023 წლის საბოლოო შეფასებებს უკვე ბევრი ცნობილი გამოცემა აქვეყნებს. მათი თქმით წელს ბიტკოინი შეფასდა როგორც მომგებიანი ინვესტიცია. NYDIG-ის შეფასებების მიხედვით კრიპტოვალუტამ საკმაოდ მზარდი მოგების მაჩვენებელი აჩვენა რომელიც 63%-ს აღემატება. ბიტკოინი წელს იყო უპირობო ლიდერი რომელმაც მარტივად გადაუსწრო ისეთი აქტივების მაჩვენებლებს როგორიცაა ნაღდი ფული, ოქრო და ამერიკის შეერთებული შტატების საფონდო ბირჟა.

თუმცა უნდა აღინიშნოს რომ უპირობო პოპულარობასთან ერთად ბიტკოინში ინვესტიცია საკმაოდ კონკურენტულიცაა, რადგან პარალელურად, საკმაოდ საინტერესო და მოთხოვნადი გახდა ფინანსურ ბაზრებზე ოპერირება, ე.წ ტრეიდინგი, რასაც საქართველოშიც ბევრი ადამიანი მიმართავს. კრიპტო ვალუტის რთულად პროგნოზირებად ბუნებას, ბევრი აქციებითა და ვალუტის კურსით ვაჭრობას ამჯობინებს. მსგავსი შესაძლებლობებით დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ მეტ დეტალს ქვემოთ გაეცნოთ.

დაიწყე ვაჭრობა XM-თან ერთად!

მიუხედავად იმისა რომ მოქმედი ფაქტორების გათვალისწინებით ბიტკოინი 2023 წელს საკმაოდ არსებითი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა, საფასო დიაპაზონმა მოახერხა შეენარჩუნებინა სტაბილური და მომგებიანი ხასიათი ტრეიდერებისთვის. წლის მანძილზე ბიტკოინის ფასი საშუალოდ 25 000 აშშ დოლარიდან 31 000 დოლარამდე მერყეობდა. შედარებით მაღალი დაცემით და ცვლილებით გამოირჩეოდა მესამე კვარტლის დასაწყისი როდესაც ბიტკოინის ფასი დაახლოებით 11%-ით დაეცა. გამომდინარე იქედან რომ ბიტკოინისთვის 2023 სტაბილურად წარმატებული წელი იყო, მისდამი ინტერესმა მოიმატა. დღეს კიდევ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ტრეიდინგისთვის ბიტკოინის ვალუტას, მიუხედავად ბევრი სხვა არჩევანის არსებობისა ციფრული ვალუტების ბაზარზე.

2024 წელი ბიტკოინისთვის – რას უნდა ელოდეთ?

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს რომ თუ დღევანდელი მონაცემებით 420 მილიონზე მეტი ადამიანი ფლობს კრიპტოვალუტას, 2024 წელს ვარაუდობენ რომ მფლობელთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. 2023 წლის პოზიტიური პროცესები ამ ინდუსტრიაში დადებითად აისახება სამომავლო ინტერესის დონის ზრდაზე.

რაც შეეხება უშუალოდ ბიტკოინს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის წინ, მასზე პროგნოზები არც ისე პოზიტიური იყო, დღეს ეს ყველაფერი სრულიად საპირისპირო სურათითაა შეცვლილი. მომდევნო წლისთვის მოლოდინები რომ მოკლედ აგიღწეროთ, მოსალოდნელია ბიტკოინის ბაზარზე ლიდერობა და ფასის კუთხით მდგრადობა.

რაც შეეხება უშუალოდ ფასის პროგნოზს, მოსალოდნელია რომ ფასი კიდევ უფრო გაიზრდება და მისი მინიმალური ღირებულება დაახლოებით 41 830 აშშ დოლარი იქნება. თუმცა მოსალოდნელია რომ ეს ფასი 43 350 დოლარის ფარგლებამდე გაიზარდოს. ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში კი მოსალოდნელია რომ ბიტკოინის ფასი 50 000 დოლარს მიაღწევს.

აქვე მოგახსენებთ მომდევნო წლების პროგნოზებსაც. ექსპერტების თქმით, თუ 2024 წლის პროგნოზები გამართლდა, მოსალოდნელია რომ 2025 წელს, ბიტკოინის საშუალო ღირებულება 62 000 დოლარს გადააჭარბებს ხოლო ფასი 2026-2027 წლებისთვის 130 000 დოლარს მიაღწევს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *