ბიტკოინის ისტორიული გაძვირება – პროგნოზი 2024 წლისთვის

ბიტკოინის ისტორიული გაძვირება – პროგნოზი 2024 წლისთვის post thumbnail image

ბიტკოინი წლებია მსოფლიოს ალაპარაკებას მარტივად ახერხებს. ის ზოგჯერ მიიჩნევა გამდიდრების შედარებით მარტივ გზად ან პირიქით, არაეფექტურ ინვესტიციად, რომელიც აღარაა ისეთი ღირებული როგორც ადრე. მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებებისა, ფაქტი ერთია, ბიტკოინი პოპულარობას არ კარგავს მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში, და აქ არც საქართველოა გამონაკლისი.

ბიტკოინი საქართველოში – რა უნდა იცოდეთ?

ბიტკოინი საქართველოში განსაკთრებული პოპულარობით 2020-2021 წლიდან სარგებლობს, როცა ცნობილი გახდა რომ პანდემიამდე და პანდემიის დროს ბიტკოინის ფასი საგრძნობლად გაიზარდა და ინვესტორებმა დიდი და სწრაფი მოგება მიიღეს. ამიტომ საქართველოს მოსახლეობაც ჩაერთო გლობალურ ტენდენციაში და დაიწყო ბიტკოინის შეძენა. მიუხედავად დადებითი მოლოდინებისა, ყველაფერი 2021 წლის ბოლოს შეიცვალა. როდესაც ბიტკოინის ფასი ყველასათვის მოულოდნელად დაეცა და ინვესტორებმა ბევრი ფული დაკარგეს. ეს ტენდენცია 2022 წლის ივნისამდე გაგრძელდა. მდგომარეობა წინა წლის ზაფხულში თითქოს დასტაბილურდა და ბიტკოინმა მსოფლიოში, ისევე როგორც საქართველოში კვლავ ნელ-ნელა გახდა უფრო პოპულარული.

დღეს კი ბიტკოინი და მასში ინვესტიცია, სხვა ახალ თუ ლიდერ კრიპტო ვალუტებთან ერთად კვლავ აქტუალურია. თუმცა საკმაოდ კონკურენტულიც, რადგან პარალელურად, საკმაოდ საინტერესო და მოთხოვნადი გახდა ფინანსურ ბაზრებზე ოპერირება, ე.წ ტრეიდინგი, რასაც საქართველოშიც ბევრი ადამიანი მიმართავს. კრიპტო ვალუტის რთულად პროგნოზირებად ბუნებას, ბევრი აქციებითა და ვალუტის კურსით ვაჭრობას ამჯობინებს. მსგავსი შესაძლებლობებით დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ მეტ დეტალს ქვემოთ გაეცნოთ.

დაიწყე ვაჭრობა XM-თან ერთად!

ბიტკოინში კვლავ აქტიურად ხორციელდება ინვესტირება. მისი შეძენაც უფრო ხელმისაწვდომი და მარტივი გახდა, რამაც ბუნებრივად გაზარდა ინტერესი. მოსალოდნელია, რომ ინტერესი და ბაზარზე ჩართულობის დონე კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან პროგნოზები ბიტკოინის ფასზე უახლოეს მომავალში, საკმაოდ პოზიტიურია.

რა პროგნოზები იკვეთება ბიტკოინის ფასზე, ახლო მომავალში?

ბიტკოინის სამომავლო ფასის ცვლილებაზე ბევრი მოსაზრება გაჟღერდა თუმცა შედარებით სანდო ბრიტანული ცნობილი ბანკის Standard Chartered-ის პროგნოზია, რომელიც შედარებით კომპეტენეტურია ამ საკითხში. მათი ექსპერტების განცხადებით მოსალოდნელია, რომ ბიტკოინის ფასი მალე 120 000 ოლარს მიაღწევს რაც ნიშნავს იმას, რომ ციფრულო ვალუტის ბაზრის საერთო ღირებულება 2 ტრილიონ 400 მილიარდ დოლარს გაუტოლდება.

რაც შეეხება მიმდინარე პერიოდს, მოსალოდნელია რომ 2023 წლის ბოლომდე ბიტკოინის ფასი 50 000 დოლარამდე გაიზრდება, რაც დღევანდელ ღირებულებასთან მიმართებით თითქმის გაორმაგებული მაჩვენებელია. დღეის მონაცემებით ბიტკოინის ფასი დაახლოებით 27 000 ოლარია.

ბანკის განცხადებით მაჩვენებლების მსგავს ზრდაზე ბევრი ფაქტორის ზეგავლენაა დამოკიდებული, საიდანაც ყველაზე მნიშვნელოვანი გლობალური მონეტარული პოლიტიკაა. აქ კი მთავარ როლს ევროპის ცენტრალური ბანკებისა და ამერიკის ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილებები თამაშობს, განსაკუთრებით რეფინანსირების განაკვეთების ცვლილებები, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენენ ციფრული ვალუტის ფასზე.

შესაბამისად, თუ ევროპის ცენტრალური ბანკები, ისევე როგორც ამერიკის შესაბამისი ორგანოები კვლავ განაგრძობენ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების პროცესებს, უფრო მეტად დაჩქარდება კრიპტო მარკეტის დადებითი პროგნოზების გამართლება, მათ შორის ბიტკოინის ფასის ზემოთაღნიშნული მატება.

თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რეფინანსირების გარდა, ბიტკოინის ფასის რადიკალურ ზრდაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს და ერთ-ერთი თანმდევი პროცესი იქნება ე.წ ჰალვინგი. ეს არის პროცესი, როდესაც ბიტკოინის გამომუშავება მცირდება. ანუ მისი ნაკლები ხელმისაწვდომობით ავტომატურად ხდება ბიტკოინის გაძვირება.

დღევანდელი მონაცემებით, მომდევნო ჰალვინი დაანონსებულია 2024 წლის აპრილში. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ აღნიშნული პერიოდის შემდეგ ბიტკოინი კიდევ უფრო საგრძნობლად გაიზრდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *