რა ელის ლარის კურს 2020 წლის მეორე ნახევარში?

რა ელის ლარის კურს 2020 წლის მეორე ნახევარში? post thumbnail image

კოვიდ-19-ის პანდემიამ საქართველო კრიტიკულ ეკონომიკურ მდგომარეობამდე მიიყვანა და ლარის კურსის არნახული დავარდნა გამოიწვია. თუმცა, გასული კვირის განმავლობაში ლარის კურსი საკმაოდ გამყარდა. მაშინ, როდესაც მაისის ბოლოს ჩვენ შეგვეძლო 1 დოლარის 3.201 ლარად ყიდვა, დღეს ეს ფასი 2.9562-მდე ჩამოვიდა. საბედნიეროდ,  ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თუ საქართველოში, რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ეროვნული ვალუტა წლის ბოლომდე მცირედით გამყარების ტენდენციას განაგრძობს.

ამას კი ხსნიან რამოდენიმე ფაქტორით, რომელიც ძირითადად ეხმარება ხოლმე ეროვნული ვალუტის გამყარებას. ამ ფაქტორთა შორის არის საერთაშორისო დახმარებების გავლენა. ამასთან, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ლარზე პოზიტიურად მოქმედებს ეკონომიკის გახსნა და კვლავ ამოქმედებაც, რადგან ის შეფერხებული იყო თვეების განმავლობაში კარანტინტან დაკავშირებული სხვადასხვა აკრძალვებისა და შეზღუდვების გამო.

ამ თემასთნ დაკავშირებით ისაუბრა ეკონომიკის საკითხებში ექსპერტმა, ვახტანგ ჭარაიამ. „თუ რაღაც გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ლარს მომდევნო გაუფასურების ტალღა არ ელოდება. ფაქტია, ლარი გამყარდა, თან საკმაოდ სოლიდურად, დაახლოებით 10 პროცენტით, რაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ისტორიაში იშვიათია. პირადად მე ველოდები, რომ ეს ტრენდი გაგრძელდება, სულ მცირე, წლის ბოლომდე. არ ველოდები, რომ ლარი გახდება ორი ერთთან, მაგრამ ველოდები, რომ ცოტ-ცოტა გამყარებას განაგრძობს, ვიდრე – გაუფასურებას. ეს უკავშირდება საერთაშორისო დახმარებებს, რომელსაც საქართველო იღებს, მნიშვნელოვანი დოზით საქართველოს იმპორტდამოკიდებულების შემცირებას. ასევე ამასთან არის კავშირში დოლარზე მოთხოვნის შემცირება, როცა ადამიანები შესაძლებლობის შემთხვევაში დანაზოგს უცხოურ ვალუტაში ინახავდნენ. არსებულ მდგომარეობაში – შემცირებული სამუშაო ადგილების, დაპაუზებული ხელფასებისა და ა.შ. პირობებში, დოლარზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ესეც პოზიტიურად მოქმედებს ლარზე, ისევე, როგორც ეკონომიკის გახსნა და ახალი შესაძლებლობები ეკონომიკისთვის. მთლიანობაში ეს ყველაფერი უფრო მეტია, ვიდრე უარყოფითი მხარეები, რომლებიც ლარზე გაუფასურების კუთხით მოქმედებენ“ – ამბობს ექსპერტი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ამ თემაზე ასევე გამოთქვა თავსი მოსაზრება საფინანსო საკითხებში ექსპერტმა, გიორგი ცუცქირიძემ. მისი განმარტებით, ლარის გამყარებაზე მოქმედებს როგორც წმინდა ეკონომიკური ფაქტორები, ასევე, მოლოდინები, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვანი. „მოლოდინებს ხშირად საკმაოდ დიდი კორექტირება მოუხდენია ლარის კურსის მხრივ. აჟიოტაჟი ან პანიკა, პოზიტიური ეკონომიკური მაჩვენებლების შემთხვევაშიც კი, ლარზე საკმაოდ ნეგატიურად მოქმედებს. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს – ჩვენ ვართ შედარებით მცირე ზომის ბაზარი, პანიკის დროს არა მარტო ფიზიკური, არამედ იურიდიული პირებიც იწყებენ დოლარის შესყიდვას და დარეზერვებას შიშით, რომ ხვალ ლარი უფრო გაუფასურდება. ძირითადად, ეს ხდება ტურისტული სეზონების ბოლოს, როცა ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების შემცირებას ელოდებიან“, – განაცხადა ექსპერტმა.

ცუცქირიძე ღრმად არის დარწმუნებული იმაში, რომ დღეს უფრო მნიშვნელოვანი არის მოლოდინი, ვინაიდან ეკონომიკა გაჩერებული იყო. „ახლა რაც ლარს ამყარებს, ეს არის მოლოდინები, ოღონდ არა ნეგატიური, პირიქით – ოპტიმისტური. როცა ეკონომიკა იხსნება, ადამიანებს ისედაც ოპტიმიზმი უჩნდებათ, რაც ბუნებრივია. დაპაუზებამ, რომელიც „კოვიდ-19“-თან იყო დაკავშირებული, შემქნა გარკვეული პრობლემები ვარდნის, ანუ ეკონომიკური ბრუნვის შემცირების თვალსაზრისით, მაგრამ გახსნას ყოველთვის ახლავს უკეთესი ხვალინდელი დღის მოლოდინი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტორია როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებში. იურიდიული პირები იმედით, რომ ხვალ ბრუნვა მეტი იქნება და გაჩერებისას მიღებულ ზარალს დააკომპენსირებენ, არ უჩნდებათ შიში, რომ დაიწყონ დოლარის პანიკური შესყიდვა. პირიქით, დოლარის გაყიდვა უფრო ხდება“, – განაცხადა ექსპერტმა.

გიორგი ცუცქირიძე პოზიტიური მოლოდინების შექმნისა და ლარის გამყარების მხრივ საერთაშორისო ფინანსური დახმარებების მნიშვნელობას და მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას უსვამს ხაზს. მისის განცხადების მიხედვით, საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც მიიღო საერთაშორისო დამარება. ეს დახმარება კი შეადგენდა 3 მილიარდ დოლარს. სწორედ ეს უქმნის მის პოზიციას საფუძველს, რომელიც მოგვიწოდებს პოზიიური მოლოდინების ქონაზე. ეს ადასტურებს იმას, რომ ქვეყანაში ეკონომიკა კვლავ ამოქმედდა და რომ დოლარის დეფიციტი აღარ იქნება პრობლემა.

ის ასევე მოუწოდებს ბიზნესებსაც, რომ ჰქონდეთ პოზიტიური მოლოდინები, რადგან მას აქვს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის იმედი. ,,ასე რომ, ჩემი პროგნოზი პოზიტიურია, ორი რამის გამო: ეკონომიკა რომ გაიხსნება, მოთხოვნაც გაიზრდება უცხოურ ვალუტაზე, მაგრამ მეორე მხრივ, საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხები შემოვა, არ გვექნება უცხოური ვალუტის დეფიციტი“ – ადასტურებს ექსპერტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *