რა არის ფორექსი – ყველაფერი ფორექსის შესახებ

რა არის ფორექსი – ყველაფერი ფორექსის შესახებ post thumbnail image

რადგან ამ გვერდზე აღმოჩნდით ალბათ გინდათ შეისწავლოთ რა არის ფორექსი და თავად სცადოთ ბედი სავალუტო ბირჟაზე. სამწუხაროდ ამ დრომდე საქართველოში ფორექს ტრეიდინგი არ არის გავრცელებული საქმიანობა, თუმცა ფორექსით დაინტერესებული ადამიანების რიცხვი დღითიდღე იზრდება. ისინი, ვისაც სურს ვალუტის ვაჭრობაში ჩართვა და ამით შემოსავლის მიღება საქართველოში რამდენიმე პრობლემას აწყდებიან. პირველი და უმთავრესი პრობლემა ქართულ ენაზე ხარისხიანი სასწავლო მასალების ნაკლებობაა. პრობლემაა ასევე ინფორმაციის ნაკლებობა, რადგან საქართველო არ არის იმ ქვეყნებს შორის, სადაც ფორექს ტრეიდინგი პოპულარულია. გარდა ამისა, დაინტერესებულ პირებს არ აქვთ ინფორმაცია საქართველოში არსებული რეგულირებული საბროკერო კომპანიების შესახებ. მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანები რომელთაც სურთ დაიწყონ ფორექს ტრეიდინგი საქართველოში სრულად არიან დამოკიდებული ინგლისურ სასწავლო მასალებსზე და უწევთ დამოუკიდებლად გაიკვლიონ გზა სავალუტო ბაზრის სამყაროში.

ეს პრობლემები ართულებს ვალუტით ვაჭრობის დაწყებას, რადგან ადამიანებს ჰგონიათ, რომ ფორექსზე ვაჭრობის შესწავლა რთულია. ეს სტატია დეტალურად განიხილავს რა არის და როგორ მუშაობს ფორექსი, რა არის სავალუტო წყვილები, ვინ არიან ფორექსის მონაწილე მხარეები, რა არის ფორექს ბროკერი, რამდენი ფულია საჭირო ვაჭრობის დასაწყებად, და როგორ უნდა დაიწყოთ ვაჭრობა ფორექსის სავალუტო ბირჟაზე. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს სტატია უპასუხებს თქვენს ყველა საბაზისო შეკითხვას ფორექსზე ვაჭრობის შესახებ.

სტატიაში წაიკითხავთ

  • რას ნიშნავს და რა არის ფორექსი
  • როგრ მიმდინარეობს ფორექსზე ვაჭრობა
  • რა არის სავალუტო წყვილები და რა განსხვავებაა მათ შორის 
  • ვინ არიან ფორექსის ბაზრის მონაწილეები და რა უნდა იცოდეთ მათ შესახებ
  • რა არის სავაჭრო პლატფორმა და როგორი პლატფორმები არსებობს
  • რამდენი ფულია საჭირო ფორექსზე ვაჭრობის დასაწყისად
  • როგორ უნდა დაიწყოთ ფორექსზე ვაჭრობა საქართველოში

რა არის ფორექსი

ფორექსი (Foreign Exchange Market) არის ბანკთაშორისი ბაზარი. მისი ძირითადი პრინციპია ერთი ვალუტის გაცვლა მეორე ვალუტაზე თავისუფალი კურსით. ფორექსი წარმოადგენს ვირტუალურ სივრცეს რომელიც მუდმივად მუშაობს და 24 საათის განმავლობაში აძლევს ვალუტის გაცვლითი კურსით სპეკულირების საშუალებს მასში ჩართულ მხარეებს. რთულად ჟღერს, არა? სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით მარტივადაა. რამდენადაც ფული ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, ჩვენ ყველანი ჩვენებურად ვართ ჩართულები სავალუტო ბაზარზე. აი მაგალითიც:
წარმოიდგინეთ, რომ მიდიხართ ევროპაში სამოგზაუროდ, რასაკვირველია, თქვენ არ შეგიძლიათ შეიძინოთ პროდუქტი და მომსახურება ქართული ვალუტით, ამიტომ წასვლამდე უნდა გადაცვალოთ ლარი ევროში. დავუშვათ, რომ თქვენ გადაწყვიტეთ გადაცვალოთ 1000 ლარი ევროში. ამისთვის მიხვედით ბანკში ან ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში. ვალუტის გაცვლის მომენტში ერთი ევრო ღირდა 3.0848 ლარი, შესაბამისად თქვენი 1000 ლარით იყიდეთ 324 ევრო.

ახლა წარმოიდგინეთ, რომ ევროპაში მოგზაურობისას თქვენს დიდი ხნის უნახავ მეგობარს შეხვდით, რომელმაც გადაწყვიტა თქვენი მასპინძელი იყოს. თქვენ დაბრუნდით საქართველოში ისე, რომ 324 ევრო არ დაგიხარჯავთ. მიხვედით ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში რათა ევრო კვლავ ლარში გადაგეცვალათ. თუმცა 1000 ლარის ნაცვლად მიიღეთ 1064 ლარი რაგდან სანამ თქვენ ევროპაში ისვენებდით, კურსი შეიცვალა და ერთი ევრო უკვე 3.2844 ლარი ღირს. ეს ნიშნავს რომ ლარი ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა და თქვენ ამით იხეირეთ 64 ლარი.

სწორედ ასე ხდება სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობა, მყიდველი ერთი ვალუტით ყიდულობს სხვა ვალუტას, და როდესაც გაცვლითი კურსი იზრდება, კვლავ ყიდის და იღებს მოგებას.

ფორექს ტრეიდინგი საქართველოში

როგორ მუშაობს ფორექსი

ფორექსზე ვაჭრობის დროს ზემოთ მოცემული პრინციპი მუშაობს, თუმცა ვალუტით ვაჭრობა უფრო მასშტაბურია. რადგან ფორექსს არ აქვს ლოკაცია და წარმოადგენს საერთაშორისო ბაზარს რომელიც ხელმისაწვდომია ყველასთვის ინტერნეტის საშუალებით მასში ჩართვა ძალიან მარტივია. მაშ ასე, როგორ მუშაობს ფორექსი?

ფორექსში ჩართულია რამდენიმე მხარე მათ შორის ცენტრალური და კომერციული ბანკები, საბროკერო სახლები და ფიზიკური პირები. ამ სტატიაში, ჩვენ ყურადღებას სწორედ ფიზიკურ პირებზე ანუ ტრეიდრებზე გავამახვილებთ. იმისთვის, რომ ტრეიდერი ჩაერთოს ფორექს ტრეიდინგში ის ირჩევს საბროკერო კომპანიას და ხსნის სავაჭრო ანგარიშს მასთან. ბროკერი უზრუნველყოფს ტრეიდერს სავაჭრო პლატფორმით და სავაჭრო ინსტრუმენტებით (ამ შემთხვევაში სავალუტო წყვილებით). არსებობს რამდენიმე ტიპის სავაჭრო პლატფორმები და სავალუტო წყვილები, თუმცა ამაზე ქვემოთ ვრცლად ვისაუბრებთ, ახლა დავუბრუნდეთ სავაჭრო ანგარიშს.

მას შემდეგ, რაც ტრეიდერს არჩეული აქვს საბროკერო კომპანია, სავაჭრო პლატფორმა და გახსნილი აქვს ანგარიში, უნდა აირჩიოს ვალუტა რომლითაც გააკეთებს პირველ დეპოზიტს თავის ანგარიშზე. საერთაშორისო ბროკერები ძირითადად სთავაზობენ აშშ დოლარს, ევროსა და ფუნტ სტერლინგს. ამის შემდეგ, ტრეიდერი აკეთებს პირველ შენატანს თავის სავაჭრო ანგარიშზე, ირჩევს სავალუტო წყვილს ან წყვილებს და იწყებს სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობას.

სავალუტო წყვილები

იმისთვის რომ მომგებიანათ ივაჭროთ სავალუტო ბირჟაზე აუცილებელია სწორად აარჩიოთ სავალუტო წყვილი. როგორც იცით მსოფლიოში ბევრი ვალუტაა, მათი ღირებულება ერთმანეთისაგან განსხვავდება და მუდმივად იცვლება.

მაგალითად თუ თქვენ გადაწყვეტთ შეიძინოთ მანქანა რომელიც იყიდება დოლარში, თქვენ მოგიწევთ სხვა თანხის გადახდა (ლარში) ვიდრე ადამიანს პოლონეთში, რომელმაც დოლარი ადგილობრივი ვალუტით (ზლოტი) უნდა იყიდოს. რადგან ლარის და ზლოტის კურსი დოლართან მიმართებაში განსხვავებულია.

ფორექსში სავალუტო წყვილები დაყოფილია სამ ძირითად კატეგორიად თავიანთი მახასიათებელი თვისებების მიხედვით. არსებობს ძირითადი, მეორეხარისხოვანი, და ე.წ ეგზოტიკური სავალუტო წყვილები.

ძირითადი სავალუტო წყვილები

ძირითად სავალუტო წყვილებად მიჩნეულია ისეთი წყვილები, რომლებშიც ერთ მხარეს დგას აშშ დოლარი, ხოლო მეორე მხარეს ჩამოთვლილი ვალუტიდან რომელიმე: EUR, GBP, AUD, CHF, CAD, JPY. ამ ვალუტით შემდგარი წყვილები მიჩნეულია ძირითად სავალუტო წყვილებად, მაგალითად EUR/USD  ან GBP/USD და სხვა. ძირითადი სავალუტო წყვილები გამოირჩევა სიმყარით. მათი გაცვლითი კურსი ნაკლებად მერყეობს და მდგრადია.

მეორეხარისხოვანი სავალუტო წყვილები

მეორეხარისხოვანი სავალუტო წყვილები შედგება ზემოთ ჩამოთვლილი ვალუტისაგან. განსხვავება ძირითად და მეორეხარისხოვან წავალუტო წყვილებს შორის მხოლოდ ის არის, რომ ეს უკანსასკნელი არ შეიცავს აშშ დოლარს. შესაბამისად მეორეხარიხოვან წყვილებად ითვლება EUR/AUD, GBP/CAD და სხვა. ასეთი წყვილები გამოირჩევიან მეტი მერყეობით, ვიდრე ძირითადი სავალუტო წყვილები.

ეგზოტიკური სავალუტო წყვილები

ეგზოტიკური სავალუტო წყვილები –  როგორც წესი, ასეთი წყვილები შედგება ძირითადი ვალუტისაგან, წყვილის მეორე მხარეს კი არის განვითარებადი ქვეყნის ვალუტა. მაგალითად თუნდაც ქართული ლარი. შესაბამისად, GBP/GEL ჩაითვლება ეგზოტიკურ სავალუტო წყვილად. ასეთი წყვილები ხასიათდება მეტი მერყეობით რადგან განვითარებადი ქვეყნის ვალუტა ნაკლებად მყარია (თავადაც მოგეხსენებათ ლარის მაგალითზე)

როგორც ხედავთ, მსოფლიოში ძალიან ბევრი სავალუტო წყვილი არსებობს, შესაბამისად, შეუძლებელია, რომ ერთი ფორექს ბროკერი სთავაზობდეს ტრეიდერს წვდომას ყველა მათგანთან. როგორც წესი, ყველა ბროკერი სთავაზობს ტრეიდერებს ძირითად სავალუტო წყვილებს, ზოგიერთი მათგანი სთავაზობს მეორეხარისხოვან წყვილებსაც და რამოდენიმე ეგზოტიკურ სავალუტო წყვილს. ამიტომ აუცილებელია, ბროკერის შერჩევამდე განსაზღვროთ რომელი სავალუტო წყვილებით გსურთ ვაჭრობა და დარწმუნდეთ რომ ბროკერი ნამდვილად სთავაზობს ამ ვალუტას.

