რას ამბობს 2 ახალი ,,მაკდონალდსის” გახსნა ქვეყნის ეკონომიკაზე

რას ამბობს 2 ახალი ,,მაკდონალდსის” გახსნა ქვეყნის ეკონომიკაზე post thumbnail image

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოში აშშ-ის ელჩთან, კერი დეგნანთან ერთად თბილისში, კახეთის გზატკეცილზე „მაკდონალდსის“ სარესტორნო ქსელის რიგით მე-18- ე რესტორნის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. კახეთის გზატკეცილზე მდებარე რესტორნის პროექტში განხორციელებულმა ინვესტიციამ 6,5 მლნ ლარი შეადგინა.მინისტრმა მიულოცა კომპანია „მაკდონალდს საქართველოს“ მენეჯმენტსა და პერსონალს ახალი რესტორნის გახსნა და აღნიშნა, რომ კომპანია მრავალი წელია, ქართულ და ამერიკულ საქმეს ერთად აკეთებს. თურნავა ფიქრობს, რომ „მაკდონალდს საქართველო“ აშშ-ის ცნობილ ბრენდთან მრავალწლიანი თანამშრომლობის კარგი მაგალითია და განაცხადებს, რომ ის ერთ-ერთი პირველი გადაეწყო პანდემიის პირობებში ახალ უსაფრთხოების სტანდარტებზე.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც კომპანიის საინვესტიციო გეგმები პანდემიის დროს არ იცვლება და ინვესტიცია ხორციელდება. ეს არის ყველაზე დიდი დასტური, რომ ინვესტორებს ჩვენი ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღების და ეკონომიკური პოლიტიკის სჯერათ,“ – განაცხადა მინისტრმა. ამაზე მეტყველებს თუნდაც ისიც, რომ პანდემიის მიუხედავად უცხოელი ინვესტორების რაოდენობა მუმდივად იზრდება და ეს პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

2021 წლისთვის კი ქსელს კიდევ ორი რესტორანი შეემატება. 2020 წელს კომპანიის მიერ ორ რესტორანში განხორციელებულმა ინვესტიციამ 12,5 მლნ ლარი შეადგინა. ამავდროულად ორივე პროექტში ჯამში 150 ადამიანი დასაქმდება.

დღევანდელი დღე არის ეკონომიკური აღდგენის კარგი მაგალითი, ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომელიც თბილისში, კახეთის გზატკეცილზე „მაკდონალდსის“ ახალი ობიექტის გახსნას დაესწრო. მისი აზრით მნიშნელოვანია, რომ იქმნება სამუშაო ადგილები არა მხოლოდ უშუალოდ რესტორნებში, არამედ „მაკდონალდსის“ მომარაგების მთელ ჯაჭვში.

„დღევანდელი დღე არის ეკონომიკური აღდგენის კარგი მაგალითი. დღეს საქართველოში იხსნება „მაკდონალდსის“ ორი ფილიალი, გასულ და მიმდინარე წელს 26 მილიონი ლარის ოდენობის ზრდის შემდეგ. ეს არის ამერიკულ წარმოებასა და სტანდარტებს, ქართულ ბიზნესსა და, რა თქმა უნდა, ქართულ ხარისხიან ინგრედიენტებს შორის ერთგვარი თანამშრომლობის კარგი მაჩვენებელი.

მნიშნელოვანია, რომ ეს ქმნის სამუშაო ადგილებს არა მხოლოდ აქ, რესტორნებში, არამედ „მაკდონალდსის“ მომარაგების მთელ ჯაჭვში, რადგან საქართველოში ის ფერმერები, რომლებსაც მოჰყავთ სალათის ფოთოლი, პომიდორი, კარტოფილი, მიიღებენ კვალიფიკაციას ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატის შესაბამისად, რათა შეძლონ ინგრედიენტებისა და შესაფუთი მასალების მიწოდება „მაკდონალდსისთვის“ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. ასე რომ, ეს არის ნამდვილი წარმატების ისტორია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

იქედან გამომდინარე, რომ „მაკლდონალდს საქართველომ“ თბილისში ორი ახალი ობიექტი გახსნა, „მაკლდონალდსის“ უახლესი კონცეფციის რესტორნები მომხმარებლებს აღმაშენებლის ხეივანსა და კახეთის გზატკეცილზე უმასპინძლებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *