მაღალი შემოსავლის მქონე მოსახლეობის წილი საქართველოში

მაღალი შემოსავლის მქონე მოსახლეობის წილი საქართველოში post thumbnail image

შემოსავლების სამსახური ყოველწლიურად აქვეყნებს მონაცემებს იმის შესახებ, თუ რამდენმა ადამიანმა მიიღო წლის მანძილზე თვიურად 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი. მონაცემები განსაკუთრებით საინტერესოა არსებული მაღალი ინფლაციის და გაძვირებული პროდუქტების ფონზე, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა სიღარიბის დონეც. სიღარიბის დონესთან მიმართებით, 2022 წლის ოფიციალური სტატისტიკა კვლავ უცნობია, თუმცა ცნობილია ის, რომ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც 100 000 ლარზე მეტი აქვთ შემოსავალი, მცირედით გაიზარდა. ყოველივე ამაზე უფრო დეტალურად დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ.

2021 წელთან შედარებით, მაღალი შემოსავლის მქონე პირების რაოდენობა გაიზარდა

2022 წლის ბოლო მონაცემების მიხედვით, იმ პირების რაოდენობა, რომლებიც თვის განმავლობაში, 100 000 ლარზე მეტ შემოსავალს იღებენ 1 183-ია. მათი საერთო შემოსავალი გადასახადების გადახდამდე დაახლოებით 446 მილიონი ლარია, რაც ერთ პირზე საშუალოდ 377 000 ლარს გულისხმობს. 2021 წლის იგივე სტატისტიკის მიხედვით კი, მაღალშემოსავლიანთა რიცხვი 1 085 იყო. 2020 წელს იგივე მაჩვენებელი მხოლოდ 223 ადამიანს მოიცავდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის მიერ დაწესებული გადასახადის გამოკლებამდე, თუ პირების საერთო შემოსავალი 2020 წელს დაახლოებით 75 მილიონი ლარი იყო, 2021 წელს მოცემული მაჩვენებელი 425 მილიონ ლარამდე იყო გაზრდილი.

ასევე მცირედით გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც თვეში 40 000 ლარზე მეტი შემოსავალი უფიქსირდებოდათ. 2022 წელს, მსგავს პირთა რაოდენობამ 3 738 ადამიანი შეადგინა. ეს 2020 წლის მონაცემებთან შედარებით, 6.4%-ით გაზრდილი შედეგია.

საშუალო შემოსავლის ოდენობის მქონე პირების ზრდა 2020 წლიდან 2022 წლამდე

რაც შეეხება საშუალო შემოსავლის მქონე პირებს, რომელთა თვიური ფულადი ნაკადი არ აღემატება 2 400 ლარს, ისინი დასაქმებულთა 32.6%-ს შეადგენენ. 2021 წლის მონაცემებთან შედარებით, მათი რაოდენობა დაახლოებით 6%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2020 წლის შედეგებთან მიმართებით, 12.2%-ით. შედარებით მაღალი, 9 600 ლარამდე თვიური შემოსავლის მქონე პირების რაოდენობა, კი უფრო მკვეთრად გაიზარდა. 2021 წელთან შედარებით, მსგავსი პირების წილი დაახლოებით 29%-ით გაიზარდა. 2020 წლის შედეგებთან შედარებით, კი გაიზარდა 76%-ით.

შედარებით ყველაზე მაღალი წილი ფიქსირდება სტატისტიკაში, სადაც თვიური შემოსავალი 600 ლარამდეა. სხვა სახელფასო ჯგუფების მსგავსად, 2021 წელთან შედარებით, წინა წელს მათი რადოენობა 3.2%-ით გაიზარდა, ხოლო 2020 წელთან შედარებით, დაახლოებთ 8%-ით.

სახელფასო ჯგუფების მკვეთრი ზრდა ბოლო სამი წლის მანძილზე ბევრი ფაქტორით არის განპირობებული. პირველ რიგში, ეს ეხება პანდემიის შემდგომი ეკონომიკური გაჯანსაღების პერიოდს, რომელიც საკმაოდ ნელა მიმდინარეობს. ამას თან ერთვის ინფლაციის მაღალი დონე და ინდივიდუალური ხარჯების მკვეთრი ზრდა. აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის ეს მონაცემები რეალურ სურათს არ ასახავს, რადგან საქართველოში არაოფიციალურიად დასაქმებულთა რაოდენობა, რომლებიც ნაღდი ფულით, ერთჯერადად იღებენ ხელფასს, საკმაოდ მაღალია და მათი სტატისტიკური აღრიცხვა, შეუძლებელია.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *