2023 წელს მოსალოდნელია პენსიების ზრდა – მთავრობის ახალი დადგენილება

2023 წელს მოსალოდნელია პენსიების ზრდა – მთავრობის ახალი დადგენილება post thumbnail image

საქართველოში პენსიების გაცემის სისტემა მუდმივი კრიტიკის ქვეშ იყო. მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა პენსიის ყოველთვიური ოდენობის სიმცირით. 2020 წელს მიღებულმა დადგენილებამ, კი სრულიად შეცვალა პენსიების გაცემის ინდექსირების წესი და გამოიწვია პენსიების ყოველწლიური ზრდა. 2020 წლის შემდეგ სტატისტიკა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და 2023 წელს თვიური პენსიის ოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

აღნიშნული ცვლილება კი დადებითად აისახება ქვეყნის სოციალურ და საზოგადოებრივ იმიჯზე, როგორც მოსახლეობასთან, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. დღეს დეტალურად წარმოგიდენთ იმ ცვლილებებს, რაც 2020 წლის შემდეგ პენსიების სისტემაში განხორციელდა. ასევე დეტალურად აგიხსნით, თუ რა პრინციპით იზრდება პენსიები 2023 წელს და რა ოდენობის თანხას უნდა ელოდეთ, თუ ხართ  ასაკობრივი პენსიის მიმღები პირი.

პენსიის გაცემის სისტემა 2023 წლამდე

2020 წელს დამტკიცებულმა დადგენილებამ, დადებითი გავლენა იქონია 2021 წლის პენსიების გაცემის წესსა და სისტემაზე. კონკრეტულად, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების მიხედვით, სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლებისთვის თვიური პენსიის ოდენობა სხვადასხვა ერთეულით გაიზარდა.  თუმცა ეს გამიჯნულია 2020 წელს პენსიის ინდექსაციის მექანიზმისგან, რომელიც გულისხმობს პენსიების ყოველწლიურ ზრდას, წლის ბოლოს მიღწეული ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით. 2021 წელს პენსიები ფიქსირებულად გაიზრდა. კერძოდ, 70 წლამდე ასაკის პირებისთვის გაიზარდა 20 ლარით, რამაც პენსია 240 ლარამდე გაზარდა. პირმა, რომელიც 70 წელზე მეტი ასაკის ჯგუფში შედის, მიიღო 25 ლარით გაზრდილი პენსია, ანუ 275 ლარი.

ასევე გაიზარდა პენსიის ოდენობა იმ პირთათვის, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრობენ. 2020 წელს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონში ცვლილებების ფარგლებში, პენსია 20%-ით გაიზარდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, 70 წლამდე პირები რომლებიც აღნიშნულ რეგიონში ცხოვრობენ, 288 ლარამდე პენსიას იღებდნენ, ხოლო 70 წელს ზემოთ მყოფი პირები, 300 ლარის ნაცვლად, იღებდნენ 330 ლარს.

რაც შეეხება 2021 წლის პენსიის ინდექსაციის პროგრამას, ამ პერიოდში, დანამატისთვის ბიუჯეტიდან გამოიყო 2.6 მილიარდი ლარი, რაც  პროგრამის ინდიკატორების შესაბამისად, გადანაწილდება საპენსიო ასაკის ჯგუფში შემავალ პირებზე.

პენსიების ინდექსაციის პროგრამა 2023 წლისთვის

როგორც უკვე ავღნიშნეთ, პენსიები პოზიტიური ეკონომიკური მაჩვენებლების შედეგად, ყოველწლიურად გაიზრდება. ინდექსაციის პროგრამის ფარგლებში, 2023 წლისთვის, ამ მიზნით გამოიყო 770 მილიონი ლარი. აღნიშნულში ერთიანდება ყოველთვიური სოციალური დახმარების ოდენობის ზრდა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. რაც შეეხება ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვით წილს, 2023 წლისთვის, გათვალისწინებული იქნება დაახლოებით 24 მილიარდი ლარი.

რას უნდა ელოდნენ პენსიონერები 2023 წელს? ზუსტი დანამატის ოდენობა ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული, თუმცა მალევე გახდება ცნობილი. მანამდე კი, არსებული ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით, პენსიის რაოდენობა 300 ლარს გადააჭარბებს.

კონკრეტულად, 2022 წლის დანამატის მიხედვით, 70 წლამდე ასაკის მოქალაქეები პენსიის სახით 260 ლარს იღებდნენ, ხოლო 70 წელს ზემოთ მყოფი პირები 300 ლარს. 2023 წელს კი აღნიშნულ თანხას, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით 30-დან 60 ლარამდე დაემატება.

ინდექსის გამოთვლა ხდება წლის საერთო ინფლაციის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით. 2022 წლის მონაცემებით, წლიური ინფლაცია 12.8%-ს შეადგენდა. ამავე ნიშნულის მიხედვით, პირები, რომლებიც 70 წლამდე ასაკისანი არიან, მიიღებენ 295 ლარს, 260 ლარის ნაცვლად. პირებს, რომლებიც 70 წელზე ხანდაზმულთა ჯგუფში ერთიანდებიან, კი მიიღებენ 365 ლარს. განსხვავებით 70 წლამდე ასაკის პირებისაგან, ხანდაზულთა ჯგუფში ინდექსის გამოსათვლელად, წლიურ ინფლაციასთან ერთად დამატებითი მაჩვენებლები გამოიყენება. კონკრეტულად, ინდექსში ხდება მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის მაჩვენებლის საშუალო შედეგის გათვალისწინება. ქვედა ზღვარი აღნიშნულ დანამატში 25 ლარია.

მსგავსი სისტემის გააქტიურების მთავარი მიზანი, მოქალაქეების მაღალი ინფლაციისგან დაცვა იყო, რადან სისტემის არსებობამდე, პენსიონერთა რეალური მსყიდველთუნარიანობის შემცირებისგან დაცვა ვერ ხდებოდა. ამას ემატება სხვადასხვა ეკონომიკური ფაქტორის შედეგად საარსებო მინიმუმის ოდენობის ცვლილება, რომელიც კონკრეტულად, 255 ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება საქართველოში პენსიონერთა რაოდენობას, ბოლო მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ცხოვრობს დაახლოებით 380 000 პირი, რომელიც 70 წლამდე პენსიონერთა ჯგუფში შედის, ხოლო 414 000-ზე მეტი პირი, რომლებიც ერთიანდება 70 წელს ზემოთ მყოფთა ჯგუფში. მთავრობის განცხადებით, თუ პენსიონერთა რაოდენობა კვლავ საგრძნობლად გაიზრდება და ეკონომიკური მაჩვენებლები დადებითად შენარჩუნდება, საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯი 3.3 მილარდ ლარამდე გაიზრდება.

პენსიები იზრდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც

2023 წელს, პენსიის ოდენობა გაიზრდება არა მარტო ხანდაზმულ პირთათვის, არამედ შეზღუდული შესაძლებლობებისა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვისაც. ამ მხრივ, 2023 წელს მთავრობამ 831 მილიონი ლარი გამოყო, რაც 2022 წლის მაჩვენებელთან განსხვავებით, მკვეთრად მაღალია.

კონკრეტულად, მიმდინარე წელს, სოციალური დახმარება შშმ პირთათვის 65 ლარით გაიზრდება, ხოლო სპეციფიური საჭიროების მქონე სხვა ჯგუფებისთვის, 35 ლარით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ  50 ლარით იზრდება ბავშვთა მიმართ გაცემული სოციალური დახმარების ოდენობა. აღნიშნული ცვლილება ძალაში 2023 წლის ზაფხულში შევა.

რაც შეეხება დამატებით აქტივობებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, 2023 წლისთვის დაგეგმილია რიგი ცვლილებები ქრონიკული მედიკამენტების პროგრამაში, სადაც მთავარი მიზანი, შესაძლებლობების და მედიკამენტების არეალის გაფართოება იქნება.

ასევე დაგეგმილია დევნილებისთვის დამატებითი 7 000 ბინის გადაცემა, ახალ აშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში. აღნიშნული პროექტისთვის გამოყოფილი იქნება 225 მილიონი ლარი.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *