მილიონერის პროფილი – კახა ბენდუქიძე

მილიონერის პროფილი – კახა ბენდუქიძე post thumbnail image

მილიონერის პროფილი – კახა ბენდუქიძე

დაბადების თარიღი: 20/04/1956

ჯამური ქონება: $1 მილიარდი

კახა ბენდუქიცე დაიბადა 1956 წლის 20 აპრილს. ის იყო ქართველი ბიზნესმენი, პოლიტიკოსი და ფილანტროფისტი. ის ითვლება ადამიანად, რომელმაც საქართველო გარდაქმნა. მან დააარსა ცოდნის ფონდი და იყო თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. კახა ბენდუქიძე განათლებით იყო ბიოლოგი. მან წამოიწყო თავისი ბიზნესი ”ბიოპროცესი” 1987 წელს, რომელიც აწარმოებდა ბიოქიმიკატებს სამეცნიერო კვლევისთვის.  ის მალევე შევიდა რუსეთის წამყვან ლიბერტარიანელების სიაში.  რუსეთის ხელისუფლებაში ვლადიმირ პუტინის მოსვლის შემდეგ კახა ბენდუქიძემ გადაწყვიტა დაეტოვებინა ეს ქვეყანა და სამშობლოში, საქართველოში დაბრუნებულიყო.

მოღვაწეობა პოლიტიკაში

ვარდების რევოლუციის შემდეგ, მალევე, რაც ის საქართველოში დაბრუნდა, დაინიშნა ეკონომიკის მინისტრად ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2004 წელს. სწორედ აქ დაიწყო მისი პოლიტიკური მოღვაწეობა საქართველოში. მას შემდეგ რაც ის ეკონომიკის მინისტრი გახდა, 2004 წლიდან სხვადასხვა თანამდებობებზეც მსახურობდა, მათ შორის ისეთებზე, როგორებიცა არის რეფორმების კოორდინაციის მინისტრი (2008 წლის იანვარი) და საქართველოს მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელი (2008 წლის თებერვლიდან 2009 წლის თებერვლამდე). გარდა ამისა, ის ასევე იყო ლიბერალური რეფორმების ავტორი საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავდა პოსტ-საბჭოთა ეკონომიკისა და სოციალური ფონის გარდაქმნას ქვეყანაში.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშნა, რომ ბენდუქიძის წარმატებულ პოლიტიკურ მოღვაწეობას ქვეყანაში ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მისი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, საქართველომ წლიური 9.3%-იანი ეკონომიკური ზრდა განიცადა 2004 დან 2007 წლებში. გარდა ამისა, უცხოური ინვესტიციების შემოდინება ქვეყანაში დაახლოებით 4-ჯერ გაიზარდა. ასევე საყურადღებოა ისიც, რომ საქართველომ ოთხჯერ შეამცირა გადასახადები, ხოლო სავალდებულო ლიცენზიების რაოდენობა 90%-ით შეამცირა. ამასთან, კახა ბენდუქიცის თანამდებობაზე ყოფნის დროს მოხდა შრომის ბაზრის ლიბერალიზაცია. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ცოდნის ფონდი კახა ბენდუქიძემ 2007 წელს დაარსა. ეს ორგანიზაცია საქართველოში განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა.

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები

ყველაზე მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი ფაქტი, რაც კახა ბენდუქიძის თაოსნობით შეიქმნა არის თბილისის თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები. მან აზია-აფრიკის ინსტიტუტისა და ESM -ის შეერთებით შექმნა თავისუფალი უნივერსიტეტი, რომელიც ქვეყანაში ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტია დღემდე. გარდა ამისა, აღადგინა აგრარული უნივერსიტეტი და ცოდნის ფონდის მფლობელობაში შეიყვანა ეს უკანასკნელიც. კახა ბენდუქიძის მიზანი იყო, რომ შეექმნა მაღალი დონის საგანმანათლებლო სივრცე ქვეყანაში, სადაც ქართველი ახალგაზრდები კარგი განათლების მიღებას შეძლებდნენ მისაღებ ფასად. გარდა ამისა, კახა ბენდუქიძემ ხელი შეუწყო ქვეყანაში მაღალი ხარისხის სამეცნიერო კვლევას.

ცოდნის ფონდი, რომლის თავმჯდომარე ბენდუქიძის გარდაცვალების შემდეგ მისი შვილი, ანასტასია ბენდუქიძე გახდა, დღემდე დებს ახალგაზრდა თაობის განათლებაში დიდ ინვესტიციას. ეს უკანასკნელი დღემდე აფინანსებს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სასწავლო და კვლევით ინფრასტრუქტურასა და სტუდენტთა სწავლის გადასახადს, რაც ბევრად უფრო ხელმისაწვდომს ხდის სტუდენტებისთვის აღნიშნულ უნივერსიტეტებში სწავლებას.

კახა ბენდუქიძის მისი მიზანი იყო, რომ საუკეთესო განათლების მიღების საშუალება ჰქონოდა ყველა მოტივირებულ ახალგაზრდას – განურჩევლად მათი მატერიალური მდგომარეობისა. ის ამ უკანასკნელს თავის ყველაზე დიდ მიღწევად თვლიდა, რადგანაც მას სჯეროდა, რომ ქვეყნის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა, სწორედ განათლებული ახალგაზრდები არიან. სწორედ კახა ბენდუქიძის დამსახურებაა, რომ დღეს საქართველოში სტუდენტებს მაღალი ხარისხის განათლების მიღება შეუძლიათ კვალიფიციური პროფესორებით დაკომპლექტებულ სივრცეში- თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *