2022 წლისთვის საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდება

2022 წლისთვის საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდება post thumbnail image

6 ოქტომბერს მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით ევროპასა და ცენტრალურ აზიაში 2022 წელისთვის 5.5%-იანი ეკონომიკური ზრდის ტემპი არის ნავარაუდები. მათი თქმით, აღნიშნულ რეგიონებში მდებარე ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა სავარაუდოდ, საქართველოში უნდა დაფიქსირდეს და ამ უკანასკნელის მაჩვენებელმა დაახლოებით 8%-ს უნდა მიაღწიოს, თუმცა, მიუხედავად ამისა, 2022 წელს ამ მაჩვენებლის 5.5%-მდე შემცირებას ვარაუდობენ.

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს სამხრეთ კავკასიის რეგიონმა მძიმე რეცესია განიცადა ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით და ეს მაჩვენებელი 5%-ით შემცირდა. ეს გასაკვირი არც არის კოვიდ-19-ით გამოწვეული პანდემიის ფონზე და იმის ფონზეც, რომ ქვეყანაში არაერთი შეზღუდვების დააწესა მთავრობამ. ეს არის ის მონაკვეთი, როდესაც ჩაკეტილი იყო ქვეყნის საზღვრები და ქვეყანში დახურული იყო თითქმის ყველა მცირე თუ საშუალო ბიზნესი. 2021 წლისთვის დაფიქსირდა ეკონომიკური ზრდა, რომლის მაჩვენებელიც 5.8% გაიზარდა საერთო ჯამში. მიუხედავად ამისა, მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებლი განცხადების მიხედვით, 2022 წლისთვის მოსალოდნელია საქართველოს ეკონომიკური ზრდის 5.5%-მდე შემცირება, ხოლო 2023 წელს 5%-ს მიაღწევს ეს მაჩვენებელი ევროკავშირისგან მაკროეკონომიკური მხარდაჭერის შეწყვეტის პარალელურად.

გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიო ბანკის თქმით, 2022 წელს ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 3.4 პროცენტამდე დაფიქსირდება. ამ ყველაფერზე ცხადია, გავლენას ისევ და ისევ პანდემია ახდენს, გარდა ამისა, პანდემიის ფაქტორს დაემატა ვაქცინაციის პროცესიც, რომელიც საკმაოდ ბუნდოვნად მიმდინარეობს აღნიშნულ ქვეყნებში და რთული ხდება იმის განსაზღვრა, თუ რა მდგომარეობა იქნება მომდევნო წელს ამ რეგიონებში აღნიშნული მიმართულებით. ის ფაქტი რომ ინფლაციის დონე უფრო და უფრო მატულობს და ფინანსური კრიზისი ჯერ კიდევ არ ნელდება ქვეყანაში სწორედ ამ ბუნდოვანი სიტუაციის გამო არის გამოწვეული. ეს ყველაფერი კი შესაძლოა საერთაშორისო დაფინანსების პირობების უცაბედი გამკაცრებით და პოლიტიკის გაურკვევლობის და გეოპოლიტიკური დაძაბულობის მნიშვნელოვანი ზრდით იქნას გამოწვეული.

მსოფლიო ბანკის ანგარიში

მსოფლიო ბანკი თავის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აცხადებს, რომ პანდემიამ დიდი და მასშტაბული გავლენა იქონია სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში არსებულ მცირე თუ საშუალო ბიზნესებზე. მოცემული რეგიონის ქვეყნებში ფირმების ყოველთვიური გაყიდვები და სრული განაკვეთით მომუშავე თანამშრომელთა ჯამური რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. თუ გადავხედავთ სტატისტიკას, 2021 წლის გაზაფხულის ბოლოსთვის ყოველი ოთხი კომპანიიდან ერთ-ერთი მაინც აწყდებოდა ვალდებულებების დაფარვასთან დაკავშირებულ პრობლემებს. გარდა ამისა, უფრო მცირე ზომის ბიზნესებმა, ვერ მოახერხეს გაყიდვების ზრდის ტემპის შენარჩუნება 2020 წლის ვარდნის შემდეგ.

ამასთან, მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მოახდინოს კონცენტრირება  კონკურენტული ბიზნესგარემოს გამყარებაზე, რომელიც ,,სწრაფი აღდგენის, კრიზისების მიმართ მედეგობის და გრძელვადიანი მდგრადი ეკონომიკური განვითარების უმთავრესი ელემენტია”- ნათქვამია მათ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *