რატომ მცირდება ქართული ჩაის ექსპორტი? მეჩაიეთა ასოციაცია უკმაყოფილებას გამოთქვამს
საქართველოში ჩაის კულტურა უძველესი დროიდან აქტიურად ხორციელდება. ეს იყო და არის ერთ-ერთი აქტიური მიმართულება ქვეყნის სასოფლო სამეურნეო სექტორში, თუმცა როგორც ბოლოდროინდელი კომენტარები მეჩაიებისგან გამოკვეთს, საქართველოში ჩაის კულტურის ტექნოლოგიურ განვითარებასა და ბიზნეს პოტენციალის სრულად გამოყენებაზე მთავრობა და კომპეტენტური პირები არასათანადოდ ზრუნავენ, რაც უამრავ პრობლემას ქმნის როგორც დასაქმებულებისთვის, ასევე სრულიად ბიზნესისთვის.
ჩაის ექსპორტი საქართველოში
წინა წლების ტენდენციების გათვალისწინებით ნათელია, რომ ჩაის ექსპორტი საქართველოში მზარდი მაჩვენებლით გამოირჩეოდა. პანდემიის პირობებშიც კი მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი იყო. კონკრეტულად, 2020 წელს საქართველოდამ 5.1 მილიონი დოლარის ღირებულების ჩაის გაყიდვა შეძლო. ეს ტენდენცია 2023 წლამდე აქტიურად გრძელდებოდა თუმცა 2023 წლის დაწყებისთანავე ჩაის ექსპორტმა თითქმის ორმაგ შემცირებას მიაღწია, 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან მიმართებით. ტენდენციის მოულოდნელი და მკვეთრი ცვლილების გამო მეჩაიეთა ასოციაციამ ღია კომენტარების გაკეთება დაიწყო და ისინი აქტიურად საუბრობენ, ჩაის მრეწველობაში მუდმივად არსებულ პრობლემებზე, რომელთა გადაჭრისთვის შესაბამისი ზომების მიღებას წლებია ელოდებიან.
ექსპორტის შემცირებაში და მრეწველობის ხარისხის დაკარგვაში, მეჩაიეთა ასოციაციის ხელმძღვანელის თენგიზ სვანიძის განცხადებით შეიძლება დიდ როლს თამაშობდეს ჩაის ბაზარზე ოპერირებადი პირების არასწორი ქმედება ხარისხის მიღწევასთან მიმართებით. მისი თქმით, ყველა მეწარმე იმდენად ორიენტირებულია აწარმოოს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ჩაი, რომ პირობები და მოთხოვნები გაუსაძლისი ხდება დასაქმებულისთვის, რაც ამცირებს ნედლეულის კრეფას და იწვევს პროდუქციის არასწორ გადაჯგუფებას. ეს კი იმას ნიშნავს რომ ხარისხის სტანდარტების მაქსიმიზაციაზე ორიენტირებით შემცირდა წარმოებული ჩაის ოდენობა რამაც თავისთავად შეამცირა ექსპორტის მოცულობა და მისგან მიღებული პოტენციური შემოსავალი.
თუმცა სვანიძის განცხადებით, ეს არაა ერთადერთი პრობლემა ჩაის ბაზარზე. მისი თქმით, ადგილი აქვს არაჯანსაღ კონკურენციას რაც ქართულ ჩაის ბრენდებს უსამართლო მდგომარეობაში აყენებს და უმცირებს განვითარების პოტენციალს. კონკრეტულად საქართველოში უკონტროლოდ იზრდება იმპორტული ჩაის ოდენობა და მათი ხარისხი ქართულ საექსპორტოდ გამზადებულ ჩაისთან შედარებით ძალზე დაბალი და ფასის მხრივ ხელმისაწვდომია. კონკრეტულად, საქართველოში ჩაის პროდუქციის ასორტიმენტიდან მხოლოდ 25%-მდე არის ქართული წარმოების ჩაი, ხოლო დანარჩენი არის იმპორტული პროდუქცია. აქედან გამომდინარე, ქართული ჩაის ბრენდების მიმართებით იზრდება კონკურენცია და ბიზნესი ნაკლებად მომგებიანი და მეტად რისკიანი ხდება. აღსანიშნავია, რომ ეს პრობლემა ხარისხის სტანდარტების შემცირებით ვერ გადაიჭრება რადგან დაბალხარისხიანი ჩაი არაა მომგებიანი და არც მიღებადი მომხმარებლისთვის. დაბალი ფასის გამო მათი წარმოება, დიდი რაოდენობითაც კი არ იქნება მომგებიანი.
ამავე მიზეზით მეჩაიეთა ასოციაციამ დიდი ხნით ადრე მიმართა კონკურენციის სააგენტოს თუმცა რეაგირება ჯერჯერობით არ მიუღიათ. მათი მოთხოვნა იყო სამართლიანი კონკურენციის პირობების ხელშეწყობა და შესაბამისი ცვლილებების დანერგვა გამომდინარე იქიდან რომ საქართველო იმპორტულ ჩაის დემპინგურ ფასებში იღებს და ამით, შეუძლებელი ხდება ქართული ჩაის საფასო პირობების მიხედვით იმპორტულისადმი კონკურენციის გაწევა.
ვინ ყიდულობს ქართულ ჩაის?
ქართული ჩაის ექსპორტის უმეტესი ნაწილი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე მოდის, თუმცა მოწინავე პოზიციას აზიის ქვეყნებიც ინაწილებენ. ასე მაგალითად ბოლო რამდენიმე წელია საკმაოდ გაზრდილია ჩაის ექსპორტი მონღოლეთში, სადაც ე.წ აგურა ჩაი იყიდება. ეს ჩაი მაღალი ხარისხით არ გამოირჩევა და მზადდება ლაო ჩაისგან თუმცა მონღოლეთის მოსახლეობაში მისი გემო დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ქართული ჩაის ექსპორტი ასევე აქტიურად ხორციელდება ბალტიისპირა ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპაში მათ შორის გერმანიაში, ბელორუსიაში, ჩეხეთსა და უკრაინაში. ამ ქვეყნებში ქართული ჩაის პოპულარობა, მეჩაიეთა ასოციაციის განცხადებით თანდათან უფრო იზრდება რაც სამომავლოდ გაზრდილ ექსპორტზც მიანიშნებს.
რა შედეგი მოყვება ჩაის სექტორში წარმოქმნილ პრობლემებს?
ჩაის ექსპორტის შემცირებამ და მეჩაიეთა ასოციაციაში გამოთქმულმა უკმაყოფილებამ ნეგატიური პროგნოზები გამოიწვია ჩართულ მხარეებში. კონკრეტულად ნავარუდევია გაზრიდლი პრობლემები მუშახელთან მიმართებით და ჩაის ფასის პოტენციური ზრდა.
პირველ რიგში აღსანიშნავია დამხმარე პროგრამების არაფექტიანობა, რომელიც მოტივაციის დაკარგვას იწვევს დასაქმებულებში. ასე მაგალითად არსებული პროგრამის, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების მიხედვით წელს, ფერმერებს თანადაფინანსების ოდენობა 500 ლარიდან 1000 ლარამდე გაეზარდათ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთი შეხედვით პოზიტიური მოვლენაა, ჩაის მწარმოებლებმა ამ შეთავაზებით არ ისარგებლეს. მათი თქმით პროგრამაში მონაწილებისთვის ზედმეტად კომპლექსური პროცესების გავლაა საჭირო როგორიცაა აუდიტის დასკვნა და სხვა დოკუმენტები. ამ დოკუმენტების მომზადება 200 ლარზე მეტი ჯდება. ამ ყოველივეს ფონზე კი 1000 ლარიანი დახმარება ტექნიკის შესაძენად უმნიშვნელოა და ვერ დაეხმარება ფერმერს. ამასთან უნდა ითქვას ისიც რომ 1000 ლარიანი დახმარება არასაკმარისია, როცა საჭირო ტექნიკა მინიმუმ 2500 დოლარი ღირს, საჭირო დოკუმენტაციის და განბაჟების თანხის გარეშე. სწორედ ამ მიზეზებით ფერმერი მეჩაიების დიდმა ნაწილმა პროგრამაში ჩართვისგან თავი შეიკავა.
მეორე მხრივ აღნიშნულმა პრობლემებმა ჩაის სექტორში კომპანიები აიძულა განეხილათ პროდუქციაზე გაზრდილი ფასები. მაგალითად, ერთ-ერთი წარმატებული მწარმოებელი კომოანია “პლანტაცია” გეგმავს უახლოეს მომავალში დაახლოებით 10%-ით გაზარდოს მისი პროდუქციის ღირებულება. ამ ყოველივეს ფონზე მოსალოდნელია, რომ “პლანტაციის” მსგავსად სხვა კომპანიებმაც მიიღონ მსგავსი გადაწყვეტილება.