ქართული კომპანიები ლონდონის ბირჟაზე – 2022 წლის შეჯამება

ქართული კომპანიები ლონდონის ბირჟაზე – 2022 წლის შეჯამება post thumbnail image

ლონდონის საფონდო ბირჟა უძველესი და ერთ-ერთი ყველზე მნიშვნელოვანი გაცვლითი პლატფომაა, რომელიც გამოირჩევა ბაზრის საერთო მაღალი ღირებულებითა და მრავალმხრივი ვაჭრობის მოცულობით. აქვე აღსანიშნავია რომ ლიკვიდურობის კუთხით, მსოფლიოში ლიდერია და ბევრ კონკურენტულ უპირატესობას ფლობს. ლონდონის საფონდო ბირჟაზე ოპერირება კომპანიისთვის გაზრდილ პერსპექტივებს და უამრავ ახალ შესაძლებლობას ნიშნავს, რაც არა მარტო ფინანსური არამედ იმიჯის შექმნის კუთხითაც გამოიხატება.

ბოლო რამდენიმე წელია ქართული კომპანიები საკმაოდ აქტიურად და წარმატებით არიან ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილნი. ჯამში საქართველოდან, 2020 წლამდე  4 მსხვილი კომპანია იყო წარმოდგენილი. ესენია თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, საქართველოს კაპიტალი და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი.  2020 წლიდან კი სიას საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი გამოეთიშა. თითოული კომპანიის შედეგები დადებითი ზრდის ტემპით გამოირჩევა რაც არა მარტო აღნიშნული კომპანიებისთვის არის პოზიტიური, არამედ უდიდეს დადებით გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკის სექტორზე და მზარდი ეკონომიკური მაჩვენებლების ჩამოყალიბებაში.

მოცემულ სტატიაში დღეს მოკლედ გაგაცნობთ თუ როგორ ოპერირებენ ქართული კომპანიები ლონდონის საფონდო ბირჟაზე და ასევე ყურადღებას გავამახვილებთ 2022 წლის საბოლოო შედეგებზე რაც გამორჩეულად პოზიტიურ შედეგს ასახავს.

ქართული კომპანიების ღირებულება და ოპერირება ლონდონის საფონდო ბირჟაზე

მიუხედავად გარკვეული გამოწვევებისა და ფინანსური პრობლემებისა, საბოლოო ჯამში ოთხივე ქართული კომპანია წარმატებით ართმევს თავს ლონდონის საფონდო ბირჟაზე ოპერირებას. თითოეულის ღირებულება მნიშვნელოვან ზრდას განიცდის ყოველწიურად. 2019 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს ბანკ,ა 226 ათასზე მეტი ფასიანი ქაღალდის გასხვისება მოახერხა, რომელთა საერთო საფასური 2.9 მილიონ ფუნტს აღემატება. მსგავსად დადებითი შედეგი ჰქონდა საქართველოს კაპიტალს, რომელმაც 945 000 ფუნტის ღირებულების შემოსავალი მიიღო 96 000 ფასიანი ქაღალდის გაყიდვიდან. თიბისი ბანკის მონაცემების მსგავსად წარმატებული იყო. კონკრეტულად კომპანიამ 3.1 მილიონი ფუნტის შემოსავალი მიიღო და გაყიდა 240 000 აქცია.

შესაბამისად, 2019 წლის საბოლოო მონაცემების მიხედვით, რომელიც Galt & Taggart-ის კვლევას ეყრდნობა, ღირებულების საერთო ოდენობით ლიდერობდა თიბისი ბანკი რომელის საბაზრო კაპიტალზიაციამ 720 მილიონ ფუნტს გადააჭარბა. მას მოსდევს საქართველოს ბანკი 633 მილიონით. მესამე ადგილს იკავებს საქართველოს კაპიტალი, 354 მილიონით და ბოლო ადგილზეა საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი, 257 მილიონის ღირებულებით.

მიუხედავად გაზდილი საბაზო ღირებულებისა, ოთხივე კომპანიის აქციები 2019 წელს, მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, საქართველოს ბანკის შემთხვევაში, გაუფასურდა 6.4%-ით, ხოლო თიბისი ბანკი აქციები 13.2%-ით. შედარებით მცირე იყო აქციების გაუფასურების მაჩვენებელი საქართველოს კაპიტალისთვის, სადაც ნიშნული 5%-ზე მეტი იყო და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფისთვის, რომლის აქციები 4%-ით გაუფასურდა.

შედარებით წარმატებული აღმოჩნდა 2021 წელი ქართული კომპანიებისთვის. მაგალითად საქართველოს ბანკის აქციების ფასმა დაახლოებით 6.2%-იანი ზრდა განიცადა, რაც 2020 და 2019 წლის მაჩვენებლებთან შედარებით მნიშვნელოვანი წინსვლა იყო. აღსანიშნავია, რომ კომპანია საფონდო ბირჟაზე 2006 წელს შევიდა და გახდა პირველი ქართული კომპანია რომელიც გაწევრიანდა ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სიაში.

რაც შეეხება საქართველოს კაპიტალს, ის ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2018 წლიდან ოპერირებს. კომპანია ბევრი ქართული ფირმის წილს ფლობს. მაგალითისთვის მის ნაწილობრივ დაქვემდებარებაშია ისეთი კომპანიები როგორიცაა m2 და ალდაგის სადაზღვეო ფირმა. საქართველოს ბანკის მსგავსად, საქართველოს კაპიტალმა წინა წლებთან შედარებით 2021 წელი დადებითი შედეგით დაასრულა და აქციების ფასი 6.2%-ით გაზარდა რაც ჯამურად 287 მილიონ სტერლინგს შეადგენდა.

თიბისი ბანკიც ზემოთხსენებული კომპანიების მსგავად წარმატებით ოპერირებს ბირჟაზე. ის 2014 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერს საბანკო სექტორში. 2021 წლის მანძილზე, კომპანიამ მცირედით განიცადა აქციების ფასის შემცირება რაც დაახლოებით 1%-ს უდრიდა. თუმცა წლის ბოლოს, სხვა ქართული კომპანიების მსგავსად, წარმატებით დაასრულა წელი. 2021 წელს მისი საერთო საბაზრო ღირებულებამ 562 მილიონ სტერლინგს გადააჭარბა.

რაც შეეხება საქართველოს ჯანდაცვას, მან 2020 წელს დატოვა ლონდონის საფონდო ბირჟა თუმცა წინა წლებში საკმაოდ აქტიურად და წარმატებით ოპერირებდა ბაზარზე. სხვადასხვა შიდა და მაკროეკონომიკური ფაქტორების თვალსაზრისით, სადაც პანდემიამ ასევე დიდი როლი ითამაშა, კომპანიამ ბაზრიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

2022 წლის შედეგები ლონდონის საფონდო ბირჟაზე

2021 წლის მსგავსად, 2022 წელიც თითქმის სამივე კომპანიისთვის წარმატებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ზრდა მნიშვნელოვნად მაღალი არ იყო, კვლავ შენარჩუნებული იქნა 2021 წლის დადებითი ტრენდი, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა კომპანიათა პერსპექტივები 2023 წლისთვის.

კონკეტულად საქართველოს კაპიტალის შემთხვევაში აქციის ფასები მცირედით გაიზარდა. მიუხედავად ამისა 2022 წლის ბოლო კვირის მონაცემების მიხედვით აქციის ფასი შემცირდა დაახლოებით 2.6%-ით, რამაც ერთი აქციის ფასი 7.30 გირვანქა სტერლინგამდე შეამცირა. კომპანიისთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო 2022 წლის მეოთხე კვარტალი, სადაც საქართველოს კაპიტალმა აქციების ფასი 12.31%-ით გაზარდა. საბოლოო ჯამში, კომპანიის საერთო ღირებულება მცირედით გაიზარდა და 340 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტი შეადგინა.

რაც შეეხება საქართველოს ბანკს, 2022 წლის ბოლო კვირის შედეგების მიხედვით, კომპანიამ მოახერხა გაეზარდა აქციის ფასი 1.56%-ით. დღევანდელი მონაცემების მიხედვით, ერთი აქციის ფასი 26 გირვანქა სტერლინგს აღემატება. საერთო კაპიტალიზაციის ოდენობაც გაზრდილია და შეადგენს 1.28 მილიარდ სტერლინგს. რაც შეეხება ბოლო კვარტლის მონაცმებს, საქართველოს ბანკმა აქციის ფასები 25%-ით გაზარდა, რაც მნიშვნელოვანი წარმატებაა.

საქართველოს ბანკის მსგავსად წარმატებული წელი ჰქონდა თიბისი ბანკსაც. ბოლო კვირის მონაცემების მიხედვით აქციათა ფასმა დაახლოებით 6.20%-ით მოიმატა. ბანკისთვის ბოლო კვარტალი საკმაოდ წარმატებული იყო. აქციის ფასი 33.2%-ით გაზიარდა და შეადგინა 22.70 გირვანქა სტერლინგი. რაც შეეხება ჯამურ ღირებულებას, ის 1.25 მილიარდ სტერლინგს აჭარბებს. გამომდინარე მსგავსად დადებითი შედეგებისა, პროგნოზები სამივე კომპანიისთვის საკმაოდ დადებითია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *