ინფლაციის პროგნოზი 2023 წლის ბოლოსთვის – რამდენად გაუმჯობესდება მდგომარეობა

ინფლაციის პროგნოზი 2023 წლის ბოლოსთვის – რამდენად გაუმჯობესდება მდგომარეობა post thumbnail image

ინფლაცია, იგივე ეროვნული ვალუტის გაუფასურება მნიშვნელოვანი ინდექსია რომელიც ნებისმიერ ქვეყნაში, თითოეული მოსახლის ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და რესურსებზე აისახება. რაც უფრო მაღალია ინფლაცია, მით მეტია ნეგატიური გავლენა როგორც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ასევე მოსახლეობის ფინანსურ შესაძლებლობაზე. რატომ? მაღალი ინფლაციის ფარგლებში იზრდება ფასები ხოლო შემოსავლის წყარო და საერთო დონე რჩება იგივე. შესაბამისად, საქონელზე ფასების საერთო დონის ზრდა იწვევს მისი ხელმისაწვდომობის შემცირებას და გრძელვადიან პერიოდში ცხოვრების ხარისხის კლებას და სიღარიბის დონის ზრდას. მაღალი ინფლაცია აზიანებს ყველა სექტორს მათ შორის მეურნეობის, განათლების ჯანდაცვის სექტორებს. ასევე ნეგატიურ გავლენას ახდენს მომსახურების სფეროზე.

ინფლაციას ათობით მიზეზი იწვევს და მათი ზეგავლენის რეგულირება საკმაოდ რთულია. ყველაზე გავრცელებული მიზეზებია დისპროპორციულობა და სახიფათო ინვესტიციები. საქართველოს შემთხვევაში ამ მიზეზებთან ერთად შეგვიძლია ინფლაციური მოლოდინი და არაჯანსაღი ვაჭრობაც მივიჩნიოთ რაც თვითნებური ფასების ზრდით და გლობალურად მიმდინარე ფაქტორების გავლენის შედეგია.

საქართველო დიდი ხანია ინფლაციის მზარდ მაჩვენებელს ებრძვის. 2022 წელს ვითარება შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა მდგომარეობა კვლავ არახელსაყრელია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ეს მეტ წილად გამოწვეულია ფასების საერთო დონის მკვეთრი და მოულოდნელი ცვლილებით. იმისთვის, რომ მდგომარეობა უფრო ობიექტურად შეფასდეს, დღეს ვისაუბრებთ არა მარტო 2022 წლის ინფლაციის მაჩვენებლებზე, არამედ განვიხილავთ იმ შედეგებს რაც ქვეყანამ პანდემიის შემდეგ მიაღწია.

ინფლაციის მაჩვენებლები პანდემიის შემდეგ

2020 წელი ყველა ქვეყნისთვის გამოწვევებით სავსე აღმჩდნა. ეს განსაკუთრებით შეეხო ეკონომიკურ სექტორს, ვინაიდან მოულოდნელმა ცვლილებებმა და შეზღუდულმა მოქმედების არეალმა მნიშვნელოვნად შეამცირე პრობლემის მოგვარების გზები და სახელმწიფოთა დიდი ნაწილი რეკორდული ინფლაციის წინაშე აღმოჩნდა. გამონაკლისი არც საქართველო იყო. ისეთი ეკონომიკურად შედარებით ძლიერი ქვეყნები როგორიცაა ესპანეთი და იტალია, ეკონომიკურად მნიშვნელოვნად დაზარალდნენ. მათი ეკონომიკის სექტორის 9%-ით შემცირდა. ცენტრალური ევროპის ქვეყნების ეკონომიკების საშუალო ვარდნა კი დაახლოებით 6% იყო.

მსგავსი სურათის წინაშე აღმოჩდნა საქართველოც. კონკრეტულად, ქვეყანამ რამდენიმე მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა ტურისტული სექტორიდან. ასევე შემოსავალი დაკარგა ექსპორტის და იმპორტის სექტორებიდან. ამან მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი დაახლეობთ 12.4%-მდე გააურესა. 2020 წლიდან 2021 წლის მაისამდე ეფექტური გაცვლითი კურსი დაახლოებით 10%-ით გაუფასურდა.

ინფლაციის კუთხით განსაკუთრებით რთული 2021 წელი აღმოჩნდა. გამომდინარე იქიდან რომ საერთაშორისო ბაზრებზე საზღვრების გახსნა და პროცესები ეტაპობრივი აღდგენა დაიწყო, ფასების საერთო დონე სწრაფად და მკვეთრად გაიზარდა. ქვეყნები კი ეკონომიკურად აღარ იყვნენ იმ მდგომარეობაში რომ გაზრდილ ფასებზე აქტიური მოთხოვნით პასუხათ. ამავე მიზნით 2021 წლის პირველ ნახევარში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-დან 10%-მდე გაზარდა. რაც შეეხება ფასებს, სურსათის და მეურნეობასთან დაკავშირებული პროდუქციის ფასები დაალეობთ 33%-ით გაიზარსა.

ასევე გაიზარდა საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯები რაც აბრკოლებდა ექსპორტსა და იმპორტს. კონკრეტულად ფირმებისთვის, ლოგისტიკური ხარჯები დახლოებთ 65%-ით გაიზარდა. თუ 2020 წელს ინფლაცია 7%-ს აღემატებოდა, 2021 წლის მასობრივი ცვლილებების ფონზე ინფლაციის საერთო დონემ 14%-ს მაიღწია. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის პირველი კვარტალიც არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობით ხასაითდებოდა, ვინაიდან პანდემიისგან გამოწვეული ფინანსური ზარალი ჯერ კიდევ არსებით გავლენას ახდენა პროდუქციის ფასებსა და სხვა სექტორების შემოსავლებზე. ამ პერიოდსითვის საქართველოში ინფლაცია 10%-ს უტოლდებოდა.

ინფლაციის მაჩვენებელი და მისი გამომწვევი მიზეზები 2022 წელს

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის შედეგად გამოწვეყლუ ეკონომიკური გავლენა 2022 წლის მეორე კვარტლიდან მნშვნელოვნად შემცირებულია, საქართველო კვლავ მაღალი ინფლაციის დონეს ებრძვის. 2021 წლის რეკორდულ მაჩვენებლებთან შედარებით, ინფლაცია მცირედით, რამდენიმე პროცენტით არის შემცირებული. მაგალითისთვის, ჯერ კიდევ 2022 წლის ოქტომბერში ინფლაცია 10.6% იყო. ნოემბერში მაჩვენებელი 10.4%-მდე შემცირდა.

ინფლაციის მთავარი ზეგავლენის სექტორი კვლავ სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ბიზნესი იყო. საქართველოში მნიშვნელოვნად გაზიარდა ნებისმიერი ტიპის საკვები და სასმელი პროდუქციის ფასი. კონკრეტულად საშუალო ზრდის მაჩვენებელი 17%-ს უტოლდება თუმცა რიგითი პროდუქტების შემთხვევაში, ზოგიერთის ფასი 2-ჯერ ანდ 3-ჯერ გაიზრდა. მაგალითისთვის ფქვილის ფასი ამ მცირე დროის მანძიზე 83%-ით გაიზრდა. სარეცხი საპნის ფასი 43%-ით ხოლო რძის პროდუქტების ფასი დაახლოებით 40%-ით გაიზარდა.

ფასების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა უძრავი ქონების შესყიდვის და ქირავნობის კუთხითაც. ეს მეტ წილად ქვეყანაში რუსი მიგრანტების მასიურმა შემოსვლამ და მეპატრონეებისა და კომპანიების მიერ ფასების არაკონტროლირებადმა, თვითნებურად ზრდამ გამოიწვია. საშუალოდ უძრავ ქონებაზე ფასი 16%-ით გაიზარდა. ასევე გაიზარდა ფასები საოჯახო ნივთებზე, რომელშიც იგულისხმება როგორც ავეჯის ასევე ერთჯერადი გამოყენების ნივთების საფასური. წინა წელთან შედარებით ფასები 9.6%-ით არის გაზრდილი.

ბევრად მცირეა იმ პროდუციის სია, რომელთა ფასებიც შემცირდა. ეს მეტ წილად მათზე არსებული დაბალი მოთხოვნით იყო გამოწვეული. კონკრეტულად, მსგავს პროდუქტებში ერთიანდება ქალის ქვედაკაბა, რომლის დასი 26%-ით შემცირდა, ყურძენი, რომელიც დაახლოებით 20%-ით შემცირდა და კომპიუტერული ტექნიკის ფასი, რომელმაც ფასის 22%-იანი ცვლილება განიცადა.

სურსათის ფასების ცვლილებასთან მიმართებით, განსაკუთრებით პრობლემური იყო ნოემბრის თვე სადაც რიგ პროდუქტებზე, როგორიცაა პომიდორი, კიტრი, ბადრიჯანი და სხვა სასურსათე პროდუქტები ფასები 50%-70%-ით გაძვირდა.

ამ ყოველივეზე მთავრობის მთავარი რეაგირება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვება იყო. კონკრეტულად, 26 ოქტომბერს ჩანიშნული სხდომის შედეგად, 11%-იანი განაკვეთი უცვლელი დარჩა. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც რიგ მაჩვენებლებში პოზიუტიური ცვლილება ფიქსირდება არის ეროვნული ვალუტის შედარებით გრძელვადიანი გამყარება, რამაც თავისთავად დადებითი გავლენა მოახდინა სხვადსხვა სექტორზე, განსაკუთრებით საერთაშორისო ვაჭრობის სფეროზე.

რაც შეეხება საქართველოს რეიტინგს, სხვა ქვეყნების ინფლაციურ მაჩვენებლებთან მიმართებით, 2022 წლის შედეგების ფონზე, საქართველო 76-ე ადგილს იკავებს. აღნიშნულ სიაში, პირველ ადგილს ზიმბაბვე იკავებს, სადაც ფასების საერთო ზრდა 255%-ს აჭარბებს. ასევე მაღალია ფასების ზრდა თურქეთში, სადაც დაახლოებთ 85%-იანი ინფლაცია ფიქსირდება. რუსეთის ფედერაციაში, მიუხედავად მიმდინარე მოვლენებისა შენარჩუნებულია 12%-იანი ინფლაცია, აზერბაიჯანში მაჩვენებელი დაახლოებით 14% ხოლო სომხეთში 9%-ია.

რას უნდა ველოდეთ 2023 წლის დასასრულს?

ინფლაციის ნიშნულებთან მიმართებით ოფიციალური პროგნოზი ჯერჯერობით უცნობია. გაურკვეველი მდგომარეობა მეტ წილად გამოწვეულია მიმდინარე გლობალური მოვლენების არაპროგნოზირებადი ხასიათით. IMF-ს ბოლო შეფასების შედეგად, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა მცირედით შემცირდება. მათი აზრით, ზრდის მაჩვენებელი 4%-მდე დაიკლებს. ბოლო პროგნოზი მნიშვნელოვნად ჩამორჩება წინა მოსაზრებას, სადაც IMF მიიჩნევდა, რომ ზრდა 5.8%-იანი იქნებოდა.

ვინდაინ პროგნოზი ნეგატიურად შეიცვალა, მიჩნეულია, რომ ქვეყანაში ინფლაციის არსებული დონე კვლავ შენარჩუნდება. მთავარი პრობლემა კი ფასების უკონტროლო ზრდაა, რაც ყველაზე მეტად სურსათის სექტორს და შესაბამისად ადგილობრივ მოსახლეობას აზიანებს. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით უცნობია თუ ინფლაციიის რა დონეს უნდა ველოდეთ 2023 წლის მეორე ნახევარში. ერთაერთი რაც მკვეთრად ცნობილია არის ის რომ 2023 წლის პირველი და მეორე კვარტალი კვლავ მაღალი ინფლაციით და რთული ეკონომიკური მდგომარეობით იქნება დახასაითებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *