სოფელ ყარაფილაში „კომბუჩას“ საწარმოს მშენებლობა იწყება

სოფელ ყარაფილაში „კომბუჩას“ საწარმოს მშენებლობა იწყება post thumbnail image

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილაში, ნატურალური სასმლის „კომბუჩას“ საწარმოს მშენებლობა იწყება. ეს სასმელი წარმოადგენს ფერმენტირებული ჩაისგან მიღებული, ბუნებრივად გაზიანი, ცოცხალი ფერმენტებით მდიდარი სასმელის. სასმელი „კომბუჩას“ თვისება დეტოქსიკაცია და იმუნური სისტემის ამაღლებაა, ეს კი არის პასუხი 21-ე საუკუნის ერთერთ მთავარ გამოწვევაზე, კერძოდ, ჯანმრთელობის დაცვა დაბინძურებული გარემოს პირობებში და ორგანიზმისთვის ორგანული პროდუქტების დეფიციტის შევსება. იმ საწარმოს მშენებლობას, რომელიც აშენდება „საპარტნიორო ფონდის“, „სტარტაპ-საქართველოსა“ და USAID-Zrda-ს მხარდაჭერით, გამყოფი ზოლის მიმდებარედ,  საფუძველი ჩაეყარა 7 ივლისს და სიმბოლური კაფსულაც ჩაიდო.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, „სტარტაპ-სართველოს“ დირექტორმა გიორგი ლომიძემ, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, ასევე, „საპარტრნიორო ფონდის“, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა ყველამ მიიღეს ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობა.

„სტარტაპ-საქართველოსა“ და USAID-Zrda-ს ერთობლივი ახალი ინიციატივა გულისხმობს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მოსახლეობას მიეცეს შესაძლებლობა, დაიწყონ ინოვაციური, სიახლეებზე ორიენტირებული დამწყები ბიზნესები. ამის მტავარი მიზანი კი არის ადგილზე მეტი საწარმოსა და სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით. იგივე მიზნისთვის საქართველოში მიმდინარე პროექქტების რაოდენობა რეგულარულად იზრდება, რადგან მთავრობა უფრო და უფრო ხელს უწყობს ადგილობრივ წარმოებას. „სტარტაპ-საქართველოსა“ და USAID-Zrda-ს ახალი ინიციატივის პრიორიტეტიც სწორედ ინოვაციური საწარმოების დაფინანსება.

„ვულოცავ პროექტის ავტორებს და ჩვენს საზოგადოებას ახალი საწარმოს მშენებლობის დაწყებას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს მდებარეობს. ამაყი ვარ, რომ ჩვენი სტარტაპერები არიან ახალგაზრდები, რომლებსაც მიღებული აქვთ განათლება ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში და სწორედ აქ, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ, სოფელ ყარაფილაში იწყებენ პროექტს. ეს არის წარმატებული მაგალითი, როგორ გამოვიყენოთ მიღებული ცოდნა და ადგილობრივი რესურსი მცირე და საშუალო ბიზნესი განსავითარებლად რეგიონებში, რაც თავისთავად განაპირობებს ადგილობრივების დასაქმებას და რეგიონში სხვა ბიზნესების სტიმულირებას. განსაკუთრებულ მადლობას მოვახსენებ ამერიკულ მხარეს, საქართველოს დიდ მეგობარს, ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს და USAID-Zrda-ს ამ ერთობლივი პროექტის განხორციელებისთვის. აშშ საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და იმედი გვაქვს, რომ USAID-Zrda-სთან ერთად განხორციელებული ეს პროექტი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის“, – აღნიშნა დავით საგანელიძემ.

ამ თემასთან დაკავშირებით ასევე ისაუბრა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კელი დეგნანმა, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერს მსგავს პროექტებს. მისი განცხადების მიხედვით ინიციატივა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ შექმნის სამუშაო ადგილებს და მოუტანს შემოსავალს ადგილობრივ მოსახლეობას. ეს განსაკუთრებით მნიშვნეოვანია დღევანდელ დღეს, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის შემცირებული მიმდინარე პანდემიის გამო.

„დღევანდელი დღე არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ რა არის ჩვენი თანამშრომლობის, ამერიკის მხარდაჭერის მიზანი საქართველოში. სამი თვის შემდეგ აქ იქნება კომბუჩას მწარმოებელი საწარმო, რომელიც აშენდება ახალგზარდების ჯგუფის ინიციატივით „საპარტნიორო ფონდის“, „სტარტაპ-საქართველოს“ და USAID/Zrda-ს ხელშეწყობით და ეს იქნება მართლაც ყველასათვის მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოში. აშშ-ის დახმარების მიზანი გახლავთ, ხელი შეუწყოს საქართველოში ინკლუზიური ეკონომიკის ზრდას არა მხოლოდ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებსა და თემებში, არამედ – მთლიანად საქართველოში. ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ იგი შექმნის სამუშაო ადგილებს ისეთ პატარა თემებში, როგორიც არის ყარაფილა და მოუტანს შემოსავალს ადგილობრივ მოსახლეობას. ასევე, ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, გამომხატველი იმისა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ერთად დგომით და თანამშრომლობით. ამასთანავე, ეს გამოხატავს აშშ-ის ურყევ და მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

„სტარტაპ-საქართველოს“ დირექტორმა გიორგი ლომიძემ ასევე მიმართა USAID-Zrda-ს და მას მადლობა გადაუხადა ამ შესაძლებლობისთვის: „დიდი მადლობა USAID-Zrda-ს, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, საქართველოში შემოგვეტანა მსოფლიოში პოპულარული ჯანსაღი უალკოჰოლო სასმელი, რომელიც იდეალურად ერგება ჩვენი წყლის თვისებებს. მსგავსი ინოვაციური წარმოების განვითარება იმ მიმზიდველი საინვესტიციო პირობებით, რომლებსაც ერთობლივად ვთავაზობთ სტარტაპერებს, დიდი სტიმული იქნება დამწყები ბიზნესებისთვის“.

„სტარტაპ-საქართველოს“ ამ ეტაპზე ჰყავს 106 გამარჯვებული, მათ შორის, 86 ბიზნეს იდეა ინოვაციურ კომპონენტს ეკუთვნის, ხოლო გამარჯვებული სტარტაპ იდეების განხორციელება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *