მილიონერის პროფილი – თემურ უგულავა
მილიონერის პროფილი – თემურ უგულავა
ჯამური ქონება: $60 მილიონი
თემურ უგულავა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენია. მის მფლობელობაში არის რამდენიმე მსხვილი ბიზნესი, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ,,აჭარა ჯგუფი”, რომელიც რამდენიმე მსხვილ ბიზნესს მოიცავს თავის თავში. აჭარა ჯგუფი არის საქართველოში წამყვანი სასტუმროების (hospitality) და აგრომეწარმეობის კომპანია. ის დააარსა თემურ უგულავამ თავის კოლეგებთან და პროფესიონალ გუნდთან ერთად.
2010 წელს კომპანია შევიდა საქართველოს hospitality სექტორში იმით, რომ წარადგინა პირველი ადგილობრივი Holiday Inn ფრენჩაიზი, რომელმაც წარმატებით შეძლო დიზაინისა და ბრენდის კონცეპტის თვალსაზრისით საერთაშორისო ბრენდის სახელის მოპოვება. 2012 წელს აჭარა ჯგუფმა მოახდინა მიტოვებული საბჭოთა პერიოდის სანატორიუმის რეკონსტრუქცია ყაზბეგის მთიან რეგიონში და ააშენა Rooms Hotels სასტუმრო პირველი ქართული ბრენდის სახელით. მას შემდეგ, ამ სასტუმროების ქსელმა ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთად. ეს უკანასკნელი გამორჩეულია თავისი ადგილმდებარეობით, არქიტექტურითა და დიზაინით და წარმოადგენს უნიკალური სტილისა და გემოების შეხამების იდეალურ ადგილს.
თემურ უგულავას წარმატების ისტორია რეალობაში ყველასთვის შესაძლებელია განხორციელდეს. ამისთვის სწორი შესაძლებლობების გამოყენებაა, როგორიცაა მაგალითად საერთაშორისო მარკეტებზე ვაჭრობა XM-ის მსგავსად წარმატებული ბროკერების საშუალებით. რეგისტრაციისთვის, დააჭირე ღილაკს:
პატარა პროექტების მსოფლიოდ-ცნობილად ქცევა
ორი წლის შემდეგ, 2014 წელს ისტორიული სტამბა გადაიქცა მეორე Rooms Hotel სასტუმროს ფილიალად, ამ შემთხვევაში უკვე საქართველოს დედაქალაქ თბილისში. აღნიშნული სასტუმროს კონცეპტი აერთიანებს ბრუტალისტურ ელეგანტურ არქიტექტურას თანამედროვე დეკორის ელემენტებით. 2016 წელს ძველი საბჭოთა საკერავი ქარხანა გადაიქცა ფერად ადგილას, რომელიც დღეს ფუნქციონირებს ფაბრიკა ჰოსტელის სახელით. ეს ადგილი დღეს ახალგაზრებში, სტუდენტებში თუ უცხოელ მოგზაურებში ძალიან დიდი პოპულარულობით სარგებლობს. ,,ფაბრიკა” აერთიანებს მრავალფეროვან ადგილობრივ მცირე ბიზნესსა თუ კაფეს. აქ შეიძლება ნახოთ ტანსაცმლისა თუ სხვადასხვა პროდუქტების მაღაზია, ისევე, როგორც მრავალი კაფე, განსხვავებული გემოვნების მქონე ადამიანებისთვის. სწორედ ამიტომ არის ეს ადგილი განსაკუთრებით პოპულარული დღესდღეისობით ახალგაზრდებში და ყოველ დღე ძალიან ბევრ სტუმარს მასპინძლობს.
გარდა ამისა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სტამბა არის განცალკევებული შენობა, რომელიც წარმოადგენს ,,აჭარა ჯგუფის” luxury ვერსიას. 2018 წელს სასტუმრომ გახსნა თავისი კარები სტუმრებისთვის და სთავაზობს მათ ისეთ განსაკუთრებულ მახასიათებლებს, როგორებიც არის სახურავის საცურაო აუზი, შოკოლატერია, კაფე სტამბა, შიო რამენი და ამასთან, სხვადასხვა გალერია თუ საგამოფენო სივრცე. სწორედ ამ მრავალფეროვანი ალტერნატივების არსებობის გამო სტამბა ძალიან დიდი პოპულარულობით სარგებლობს საქართველოს მოსახლეობაში. აქ ტარდება ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება, გამოფენა თუ კონფერენცია.
სოფლის მეურნეობა აღმოსავლეთში
აღსანიშნავია ისიც, რომ აჭარა ჯგუფი არის ყველაზე დიდი აგრარული და ფერმერული პროექტი საქართველოს აღმოსავლეთ რეგიონში. ეს უკანასკნელი დიდი წარმატებით სარგებლობს ურბანული და არაურბანული განვითარების თვალსაზრისით. აჭარა ჯგუფს აქვს უნარი იმისა, რომ გარდაქმნას ყველაზე მიყრუებული და განუვითერებელი ქვეყნის რეგიონი ისეთ ადგილად, რომელიც იქნება ტურისტებისთვის მთავარი დანიშნულების ადგილი და რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით ისარგებლებს ქვეყნის ფარგლებს შიგნითაც. დღესდღეისობით აჭარა ჯგუფის, როგორც კომპანიის ჯამური დასაქმებული ადამიანების რიცხვი 3000 ადამიანს აჭარბებსდა ამასთან, მასში შედის 4 სასტუმრო და ერთი ჰოსტელი.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ თემურ უგულავა არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი და მეწარმე, რომელმაც შეძლო, რომ თავისი შექმნილი პროდუქტებით ახალი, უნიკალური კონცეპტი შეეთავაზებინა ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ამასთან, შეექმნა მრავალფეროვანი სივრცე, სადაც ადამიანები ყოველდღიურად შეძლებდნენ განტვირთვასა და დასვენებას. დღეს მისი ჯამური ქონება 60 მილიონ დოლარს შეადგენს.