რა წესები იმოქმედებს უცხოეთიდან საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო მგზავრებისთვის
კოვიდ-19-ის პიკის გადავლასთან ერთად საქართველოს საზღვრების გაღებაც იგეგმება. მიმოსვლა აღდგენა კოვიდ19-ისგან დაცულ ქვეყნებთან და საერთაშორისო მგზავრებს ფრენისას ახალი რეგულაციების გათვალისწინება მოუწევთ. საქართველო რომლისთვისაც ტურიზმი მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა საერთაშორისო მიმოსვლებს 1 ივლისს აღადგენს. ფრენები ძირითადად ევროპელი ტურისტებისთვის გაიხსნება და თითოეულ მათგანს კოვიდ-19-ის ხელახლა გავრცელების თავიდან ასაცილებლად სპეციალური ზომების მიღება და დაცვა მოუწებს. ქვეყანაში ივნისის შუა რიცხვებიდან ამოქმედდება შიდა ტურიზმი და ადგილობრივი სასტუმროები საქართველოში მყოფი პირებისთვის ისევ გაიხსნება. მოსახლეობსი დიდი ნაწილი შიდა ტურიზმის აღდგენას უკვე რამდენიმე კვირაა ელოდება. დღეს კიდევ დამატებიტი დეტალები გახდა ცნობილი იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა ტიპის შეზღუდვები და წინაპირობები ექნებათ მათ ვისაც საქართველოში საზღვარგარეთიდან სურს შემოსვლა. უკვე მიღებული წესები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ძელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა დღეს დღეს განაცხადა.
სამინისტროს თქმით ქვეყნისვის პრიორიტეტი უსაფრთხოება იქნება და ტურიზმის ინდუსტრიაც შესბამსი შეზღუდვებითა და ახალი წესები განაგრძობს მუშაობას. ყველა ვინც საქართველოში თვითმფრინავით შემოვა, მოუწევს მთელი მგზავრობისა და აეროპორტში ყოფნის განმავლობაში პირბადით სიარული. იმ შემთხვევაში თუ მგზავრს 14 დღიანი სავალდებული კარანტინის გავლინს სურვილი არ აქვს, მაშინ მათ შეეძლებათ ტესტირება აეროპორტებში გაიარონ და კარანტინი თავიდან ასე აიცილონ. როგორც სამინისტრო აცხადებს, მოქმედების ახალი გეგმა ჯანდაცვის სამინისტროსა და კერძო სექტორთან ერთად შემუშავდა და რეკომენდაციებიც სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგად დადგინდა. სპეციალური პროტოკოლი იქნება შემორებული სასტუმროებისთვის და ისინი ვალდებულები იქნებიან თავიანთი ობიექტი ჯანდაცვის სამინისტრო ვებსაიტზე განათავსონ, შემდეგ ისინი პირველად გადამოწმებას გაივლიან რათა ჯანდაცვი სამინისტრო დარწმუნდეს, რომ სასტუმროში არსებული პირობები არ წარმოაგდენს საფრთხეს სტუმრებისთვის და რომ სასტუმროში არსებული კოვიდ-19-ისგან დამცვანი პროდუქცია და რეგულაციები ეფექტურად მუშაობს.
როგორც სამინისტროს ოფიციალური განცხადება იუწყება, ამ უსაფრთხოების ზომების კონტროლი სასტუმროებსა და დასასვენებელ ობიქეტებში საკმაოდ მკაცრი იქნება. მოსახლეობა, დამსვენებლები და სასტუმროების თანამსრომლები მტელი ტურისტული სეზონის მანძილეზე ვალდებულები იქნებიან დაცივან ფიზიკური დისტანცია და დახურულ სივრცეებში ატარონ პირბადე. როგორც მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის ინდუსტრიის ხელახლა აღსადგენდან, და იმისთვის, რომ საქართველო კვლავ დარჩეს უსაფრთხო მიმართულების დანიშნულებად უცხოელი ტურისტებისთვის. საქართველო სადაც კოვიდ-19-ის გავრცელებას მეზობელ ქვეყნებთან შედარებით მძიმე შედეგები არ მოჰყოლია, რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ითვლება, ადგილობრივ ტურისტულ ინდუსტრიას ამ წარმატების სატავისოდ გამოყენება და დასვენების უსაფრთხო ადგილად ჩამოყალიბება შეუძლია, რისი მიღწევაც ამ ტიპის შეძღუდვების გათვალისწინებით უფრო მარტივი იქნება.
ასევე ცნობილი გახდა, რომ რესტორნებსა და სასტუმროების შენობებში სოციალური დისტანცირების წესების დაცვა ანუ მაგიდების მინიმუმ 2 მეტრით დაშორება სავლდებულო იქნება. ღია რესტორნებსა და სასტუმროს შენობის ტერიტორიაზე პირბადეების ტარება აუცილებელი იქნება, ხოლო მაგიდებზე მაქსიმუმ 6 კაცის განთავსება იქნება ნებადართული. როგორც სამინისტროს განცხადებაში ნათქვამი, ასევე განახლდება ნრეგულაციები, ოთახების დალაგებასთან დაკავშირებით და დალაგების რუტინაში რამდენიმე ახალი ელემენტიც გაჩნდება რაც სასტუმროებში სანიტარიის ზომების დაცვას უფრო გაამრტივებს და ამ დაწესებულებებს უფრო უსაფრთხოს გახდის.
ახალი რეგულაციები შეეხება აუზებსაც , რადგან ისინი შეიძლება ტურისტულ ადგილებში ვირუსის გავრცელებსი ეპიცენტრად იქცნენს. როგორც ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იუწყება, ცვლილებები ამ კუთხითაც იქნება და შეიძლება საზოგადოებრივი აუზიებსი მოვლის პროტოკოლიც, მათ შორის აუზებში საჭირო ქლორის პროცენტულობა. როგორც დღეს გახდა ცნობილი ამ მიმართულებით ჩატარდება ტრენინგებიც, და მათზე წვდომა ექნება ყველას ვისაც ამის სურვილი ექნება რადგან ამ ტიპის ტრენინგებს სახელმწიფო უფასოდ ჩაატარებს.
ამ ზომების მიღეის შედეგად ქვეყნის ეკონომიკის სამინისტრო იმედოვნებს, რომ ტურიზმის სექტორი ამ სეზონს შედარებით მარტივად გადაიტანს და კიდევ ერთხელ მოახერხებს რომ ყველას დაუმტკიცოს თუ რამდენად განვიტარბული და უსაფრტხო ქვეყანაა საქართველო .
საქართველომ წელს უკვე გამოიჩინა თავი კოვიდ-19-თან გამკალვების ინოვაციური და ეფექტური მეთოდებით და დიდი ალბათობით ეს ამ სეზონზე, ტურისტული ინდუსტრიის შენარჩუნებითაც მოხდება.