ზოგიერთი ფორექს ბროკერი მომხმარებელს სთავაზობს სამივე ტიპის სავალუტო წყვილებს. მაგალითად XM საბროკერო კომპანიასთან შეგიძლიათ ივაჭროთ 55 სავალუტო წყვილით, რომელთა შორისაა ძირითადი, მეორეხარისხოვანი და ეგზოტიკური სავალუტო წყვილები.

დაიწყე ვაჭრობა XM-თან!

ფორექსის ბაზრის მონაწილეები

არსებობს ორი ტიპის ფორექსი – ინსტიტუციონალური და საცალო. როგორც ზემოთ ავღნიშნე ინსტიტუციონალურ ფორექსში ჩართულები არიან მსხვილი მოთამაშეები, მაგალითად ბანკები. საცალო ვაჭრობაში ჩართულები არიან ფიზიკური პირები, (ტრეიდერები) ისეთი როგორც მე ან თქვენ. საცალო ვაჭრობაში ჩართულია ორი ძირითადი მხარე ტრეიდერი და ბროკერი. ტრეიდერი ვაჭრობს სავალუტო წყვილებით, ბროკერი აძლევს ტრეიდერს წვდომას სავალუტო ბირჟაზე, ხოლო ვაჭრობის პროცესი წარიმართება სავაჭრო პლატფორმაზე. მოდით ახლოდან გავეცნოთ ბროკერებს და სავაჭრო პლატფორმებს.

ბროკერები საშუალებას გვაძლევენ დავიწყოთ სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობა, არსებობს სამი ტიპის საბროკერო კომპანია. მათ შორის განსხვავებების ცოდნა მნიშვნელოვანია რადგან ხშირ შემთხვევაში არჩევანს ბროკერებს შორის შეუძლია განსაზღვროს რამდენად წარმატებული იქნებით ფორექსზე ვაჭრობისას.

ბაზრის შემქნელი ბროკერები

ბაზრის შემქნელი, იგივე მარკეტ-მეიკერები ბროკერი, ბროკერების ყველაზე გავრცელებული ტიპია. როდესაც ვაჭრობთ ბაზრის შემქნელ ბროკერთან, ის დგას თქვენი გახსნილი პოზიციის საპირისპირო მხარეს. შესაბამისად, თუ თქვენ დაკარგავთ ფულს – ბროკერი მიიღებს მოგებას. თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ მარკეტ მეიკერი თქვენს წინააღმდეგაა განწყობილი. ის მოგებას იღებს ნებისმიერ შემთხვევაში სპრედების საშუალებით. მარკეტ-მეიკერებთან ვაჭრობა გაცილებით უსაფრთხო და მომგებიანია ტრეიდერებისათვის ვიდრე სხვა ტიპის ბროკერთან. მათ არ ჭირდებათ შუამავალი, შესაბამისად შეუძლიათ საუკეთესო სპრედების შემოთავაზება და თქვენი ბრძანების სწარაფად განხორციელება.

ბროკერები საკუთარი დილინგ-დესკის გარეშე

ეს არის მარკეტ მეიკერების საწინააღმდეგო ტიპის ბროკერი. როგორც სახელი გვთავაზობს, მათ თავად არ აქვთ დილინგ-დესკი, არ ქმნიან ბაზარს და ამისათვის იყენებენ შუამავალს. ამგვარ ბროკერებთან ვაჭრობის სისტემა მოქმედებს შემდეგნაირად. როდესაც თქვენ ხსნით პოზიციას, ბროკერი ეძებს ბილეთებს სხვადასხვა პროვაიდერებთან და გთავაზობთ საუკეთესოს მათ შორიდს. პროვაიდერები შეიძლება იყვნენ მარკეტ მეიკერი ბროკერები, ბანკები ან სხვა ფინანსური ინსტიტუციები.

ელექტრონული კომუნიკაციის ბროკერები (ECN)

ელქტრონული კომუნიკაციების ბროკერები ტრეიდერებს სთავაზობენ პლატფორმას რომელიც აკავშირებს მყიდველებსა და გამყიდველებს. ეს პლატფორმა საშუალებას აძლევს მარკეტ მეიკერებს გახნსან პოზიცია და დაუავშირდნენ სხვებს. ამგვარი პლატფორმები ძირითადად განკუთვნილია იმ ტრეიდერებისთვის რომლებიც ვაჭრობენ დიდი თანხით, ან თუნდაც ინსტიტუციონალური ტრეიდერებისათვის. ამ პლატფორმებს ახასიათებს ყველაზე დაბალი სპრედები და ბრძანებების შესრულების სისწრაფე. კიდევ ერთუ უპირატესობა ისაა, რომ პოზიიის გახსნის დროს, სხვა მონაწილეებმა არ იციან ვაჭრობის რომელ მხარეს ხართ თქვენ.

სავაჭრო პლატფორმები

წამატებული ფორექს ვაჭრობისათვის აუცილებელია სწორად აირჩიოთ სავაჭრო პლატფორმა. ეს არის ის სივრცე სადაც თქვენ ვაჭრობთ, შესაბამისათ ალბათ ხვდებით რამდენად მნიშვნელოვანია ის თქვენი წარმატებისათვის. არსებობს რამდენიმე ტიპის სავაჭრო პლატფორმები რომლებიც ერთიანდება ორ კატეგორიაში – პლატფორმები რომლებიც საჭიროებენ გადმოწერას და ინსტალაციას, და ვებ-პლატფორმები რომლებსაც არ ჭირდებათ ინსტალაცია.

ფორექსი საქართველოში

თქვენთვის საუკეთესო გადაწვეტილება იქნება თუ გამოიყენებთ იმ პლატფორმებს რომლებიც საჭიროებენ ინსტალაციას. ამ ტიპის პლატფორმებს შორის ყველაზე გავრცელებულია კომპანია “MetaQuotes” -ის პლატფორმები MetaTrader 4 და MetaTrader 5  რომლებიც ასევე გავრცელებულია სახელებით MT4 და MT5. მათ აქვთ სამი ძირითადი უპირატესობა

  • ეს პლატფორმები არის პირველი და ყველაზე სანდო პლატფორმები რომლებიც გამოჩნდა ფორექსის ბაზარზე.
  • არის ყველაზე გავრცელებული და თითქმის ყველა საერთაშორისო ბროკერი სთავაზობს მათ ტრეიდერებს
  • მათი გამოყენება შეიძლება სხვადასხვა მოწყობილობებზე

ვებ-პლატფორმები არ საჭიროებენ გადმოწერას, ისინი შეგიძლიათ გახნსათ პირდაპირ ბრაუზერის საშუალებით. MetaQuotes – ის სავაჭრო პლატფორმებსაც აქვთ ვებ-პლატფორმა. ამასგარდა, ბევრი ბროკერი ქმნის თავის ვებ სავაჭრო პლატფორმას და სთავაზობს მათ თავიანთ კლიენტებს.

გარდა ტექნიკური განსხვავებისა სავაჭრო პლატფორმები განსხვავდება ფუნქციურადაც. მაგალითად ზოგიერთი პლატფორმით წვდომა გაქვთ ყველა ტიპის სავაჭრო ინსტრუმენტთან, ზოგიერთ პლატფორმაზე კი მათი რაოდენობა შეზღუდულია. ასევე პლატფორმებს აქვთ თავიანთი დამხმარე იარაღები და ფუნქციები. შესაბამისად, პლატფორმა უნდა შეარჩიოთ მისი სანდოობისა და თქვენი საჭიროებების გათვალისწინებით.

რამდენი ფულია საჭირო ფორექსზე ვაჭრობის დასაწყებად

ახლა, როდესაც თქვენ უკვე გაერკვიეთ რა არის ფორექსი, როგორ მუშაობს ის და რომელი მხარეები არიან ტრეიდინგის პროცესში შეიძლება გაგიჩნდეთ ბუნებრივი კითხვა – რამდენი ფულია საჭირო ფორექსზე ვაჭრობის დასაწყებად.

რა არის ფორექსი

საქართველოში ბევრს მიაჩნია რომ ფორექსზე ვაჭრობი დაწყება დაკავშირებულია დიდ კაპიტალთან და არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი. ამ აზრში არის მცირე სიმართლის მარცვალი. იმისთვის რომ ვივაჭროთ ფორექსზე და მივიღოთ მუდმივი მზარდი შემოსავალი, საჭიროა გვქონდეს გარკვეული კაპიტალი რომელიც ამის შესაძლებლობას მოგვცემს. თუმცა იმისათვის რომ დავიწყოთ ფორექსზე ვაჭრობა ბევრი ფული სულაც არ არის საჭირო.

პირველი ხარჯი რომელიც დაკავშირებული არის ფორექსზე ვაჭრობასთან არის მინიმალური დეპოზიტი რომელსაც საბროკერო კომპანიები ითხოვენ. მათთან სავაჭრო ანგარიშის გახსნისას თქვენ ვალდებული ხართ გააკეთოთ პირველი დეპოზიტი და ჩარიცხოთ თანხა თქვენს სავაჭრო ანგარიშზე. ეს თანხა არ არის ბროკერის საკომისიო ან მომსახურების საფასური, ის სრულად აისახება თქვენს სავაჭრო ანგარიშზე და უნდა გამოიყენოთ ვაჭრობისათვის.

სხვადასხვა ბროკერებს აქვთ განსხვავებული მოთხოვნები მინიმალური დეპოზიტისათვის. ზოგიერთი მათგანი ითხოვს 500 აშშ დოლარს, ხოლო ზოგიერთი კი საშუალებას აძლევს ტრეიდერებს გახსნას ანგარიში 5 აშშ დოლარით. ინფორმაცია მინიმალური დეპოზიტის შესახებ შეგიძლიათ შეამოწმოთ ბროკერის ვებსაიტზე სადაც მოცემულია სავაჭრო ანგარიშების შესახებ ინფორმაცია. შეგიძლიათ აირჩიოთ ის ბროკერი, რომელსაც აქვს დაბალი მინიმალური დეპოზიტი და მასთან დაიწყოთ ვაჭრობა.

მინიმალურ დეპოზიტთან ერთად თქვენ გჭირდებათ თანხა იმისათვის რომ ივაჭროთ ფორექსზე. თქვენ შეგიძლიათ თავად შეადგინოთ ბიუჯეტი ვაჭრობისათვის და თავად გადაწყვიტოთ რამდენ ფულს დახარჯავთ ვაჭრობისათვის, ან რამდენად ხშირად ივაჭრებთ.

არ არსებობს კონკრეტული თანხა რომელიც საჭიროა ფორექს ვაჭრობის დასაწყებად, თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ 5 აშშ დოლარითაც კი და თავად განსაზღვროთ თქვენი სავაჭრო კაპიტალი თქვენი შემოსავლების გათვალისწინებით. გარდა ამისა, ზოგიერთი ბროკერი მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის ბონუსებს. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ბონუსი დეპოზიტის გარეშე და ბონუსი დეპოზიტზე. პირველ შემთხვევაში მომხმარებელი იღებს ფულად ბონუსს ბროკერისგან მას შემდეგ რაც სავაჭრო ანგარიშს გახსნის მასთან. მეორე შემთხვევაში კი ტრეიდერს შესაძლებლობა აქვს გაზარდოს სავაჭრო კაპიტალი ბონუსის დახმარებით.

მიიღე XM-ის ბონუსი!

როგორ დავიწყოთ ვაჭრობა სავალუტო ბირჟაზე საქართველოში

როგორც ავღნიშნე, საქართველოში სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობა მაინცდამაინც გავრცელებული არ არის. ამის გამო იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ მოწყვეტილები ვართ ფორექს სამყაროს. თუმცა სინამდვილეში ფორექსის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ის ხელმისაწვდომია ყველგან და ყველასთვის. შესაბამისად მნიშვნელობა არ აქვს სად ცხოვრობთ ბრიტანეთში, იაპონიაში, თუ საქართველოში მთავარია გქონდეთ ლეპტოპი, წვდომა ინტერნეტთან, და რასაკვირველია სურვილი გამოიმუშაოთ ფული ფორექსის საშუალებით.

როგორ დავიწყოთ ფორექსზე ვაჭრობა

იმისათვის რომ დაიწყოთ სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობა აუცილებელია იყოთ სრულწლოვანი, რადგან ბროკერები არ მიიღებენ არასრულწლოვან კლიენტებს. პირველი ეტაპი ფორექსზე ვაჭრობის დასაწყებად არის საჭირო საბაზისო განათლების მიღება. თქვენ ვერ დაიწყებთ ვაჭრობას, მითუფრო წარმატებულად, თუ არ იცით როგორ ივაჭროთ. თუ თავისუფლად ფლობთ ინგლისურ ენას, თქვენთვის საბაზისო განათლების მიღება გაცილებით მარტივია. არსებობს ძალიან ბევრი საიტი რომელიც მკითხველებს სთავაზობს საჭირო სტატიებს ფორექსზე, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ვიდეოები და წიგნები. ჩვენს საიტზე კი შეგეძლებათ გაიგოთ ყველაფერი ფორექსის შესახებ და მიიღოთ საჭირო განათლება ფორექს ვაჭრობაში პირველი ნაბიჯების გადასადგმელად.

მას შემდეგ რაც მიიღებთ საბაზისო განათლებას ნუ იჩქარებთ გახსნათ სავაჭრო ანგარიში ბროკერთან. თეორიულ ცოდნასთან ერთად აუცილებელია პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად. დარწმუნებული ვარ არ გსურთ ვაჭრობის წარუმატებლად დაწყება და თქვენი კაპიტალის სრულად დაკარგვა. იმისთვის რომ ასე არ მოხდეს, უნდა მიიღოთ პრაქტიკული ცოდნაც, ნახოთ რამდენად კარგად გამოგდით ვაჭრობა, რომელი სტრატეგიებია თქვენთვის მომგებიანი და რისი შესწავლა გჭირდებათ დამატებით. ამისთვის საუკეთესო საშუალებაა დემონსტრაციული, ანუ დემო ექაუნთები.  დემო ექაუნთზე წარმატებულად ვაჭრობის შემდეგ თქვენ მზად ხართ გახსნათ რეალური ანგარიში და დაიწყოთ ვაჭრობა.

შეჯამება

როგორც ხედავთ იმისთვის რომ წარმატებულად ივაჭროთ ბევრი რამის სწავლა მოგიწევთ. ამ სტატიაში მცირედ შევეხეთ იმ თემებს რომელთა ცოდნაც აუცილებელია იმისათვის რომ შეგექმნათ წარმოდგენა რა არის ფორექსი და როგორ მიმდინარეობს ვაჭრობა ვალუტის ბირჟაზე. რა არის ფორექსი, როგორ მუშაობს ის, რა არის ბროკერი და როგორი ტიპის საბროკერო კომპანიები არსებობს. რა ტიპის სავალუტო წყვილებით ვაჭრობა შეგიძლიათ და რა არჩევანი გაქვთ სავაჭრო პლატფორმებთან დაკავშირებით.  ნუ შეგეშინდებათ სასწავლი მასალების სიმრავლის და ნუ ჩათვლით რომ ფორექსი თქვენთვის არ არის. საერთაშორისო სავალუტო ბაზარი არის ყველასთვის, ყველას შეუძლია მასში მონაწილეობა და მისგან სარგებლის მიღება. როგორც თავად ნახეთ, ფორექსზე ვაჭრობისათვის არც მაინცდამაინც სქლი საფულე არ არის საჭირო. თქვენ თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ რამდენი ფულის გამოყენება გსურთ ტრეიდინგისათვის.

თუ თქვენ გაინტერესებთ ვალუტით ან სხვა ინსტრუმენტებით ვაჭრობა და ფიქრობთ რომ ფორექსი შეიძლება იყოს თქვენი შემოსავლის წყარო წაიკითხეთ ჩვენი გზამკვლევები რომლებიც შექმნილია სპეციალურად დამწყები ტრეიდერებისათვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *