როგორ დავიცვათ ჩვენი დანაზოგი ინფლაციისგან
დანაზოგების ქონის აუცილებლობაზე დღეს უფრო მეტს და მეტს ვსაუბრობთ და მათი მნიშვნელობაც უკვე თითქმის ყველამ იცის. იმისთვის, რომ თავის ფინანსურად სტაბილურად ვგრძნოთ აუციელებელია რამდენიმე ტიპის დანაზოგი გვქონდეს და მათი მოვლაც, შესაბამისად, კარგად ვიცოდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალზედ ზოგადი კონცეფცია და მისი ბევრი ვარიანტი არსებობს, მათი დანიშნულება და ფორმაც ძირითადად ერთ ფორმატს მიჰყვება, დანაზოგი, რომლისგანაც თქვენ აქტიურ შემოსავალს არ იღებთ, თუმცა ის გეხმარებათ თავი უფორ მშვიდად იგრძნოთ, ზოგ შემთხვევაში დანაზოგებისგან შემოსავლის კეთებაც კი შეგიძლიათ. არსებობს ბევრი ტიპის დანაზოგი, ჩვენ შეიძლება დანაზოგი გვქონდეს სხვადასხვა მიზნებისთის, რაც ასევე იმასაც გულისხობს რომ არ არსებობს ერთი კონკრეული რიცხი, რომელიც ადეკვატურ დანაზოგს შექმნის ყველასთვის.
დანაზოგი შეიძლება არსებობდეს გაუთვალისწინებელი სიტუაციებისთვის, რაიმე კონკრეტული მიზნისთვის, ან სამომავლო გეგმისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ის თანხაა, რომელსაც აქტიურად არ ვხარჯავთ და მასზე იმედებსაც ვამყარებტ მომავლისთვის. იმისთვის, რომ დანაზოგი ეფექტური იყოს, საჭიროა რამდენიმე გარემოებაზე ყურადღების გამახვიება და სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილებების მიღება, რათა თქვენი მხრიდან გაკეთებული დანაზოგი მაქსიმალურად ეფექტური და სარგებლიანი აღმოჩნდეს ბევრს ჰგონია, რომ დანაზოგის ბანკში მოთავსებით მათი საქმე დასრულებულია, თუმცა ასეთი პასიური მიდგომა დაგაკარაგინებტ ბევრ შანსს, რომ მაქსიმალურად იხეიროთ ამ დანაზოგიტ და თქვენი შრომა მართლაც დაფასებული და ღირებული გამოდგეს საბოლოო ჯამში. ამ მიზნისკენ ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯია თქვენი დანაზოგების ინფლაციისგან დაცვა. ესეც ზედმეტად ზოგადი ტერმინია იმისთვის, რომ მართლაც სასარგებლო იყოს, ამიტომ ახლა დეტალურად განვიხილავთ თუ როგორ შეგიძლიატ დაიცვათ თქვენი დანაზოგები ისე, რომ მათგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ.
რა არის ინფლაცია და როგორ დავიცვათ მისგან ჩვენი დანაზოგები
ინფლაცია გარდაუვალია, უცნობი მხოლოდ ის არის თუ ზუსტად როდის დაიწყება ინფლაცია და როგორ შეიძლება მოემზადოთ ამ გამოწვევისთვის. ინფლაციის პროცესი იქყება მაშინ, როდესაც სისტემა„სი ზედმეტად ბევრი ფულია, რაც საბოლოო ჯამში იმას იწვევს, რომ იზრდება ფასები. რადგანაც ფინანსებში ყველაფერი შედარებითია ამას შეუძლია შეამციროს თქვენი სტაბილური შემოსავლის ასევე დანაზოგისა და კუთვნილებების ღირებულება. თუ თითეული ეს მაჩვენებელი ინფლაციასთან ერთად გაიარდა რა თქმა უნდა თქვენზე ეს ეკონომიკური პროცესები რეალურ გავლენას არ მოახდენს და თქვენს ყოველდღიური ცხოვრებაში დიდი ცვლილებები არც ინფლაციის პერიოდში იქნება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ძალიან იშვიათად ხდება, შეიძლება თქვენ ხელფასი გაგიზარდონ, მაგრამ ეს დანაზოგზ გავლენას არ მოახდენს და შესაბამისად ამ მხრივ მაინც შეიძლება წაგებაში დარჩეთ თუ არ იცით რა გავლენებზეა საუბარი და როგორ შეიძლება მათგანი თქვენი ფინანასების დაცვა. როდესაც ინფლაციაზე ვაუბრობთ, ეს უნივრსალური პრობლემაა, რომელიც ოდნავ მაინც ყველაზე ახდეს გავლენას, ხოლო ის თუ ვინ როგორ ახერხებს ამ ცვლილებასთან შეგუებას ხოლო შემდეგ მის სათავისოდ მოტრიალებს, ეს მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილს შეუძლია, თუმცა ქვემოთ მოყვანილი მაგალითებისა და რჩევების გათვალისწინების შემთხვევაში თქვენს შეძლებთ, რომ ინფლაციის პერიოდს უფრო მომზადებულები შეხვდეთ და ყოველთვის ზუსტად გეცოდინებათ თუ როდის არის იმის, დრომ რომ იმოქმედოთ და თქვენი დანაზოგები.
ინფლაციის ეფექტები
იმისათვის, რომ შევძლოთ ადეკვატურად გავუმკლავდეთ ინფლაციის ეფექტებს, უნდა ვიცოდეთ თუ როგორ მოქმედებს ინფლაცია ჩვენს შესაძლებლობებზე და ფინანსებზე. აშშ-შ ინფლაციას “ყველაზე ცუდ გადასახადასაც” ეძახიან, რადგან მისი რეალური ეფექტების შენიშვან რთულია, თუმცა ფაქტია, რომ ის თქვენს ფინანსურ მდგომაორებასა და თავისუფლებაზე ყოველთვის ნეგატიურად აისახება. მაგალითისთვის, თუ თქვენ დანაზოგების განკუთვნილ ანაბარზე 4% ნამატი გერიცხებათ, ხოლო ინფლაცია ეხლა 7%ზეა, შეიძლება თქვენ გეგონოთ, რომ რიცხვებზე დაკვირვებით 4%-ით გამდიდრდიტ, სინამდვილეში კი თქვენი ფინანსური ღირებულება 3%-ით შემცირდა. ამიტომ გარდა იმისა, რომ უნდა იცოდეთ თუ რას ნიშნავს ინფლაცია, უნდა გქონდეთ ნათელი სურათი იმისა, თუ როგორ ეფექტს ახდენს ის თქვენ არსებულ დანაზოგზე და თქვენი ფინანსური სიტუაციის რეალური სურათი თავიდანვე გასაგებული უნდა იყოს ყველასთვის ვისაც სურს, რომ მეტი კონტროლი ჰქონდეს საკუთარ ფინანსებს ინფლაციის დროს.
საფონდო ბირჟის ინვესტიციები
ჩვენ ასევე ბევრს ვსაუბრობთ საფონდო ბირჟის ინვესტიციებზე და თუ როგორ შეიძლება ეს საქმე თქვენი კიდევ ერთი შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გახდეს. საფონოდ ბირჟაზე საქართველოში დღეს ევრს არ საუბრობენ და ამის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ქვეყნის ეკონომიკური გამოწვევები ასევე ინფორმაციის ნაკლებობა ამ თემის გარშემოა. დღესდღეობით ფინანსური რჩევებსა და მსოფლიო მასშტაბით აღიარებულ ტაქტიკებზე საქართველოში ინფორმაცია არც თუ ისე ხელმისზწვდომია, ბევრი ამ ტიპის პუბლიკაცია თუ სტატია არ არის ხელმისაწვდომი ქართულ ენაზე ადა შესაბამისად მოხალოებამ არც კი იცის თუ რისი შესაძლებლობა აქვს როდესაც საფონდო ბირჟაზე იწყებს ვაჭრობას. სულ რამდენიმე წლის წინ ამ საკითხის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისიც იქნებოდა, რომ საქართველოში საკმარისი რაოდენობით საბროკერო კომპანიები არ არსებობს, თუმცა დღესდღეობით ქართველ მოსალხოებას აქვს ამის აღცევანი და შეუძლეა რამდენიმე პროფესიონალურ კომპანიას შორის გააკეთოს ეს არჩევანი.
გარდა ამ დაბრკოლებებისა, ყველამ იცის რომ საფონდო ბირჟას არც თუ ისე კარგი რეპუტაცია აქვს და ხშირად მოსახლეობის ის ნაწილი რომელიც მსგავს ფინანსური საქმიანობას მიჩვეული არ არის საერთოდ ერიდება საფონდო ბირჟასთან რაიმენაირიდ კავშირის ჩამოყალიბებას და ურჩევნია, რომ მეტად ტრადიციულ გზებს მიმართოს შემოსავლის გასაზრდელად. საფონდო ბირჟის ეს იმიჯი, ნამდვილად არ არის ტყუილზე დაფუძნებული, თუმცა მისი ეს მხარე მხოლოდ ძალიან პატარა ნაწილია იმ ინდუსტრიის, რომელბცი მილიონობით ადამინისთვის მთავარი შემოსავლის წყაროა და რომელიც ბევრი ადამიანისთვის დანაზოგის შექმნისკენ გადადგმული პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. საქართველოში დანაზოგების მიმართ ერთგვარი არასერიოზული დამოკიდეულება ისედაც შეიმჩნევა ასე რომ არ არის გასაკვირი, რომ მოსალხოების დიდი ნაწილი დანაზოგის შესაქმენლად კრეატიულ მეთოდებს არ ეძებს. ჩვენ ცნობიერები ამაღლებით სწორედ ამ რეალობის შეცვლა გვსურს, რაც საბოლოო ჯამში ფინანსური დამოუკიდებლობისა და თავისუფლების კულტურას ქვეყანაში უფრო ღრმად დაამკვიდრებს.
საფონსო ბირჟა სადაც აქციების ყიდვა-გაყიდვა მიმდინარეობს, ბევრისთვის მისტიური კონცეფციაა, თუმცა ფინანსური სამყაროსთვის მისი მნიშვნელობის გადამეტება თითქმის შეუძლებელია. ბევრი საფონდო ბირჟას უნდობლობით ეკიდება თუმდა ინფლაციასთან გასამკალვებლად ეს ბაზარი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. აქციების ქონა, თქვენ დაგეხმარებათ რომ ინფლაციის ეფექტებს გაუმკლავდეთ ისე, რომ თქვენი ფინანსური მდგომაორება არ დაზარალდეს.
თუ თქვენ შემოსავალზე იფიქრებთ ისე როგორც ჩვეულებრივ ბიზნესზე, ამ ყველაფერში საფონზო ბირჟის როლი თქვენთვის უფრო ნათელი გახდება. თუ არ გააკეთეთ ისეთი ინვესტიციები, რომლებმაც შეიძლება დამატებითი შემოსავალი მოგიტანოთ, მაშინ თქვენ ყოველთვი განსაკუთრებულად მოწყვლადები იქნებით ინფლაციის მიმართ. როდესაც საქმე ინფალციასთან გვაქვს, ძალიან მომგებიანი ისეთი აქციები ქონა, რომელტა ფასების ინფლაციასთან ერთად იზრდება, ანუ ის კომპანიები რომელთა აქტივებიც ბუნებრივად იმატებს ფასში ინფლაციისას. ეს კი ისეთ კომპანიებს გულისხმობს რომელბიც მუშაობენ ნავთობზე, ბურღულეულზე, და მეტალებზე. ასეთ კომპანიებს ინფლაციის დროს მეტი ძალაუფლება და შესაძლებლობები აქვთ, შესაბამისად ახერხებენ რომ თავიანთი აქივების ფასების გაზარდოს ინფლაციასთან თანხვედრაში. როგორც წესი ასეთი აქტივების ფასების ინფლაციის დროს იზრდება, ხოლო ტრადიციულად მომგებიანი ტიპის აქტივეის, მაგალიტად როგორცი იქნება კომპიუტერული კომპანიების აქტივები, შედარებით წამგებიანი ხდება რადგან აქვე უნდა გავითვალისწინოტ ის, რომ ამ შემთხვევსსი პროცესში ჩართულია მწარმოებელი, დისტრიბუტორი და ისინიც ერთვებიან ფასის ცვლილებაში .
ასევე კარგი გადაწყვეტილებაა ინვესტიციების ჩადება ჯანდაცვაზე მომუშავე კომპანიებში, ასევე სასაქონლო კომპანიებში. ეს ისეთი კომპანიებია რომლეთა აქტივებიც ყოველთვის ფასობს და მათი მოგების ზღვარი შედარებით მაღალი, თუმცა წარმოების საფასური დაბალია. ეს ნიშნავს, რომ კომპანია ქარმოებაში ნაკლებ ფულს ხარჟავს. რაც მთავარია ყოველთვის გაითვალისწინეთ დივიდენდების ღირებუება ინფალციის პერიოდში, რადგან ცდივიდენდები თქვენი პორტფოლიოს მომგებიანობას სერიოზულად ზრდის და ეხმარება ნათელია, რომ როდესაც ინვესტიციებით აქტიურად ხართ დაკავებული და ყიდვა-გაყიდვა თქვენი ფინანსური ცხოვრებსი მნიშვენლოვანი ნაწილია, თქვენ ეს ასევე გიცავთ ძალიან ბევრი გართულბისგან და ბევრი გაუთვალისწინებელი დანაკლისისგან. ამიტომ როდესაც ინფლაციასთან დამკლავების მეთოდებზე ფიქრობთ, საფონტო ბირჟა და მასზე ვაჭრობა, რომელიც ბევრისთვის დანაზოგის მნიშვნელოვანი წყაროა აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს ძირითადი რჩევები და შეადგინეთ სია ისეთი კომპანიებისა რომლებიც ამ კატეგორიებში ჯდებიან და შესაბამისად შეუძლიათ, რომ ინფლაციისას თქვენთვის რისკის მაგივრად დამცავი ფაქტორი გახდეს. თუმცა ეს არ არის ერთადერთი მეთ`დი რითაც შეგიძლიათ, რო თქვენი დანაზოგები ინფლაციისგან დაიცვათ. გარდა იმისა, რომ ინვესტიციები ისეთ კომპანიებში უნდა ჩადოთ, რომლებიც ინფლაციისას ფასში მოიმატებს და შესაბამისად თქვენც მოგებულად დაგტოვებთ, არსებობს ასევე სხვა მეთოდები მათთვის, ვინც არ აპირებს რომ საფონდო ბირჟის ნაწილი გახდეს და ინვესტიციებსა და დანაზოგებს სხვა მეთოდებით ქმნის და უფრთხილდება, რადგან მართალია ისიც, რომ საფონდო ბირჟა როგორი მომგებიანიც არ უნდა იყოს მაინც გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით მათთვის ვინც ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გარკვეული იმ მეთოდებსა და ტაქტიკებში რომელბიც ჩვენ ამ ტიპის ბაზარზე უნდა გამოვიყენოთ. ეს რა თქმა უნდა არ გამორიცხავს, საფონოდ ბირჟის ჩვენი ფინანსური ცხოვეის ნაწილად გქცევას, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს რომ ინვესტიციების ჩადებისა და შემდგომში მათი ინფლაციისგან დაცვის სხვა, უფრო ტრადიციული მეთოდებიც არსებობს და შეიძლება სწორედ სხვა, უფრო უსაფრთხო გზები გახდეს თქვენი ფინანსური წარმატების მთავარი იარაღი. ინვესტიციები ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე თქვენთვის ძალიან მნიშვენლოვანი ფაქტორი იქნება, ასე რომ ამ ტიპის ფინანსური ასპექტების გათავისლება რაც შეიძლება ახალგაზრდა ასაკიდან არის საჭირო, თუნდაც არ გქონდეთ საკმარისი ფული რამდენიმე სხვადასხა კომპანიაში ინვესტიციების ჩასადებად ან სხვა ტიპის დანაზოგის გასაკეთებლად.
უძრავი ქონება და ინფლაცია
უძრავი ქონება, თითქმის ყოველთვსი კარგი ინვესტიციაა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ეს ყველა ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთ ყვეაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა ამასთან ერთად ემოციური ასპექტის გარდა ეს ძალიან დიდი ფინანსრუი გადაწყვეტილებაა, არა მარტო მაღალი ღირებულების გამო, არამედ იმიტომ რო სახლი, როგორც ინვესტიცია შეიძლება თქვენი მთავარი ფინანსური მამოძრავებელი ძალა გახდეს. როდესაც სახლს როგორც ინვესტიციას ისე უყურებენ და მომავალში მისი უფრო მაღალ ფასად გაყიდვას გეგმავენ, სწორედ აქ ჩნდება ძალიან ბევრი პრობლემა და სწორედ ამ დროს ხდება ინფლაცია ერთ-ერთი მთავარი წინააღმდეგობა.
სახლის შეძენა, შემდეგ მისი უფრო მაღალ ფასად გაყიდვა, ბევრისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა მხოლოდ თეორიულად. რადგან რეალურ ცხოვრებაში ძალიან იშვიათია ისეთი “თვალის” მქონდე ადამიანები, რომლებიხ მოახერხებენ და შეარჩევენ ისეთ სახლს რომლის პოტენციალიც შეიძლება ყვეასთვის თავლნათელი არ არის და შესაბამისად მისი უკეთესს ფასად გაყიდვა მომავალში ბევრად რეალურია. შეიძლება ყველას ეგონოს რომ ფლობს ასეთ უნარებს, თუმცა ეს ყველაზე ხშირ შემთხვევაში არ არის მართალი. არსებობს ხალხი, რომლის შემოსავლის ერთადერთი წყარო ეს არის და ამის ნიჭი ბევრ ნამდვილად არ აქვს. იმისთვის, რომ ეს წარმატებულად გააკეთო აუცილებელი გამოცდილება და მოტივაცია, რაც ადამიანთა უმრავლესობას უბრალოდ არ აქვს.
ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენ მიერ უძრავი ქონების შეძენა წამგებიანი ინვესტიცია იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ამის შანსი ყოველთვის არსებობს, აქ საუბარია იმაზე, რომ როგორც წესი დაფუქირებლად გაკეთებული შენაძენის მაღალ ფასად გაყიდვა ვე ხერხდება და ამაში ერთ-ერთ მთავარ როლს სწორედ ინფლაცია თამაშობს.როდესაც სახლს მხოლოდ იმიტომ ყიდულობთ რომ შიგნით თავად იცხოვროთ, იმ შემთხვევაში სახლი ცუდი ინვესტიცია რა თქმა უნდა ვერ იქნება, და სახლის შეძენისას ამაზე უფრო მომგებიანი მოტივაცია არც არსებობს, თუმცა სხვა შემთხვევაში თქვენ არა მარტო სახლის შესაძლო სამომალვო ღირებუების არამედ ინფლაციის ფაქტორიც უნდა გაითვალისწინოთ. სანამ სახლს მისი ხელახლა გაყიდვის მიზნით შეიძენთ, უნდა იცოდეთ რომ უძრავი ქონების ინვესტიცია მოგება მომდევნო რამდენიმე კვირისა და თვის განმავლობაში ვერ მოგცემთ, ეს ყველა გამოცდილმა ინვესტორმა იის. ხანდახან საჭიროა, რომ რამდენიმე წლი მოიცადოთ სანამ სახლი ფასი გაიზრდება და თქვენ ინვესტიციის ამოღებას შეძლებთ.
როგორც წესი უძრავი ქონების შეძენას იპოთეკური სესხი მეშვეობით ვახერხებთ, რაც ნიშნავს, რომ ვაკეთებთ პირველად შენატანს, ხოლო შემდეგ ყოველთვიური გადასახადიტ ვფარავთ დარჩენილ თანხას. ამისთვის არსებობს ორი ძირითად ტიპის იპოთეკური სესხი, ცვალებადი და ფიქსირებული. როდესაც ფიქსირებულ იპოტეკურ სესხზე აკეთებთ არჩევანს ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ფულს თავდაპირველი შეთანხმების დროს დაწესებული პირობებიტ გადაიხდით, მიუხედავად იმისა გაიზრდება თ დაიკლებს უძრავი ქონების რეალური ღირებულება, ხოლო მეორე შემთხვევაში ეს მოხდება ქონების ღირებულები ცვლილებასთან თანხვედრაში. საქმე იმაში რომ ფიქსირებული იპოთეკრი სესხის შემთხვევაში, მასინაც კი თუ თქვენი კუთვნილების ღირებულებაც იკლო, თქვენ იგივე თანხის გადახდა მოგიწევთ ყოველთვიურად, თუმცა ეს ვრცელება საპირისპირო შემთხვევაზეც, როდესაც უძრავი ქონების საფასური იზრდება, თუმცა თქვენი გადასახადი არა. ცვლაბადი ტიპის იპოთეკური სესხი კი სწორედ ამ ცვლილებებს ადევნებს თვალს და შესაბამისად აწესებს გადასახადს რეალურ დროში.
უძრავი ქონების ფასი, როგორც ასეთი ყოველწლიურად იზრდება და სწორედ ამიტომ არის ეს კარგი ინვესტიცია, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ეს ზრდის პერიოდი უწყვეტია ან არასდროს არ ვარდება. თქვენი მფლობელობის პერიოდსი თქვენი საკუთრების ფასი ბევრჯერ შეიცვლება, ხანდახნა წელიწადში რამდენჯერმე, ამაზე ინფლაციაც მოახდენს გავლენას.სამწუხაროდ ამ შემთხვევაში არ არსებობს ტრატეგია რომელიც ინლაციის გავლენას შეაჩერებდა თუმცა ყოველთვის შეგიძლიათ, რომ დარწმუნებულები იყოთ, რომ ინფლაცია საბოლოო ჯამში განეიტრალდება და თქვენი უძრავი ქონდება ასევე დარჩება ხელშეუხებელი და ფასშიც მოიმატებს. როდესაც ივნესტიციას უძრავ ქონებაში აკეთებთ აუცილებელი წინასწარ ვიცოდეთ რომ ამას დასჭირდება ბევრი დრო და ერთ და ორ თვეში შედეგებს არ ნამდვილად ვერ ნახავთ. თუმცა ასეთი ტიპის უდიდეი პლიუსი სწორედ ამაშია, თქვენ დაგჭირდებათ მეტი დრო, თუმცა ყოველთვის ზუსტად გეცოდინებათ< რომ თქვენი ქონების ღირებულება უზრდება და საჭირო მომენტში სწორად შეძლებთ მის გამოყენებას. როგორც უკვე ვახსენებთ, უძრავი ქონების ფასმა შეიძლება ძალიან მოიმატოს, და შემდეგ უცებ განახევრდეს, მაგრამ ყოველთვის უნდა იცოდეთ, რომ საბოლო ჯამში უძრავ ქონებაში ინვესტიციების ცადებით წაგებულები არ დარჩებით. ამიტომ, ყველაზე კარგი რაც შეგიძლიათ თქვენი ინვესტიციებისთვის გააკეთოთ, კერძოდ უძრავი ქონებისთვის არის მოთმინება, რადგან თქვენ უკვე გაქვთ იმის გარანტია, რომ ეს ინვესტიცია აუცილებლად მომგებიანი იქნება, თუმცა ეს არ ინქბეა მოკლე პროცესი და შესაზლოა წლები მოგიწიოთ სწორი მომენტითვის ლოდინი, თუმცა მოგება გარანტირებული გაქვთ და იმაზე ნერვიულობა არ მოგიწევთ, იყო თუ არა ეს უბრალოდ გადაყრილი ფული. აქ ბევრად მეტი კონტროლი გაქვთ სიტუაციაზ ვიდრე საფონდო ბირჯაზე და თქვენი შემოსავალი და საკუთრებაც ბევრად უფრო ხელშესახებია, რაც ამ ტიპის ინვესტიციას დამატებით ხიბლმ მატებს, განსაკუთრებით მათთვის ვისაც გადატემებული რისკები არ უყვარს და სურს ინვესტიციები რაც შეიძლება უსაფრთო სფეროში გააკეთოს. უძრავი ქონება სწორედ ამ ტიპის ადამიანებისთვის არის საუკეთესო ინვესტიცია. ინფლაციისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება არის დროის სწორად შერჩევა და გადაწყვეტილებების დაფიქრების და სიტუაციის აწონ-დაწონვის შემდეგ მიღება, რადგან უძრავი ქონების შემთხვევაში სწორედ ეს განსაზღვრავს, თუ რამდენამ მომგებიანი იყო ინვესტიცია და რამდენად შეძლებს ჩადებული თანხის ამოღებას.
საკუთარ თავში ჩადებული ინვესტიცია
როგორ ხედავთ, ინფლაციას დიდი გაველნა აქვს იმაზე, თუ რამდენად ღირებული ხდება ჩვენი ინვესტიციები და თავად ინფლაციის დონის კონტროლის მხრივ ჩვენ ბევრი რამის გაკეთება არ შეგვიძლია და შესაბამისად ასეთ შემტხვევებში მარტივია ვიფიქროთ, რომ მხოლოდ პასიური როლი გვერგება. სინამდვილეში ჩვენ როგორც ინვესტორებს ძალიან ბევრირ ამის გაკეთება შეგვიძლია რათა ინფლაციის პერიოსთ შევხვდეთ უფრო მომზადებულები. როგორ ცჩამოთვლილირჩევები ამტკიცებს, თითქმის ყოველთვსი არის გზა, თუ როგორ შეიძლება რომ ინფლაციამ მაქსიმალურად ნეიტრალურად ჩაუაროს ჩვენ დანაზოგებსა და ინვესტიციებს, თუმცა ზოგჯერ დანაკარგებიც გარდაუვალი იქნება. ეს უბრალოდ ფინანსური სამყაროს ნაწილია.
როგორც ალბათ ნათელია ყველასთვის ვინც ეცნობა სიახლეებსა და საქართველოში მიმდინარე ფინანსურ მოვლენებს მათთვის ნათელია, რომ ჩვენთან ანალიტიკა, კერძოდ ეკონომიკური/ფინანსური ანალიტიკა არ არის პოპულარუ და არც ამ ტიპის ცოდნის გაღრმავების მცდელობებს აქვს ადგილი. ხოლო იმისათვის, რომ ჩვენ ჩვენი ინვესტიციები დავიცვათ უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია, რომ მოვახერხოთ და შედარებით მეტი ვიცოდეთ ამ ფინანსური ფენომენებზე და რაც შეიძლება ეფექტურად მოვახერხოთ მათი საჩვენოდ გამოყენება. საკუთარ თავში, განათლებასა და სანდო წყაროებზე წვდომაში ცადებული ინვესტიციები ყოველთვის დაგეხმარებათ, რომ რაც შეიძლება ეფექტურად გაუმკლავდეთ ინფლაციის მიერ გამოწვეულ სირთულეებს და რაც მთავარია შეძლებთ, რომ წინასწარ განსაზღვროთ თუ რამდენად ძლიერი ინფლაცია იქნება, როდის იქნებ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი კი ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ ინფორმაციის ქონის შემტხვევაში, რომელიც გეხმარებათ ამ ფენომენის გაგებაში. სწორედ ამიტომ ლაპარაკობს ამდენი ფინანსური ექსპერტი ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე, რადგან რაც არ უნდა იღბლიანი იყოთ, თქვენ მაინც გჭირდებათ მინიმალური ფინანსური ცოდნა, თუნდაც იმიტომ, რომ ყველაზე მარტივი შეცდომები აირიდოთ თავიდან.
ხოლო რაც უფრო უკეთ იქნებით ინფორმირებული სხვადასხვა ფინანსური ფენომენების შესახებ, მით უფრო მარტივად შეძლებთ მათ მიერ გამოწვეული ეფექტების მართვას და მით უფრო მარტიი იქნება შემოსავსლი კეთება და ზრდა მომავალში. ბევრისთვის ინვესტიციები კეთება აუცილებლად ისეთ საქმიანობასთან ასოცრიდება, რაც პირდაპირ შემოსავასლ იძლევა, თუმცა ეს ზედმეტად გამარტივებული მიდგომაა ფინანსებისადმი.
მართალია კაპიტალის გარეშე შემოსავლის კეთება თითქმის წარმოუდგენელია, თუმცა თქვენი კაპიტალის მაქსიმალურად გამოყენება და შემოსავლის გაორმაგება შეიძლება მხოლოდ მაშინ თუ თქვენ გაქვტ ის ძალიან კონკრეტუი და ღირებული ცოდნა რომელიც სხვებისგან გამოგარჩევთ. ამის მიღწევ არ არის მარტივი, თუმცა სწორედ ეს ინვესტიცია დაგეხმარებათ, რომ თქვენი ფინანასების ყველაზე ეფექტურ მართვაში და სწორედ ასე მიაღწეტ ფინანსური თავისუფლების იმ დონეს, რომელიც ყველა ადამიანისთვის სასურველია, თუმცა ამისთვსი საჭიროა რომ თავად ჩადოთ ინვესტიციები საკუთარ თავში და თავად გახდეთ ფინანსური ექსპერტი თუნდაც იმ დონემზე რომ მოახერხოთ თქვენ ხელთ არსებული რესურსების მაქსიმალურად გამოყენება და შემოსავლის გაზრდაც. თქვენი ცოდნა და რესურსები თქვენი ყველაზე ღირებული კუთვნილება და მას შესაბამისი ყურადღება, დრო და რესურსები უნდა დაუთმოთ. ეს იმ ტიპის ინვესტიცია რომელიც არასდროს დაკარგავს აქტულობას და თქვენთვის მუდმივად იქნება წარმატების საწინდარი.
არსებობს სიღრმისეული ცოდნის შესაძლებლობებიც თუმცა ეს ყოველთვის აუცილებელი არ არის და შესაძლოა ასე თუ ისე ზედაპირული ცოდნის მეშვეობითაც მოახერხოთ და გაზარდოთ თქვენი კაპიტალი და უკეთ გაიგოთ თუ როგორ მუსაობს მარკეტი და რა ტიპის მიდგომა ერგება ყველაზე მეტად თქვენი ინვესტირებისა და ცხოვრების სტილს, რაც ასევე ძალიან მნიშვენლოვანი საკითხია, რომელზევ ბევრი არ საუბრობს. თუმცა თუ ეს ტრენდი საქართველოში კიდევ უფრო გაიზარდა, დიდი ალბათობით ბევრად მეტი ადამიანი მიხვედება საკუთარ თავში ინვესტიციების ჩადების მნიშვენლობას და შეეცდებიან რომ თავად იყვნენ ინფორმირებულები საკუთარი ქონების ყველა ტიპის პოტენციალზე, ეს კი დღესდღეობით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რადგან, დღეს ბევრად მეტ რესურსზე მიგვიწვდება ხელი და ჩვენი შესაძებლობებიც ბევრად მაღალია ვიდრე თუნდაც რამდენიმე წლის წინ, როდესაც ინტერნეტი მხოლოდ პრივილეგირებული ნაწილისთვის იყო.
დღეს არსებობს შანსი, რომ ყველას ჰქონდეს წვდომა ასეთი ტიპის ინფორმაციაზე და შესაძლებელია, რომ ამ მეთოდით შეიქმნა ქვეყანაში ბევრად უფრო ინფორმირებული საზოგადოება რომელიც საკუთარ ფინანსებს საკუთარი კონტროლის ქვეშ აიყვანს და თავად განკარგავს მათ ბედს. ამ ტიპის რჩევებისა და გამოცდილებების გაზიარება კი მხოლოდ ხელს უწყობს ასეთი ტიპის ტენდენციებსა და ხალხს ანახებს, რომ სულ არ არის საწირო რომ ფინანსური ექსპერტი იყოთ იმისთვის, რომ ინვესტიციები დაიცვათ და მათგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ, ამის რესურსები დღეს ყველას აქვს და არ არსებობს არცერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ გამოიყენონ ეს შესაძლებლობები უკეთესი ფინანსური მომავლისთვის, რადგან ხშირ შემთხვევაში საქართველოში ბევრი რესურსი გამოუყენებელი რჩება.