სად შევინახოთ დანაზოგები ?

სად შევინახოთ დანაზოგები ? post thumbnail image

ყველა პასუხისმგებლიან ზრდასრულს ან ზოგ შემთვევაში არასრულწლოვანსაც კი, აქვს გარკვეული თანხა, რომელიც გადანახულია მომავალში საჭიროების შემთხვევაში გამოსაყენებლად, ფინანსური სტაბილურობისა და დამოუკიდებლობის მისაღწევად. საჭროებას შეიძლება წარმოადგენდეს სწავლის დაფინანსება, სამედიცინო დახმარება ან თუნდაც მომზადება ისეთი კრიტიკული ეკონომიკური სიტუაციისთვის, რომელმთან გამკლავებაც დღეს მთელ მსოფლიოს უწევს. ფულის გადანახვის აუცილებლობა განსაკუთრებით აშკარა გახდა ამ ბოლო 2 თვის განმავლობაში. მიმდინარე მოვლენებმა დააფიქრა ყველა ადამიანი იმის შესახებ, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი და თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ფინანსურად მზად იყო სხვადასხვა სახის გამოწვევებისთვის. ამის უზრუნველყოფა კი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ფულის შენახვით არის შესაძლებელი.

როდესაც ადამიანი, იღებს იმ რთულ გადაწყვეტილებას, რომ მისი მძიმე შრომით გამომუშავებული თანხა არ დახარჯოს ყოველდღიურ ცდუნებებსა და გართობაში და ამის მაგივრად პასუხისმგებლიანად მის შენახვას ამჯობინებს, რა თქმა უნდა, მას უნდა რომ ეს თანხა იყოს მაქსიმალურად დაცული ყველანაირი საფრთხისგან. თუმცა, იმის მუხედავად, რომ ბანკებსა და სახლში ფულის შენახვა არ წარმოადგენს სიახლეს და ადამიანები ამ ხერხებს უკვე ასწლეულებია მიმართავენ, დღემდე არ არის ჩამოყალიბებული ცალსახოვანი პასუხი კითხვაზე – სად შევინახო თანხა, ბანკში თუ სახლში?

მიუხედავად იმისა, რომ ალაბათ ამ კითვაზე პასუხი თითოეული ინდივიდის კერძო სიტაციაზე იქნება დამოკიდებული, ზოგადი მიმოხილვის გაკეთება მაინც არის შესაძლებელი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს ყველა რიგითმა მოქალაქემ, იმისათვის, რათა მან მაქსიმალურად წარმატებულად და მომგებიანად მართოს თავისი დანაზოგი.

საფრთხეების შედარება

უპირველეს ყოვლისა, ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს უნდა წარმოადგენდეს, თუ რომელი ადგილი უზრუნველყოფს თანხის უსაფრთხოებას.

მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ თანხა 100%-ით დაცული ალბათ ვერასდროს იქნება, მაინც არის შესაძლებელ იმ საფრთხეების წინასწარმეტყველება, რომლებიც ემუქრება ფულს ბანკშიც და სახლშიც. ამიტომ აუცილებელია ვიყოთ ინფორმირებულები იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც დაზოგილ თანხას ემუქრება ბანკშიც და სახლშიც. გადაწყვეტილების მიღებისას, უბრალოდ აუცილებელია შევადაროთ, თუ რომელი ადგილი იქნება უფრო უსაფრთხო იმ ტიპის დანაზოგისთვის, რომლის გაკეთებაც სსურს ადამიანს.

როდესაც ჩვენ თანხას ბანკში ანაბრის სახით ვათავსებთ ჩვენ მას გარკვეული რიკსების ქვეშ ვაყენებთ. ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენს კონცენტრაციის რისკი. ეს გულისხმობს იმას, რომ როდესაც ბანკის მიერ გაცემული სესხების დიდი ნაწილი კონცენტრირებულია ეკონომიკის ერთ რომელიმე სექტორში, მაგალითად მშენებლობაში, აღნიშნული სექტორის ან კომპანიების კრიზისში შესვლამ, შესაძლოა, ბანკს პრობლემა შეუქმნას. ამიტომაც, ბანკებს სპეციალური ზომების მიღება უწევთ იმისათვის, რათა ერთმა კონკრეტულმა შოკმა მათ პრობლემები არ შეუქმნას. რის მისაღწევადაც ბანკები ყოვედღურად მუშაობენ, ამიტომაც ამის მოხდენის საფუძვლიანი შიში არ უნდა ჰქონდეს ბანკში თანხის განმთავსებელს.

შემდეგი სახის რისკი, თითოეული ჩვენთაგანისთის წარმოადგენს რეალურ საშიშოებას. ეს არის ე.წ. ქვეყნის რისკი. ეს გულისხმობს იმას, რომ შესაძლებელი იმ ქვეყანაში, სადაც ფუნქციონირებს ბანკი, შეიქმენას ეკონომიკურად კრიზისული მდგომარეობა.  ამ რისკს განეკუთვნება მაღალი ინფლაცია, სავალუტო კრიზისი, ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუარესება. სუვერენული რეიტინგი განსაზღვრავს განაკვეთს, რასაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტირებისას უყურებენ. რეიტინგის გაუარესება ინვესტიციების შემცირებასა და უცხოეთიდან მოზიდული კაპიტალის გაძვირებაზე აისახება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ქვეყანაში ბანკების სუსტ მდგომარეობაშ ჩაყენება. ამ ყველაფერს უკავშირდება ასევე სავალუტო რისკებიც. უცხოურ ვალუტაში გაცემულ კრედიტებს თან სავალუტო რისკიც ახლავთ. უცხოური ვალუტის სესხები საქართველოში უფრო იაფია, ვიდრე ლარის სესხები. ამას ობიექტური მიზეზი აქვს – ანაბრების 2/3-ზე მეტი უცხოურ ვალუტაშია, შესაბამისად, ბანკებს დოლარის გაცემა უფრო იაფად შეუძლიათ. თუმცა, უცხოური ვალუტის სესხებს სავალუტო რისკიც ახლავთ. კურსის მკვეთრი ცვლილების გამო მსესხებლებმა თანხა შეიძლება, ვერ დააბრუნონ, რამაც ასევე შესაძლოა, ბანკს პრობლემა შეუქმნას.

თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საფინანსო სექტორი რეგულირებადია. ხოლო იმისათვის, რათა მეანაბრეთა უფლებები და მათი საკუთრება მაქსიმალურად იყოს დაცული, ბანკების მიერ განხორციელებული სხვადასხვა სახის სამუშაოების ხარჯზე, ხდება მსგავსი რისკების მინიმუმადე დაყვანა. ამაზე ზრუნვა კი თითეული ბანკის, მათ შორის ეროვნული ბანკის პრეროგატივასაც წარმოადგენს. ბანკები ამ რისკების მართვისთვის სხვადასხვა მეთოდს იყენებენ. აქვთ შემოსავლების დადასტურების მკაცრი მოთხოვნები, დაბალანსებული საკრედიტო პორტფელი და ასე შემდეგ. ამ რისკის სამართავად, დისციპლინარული სასჯელებიც გამოიყენება, ისევე, როგორც ჯარიმები და საურავები. რისკიანი კრედიტების გაცემა თავად კეთილსინდისიერი ბანკის ინტერესშიც არ შედის, იმის მიუხედავად, არსებობს თუ არა სახელმწიფო რეგულაცია ასეთ სესხებზე. თუმცა, რეგულაციების არსებობის გამო, კომერციულ ბანკებს უწევთ, დააკმაყოფილონ მთელი რიგი მოთხოვნებისა, რათა შეინარჩუნონ საბანკო საქმიანობის ლიცენზია, რაც ნიშნავს იმას, რომ თანხის საფრთხეში ჩავარდნის ალბათობა, თვითონ ბანკის შიგნით გამოწვეული პრობლმების გამო, ამ შემთხვევაშიც საკმაოდ დაბალია.

შესაჯამებლად რომ ვთქვათ, თუ მომხმარებელი თავის თანხას ჩადებს ისეთ ბანკში, რომელიც სანდოა და უკვე წლების განმავლობაში წარმატებულად ფუნქციონირებს, უსაფრთხოების წესების დაცვით, მაშინ იმის შანსი, რომ ის თანხას დაკარგავს და მიიღებს ზიანს, ფაქტიურად არარსებულია.

ამავდროულად არ უნდა დაგვავიწყდეს იმ რისკების განხილვაც, რომლებიც თანხას ემუქრება, მისი სახლში შენხვისას. მოსახლეობის გარკვეული ნაწლი თვლის, რომ ბანკების ნდობა არ შეიძლება და მათ თაღლითებად მიიჩნევს, თუმცა ეს საფუძვლიან ეჭვს დღესდღეობით აღარ წარმოადგენს, რადგან მომხმარებული სრულიად ინფორმირებულია იმის შესახებ, თუ რა ოპერაციებში მონაწილეობს მისი ბანკში ჩადებული თანხა. ზემოთხსენებულ აზრს ეთანხმება ხალხის ის ნაწილი, რომელიც ამჯობინებს თანხის სახლში შენახვას. ამის გაკეთებისას ისინი უგულებელჰყოფენ იმ ფაქტს, რომ ამის გაკეთებით, ისინი ავტომტურად უზარმაზარ საფრთხეს უქმნიან თანხასაც და საკუთარ თავსაც.

სახლში შენახულ თანხას, ემუქრება ისეთი მოვლენები, როგორიც არის ხანძარი ან მსგავსი ტრაგედია, რამაც შეიძლება სრულიად გაანადგუროს შეგროვილი თანხა, რაც მეპატრონეს წარმოუდგენლად რთულ სიტუაციაშ ჩააყენებს, იქედან გამომდინარე, რომ სადაზღვეო კომპანიები, რა თქმა უნდა, არ აანაზღაურებენ ამ სახის ზარალს. ამავდროულად, უდიდესი რისკი არსებობს, სახლში მძარცველების ან ქურდების შემოჭრისა. ამ შემთხვევაში კი, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ არ შევუწყოთ მათ ხელი სახლში ისეთი ნივთების არსებობით, როგორიც არის დიდი ოდენობის ფული. არანაირი მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში, თუ რამდენად დაცულ და დამალულ ადგილას არის ფული გადანახული, რადგან მსგავს მდგომარეობში ჩაყენებული ადამიანი, ყველაფერს იზამს საკუთარი ან სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად. ამ ყველაფერში კი მოიაზრება შავი დღისთვის გადადებული ფულის მძარცველისთვის გადაცემაც, თუ ის მას თავსით არ იპოვის.

ბოლო, ნაკლებად სახიფათო, თუმცა სრულიად რეალურ საფრთხეს გადადებული თანხისთვის წარმოადგენს თვით ამ თანხის შემნახველი. რაც უფრო მარტივია წვდომა თანხაზე, მით უფრო მაღალია იმის ალბათობა, რომ ადამიანი ერთ დღეს ვეღარ გაუძლებს ცდუნებას და იმპულსურად დახარჯავს ამ თანხის ნაწილს. როცა ვიცით, რომ სახლში, ჩვენთან ახლოსვე გვაქვს ფული, ეს ძალაუნებურად გვიბიძგებს არაგონივრული ხარჯვისკენ. რა თქმა უნდა, ეს მისი აზრით, დიდ ზარალს არ მიაყენებს საერთო გადანახულ თანხას. თუმცა, სტატისტიკური მონცემები გვაჩვენებს, რომ მსგავსის ერთხელ ჩადენის შემდეგ, იგივეს გამეორების შანსები 60%-ით იზრდება. რამდენად მცირეც არ უნდა იყოს ის თანხა, რომელიც გამოაკლდება გადანახულ ფულს, ის მაინც წარმოადგენს მის მნიშვნელოვან ნაწილს, რის გამოც მაქსიმალურდ უნდა მოხდეს იმის უზრუნველყოფა, რომ მსგავსის ჩადენას ვერ/არ მოახერხებს ის ადამიანი, რომელიც ამ თანხისთვის ყოველდღიურად მუშაობს.

სწორედ ამ რისკისგანაც გვიცავს ჩვენ ბანკი. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება, ეს არის შეტანილი დანაზოგის განაღდების ლიმიტი და თანხის გამოტანის პერიოდები. ეს იმას ნიშნავს, რომ ბანკი თვითონ ზღუდავს მომხმარებელს იმისაგან, რომ თანხა ნებსმიერ მომენტში გაანაღდოს. სწორედ ეს არის ანაბარზე თანხის დაზოგვის ერთ-ერთი დადებითი მხარეც. ბანკი გვაჩერებს ჩვენ ფულის არარაციონალურად ხარჯვისგან. სწორედ იმის გამო, რომ იმპულსური ხარჯვა დანაზოგის უდიდესი მტერია, ბანკებს აქვს სპეციალური შემნახველი ანაბრები, რაც სწორედ ზემოთხსენებული რისკისგან იცავს თანხას.

შესაჯამებლად შეიძლება ითქვას, რომ თუ გადავხედავთ ყველა იმ რისკს, რომლის ქვეშაც ვაყენებთ თანხას მისი ბანკში ან სახლში შენახვისას, შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ უფრო დაცულ არჩევანს ბანკი წარმოადგენს, სადაც სახლისგან განსვხვაბთ, მინიმუმადე არის დაყვანილი რისკის შემქმენლი ფაქტორები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ არჩევნის გაკეთებისას.

რომელია უფრო მომგებიანი?

მიუხედავად იმისა, რომ პროირიტეტული ყოველთვის არის ფულის დაცულად და უსაფრთხოდ შენახვა, გასათვალისწინებელია ის არა-ფიზიკური საფრთხეც რომელიც მას ემუქრება. ეს გახლავთ გაუფასურება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ადამიანი თანხის დიდ მოცულობას ინახავს, მაგრამ არ უნდა იყოს უგულებელჰყოფილი მცირე თანხის შემნახველთა მიერაც. მსყიდველუნარიანობასთან ერთად, ფულის გადანახვისას წინ წარგვიდგება ისეთი შესაძლებლობა, როგორიც არის სარგებლის მოპოვება. იმ შემთხვევაში, თუ სარგებლის მოპოვების საშუალებაც არსებობს, მისი გამოყენებაც მნშვნელოვანია.

თუ დროებით მოვახდენთ რისკ-ფაქტორების უგულებელჰყოფას და მხოლოდ სარგებლის მიღებასა და მსყიდველუნარიანობის შესახებ ვიფიქრებთ, ბანკი აშკარად იკავებს პირველ ადგილს. იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ თანხას სახლში ნაღდ მდგომარეობაში ვინახავთ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მისი რიცხობრივი ღირებულება არ შევამციროთ, ის ჩვენი ჩარევის გარეშე კარგავს ფასს და მისი მსყიდველობითი უნარი იცვლება. ისტორიულად, ინფლაცია ყოველ წელს დაახლოებით 3%-ით იზრდება და ამ მზარდი ინფლაციის ფონზე იმისათვის, რათა დანაზოგმა ღირებულება შეინარჩუნოს, აუცილებელია ფულის რაიმე სახით ინვესტირება, სადაც  ფულს ფასის შენარჩუენბასთან ერთად, დაერიცხება სარგებელი და გაიზრდება.

ამისთის თითქმის იდეალურ შესაძლებლობას წარმოადგენს ბანკი. იმის შემდეგ რაც ბანკში გახსნით ანგარიშს, შეგიძლიათ განხსნათ ცალკე ანაბარი და იქ შეიტანოთ თანხა. ამ შემთხვევაში დანაზოგს ერიცხება სარგებელი. ანაბრის გახსნაც ძირითად შემთხვევებში უფაოსა. ასევე გასათვაისწინებელია, რომ თუ მომხამრებელი გახსნის გრძელვადიან ანაბარს, ის კიდევ უფრო მეტ მოგებას ნახავს. უბრალოდ აუცილებელია, რომ ანაბრის გახნსამდე ყურადღებით დავაკვირდეთ იმ ირიბ გადასახადებს რომლებიც შეიძლება დაგვეკისროს. ამაში მოისაზრება ანაბრის გახსნის თანხა, ანაბრიდან თანხის გადატანის საკომისიო, ყოველთვური მომსახურების საკომისიო და ანაბარზე თანხის შეტანის საკომისიო. ეს აუცილებელია იმასთვის, რათა მომავალში გაუგებრობამ არ იქონიოს ადგილი.

სწორედ ამ მიზეზები გამო, მიუხედავად იმისა, თუ რა დროის განმავობაში ან თუ რა მიზნით გსურთ თანხის შენახვა, სწორ არჩევანს ყოველთვის ბანკი წარმოიადგენს, რადგან აქ მაქსმალურად დაცული არის თქვენი თანხა და იმასთან ერთად, რომ ის ინარჩუნებს თავის ღირებულებას, თქვენ მოგებითაც კი სარგებლობთ..

 

 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *