საქართველოში საავიაციო საწვავის იმპორტი შემცირდა

საქართველოში საავიაციო საწვავის იმპორტი შემცირდა post thumbnail image

ნავთობპროდუქტების იმპორტი საქართველოში წლებია აქტიურად მიმდინარეობს. წლიური სტატისტიკა მეტ წილად დადებთ ტრენდებსა და მაჩვენებლებს გამოკვეთს. აღსანიშნავია, ორი მიზნობრივი პროდუქტი, რომელიც საქართველოში განსაკთრებით მაღალი სიხშირით გამოიყენება, ესენია საავტომობილო და საავიაციო საწვავი. მიუხედავად მუდმივი მზარდი სტატისტიკისა, 2023 წლის დაწყებიდან დღემდე, საავიაციო საწვავის იმპროტი არსებითად შემცირდა. თუმცა საავტომობილო საწვავის იმპორტის მზარდი სტატისტიკა კვლავ შენარჩუნებულია. სწორედ ამ ყოველივეზე ვისაუბრებთ დღეს.

2023 წლის სტატისტიკა ნავთობპროდუქტების იმპორტზე

ნავთობპროდუქტების იმპორტის კუთხით, რომელშიც ასევე მოიაზრება საცხებ–საპოხი მასალების შემოტანის სტატისტიკაც, საერთო სტატისტიკა შენარჩუნებულია. ერთადერთი გამონაკლისი საავიაციო ნავთია, რომლის იმპორტის მოცულობა წინა წლის მაჩვენებლთან შედარებით არსებითად შემცირდა. დავიწყოთ საცხებ–საპოხი მასალებით, რომელიც გასული 5 თვის მანძილზე, ქვეყანამ თითქმის 9 ტონის მოცულობის შეიძინა. ეს კი წინა წლის ანალოგიური მაჩვენებლის 9%–იან ზრდას ნიშნავს. ამ პროდუქტის მხრივ, მთავარი პარტნიორი ქვეყნების სია კვლავ უცნობია და ლიდერობს თურქეთი.

კონკრეტულად, მეზობელი სახელმწიოდან 2 ტონამდე საცხებ–საპოხი მასალების იმპორტი განხორციელდა. ეს კი სრული მოცულობის 22%–ს აღემატება. ლიდერ პარტნიორ ქვეყნებში ასევე კვლავ ერთიანდება ირანი, გერმანია და აზერბაიჯანი. ჯამში, ირანიდან და გერმანიიდან განხორციელდა 3 ტონამდე მასალების იმპორტი, ხოლო აზერბაიჯანიდან. 0,54 ტონის, რაც საერთო მოცულობის 6%–ს შეადგენს.

იმპორტი ეკონომიკური მაჩვენებლების გაზრდაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ბუნებრივია დადებითად აისახება ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობებში სხვა სახელმწიფოებთან. უშუალოდ არა თუმცა არსებითად, იმპორტის სექტორს შეხება აქვს ინდივიდებზეც, ანუ მოსახლეობაზე. ქვეყნის მსგავსად საერთაშორისო მარკეტზე ჩართვა ტრეიდინგის საშუალებითაა შესაძლებელი. თუ ამაზე უფრო მეტი გაინტერესებს, გაეცანი მეტ ინფორმაციას ქვემოთ:

რამდენად შემცირდა საავიაციო საწავავის იმპორტი საქართველოში

როგორც უკვე აღინიშნა საავაციო საწვავის შემოტანა ქვეყანაში მცირედით შემცირდა. ამ სტატისტიკაზე ჯერჯერობით ოფიციალური მიზეზი არ დასახელებულა, თუმცა გვაქვს ოფიციალური მონაცემები. კონკრეტულად, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, მიმდინარე წლის იანვარ–მაისის პერიოდში, საავიაციო ნავთობის იმპორტი 2.3%–ითაა შემცირებული, რაც 1 100 ტონიან სხვაობას უდრის. ეს იმას ნიშნავს, რომ 2023 წლის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში შემოვიდა 46 000 ტონამდე ნავთობი, როცა წინა წლის იანვარ–მაისის პერიოდში, 47 000ზე მეტი.

სტატისტიკის ცვლილების მიუხედავად, არ შეცვლილა პარტნიორი ქვეყნების ლიდერთა რეიტინგი. საავიაციო ნავთობის უდიდესი ნაწილის იმპორტს საქართველო თურქმენეთიდან ახორციელებს. ეს საერთო იმპორტის 51%–ს აღემატება და დაახლოებით 23.5 ათას ტონა ნავთობს უდრის.  9 400 ტონა ნავთობის იმპორტს ახორციელებს ქვეყანა საბერძნეთიდან. ასევე დიდი რაოდენობით საავიაციო ნავთობის ყიდვა ხდება აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *