როგორ გამოვასწოროთ საკრედიტო ისტორია და რატომ არის ის მნიშვნელოვანი
ყველა ბანკი თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საკრედიტო ისტორია მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ ისარგებლოთ ისეთი ფინანსური პროდუქტებით, როგორიცაა მაგალითად სესხი ან განვადება. როდესაც მათი მოთხოვნით ბანკში მიდიხართ, განვადების თუ სესხის ოფიცერი ითხოვს თქვენგან თანხმობას, რათა გადაამოწმოს თქვენი საკრედიტო ისტორია. თქვენის საკრედიტო ისტორია მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია თუ რა პირობებით მიიღებთ სესხს ან მიიღებთ თუ არა მას საერთოდ. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ, ვისაც უსარგებლია ზემოთ ჩამოთვლილი სერვისებით, იცის საკრედიტო ისტორიის მნიშვნელობი შესახებ, თუმცა ცოტას თუ აქვს რეალურად წარმოდგენა რას ნიშნავს ის და რა ახდენს მასზე ზემოქმედებას.
Contents
რა არის მოცემული თქვენს საკრედიტო ისტორიაში
ყველა ადამიანს, ვისაც რაიმე ტიპის სესხით ან განვადებით უსარგებლია, კომერციულ ბანკებში თუ სხვა საკრედიტო ორგანიზაციებში, აქვს საკრედიტო ისტორია. ისტორია მოცემულია საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში და ბანკები სწორედ მისი მეშვეობით ამოწმებენ თქვენს საკრედიტო ისტორიას. ინფორმაცია, რომელსაც საკრედიტო ბიურო თქვენს შესახებ ფლობს არის შემდეგი:
- თქვენი სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, სქესი და პირადი ნომერი
- ინფორმაცია დახურულ თუ აქტიურ სესხებზე და გადახდების ისტორიაზე
- ძიებების რაოდენობა რომელიც განხორციელდა თქვენს საკრედიტო ისტორიაზე.
სწორედ ეს ინფორმაცია აინტერესებს ბანკს თუ საკრედიტო ორგანიზაციას, როდესაც თქვენს საკრედიტო ისტორიას ამოწმებს, რათა შეაფასოს რამდენად კარგი გადამხდელი გაქვთ. ამ ინფორმაციიდან გამომდინარე, ალბათ უკვე ხვდებით რა ახდენს გავლენას თქვენს საკრედიტო ისტორიაზე, მოდით დეტალურად განვიხილოთ ისინი.
რა ახდენს გავლენას საკრედიტო ისტორიაზე
თუ თქვენ არასდროს გქონიათ სესხი ან განვადება, თქვენი საკრედიტო ისტორია ცარიელია, ან უბრალოდ არ გაქვთ ის. ეს სულაც არ არის კარგი. ასეთ შემთხვევაში, ბანკისთვის რთულია განსაზღვროს კეთილსინდისიერი გადამხდელი ხართ თუ არა. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა ვერ მიიღოთ სესხი იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც გსურთ (თუ დიდი თანხის გამოტანა გინდათ) ან მიიღოთ ის შედარებით მაღალი პროცენტით.
საკრედიტო ისტორიაზე გავლენა აქვს თქვენს მიერ ათვისებული კრედიტების რაოდენობას. მათ შორის, ზოგიერთმა ბანკმა თუ საკრედიტო ორგანიზაციამ, შესაძლოა ყურადღება მიაქციოთ თუ რამდენი კრედიტი გაქვთ აღებული უზრუნველყოფის გარეშე. თუ ბევრი კრედიტი გაქვთ და თქვენი ყოველთვიური შენატანების რაოდენობა მაღალია, ახალი რეგულაციების თანახმად შესაძლოა სესხი საერთოდ ვერ მიიღოთ. რეგულაციების მიხედვით თქვენი ჯამური ყოველთვიური შენატანები არ უნდა აღემატებოდეს თქვენი შემოსავლების კონკრეტულ პროცენტულ რაოდენობას. მაგალითად თუ თქვენი ხელფასი 1000 ლარია, თქვენი თვიური ვალდებულების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დაახლოებით 35%-ს. თუ წარსულში სესხებზე ვადაგადაცლება და ჯარიმები გაქვთ მიღებული, ეს უარყოფითად აისახება თქვენს საკრედიტო ისტორიაზე. ასეთ შემთხვევაში, ვერ ჩაითვლებით კეთილსინდისიერ და კარგ გადამხდელად. მნიშვნელობა არ აქვს ვადაგადაცილებული სესხი კომერციულ ბანკში გქონდათ თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ისარგებლეთ სწრაფი ან ონლაინ სესხით.
კიდევ ერთი, რასაც გავლენა აქვს თქვენ საკრედიტო ისტორიაზე არის მისი გადამოწმების სიხშირე. ამაში არ ითვლება თქვენს მიერვე თქვენი საკრედიტო ისტორიის გადამოწმება. როდესაც ბანკში მიდიხართ სესხის ასაღებად ან განვადების გასაკეთებლად, ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში აკეთებთ სესხზე განაცხადს, ბანკის თანამშრომელი ამოწმებს თქვენს საკრედიტო ისტორიას. ის მოწმდება მაშინაც, თუ სესხზე განაცხადს ავსებთ ვებსაიტზე, სულერთია ეს გრძელვადიანი სესხია თუ სწრაფი ონლიაინ სესხი. მნიშვნელობა არ აქვს, დაგიმტკიცებენ სესხს თუ არა, საკრედიტო ისტორიის გადამოწმება ფიქსირდება. თუ თქვენი ისტორია ხშირად მოწმდება, ეს ნიშნავს, რომ ხშირად ცდილობთ სესხის აღებას, რაც თქვენზე უარყოფითად მოქმდებს.
რას განსაზღვრავს თქვენი საკრედიტო ისტორია
როდესაც საქმე სესხს ეხება, საკრედიტო ისტორია ბევრ მნიშვნელოვან ასპექტს განსაზღვრავს. თუ კარგი საკრედიტო ისტორია გაქვთ, უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ მოთხოვნილ თანხას სრულად მიიღებთ. ასევე სესხის პირობები თქვენთვის უფრო უკეთესი იქნება, ბანკი თანხას მოგცემთ უფრო დაბალი ეფექტური განაკვეთით. თუ თქვენი საკრდიტო ისტორია მაინცდამაინც კარგი არ არის, შესაძლოა მოთხოვნილი თანხა სრულად ვერ მიიღოთ და ბანკმა ნაკლები ლიმიტი დაგიმტკიცოთ, ასევე ასეთ შემთხვევაში ეფექტური განაკვეთი უფრო მაღალი იქნება. თუ თქვენი საკრედიტო ისტორია ცუდია, ბევრი ვალდებულებები გაქვთ ან წარსულში გქონიათ ვადაგადაცილებული და გაპრობლემებული სესხები, დიდია იმის ალბათობა, რომ ბანკი სესხს არ დაგიმტკიცებთ. რაც უფრო კარგი საკრედიტო ისტორია გაქვთ, მით უფრო მაღალია იმის შესაძლებლობა, რომ სურვილის შემთხვევაში ისარგებლოთ სესხით კარგი პირობებით.
როგორ ვუზრუნველყოთ კარგი საკრედიტო ისტორია
იმისთვის, რომ კარგი საკრედიტო ისტორია გქონდეთ საკმარისია დაიცვათ რამდენიმე წესი და გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული რჩევები:
თუ ფინანსური ვალდებულებები გაქვთ ბანკთან ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან, კეთილსინდისიერად დაფარეთ ის. ანუ შენატანები გააკეთეთ ყოველთვიურად სრულად, არ დააგვიანოთ გადახდა და არ შეიტანოთ საჭიროზე ნაკლები თანხა. ამით თქვენ უზრუნველყოფთ თქვენი, როგორც კარგი გადამხდელის პოზიციონირებას. ამისთვის იდეალური გამოსავალია თუ დროული გადახდებისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროს შეიქმნით, როგორიცაა ფრილანსერის გრაფიკით მუშაობა ან საერთაშორისო ტრეიდინგი, ისეთ ცნობილ ბროკერებთან, როგორიცაა XM.
თუ საკრედიტო ბარათს ფლობთ, ეცადეთ რომ მთლიანად არ აითვისოთ საკრედიტო ლიმიტი, ასევე ნუ ისარგებლებთ ოვერდრაფტით ხშირად. ასეთ შემთხვევაში, თქვენ დატოვებთ ისეთი ადამიანის შთაბეჭდილებას, რომელსაც არ შეუძლია ფულის სწორი მენეჯმენტი. სესხზე განაცხადი გააკეთეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის აუცილებლად გესაჭიროებათ. ასევე, თუ რომელიმე საკრედიტო ორგანიზაციამ უარი გითხრათ სესხზე, ნუ განაცხადებთ მაშინვე სხვა ბანკებსა თუ ორგანიზაციებში, პირველ რიგში ეცადეთ გაიგოთ რატომ მიიღეთ უარი. ამაში საკუთარი საკრედიტო ისტორიის ნახვა დაგეხმარებათ.
როგორ გავაუმჯობესოთ საკრედიტო ისტორია
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი საკრედიტო ისტორია წარსულის ვალდებულებების გამო დადებითი არ არის, მაშინ დროა მის გამოსწორებაზე იზრუნოთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ მსხვილი შენაძენის გაკეთებას გეგმავთ განვადებით ან სესხის გამოტანა გსურთ. პირველ რიგში, საჭიროა გაიგოთ რამდენად ცუდადაა საქმე. ამისათვის, შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი საკრედიტო ისტორია და ნახოთ კონკრეტულად რა არის პრობლემა და რამდენად დაბალი საკრედიტო ქულა გაქვთ.
ამის შემდეგ უნდა დაიწყოთ მუშაობა მის გამოსწორებაზე. პირველ რიგში, გადახედეთ თქვენს ამჟამინდელ ვალდებულებებს, თუკი ასეთი გაქვთ. თუ სესხზე ვადაგადაცილებები გაქვთ ან მისი გადახდის გრაფიკს ჩამორჩით, განსაზღვრეთ როგორ დაეწიოთ მას და ეცადეთ დროულად გადაიხადოთ ვალდებულებები. თუ წარსულში გქონდათ ასეთი შემთხვევა, ახლა ვალდებულებები აღარ გაქვთ, მაგრამ საკრედიტო ისტორია ცუდია, შეგიძლიათ მცირე რაოდენობის სესხი აიღოთ, ან დაბალი ღირებულების ისეთი ნივთი იყიდოთ განვადებით, რაც ისედაც გჭირდებათ. თუ ასე მოიქცევით, ყურადღება მიაქციეთ, რომ შენატანი დროულად გადაიხადოთ და ფინანსური ვალდებულება კეთილსინდისიერად დაფაროთ.
ასევე რაციონალურია თუ დამატებით შემოსავლის გზებით თავს დაიზღვევთ და შეინარჩუნებთ გადახდისუნარიანობას. დროული და მარტივი გზა მსგავსი შემოსავლის ძიების არის ფინანსურ ბაზრებზე ვაჭრობა. ამაში დაგეხმარებათ პრესტიჟული ბროკერი XM, რომელზე რეგისტრაციაც ქვემოთ, ღილაკის დახმარებით შეგიძლიათ.
უნდა გაითვალისწინოთ, რომ საკრედიტო ისტორიის გამოსწორება ერთ ღამეში არ ხდება, ამას დრო სჭირდება. ამიტომ, იმის გადასამოწმებლად დაგიმტკიცებენ თუ არა სესხს, კარგი აზრი არ არის სესხის მოთხოვნების დროდადრო შევსება, როგორც უკვე ავღნიშნე, ამ დროს თქვენი საკრედიტო ისტორია ავტომატურად მოწმდება, რაც ცუდად აისახე მასზე. იმის სანახავად, გამოსწორდა თუ არა თქვენი საკრედიტო ისტორია, უმჯობეისა თავად შეამოწმოთ ის. შემდეგ სესხზე კი მაშინ შეავსოთ განაცხადი, როდესაც დარწმუნდებით რომ ისტორია გაუმჯობესებულია. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს კრედიტებზე ისტორია მხოლოდ რამდენიმე წლის განმავლობაში ინახება და ერთხელ გაფუჭებული საკრედიტო ქულა სამყაროს დასასრული ნამდვილად არ არის. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ თქვენი საკრედიტო ქულის გაუმჯობესება.