რა ტიპის ფინანსური აქტივები არსებობს და როგორ შეიძლება მათი შეძენა?
ჩვენ ყველას სხვადასხვა დამოკიდებულება გვაქვს ფულის მიმართ. თუმცა ერთი რამ მაინც გვაერთიანებს – ყველას გვსურს, რომ საკმარისი შემოსავალი გვქონდეს იმისთვის, რომ არ გვიწევდეს ყოველდრიურ ყოფა-ცხოვრებაზე ნერვიულობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თითოეულ ადამიანს სურს იყოს ფინანსურად დაცული, დამოუკიდებელი და შევიძინოს ის პროდუქტი თუ მომსახურება, რაც მისი ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს. ამის მისაღწევად უამრავი სხვადასხვა ხერხი არსებობს. თანამედროვე სამყარომ ტექნოლოგიურმა განვითარებამ ფულის გამომუშავების ახალი გზები შექმნა.
რამდენადაც ფულთან დაკავშირებით ჩვენი მიზნები და სურვილები განსხვავებულია, თითიეული ადამიანი საკუთარი ფინანსური დამოუკიდებლობის მისაღწევათ თავის გზას ირჩევს. ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული მეთოდი დამატებითი ან ძირითადი შემოსავლის მისაღებად ფინანსურ ბაზრებში მონაწილეობაა.
აქედან მიღებული შემოსავალი ხშირად ასოცირდება ისეთ ცნობილ ადამიანებთან, როგორიცაა მაგალითად ვორენ ბაფეტია, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ინვესტორი. ეს ბევრ ადამიანს აშინებს და აფიქრებინებს რომ ინვესტიციები და ფინანსურ ბაზრებზე ვაჭრობა მხოლოდ ძალიან შეძლებული ადამიანებისთვისაა შესაძლებელი.
სინამდვილეში, მსოფლიოში უამრავი ადამიანია, რომელიც შემოსავალს სწორედ ინვესტირების საშუალებით იღებს, მათ შორის საქართველოში. ამ სტატიაში გაგაცნობთ ძირითად და ყველაზე პოპულარულ ფინანსურ ბაზრებს. თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ თითოეულ მათგანს კიდევ უფრო ვრცლად და გადაწყვიტოთ თუ რომელი მათგანია თქვენთვის უფრო საინტერესო და რა დადებითი თუ უარყოფითი მხარეები აქვს ამა თუ იმ ვარიანტს.
Contents
ფინანსური ბაზრების სახეობები
ტექნოლოგიების განვითარებამდე ფინანსურ ბაზრებში მონაწილეობის მიღება ჩვეულებრივი ადამიანებისთვის თითქმის შეუძლებელი იყო. განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც ფინანსური ბირჟები არ არსებობდა. შესაბამისად მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილს ჰქონდა მასში ჩართვის და აქედან სარგებლის მიღების შესაძლებლობა. ინტერნეტმა ეს სურათი მკვეთრად შეცვალა. დღეისათვის ყველა ტიპის ფინანსურ ბაზარში შეიძლება ჩართვა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ამისთვის მხოლოდ ონლაინში შესვლის შესაძლებლობა და კომპიუტერის ქონაა საჭირო. ამ ცვლილებებმა განავითარა ფინანსური ბაზრები, რომელთაც ინტერნეტ სივრცეში გადმოინაცვლეს და შესაძლებლობა მისცა ჩვეულებრივ ადამიანებს, რომ მონაწილეობა მივიიღონ ფინანსურ ვაჭრობაში და დამატებითი შემოსავლის გამომუშავებაში.
არსებობს რამდენიმე ტიპის ფინანსური ბაზარი, მაგალითად ფორექსი, საფონდო ბირჟა, ოფციონები, კრიპტოვალუტა, კონტრაქტები ფასთა შორის სხვაობაზე და ა.შ . განვიხილოთ მათ შორის ყველაზე პოპულარული სახეობები.
ფორექსის ბაზარი
ფორექსი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ფინანანსური ბაზარი ფორექსია. აქ ყოველდღიური საშუალო ბრუნვა დღის განმავლობაში 5 ტრილიონ დოლარს უტოლდება. სავალუტი ბაზრის მთავარი პრინციპი ძალიან მარტივია. აქ ჩართული ადამიანები ცვლიან ერთ ვალუტას მეორეზე, თავისუფალი გაცვლითი კურსით. რადგან ყველას გვქონია შეხება ამ პროცესთან (ან უბრალოდ თვალყურს ვადევნებთ ლარის კურსის ცვლილებას) ფორექსის იდეის გაგება გაცილებით იოლია ვიდრე სხვა ფინანსურ ბაზრების ანალიზი.
ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ არის ამდენი ადამიანი ჩართული სავალუტო წყვილებით ვაჭრობაში. გარდა ამისა ფორექსი მარჯით ვაჭრობის შესაძლებლობას იძლევა, რაც შესაძლებლობას აძლევს ტრეიდერებს მცირე სავაჭრო კაპიტალითაც გახსნან პოზიციები. გავრცელებული შეხედულების მიუხედავად, ფორექსზე ვაჭრობის დაწყებას სულაც არ ჭირდება დიდძალი თანხები მობილიზება.
მიუხედავად ამისა, წარმატებულად ვაჭრობას ნამდვილად სჭირდება ცოდნა და გამოცდილება. აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ ვრცლად ფორექსის შესახებ, როგორ უნდა დაიწყოთ ვაჭრობა საქართველოში და როგორ შეარჩიოთ საბროკერო კომპანია.
საფონდო ბირჟა
თუ ფორექსზე ვაჭრობა შედარებით მოკლე დროშიცაა შესაძლებელი, საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა შედარებით გრძელვადიანი ინვესტიციაა. აქ ძირითადად ის ადამიანები ვაჭრობენ, ვისაც დაგროვებული აქვს საინვესტიციო კაპიტალი და სურს ის სარფიანად დააბანდონ მომავალში სარგებლის მიღების მიზნით. საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილია მსხვილი კომპანიების აქციები, მათი შეძენით თქვენ შესაძლებლობა გაქვთ გახდეთ ამ ფირმების მცირე წილის მფლობელნი. საფონდო ბირჟაზე შესაძლებელია ისეთი კომპანიების აქციების შეძენა როგორიცაა მაგალითად ამაზონონი, კოკა-კოლა, ფეისბუკი, მაკდონალდსი და სხვები.
საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა შესაძლებელია ორგვარად. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ამა თუ იმ კომპანიების აქციები, ფლობდეთ მათ გარკვეული დროის განმავლობაში, მიიღოთ დივიდენდები და ზოგჯერ გაყიდოთ ისინი მოგების მიღების მიზნით როდესაც აქციების ფასი საგრძნობლად გაიზრდება. ასევე, შეგიძლიათ აქციები გქონდეთ უფრო მოკლე დროით და დაკავდეთ მათი ყიდვა-გაყიდვით. შესაძლებლობა გაქვთ შეიძინოთ როგორც ერთი კომპანიის აქციები, ან რამოდენიმე მათგანის და გქონდეთ უფრო მრავალფეროვანი საინვესტიციო პორტფოლიო.
საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა ითვება ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და გავრცელებულ საქმიანობად. ეს განსაკუთრებით პოპულარულია იმ ადამიანებში, ვისაც საინვესტიციო კაპიტალი აქვთ და შეუძლიათ განახორციელონ დიდხნიანი ინვესტიცია. ზოგიერთი ინვესტორი ასეთ დროს ყიდულობს უძრავ ქონებას, ოქროს ან აბანდებს თანხებს სხვადასხვა ტიპის ანაბარზე.
ამ კატეგორიის ინვესტიციებთან შედარებით აქციების შეძენას ბევრი უპირატესობა აქვს. მაგალითად შეუძლებელია უძრავი ქონების ფასი 5 წელიწადში რამდენჯერმე გაიზარდოს, ოქროს ფასიც ასევე არ გამოირჩევა ცვალებადობით, ხოლო ანაბარი მხოლოდ მინიმალური სარგებელი ერიცხება. რაც შეეხება აქციებს, სწორი კომპანიის აქციების შეძენის შემთხევაში გრძელ ვადაში თქვენ შეგიძლიათ გააორმაგოთ, გაასამმაგოთ, ან კიდევ უფრო მეტად გაზარდოთ პირველადი კაპიტალი. სწორედ ამიტომ, აქციებში ფულს აბანდებენ დიდი დროით. თუ გსურთ, რომ უფრო მეტი გაიგოთ ამ სფეროს შესახებ, გაეცანით, თუ როგორ მუშაობს საფონდო ბირჟა და როგორ შეიძინოთ თქვენი პირველი აქციები.
დაიწყე ვაჭრობა CFD-ებით აქციებზე XM-თან!
კრიპტოვალუტით ვაჭრობა
კრიპტოვალუტით ვაჭრობა ვაჭრობის ყველაზე თანამედროვე სახეობაა, რომელიც ძალიან მალე გახდა პოპულარული მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. პირველი კრიპტოვალუტა, ბიტკოინი 2008 წელს შეიქმნა და მაშინვე უამრავი ადამიანის ინტერესი გამოიწვია. ამის შედეგად ბიტკოინის ფასმა, 2017 წელს რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამით ამ ბაზარზე ახალი ეპოქაც დაიწყო. ბიტკოინის ასეთმა პოპულარობამ გამოიწვია ახალი ბაზრის – კრიპტოვალუტის ბაზრის შექმნა.
ეს პროცესი ჰგავს ნებისმიერი ისეთი ნივთითა თუ აქტივით ვაჭრობას, რომლის ფასიც ცვალებადია. ტრეიდერი ყიდულობს მისთვის სასურველ კრიპტოვალუტას, მაგალითად ბიტკოინს და ინარჩუნებს მას სპეციალურ ელექტრონულ საფულეში სანამ მისი ფასი მისთვის სასურველ ნიშნულს მიაღწევს. მას შემდეგ რაც მისი ღირებულება გაიზრდება, მოვაჭრე ყიდის მას და იღებს მოგებას.
კრიპტოვალუტით ვაჭრობის ერთ-ერთი მთავარი დადებითი თვისება სიმარტივეა. თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ რამდენიმე წამში დარეგისტრირდეთ იმ კომპანიის სავაჭრო პლატფორმაზე, რომელიც ამ საქმიანობითაა დაკავენული. ამის შემდეგ უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენთის სასურველი კრიპტოვალუტა.
ამ ტიპის აქტივებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ სასურველი კრიპტოვალუტა იმ თანხით, რისი საშუალებაც გაქვთ. მაგალითად თუ ბიტკოინის ფასი ამ მომენტისთვის $10,000-ს უტოლდება, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ 0,2 ბიტკოინი, რომელიც $200 ეღირება. თუ ფიქრობთ, რომ ამ ბაზარზე ვაჭრობა შეიძლება თქვენთვის საინტერესო იყოს, წაიკითხეთ დეტალური გზამკვლევი კრიპტოვალუტით ვაჭრობის დაწყებისათვის საქართველოში.
დაიწყე ვაჭრობა CFD-ებით კრიპტოვალუტაზე XM-თან!
რატომ უნდა ჩაერთოთ ფინანსურ ბაზარში
მნიშვნელობა არ აქვს რამდენად დიდია თქვენი კაპიტალი ან რომელი ფინანსური ბაზრით ხართ დაინტერესებული, ნებისმიერ შემთხვევაში ინვესტირებას ჩართვას ისეთი უპირატესობები, რომელთა უგულებელყოფა მართლაც არ არის საჭირო.
პირველ რიგში, ეს საქმოანობა თქვენგან ძალიან მცირე დროს მოითხოვს. რასაკვირველია ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი აქტივებით გადაწყვეტთ ვაჭრობას. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში დრო, რომელიც ამ საქმისთვის უნდა დაუთმოთ, გაცილებით ნაკლებია ვიდრე ჩვეულებრივი სრული განაკვეთის სამსახურის სამუშაო საათები. წარმატებული ინვესტირების შემთხვევაში კი, თქვენი შემოსავალი შესაძლებელია ხელფასზე მეტიც იყოს.
ინვესტიციები გეხმარებათ გათავისუფლდეთ ფინანსური დამოკიდებულებისაგან. თქვენი კაპიტალი იზომება დროით – რამდენი ხანი შეგიძლიათ იცხოვროთ ფინანსური პრობლების გარეშე თუ ამ წუთიდან უარს იტყვით სამსახურზე. სამწუხაროდ ბევრი მკითხველისთვის ეს პერიოდი ძალიან მცირე იქნება. საქართველოში ჯერ კიდევ არ არის ფართოდ გავრცელებული რეგულარული დანაზოგის გაკეთება და შემდეგ ამ თანხების ინვესტირება. სინამდვილეში კი სწორად განხორციელებულ ინვესტიციებს შეუძლია გაგათავისუფლოთ ფულთან დაკავშირებული სტრესისაგან.
ფინანსური ვაჭრობის უპირატესობები კიდევ უფრო გაიზრდება თუ გადაწყვეტთ ტრეიდინგით პროფესიონალურად დაკავდეთ. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ თავად იყოთ საკუთარი თავის უფროსი და თავად განსაზღვროთ როდის და რამდენი ხნის განმავლობაში იმუშავოთ. ეს შესაძლებლობას მოგცემთ, რომ დაკავდეთ სხვა ტიპის აქტივობებით და მეტი დრო დაუთმოთ თქვენს სხვა ინტერესებს, რაც სრულ განაკვეთზე მუშაობის შემთხვევაში ხშირად საკმაოდ რთულია.