აქვს თუ არა საქართველოს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების პოტენციალი

აქვს თუ არა საქართველოს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების პოტენციალი post thumbnail image

მთელი განვითარებული სამყარო საკუთარი ყურადღების დიდ ნაწილს ახლა ფინანსური ტექნოლგიებს უთმობს. ყველა წამყვანი ქვეყანა  საკუთარი რესურსების მობილიზებას სწორედ ამ კუთხით ცდილობს და წამახალისებელი პროგრამებით სურს ახალგზარდობა ამ ინდუსტრიით დააინტერესოს. ფინანსური ტექნოლოგიებს შესწავლა დღეს ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი საქმიანობაა და ყველა ქვეყანა რომელიც მოახერხებს, რომ დრო ს ფეხი აუწყოს ნამდვილად დაწინაურდება საერთაშორისო ასპარეზზე. იმისთვის, რომ ამ ქეყნებს შორის საქართველოს მოხვდეს ნამდვილად მეტი ინფორმაცია და მომომება უნდა მოდიოდეს მოსახლეობის და ოფიციალური პირების მხრიდან თუმცა იმისთის რომ ფინანსური ტექნოლოგიები სქართველოში განვითარდეს უპირველეს ყოვლისა უნდა ვიცოდეთ თუ რას ნიშნავს ფინანსური ტექნოლოგიები, როგორ გვიმატრვიბეს ეს სფერო ცხოვრებას და რა კუტხიტ შეიძლება მის განვითარებაზე საქართველოში საუბარი.

ბოლო რადენიმე წლის განმავლობაში საქართველომ მოახერხა და საკუთარი ადგილი დაიმკვირდა ეკონომიკურ ბაზარზე. ჩვენ ასევე გამოვირჩევით ჩვენი ტექნოლოგიური მომსახურებებით, რომელბიც რეგიონის მასშტაბით ნამდვილად გამორჩეული და სამაგალითოა. საქართველოს აქვს იმის პოტენციალი, რომ კარგად ისარგებლოსბ ფინანსური ტექნოლოგიებით და შექნა უნიკალური პროდუქტები ამ მიმართულებით, რისი დასტურიც სწორედ ჩვენი ამჟამინდელი პოზიცია და რეპუტაცია არის. რეგიონის მასშტაბიტ საქართველოს ტექნოლოგიური განვითარება და ეკონომიკური შესაძლებლობები ნამდვილად განსაკუთრებული შესაძლებლობების პოტენციალს ქმნის და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანი ვიცოდეთ თუ როგორ შეგვიძლია კიდევ უფრო გავამყაროთ ჩვენი პოზიცია როგორც ეკონომიკურად და ტექნოლოგიურად განვითარებული ინოვატორი ქვეყანა.

საქართველოს უკვე დგამს ნაბიჯებს ამ მიმართულებით და ფინტექის ინდუსტრიის პირველადი ნიშნები უკვე შეიმჩნევა სქართველოს მასშტაბით თუმცა იმისთვის რომ ამ ინდუსტრიას თავისი შესაძლებლობების ბოლომდე გამოყენების საშუალებ მიეცეს რამდენიმე სწორი ნაბიჯის გადადგმა არის საჭირო. უმთავრესი მაინც ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდებისთის ახალი შესაძლებლობების მიცემაა.  და მაინც რა არის ფინანსური ტექნოლოგიები?

ფინტექი ანუ ფინანსური ტექნოლოგიები

ფინანსური ტექნოლოგიბი მოსახლოებას აძლევს საშუალებას, რომ ფინანსური ტრანზაქციები ტექნოლოგიების მეშეობით უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახადონ. ფინანსური ტექნოლოგიები ბიზნესის ფინანსური სფერო დიდ წინალთ ონლაინ სივრცეში გადააქვთ ან სხვა დამატებითი ტექნოლოგიების დამატებით ამარტივებენ გადახდის პროცესს. ფინანსური ტექნოლოგიების მეშვეობით შეიძლება ახლო მომავალში სულაც გაქრეს ბანკებთან თანამშრომლობის საჭიროება და მოსახლეობას მხოლოდ ამ ტექნოლოგიების გამოყენებით მოახერხოს ყველა საკუთარი ფინანსური სურვილის ასრულება და ტრადიციული საბანკო სერვისებიც შეიძლება ფინანსური ტექნოლოგიებით ჩანაცვლდეს,რადგან თუ თავად ბიზნესები ითანამშრომლებენ ასეთ სტარტებთან მაშინ შუამავლის აუცილებლობა, რაც რეალურად დღეს ბანკების მოვალეობაა.

საქმე იმაში რომ მოსახლეობის უმრავლესობას ალბატ ჰქონია ცუდი გამოცდილება ბანკებთან ურთიერთობისას და ფინტექების მთავარი დადებითი მხარე იმაში მდგომარეობს, რომ მათი სერვისები ბერვ ის პრობლემას წყვეტენ, რომლებსაც მოსახლეობა ყოველდღიურად აწყდება, როდესაც ცდილობს ბანკების დახმარებით მიიღოს ფინანსური სერვისები, გადაიხადოს გადასახადები, დაეზღვიოს და ასე შემდეგ. ათწლეულების განმავლობაში ბანკებს არ ჰყავდათ კონკურენტები და მათ მიერ შეთავაზებული პირობებს, თუნდაც ისინი წამგებიანი ყოფილიყო მომხმარებლისთვის, რეალურად ალტნატივა აქამდე არასდრსო ჰქონია. ამით ბანკები შეიძლება ითქვას ბოროტადაც სარგებლობდნენ და მოსახლეობას უფრო და უფრო მაღალ ტარიფებს უწესებდნენ.ამასთან ერთად, თუნდაც განვითარებულ სამყაროში, ბანკების მომხარებლები უკმაყოფილოები არიან ბანკების მუშაობის სისწრაფით და იმ უამრავი არასაჭირო პროცედურით რაც ნებისმიერი სერვისის მიღებას ძალიან ახანგრძლივებს. სწორედ იმიტომ, რომ ასეთი საჩივრები უფრო და უფრო ხშირი გახდა, ალტერნატიური გზების ძიებაც უფრო აქტიურად დაიწყეს ანტრეპრენერებმა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ-ჯერობით ალბათ კარგა ხანს არ მოხდება ბანკების ჩანაცვლება სხვადასხვა ნაკლებად ტრადიციული ფინტეკებით, ეს მომავალი არც ისე შორს არის.

ფინანსური ტექნოლოგიები იყენებეს თანამედროვე საგადასახადო პლატფორმებს, ბლოკჩეინს, სხვადასხვა უკვე არსებულ ონლაინ ტრანზაქციების სერვისებს რათა ისინი უფრო ხელმისაწვდომი გახადონ, განსაკუთრებით კი მატთვის ვისაც არ აქვს პირდაპირი ურთიერთობა ბანკებთან და არც ამისი შესაბამისი დოკუმენტაცია აქვს.

არის სხვადასხვა გზები, რომელტა მეშვეობითაც ფინტექები ბანკებს უწევე კონკურენციას. თუმცა ასევე არის ბევრი ისეთი სერვისი, რომელიც ბანკების სასარგებლოდ მუშაობს და მათ საკუთარი სერვისების  განვითარებასა და გატაამედროვეობაში ეხმარება. ბანკები და ფინტექები არ არის აუცილებელი ერთმანეთის ურთიერთოგამომრიცხავ ცნებებად აღვიქვათ, რადგან მათ რა თქმა უნდა ბერვი საერთო აქვთ, თუმცა ორივე მეთოდს ასევე აქვს ისეთი ნაკლოვანებები, რომელთა შევსებაც მხოლოდ მათ შორის თანამშრომლობით არის შესაძლებელი.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდირომლის მეშვეობითაც ფინტექების საკუთარ სერვისებ სთავახობენ მომხმარებლებს და მათ ცხოვრებას უმარტივებენს არის მობილურ ნომრის მეშვეობით გაკეთებული გადარიცხვები. მსოფლიოს იმ ნაწილში სადაც სტნდარტული საბანკო სერვისების მიღება თითქმის შეუძლებელია, დღესდრეობით ამ მოვალეობას ისევ ფინანსური ტექნოლოგიები ასრულებენ, რომლებიც რაც არ უნდა უცნაური იყო, განვიტარებად სამყაროში უფრო მაღალ დონეზე ვითარდება ტანაც ბევრად უფრო სწრაფად ვიდრე ეს დასავლეთში ხდება. ამის მიზეზი კი ძირითადად ის არის, რომ დასავლეთში ასეთი სერვისების ნაკლებობა ნამდვილად არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა მოტხოვნა თანამედროვე სერვისებზე მაინც არის რადგან ფინტექები ბევრ არსებულ პრობლემასა და გამოწვევას პასუხობენ.

განვიტარებად ქვეყნებში სადაც ბანკები მოქალაქეებს სტანდარტულ სერვისებზე წვდომას უზღუდავენ, მოსახლოებაოიძულებული იყო ასეთი ზომებისთვის მიემართა რის შედეგადაც გაჩნდა ბევრი სხვადასხვა კომპანიე რომელიც, მოსახლეობას მობილური საშუალებით თანხების გადახდის საშუალებას აძლევს, მოსახლეობა იყენებს QR კოდებს ან უბრალოდ მათ ექაუნთებს რათა მაღაზიებში თანხის გადახდა ბანკის და ბარათების გამოყენების გარეშე შეძლონ. ფინტექები ასევე ამცირებს ქაღალდის ფულის გამოყენების აუცილებლობას და გადახდის პროცესს უფრო სწრაფს ხდის.

ეს ტექნოლოგიები უფრო და უფრო საჭირო ხდება მხოფლიოს ყველა კუთხეში და დღესდღეობით ეს ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ინდუსტრიაა რომლის პოტენციალზე ყველა ეკონომიკური ექსპერტი გაუჩერებლად საუბრობს.

გარდა იმისა, რომ ფინტექები ქმნიან შესაძლებლობას, რომ განვითარებად ქვეყნებს შემოსავლის ახალი წყარო გაუჩნდეთ და საკუთარი თექნოლოგიებით უცხოელი ინვესტორები დააინტერესონ და შემოსავალი აქედან მიიღონ, მათ ასევე შეუძლიათ უბრალოდ გაავრცელონ საკუთარი ტექნოლოგიები და მათზე წვდომა მეტ ქვეყანას მისცენ.

ამის მაგალითები უხვად არის აფრიკაში, რომელმაც ფინტექების მეშვეობით საკუთარი ნიშა იპოვა და ახლა ამ ინდუსტრიაზე დიდი იმედებს ამყარებს. ფინტექებზე ფოკუსირება ასევე ნიშნავს ბერვ ახალ შესაძლებლობას ახალგაზრდებისთვის, რადგან მათზე მოთხოვნა მომავალსი მხოლოდ გაიზრდება და ამიტომ სასურველია, რომ პროფესიონალებიც საკმარისი რაოდენობით იყვნენ ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც ფინტექ განვითარებისკენ ილტვის. საქართველოსაც აქვს შესაძლებლობა, რომ სწორედ ერთ-ერთი ის ქვეყანა გახდეს, რომლისთვისაც ფინანსური ტექნოლოგიები ახალი შემოსავლის წყარო გახდება და ქვეყანას დაეხმარება გაიმკიცოს საკუთარი ინოვატორის სტატუსი რეგიონში.

ჩვენ უკვე ვხედავთ რამდენიმე ფინტექის გამოვლინებას საქართველოში. ჩვენთან მოსახლეობა აქტიურად იყენებს მობაილ ბანკინგის სერვისებს და დღესდღეობით ეს სიახლე უკვე სტანდარტულ მომსახურებად არის ქცეული. მობაილ ბანკინგი, აპლიკაცია რომლიც მეშვეობითაც მოსახლეობას შეუძლია მარტივად შეამოწმოს საკუტარი მიმდინარე ანგარიში, განახორციელოს სხვადასხვა ფინანსური ოპერაციები და ზოგადად ჰქონდეს მეტი კონტროლი საკუთარ ფინანსებზე ძალიან დიდი ნაბიჯია ნებისმიერი ბანკისთვის და სწორედ ამიტომ ფინანსური ინოვაციების ამ ნაწილს კიდევ მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს.

მობაილ ბანკინგი დღეს ყველა რესპექტაბელური ბანკისთვის მნიშვენლოვანია და შეიძლება გადამწყვეტიც კი გახდეს ბანკის წარმატებისთვის. თანამდეროვე მომხარებელი სიმარტივესა და ტექნოლოგიურ ინოვაციებს ძალიან დიდი მნიშვნელობას ანიჭებს, ხოლო ამ ორივე თვისების მოქცევა მობაილბანკში არის შესაძლებელი. იმისთვის რომ კლიენტება შეძლონ ამ მომსახურებით მარტივად სარგებლობა მათ მაინც სჭირდებათ ანგარისი ბანკში, რაც შეიძლება ბევრისთვის ამ ტექნოლოგიის მთავარი ნაკლი იყოს. საქმე იმაშია, რომ ფინტექები გარდა მარტივი სერვისებისა, მომხმარებლებს ასევე უკეთეს პირობებს სთავაზობენ.

მაგალითად არსებობს ფინნსური ტექნოლოგიები რომელბიც სესხები ონლაინ აღებას სთავაზობენ მომხარებლებს და ეს პროცედურა არცერთ ეტაპზე არ რთავს ბანკს ამ ფინანსურ ოპერაციაში. ეს განსაკუთრებით მოსახლეობისთვის არის მნიშვნელოვანი, რომლიც ფინანსური მდგომარეობ ან საკრედიტო ისტოტია არც ისე სახარბიელო და მათ წარსულში ბანკებთან ურთიერთობის ცუდი გამოცდილება აქვთ. რადგან ბანკები იშვიათად თუ აძლევენ საშუალებას ასეთი ფინანსური მდგმარეობის კლიენტებს აიღონ სესხები ან ისარგებლონ შეღავათებით, ხალხს ხშირად უწევს ალტერნატიური გადააწყვეტილებების მიღება, თუნდაც სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

თუ ბევრისთვის ბანკებთან თანამშრომლობა უსაფრთხოების გამო არის სასურველი, იმ შემთხვევაში თუ თქვენი საკრედიტო ისტორია არც ისე კარგად გამოიყურება ან სასურველი სერვისების მიღებას ვერ ახერხებტ ბანკებში, მაშინ ფინტექები ალბათ თქვენთვის სწორედ ის გამოსავალი იქნება რომელსაც ეძებთ. მათი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ნაკლებაც ცენტრალიზებულები არიან, ისინი მომხარებელზე ბევრად მეტად არიან ფოკუსირებულები, განსაკუთრებით კი ბანკებთან შედარებით.

გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი ტიპის ფინანსური მომსახურება ჯერ კიდევ საკმაოდ ახალია, ეს კომპანიები მეტი ყურადღებით ეპყრობიან თავიანთ მომხარებლებს და ცდილობენ მათი სურვილები მაქსიმალურად აასრულონ.

გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი ტექნოლოგიები მიმართ ნდობა არც ისე მაღალია, მათ, როგორც წესი, მეტად შეღავათიანი პირობები აქვთ და კლიენტებტან ურთიერთობის დროსაც ნაკლებად სახარბიელი საკრედიტო ისტორიის მქონდე პირებსაც კი აძლევენ საშუალებას გააკეთონ განაცხადი სესხზე. ფინანასური ტექნოლოგიები ბევრად უფრო ამარტივებს ნებისმიერ ფინანსურ პროცეს რადგან მათი უმეტესობის დასრულებ შესაძლებელია ან მხოლოდ მობილური ტელეფონით ან კომპიუტერი მეშვეობით არის შესაძლებელი რაგდან პროცედურებიელექტორუნალდ მიმდიანრეობს, ალგორითმების მეშვეობით რომელბიც ხშირ შემთხვევაში წამებში აფასებენ რამდენაც მიზანშეწონილია თუნდაც სესხის გაცემა და რამდენად შეესაბამდება კლეინტი მათ წინასწარ დაწესებულ კრიტერიუმებს. ეს ასევე ბევრად აჩქარებს პროცესს რადგან აღარ არის საჭირო რიგებში ლოდინი, ფილიალების ძიება და ასე შემეგ.

ფაქტია რომ როცა ფინანსური ტრანზაციებსა თუ სერვისებს ონლაინ ვახორციელებთ იზოგება ბევრი დრო, მის ხარჯზე რომ მთელი პროცევი ავტომატიზირებულია და გადაწყვეტილებსი მიღებას არ სჭირდება სხვადასხვა ბიუროკრატიულ დონეების გავლა და შემდეგ დღეების განავლობაში საკუტარი რიგის ლოდინი.

ფინანსური ტექნოლოგიები, ასევე ამარტივებს ხალხს შორის გადარიცხვებს, ე.წ p2p ტრანზაქციებს სადაც დამატებიტი გადასახადების ამ სერვისებისთვის ან არ არსებობს ან ბანკის სტანდარტულ სერვისებთან შედარებიტ ბევრად დაბალია. ამის მიზეზი კი როგორც უკვე აღვნიშნეთ ის არის, რომ ფინტექების მიმარ ნდობა ჯერ კიდევ ვერ შეედრება ბანკების რეპუტაციას და იმის გამო რომ ტექნოლოგია შედარებით ახალია, ბევრისთვის ესეთი სერვისები რისკებთან ასოცირდება.

გამომდინარე იქიდან, რომ ფინტეკების გამოყენების შემთხვევაში ხდება თანამედროვე ტექნოლოგიების ბოლომდე გამოყენება და მათი პოტენციალის შესწავლა, აქ ჯერ კიდევ ბევრი აღმოუჩენელი სერვისია და ბევრ ქვეყნაში ეს საკითი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შესწავლილი და განვითარებული. საქართველოს აქვს შანსი რომ გახდეს ერთ-ერთი იმ ქვეყებს შორის რომლებიც ამ ინდუსტრიით მოახერხებენ, რომ დაიმკვიდრონ თავი და გახდნენ ინოვატორები. გამომდინარე იქიდან,  რომ  საქართველომ ასე სწრაფად შეძლო აეღო აეღო ამ ტექნოლოგიისთვის, სავარაუდოდ აქ ასევე შეიძლება შეიქმნას ფინანსური ტექნოლოგიები ჰაბი, რომელიც მილიონობით მოსახლეს გაუმარტივებდა ყოველდღიურობას და მისცემდა მეტ საშუალებას რომ ფინანსური ტრანზაქციები შედარებით დაბალი ტარიფებიტ განეხორციელებინა. საქართველოში ასეთ სერვისები ძირითადად უცხოეთიდან შემოდის, თუმცა საქართველოს უკვე აქვს რესურსები რომ ამ თემებზე თავად იმუშავოს და ახალი სტანდარტი ადგილობრივად შექმნას.

დღესდღეობით ყველა დიდ ბანკს საქართველოს მასშტაბით აქვს მობაილ ბანკინგი, ე.წ e-Wallet-ფუნქციაც, რომელიც მომხამრებელს აძლევს საშუალებას ბარათის გარეშე, პირდაპირ მობილურის მეშვეობით გადაიხადოს თანხა. ფინტექებიც სწორედ ასეთ გამარტივებულ პროცედურებს სთავაზობენ მომხმარებლებს თუმცა ისინი ბანკებისგან განსხვავებით არ მოგთხოვენ ბარათის გაკეთებას და ის დარეგისტრირებას ონლაინ საფულეში. ყველაზე ხშირს შემთხვევაში ასეთი სერვისები თქვენ მეილს ანდა მობილურის ნომერს საჭიროებს და ტრანზაქციები შემდეგ გამარტივებულია ყველა იმ პირთან ვისაც ასევე აქვს ეს მომსახურება, ან იმ შემთხვევაში თუ საუბარია მობილურ გადარიცხვებზე, თქვენ უბრალოდ მიმრების მობილური ნომერი დაგჭირდებათ, რათა მას თანხა მიუვიდეს.

კიდევ ერთი დიდი პლიუსი რომელიც ასეთ სერვისებს აქვს, არის ის ტომ ნაკლებად აწყდებიან ისეთ დაბრკოლებებს, როგორებიცაა მაგალითად საზღვრები რადგან კომპნაიისა ან ქსელის შიგნით გაკეთებული გადარიცხვები არ გადის იგივე როცედურებს როგორსაც ბანკის მეშვეობით გაკეთებული გადარიცხვა. როდესაც თქვენ იყენებს ონლაინპლატფრომას გადარიცხვის გასაკეთებლად და თქვენი ადრესატის იმაზე პლატფორმაზეა გადარიცხვები ისეთივე მარტივია როგორც ეს ადგილობრივი ტრანზაქციების შემთხვევაშია. ამის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ როდესას ტრანზაქციები ხდება სხვადასხვა ქვეყნების ბანკებს შორის, პროცედურა ბევრად უფრო გაწელილი და რთულია რადგან თანხა ბევრ შუამავალს შორის გადის. ხოლო, როდესაც იყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს ბევრად მარტივია თანხა სხვა ქვეყანაში მყოფ პიროვნებას ჩაურიცხოთ.

ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც ამ ინდუსტრიის განვითარებას შეიძლება უშლიდეს ხელს არის ის, რომ დღესდღეობით მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს წვდომა სტანდარტულ საბანკო სერვისებზე და შეიძლება ვერ ხედავდეს ვერანაირ საჭიროებას შეცვალოს თავისი არსებული ფინანსური წესები.  მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მომგებიანია მისთვის ბანკთან თანამშრომლობა, შესაძლოა მოსახლეობის შედარებიტ მოზრდილმა ნაწილა არ ჩათალოს რომ ასეთი ცვლილბე ასაჭირო ან მომგებიანია. ეს სავსებიტ გასაგებიც იქნება რადგან,  მსოფლიო მასშტაბით, დამოკიდებულება მოსახლეობის ა ნაწილისგან ზოგადად სკეპტიკურია.

თუმცა რაც შეეხება ახალგაზრდებს, მათთვის პრიორიტეტები სხვა მახასიათებლებია, სწორედ ისეთები როგორებიც ფინტექებს აქვთ. სწრაფი სერვისები ,დაბალი გადასახადები და შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი მოგვარდეს სახლიდან გაუსვლელად. ახალგზაზრდებს ასევე ნაკლებად სურთ ბანკებთან თანამშრომლობა და როგორც წესი ურჩევნიათ ფინანსური საკითხები შედარებით ნაკლებად ტრადიციული კომპანიების მეშვეობით მოაგვარონ, რომლებიც არ მოიხთოვენ ამდენ დოკუმენტაციას და სასურველ რეზლტატსაც საკმაოდ მალე იძლევიან.

გამომდინარე იქიდან, რომ ახალგაზრდები ყველაფერს მობილურის მეშვეობით აკეთებენ , მათი როლის გაზრდა ფინანსურ სამყაროში საკმაოდ ლოგიკურია. როდესაც ასეთი ცვლილებები ხდება მთლიანი ინდუსტრიის დონეზე, რა თქმა უნდა საყოველთაო აღიარებას დრო დასჭირდება, თუმცა ისიც უნდა ვიცოდეთ რომ ეს ოდესმე აუციებად მოხდება და მოგებული სწორედ ის ქვეყნები დარჩებიან, ვინც მოახერხებენ რომ წინასწარ გათვალონ საკუთარი სტრატეგიები ამ მხრივ და ფინანსები და მონდომა სწორედ ამ მიმართულებით ჩადონ.

საქართველოს ახალგაზრდა მოსახლოება ნამდვილად მზად არის იმისთვის, რომ ასეთი ტექნოლოგიები ბოლომდე გამოიყენოს და საქართველოს ჯერ კიდევ აქვს დრო რომ გახდეს ლიდერი ამ სფეროში. საქმე კი იმაშია, რომ რადგანაც ინდუსტრია ჯერ კიდევ განვითარების საწყის პერიოდში საწიროა დროზე მოხდეას მობილიზირება, თუ ქვეყანას სურს, რომ მართლაც გახდეს ლიდერი ამ სფეროში.

იმისთვის, რომ ეს ჩვენი რეალობა გახდეს საჭიროა, რომ შეიქმნას პლატფორმა ამ თემაზე საუბრისთვის, შეიქმნას კიდევ დამატებით გრანტები მათთვის ვინც ამ განხრით იმუშავებს. საქართველოში უკვე საკმაოდ ბევრი დამფინანსებელი ეწევა მსგავზსი ტიპის ღონისძიებებს ასერომ ამ ტრადიციის დნერგვა სულაც არ იქნება რთული.  ასევე საჭიროა, რომ იყო შესაბამისი  დაწესებულებები, ეს თემა ისწავლებოდეს უნივერსიტეტებში და სოციალური მედიის მეშვეობით ხდბოდეს მისი უფრო დეტალური გაშუქება.

აუცილებელის რომ საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ არსებობს ასეთი ტექნოლოგია და ასევე საქართველოს აქვს რესურსები და დრო, რომ გახდეს ერთ-ერთი ლიდერი და ეს სფერო თავისი ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილად აქციოს. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა მათთვის ვინც უკვე არის დაინტერესებული ფინანსური სერვისებითა და ინოვაციებით. საქართველოში კი ასეთი ახალგაზრდების ნაკლებობა არ უნდა იყოს.

იმისთვის, რომ ეს თემა კიდევ უფრო აქტურალური გახდეს, საჭიროა,რომ დროულად მოვახდინოთ მისი პოპულარიზაცია და წავახალისოთ ადგილობრივი დეველოპერები, რომ  დაფიქრდნენ თუ რა აკლია დღეს ქართულ ფინანსუ მარკეტს, როგორ შეგვიძლია ფინანსური სერვისების მონოპოლოა დავარღვიოთ და პატარა კომპანიებსაც მივცეთ შანსი რომ შეასრულონ ისეთი სერვისები, რომლებსაც ბანკები ბევრად ძვირად გვთავაზობენ უფრო ნაკლებ დროში და ბევრად უფრო იაფად. ასევე დროა, რომ ფინანსური სერვისები უნივერსალურად ხელმისაწვდომი გახდეს და რაც მთავარია იყოს ბოლომდე გათანამედროვებული. ამ ყველაფრის მიღწევა კი ფინტექის პოპულარიზაციით არის შესაძლებელი.

ამას განვითარებული სამყაროს დიდი ნაწილი უკვე მიხვდა და ამ მიმართულებით მილიონობიტ დოლარი იხარჯება. ინვესტორები ეძებენ სხვადასხვა პატარა კომპანიბეს, საინტერესო იდეებით და მათ ფინანსურად ეხმარებიან. სასურველია ეს ტრენდი საქართველოშიც ვნახოთ. სასურველია, რომ ინვესტორებამ მსოფლიო მასშტაბით დაინახონ რომ საქართველოშიც იქმნება ინოვაციური ტექნოლოგიები და რომ აქაც არის ამ ინდუსტრიის განვითარების პოტენციალი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *