Freedom House: ინტერნეტის თავისუფლების ინდექსი საქართველოში გაუმჯობესდა

Freedom House: ინტერნეტის თავისუფლების ინდექსი საქართველოში გაუმჯობესდა post thumbnail image

Freedom House არის ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აქტიურ როლს თამაშობს მსოლფიოს გარშემო დემოკრატიის, პოლიტიკური თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში. კომპანია 1941 წელს დაარსდა და მას შემდეგ აქტიურად ატარებს კვლევებს მსოფლიოს გარშემო სხვადსხვა ინდუსტრიაში.

Freedom House-მა რამდენიმე დღისწინ გამოექვეყნა ყოველწლიური კვლევა, რომელიც ინტერნეტის თავისუფლების ინდექსს ზომავს მსოფლიოს გარშემო. კვლევაში გამოყენებულია 2019 წლის მონაცემები და ის აჩვენებს თუ რამდენად თავისუფალია ციფრული სამყარო მსოფლიოს გარშემო ცენზურისაგან. წინა წელთან შედარებით, საქართველოს ქულა გაზრდილია და 76-ს შეადგენს. გასული წლის კვლევის მონაცემებით კი ის ერთი ქულით ნაკლები იყო და 75-ს შეადგენდა.

Freedom House-ის კვლევა აჩვენებს რომ საქართველო რეგიონის ყველა სხვა წევრ ქვეყანას ასწრებს. როგორც კვლევამ აჩვენა, რუსეთში ინდექსი შეადგენს 30-ს, თურქეთში 35-ს,აზერბაიჯანში 38-ს, სომხეთში კი 75-ს.

Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებული ინდექსი საკმაოდ ბევრ პარამეტრს ეყრდნობა, როგორიცაა ინტერნეტზე წვდომის შესაძლებლობა ქვეყანაში, მისი ცენზურისგან თავისუფლება და ინტერნეტ მომხმარებელების უფლებების დაცვა. როგორც უკვე ვთქვით, კვლევამ აჩვენა, რომ ამ კუთხით საქართველოში გასულ წელს სიტუაცია გაუმჯობესდა.

ასევე, როგორც არასამთავრობო კომპანიის ანგარიშიდან ვიგებთ, 2019 წლის შემდგომ ელექტრონული კომინიკაციების შესახებ კანონში რამდენინე სადავო ხასიათის მქონე ცვლიბებელი შევიდა. მათი განცხადებით, არსებული ცვლილებების გამო, ის უფლებამოსილება, რომელიც აქამდე ჰქონდა კომუნიკაციების კომისიას, საგრძნობლად გაიზარდა.

ცვლილებები სატელეკომუნიკაციო კანონში

როგორც კვლევიდან ვიგებთ, მიღებული ცვლილებები სატელეკომუნიკაციო კომპანიებში სპეციალური მმართველობის დანიშვნის შესაძლებლობას იძლევა, რაც, იმას გულისხმობს, რომ სპეციალურ მმართველებს დაეკისრებათ შეასრულონ კომისიის გადაწყვეტილებები.

როგორც კვლევაშია ნათქვამი, საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო ელექტრონული კომუნიკაციების კანონში, ძალიან დიდი კრიტიკა მოყვა ქვეყანაში არსებული და მოქმედი ინტერნეტ პროვაიდერების მხრიდან. არსებული ვითარების გამო, პარლამენტმა დაამტკიცა გადამუშავებული ვერსია.

როგორც კვლევაშია ნახსნები, სავარაუდოა, რომ მიღებული ცვლილებების წინაპირობა იყო საქართველოში მოქმედი კომპანიიეს, კავკასუს ონლაინის მიერ, კომისიის ნებართვის გარეშე 49%-იანი წილის გასხვისება. კომპანიის მიერ წილების თანხმობის გარეშე გასხვისებას კავკასუს ონლაინის 270,000 ლარით დაჯარიმება მოჰყვა, რაც, დაახლოებით, $87 ათას დოლარს შეადგენს.

როგორც ჩვენთვის უკვე ცნობილია, მიღებული ცვლილებების გამოყენებით, პირველად სწორედ კავკაასუს ონლაინის დაჯარიმება მოხდა. ეს ცვლილებები კომისიამ პირველად 2020 წლის პირველ ოქტომბერს გამოიყენა, როდესაც კავკასუს ონლაინი დააჯარიმა, და კომპანიის სპეციალურ მმართველად დაინიშნა მარიამ სულაბერიძე.

კომპანია, რომელმაც მიიღო 49%-იანი წილი კავკასუს ონლაინისა, კომისიის მიღებულ გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს. ცოტა ხნის წიმ, NEQSOL Holding-მა გადაწყვიტა გადაწყვეტილება საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივროს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მიმდინარე კორონავირუსის პანდემიამ ძალიან დიდი როლი ითიმაშა მსოფლიოს გარშემო ინეტრნეტ სამყაროში თავისუფლების ინდექსზე. მიმდინარე მოვლენების გამო, ფაქტობრივად, ყველანაირი ადამიანთაშორისო კონტაქტი ონლაინ სივრცეში გადავიდა, რაც გულისხმობს იმას, რომ სწავლა, ჯანდაცვა, პოლიტიკა, სოციალიზაცია – ყველაფერი ონლაინ სამყაროს ნაწილი გახდა. ეს ცვილებები კი ძალიან მოკლე დროში, უცაბედად მოხდა. ამის გამო, ის გამოწვევები, რომელიც სამყაროს ონლაინ კუთხით ჰქონდა, ერთი-ორად გაიზარდა.

სხვა ქვეყნები

მსოფლიოს გარშემო, საკმაოდ ბევრ ქვეყანაში, ნეგატიური ტენდენცია შეინიშნება. ამერიკის შეერთებულ შტატებში ინდექსმა ერთი ქულით ქვემოთ დაიწია. კლების ტრენდი ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე მეოთხე წელია რაც მიმდინარეობს.

ყველაზე დიდი მატება კი, როგორც კვლევაშია ნახსენები, უკრაინაში, სუდანსა და ზიმბაბვეში შეინიშნება. უკრაინასა და სუდანში 5-5 ქულით გაიზარდა ინდექსი, ხოლო ზიბაბვეში – 4. რაც შეეხება კლებას, ყირგიზეთში ინდექსის კლება 5 ქულით მოხდა, ინდოეთში – 4. 100 ქულიანი შკალიდან საქართველოს შეფასება, რომელიც 76-ს შეადგენს, შეესაბამება თავისუფალ ინტერნეტ სამყაროს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *