„ფიტჩმა“ სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა

„ფიტჩმა“ სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა post thumbnail image

სარეიტინგო სააგენტო „ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად დატოვა „BB“ დონეზე ნეგატიური პერსპექტივით. ის ფაქტი, რომ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი მხარდაჭერილია „BB“ კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით ნიშნავს იმას, რომ მას აქვს მიმზიდველი საინვესტიციო  და ბიზნეს გარემო და მაღალი მართველობის ხარისხით. თანმიმდევრული და საიმედო პოლიტიკის ჩარჩო ხელს უწყობს ქვეყნის მდგრადობას საგარეო შოკების მიმართ.აღსანიშნავია, რომ აპრილში სააგენტოს მიერ საქართველოს ეკონომიკური ვითარების წინა შეფასების შემდგომ, „ფიტჩმა“ ბევრ ქვეყანას შეუმცირა რეიტინგის პერსპექტივა ან სუვერენული რეიტინგი. მაგალითად, სარეიტინგო კომპანიამ გააუარესა აშშ-ს, იაპონიის, საფრანგეთის, ავსტრიის რეიტინგის პერსპექტივა, ხოლო კანადის სუვერენული რეიტინგი AAA დან AA+-მდე შეამცირა.

ფიტჩის“ 2020 წლის აგვისტოს ანგარიში საქართველოს სუვერენულ რეიტინგთან მიმართებით, ნათლად ასახავს სარეიტინგო კომპანიის პოზიტიურ შეფასებას საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის, ბიზნეს გარემოს, ინსტიტუციური სიძლიერის და მმართველობის ხარისხის მიმართ. სარეიტინგო სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, საიმედო და თანმიმდევრულმა პოლიტიკის ჩარჩომ ხელი შეუწყო მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის რისკების შემცირებას. ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა მაკროპრუდენციულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო საფინანსო სექტორის სტაბილურობას, ხოლო შეზღუდულმა სავალუტო ინტერვენციებმა შეარბილა სავალუტო კურსის მერყეობა.

სააგენტოს შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა მხარდაჭერილია ოფიციალურ კრედიტორებთან წარმატებული თანამშრომლობით. გარდა ამისა, საქართველოს სუვერენული რეიტინგი მხარდაჭერილია „BB“ კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით მაღალი მმართველობის  ხარისხით და ქვეყანაში ბიზნესის კეთების სიმარტივით.

ფიტჩის“ შეფასებით, 2021 წლის აპრილამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის გახანგრძლივება ხაზს უსვამს საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას და ხელისუფლების მზაობას გააგრძელოს სტრუქტურული რეფორმები, მიუხედავად იმისა, რომ ეს საარჩევნო წელია.

სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, მოსალოდნელია ეკონომიკის რეალური 4.8%-იანი კლება 2020 წელს, ხოლო 2021 წელს ეკონომიკის გაჯანსაღება და 4.5%-იანი ზრდა. რელიზის თანახმად, ვირუსის შემაკავებელი და პრევენციული ღონისძიებების შემსუბუქებამ ხელი შეუწყო ეკონომიკის გაჯანსაღებას. ბოლო მონაცემებით, ივნისში ეკონომიკა 7.7%-ით შემცირდა, რაც მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა წინა თვეებთან შედარებით. 2020 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკა მთლიანობაში 5.8%-ით შემცირდა. „ფიტჩის“ შეფასებით, მეორე ნახევარში მოსალოდნელია შიდა მოთხოვნის გაჯანსაღება, რაც მნიშვნელოვნად განპირობებული იქნება სახელმწიფო კაპიტალური ხარჯების ზრდით.

ამ მონაცემების შესახებ ისაუბრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვოთარების მინისტრის პირველმა მოადგილემ: „სააგენტო დადებითად აფასებს საქართველოს მიერ წარმოებულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომლის თანამიმდევრულობა და საიმედოობა ხელს უწყობს ქვეყნის მდგრადობას შოკების მიმართ. ეს შეფასება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ წინა შეფასების შემდეგ, რომელიც აპრილში განხორციელდა, პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის ფონზე, სააგენტომ გააუარესა არაერთი, მათ შორის წამყვანი ეკონომიკის პერსპექტივა ან შეამცირა საკრედიტო რეიტინგი.“

შეფასებაში აქცენტია გაკეთებული საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომელთანაც პროგრამის გახანგრძლივება 2021 წლის აპრილამდე, „ფიტჩის“ შეფასებით ხაზს უსვამს ეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას და ხელისუფლების მზაობას, გააგრძელოს სტრუქტურული რეფორმები.

განცხადება გააკეთა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკომოზ გაგუამაც. „პანდემიის ეკონომიკისა და გლობალურ ეკონომიკებში პრობლემების ფონზე, მსოფლიოში მოსალოდნელია საკრედიტო რეიტინგების გაუარესება, თუმცა საკრედიტო კომპანია „Fitch“-მა შეაფასა საქართველოს ეკონომიკა და შეუნარჩუნა საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე. ესაა მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ, დაახლოებით, ერთი წლის წინ მივიღეთ და ეს მაჩვენებელი დღეს შეგვინარჩუნდა. ბუნებრივია, ეს არის დამატებითი სიგნალი ინვესტორებისთვის, კონკრეტულად, ანგარიშის ის ნაწილი, სადაც ხაზგასმულია, რომ საქართველოში მაკროეკონომიკური მმართველობა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა მაღალ დონეზეა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, საქართველოს მთავრობა პანდემიის შემდგომ შეინარჩუნებს მზაობას ფისკალური კონსოლიდაციის მიმართ, რაც მხარდაჭერილია სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *