ტრაილერების ბიზნესის როლი საქართველოს ეკონომიკურ სექტორში

ტრაილერების ბიზნესის როლი საქართველოს ეკონომიკურ სექტორში post thumbnail image

საქართველო მიჩნეულია, როგორც სატრანზიტო დერეფანი, რაც გამოწვეულია ქვეყნის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობით. შესაბამისად, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, გამოიყენოს მდებარეობა, სატრანზიტო ბიზნესის განსავითარებლად. ბოლო წლების მანძილზე, სწორედ აღნიშნული სექტორი იყო საქართველოს ბიზნეს სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი.

ამას მოწმობს უახლესი მონაცემებიც, სადაც სატრანზიტო ბიზნესიდან შემოსავლმა, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. თუმცა არა მხოლოდ 2022 წელი გამოირჩეოდა მსგავსი დადებითი შედეგებით, არამედ 2021-იც, რაც ქვეყნისთვის არსებითად მნიშვნელოვანი წინსვლა იყო. 2020 წლის ეკონომიკური ზარალის ფონზე, საქართველოსთვის 2021 წელს, ამ ბიზნესიდან შემოსული თანხა ერთგვარი დამხმარე ფაქტორი იყო, საერთო ეკონომიკური ნიშნულების გაუმჯობესებაში. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ თუ როგორი იყო 2021 და 2022 წელი სატრანზიტო, ე.წ ტრაილერების ბიზნესებისთვის და ასევე განვიხილავთ სამომავლო პერსპექტივებს, სადაც ექსპერტების მიერ, დადებითი პროგნოზები იკვეთება.

რა როლი ითამაშა სატრანზიტო ბიზნესმა 2021 წლის ეკონომიკურ კრიზისში

2021 წლის დასაწყისი საქართველოსთვის გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა. ეს ეხებოდა არა მარტო ფინანსურ და ეკონომიკურ მდგომარეობას, არამედ სხვა სექტორებსაც. 2020 წლის ეკონომიკურმა რეცესიამ ქვეყანაში 6%-ს გადააჭარბა, რამაც 2021 წელი ფინანსურად კიდევ უფრო გარდამტეხ პერიოდად აქცია. პირველი კვარტალი გამოირჩეოდა ნულოვანი შემოსავლებით ტურიზმის და ბიზნეს სექტორებიდან. შესაბამისად, ინფლაციის მაჩვენებელი იყო მაღალი.

აქედან გამომდინარე, 2021 წლის სრული პროგნოზი არც ისე დამაიმედებელი იყო. ბევრი მიიჩნევდა, რომ ქვეყანა პანდემიამდელ მდგომარეობას ვერანაირად დაუბრუნდებოდა. მიუხედავად ამისა, 2021 წლის მეორე და მესამე კვარტლის შედეგებმა შედარებით გააუმჯობესა მდგომარეობა და ქვეყნის ეკონომიკა რეცისისგან და სტაგანციისგან გამოიყვანა. კონკრეტულად, წლის ბოლომდე, საერთო ეკონომიკური მაჩვენებელი 4.3%-ით გაიაზარდა. სწორედ აღნიშნულში მიუძღვის დიდი წვლილი სატრანზიტო ბიზნესს.

მაგალითისთვის, 2021 წლის თებერვალში, როცა ქვეყანაში ტურისტული სექტორი სრულიად გაჩერებული იყო, განხორციელდა დაახლოებით 60 000 ვიზიტი, რომელთაგან 90% ტრაილერების მძღოლები იყვნენ. სატრანზიტო ბიზნესი იყო ის ერთადერთი საერთაშორისო სექტორი, რომელიც პანდემიისა და ეკონომიკური რეცესიის პერიოდში, შედარებით აქტიურად მუშაობდა. ეს კი დადებითად აისახა როგორც ტურიზმის, ასევე ეკონომიკის სექტორებზე.

სატრანზიტო ბიზნესი საქართველოში 2022 წელს

მიუხედავად იმისა, რომ ამ ბიზნესისთვის 2021 წელი პოზიტიური აღმოჩნდა, 2022 წელი კიდევ უფრო დიდი წარმატებით დასრულდა. საქართველომ რეკორდული ოდენობის შემოსავალი მიიღო საავტომობილო გადაზიდვების ბიზნესიდან, რამაც 100 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

შესაბამისად, შედეგები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია 2021 წელთან შედარებით. მაგალითისთვის გზათსარგებლობიდან მიღებული შემოსავალი 1.7-ჯერ მეტია 2021 წელს მიღებულ შემოსავალთან შედარებით. აღნიშნულმა 112 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. რაც შეეხება სატრანზიტო დერეფანში გადაადგილებულ ტრაილერების რაოდენობას, აქაც რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და შეადგინა დაახლოებით 39 000 ტრაილერი. ამ შემთხვევაში მიღებულმა შემოსავალმა 13 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ამ ასპექტშიც, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია 2021 წლის შედეგები. კერძოდ, 57.5%-ით გაზრდილია ტრაილერთა რაოდენობა, რაც დაახლოებით 14 000 გადაადგილებით მეტს გულიხმობს.

საბოლოოდ, რომ შევადაროთ 2021 წლის შედეგები წინა წლის მაჩვენებლებს, მიღებულმა შემოსავალმა დაახლოებით 50%-იანი ზრდა განიცადა. 2021 წელს სექტორმა ბიუჯეტში 60 მილიონ ლარზე მეტი შეიტანა, როცა 2022 წელს მაჩვენებელი 112 მილიონს აღწევს.

დადებითი ტენდენცია ძირითადად ორი ფაქტორით იყო განპირობებული. პირველ რიგში ეს ეხება გაზრდილ და მეტად აქტიურ პარტნიორობას საერთაშორისო გადამზიდ კომპანიებთან, რამაც ავტომატურად გაზარდა სატვირთო გადაზიდვების რაოდენობა. ასევე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა გზათსარგებლობის საფასურის გაზრდამ. კონკრეტულად 2022 წლის ზაფხულამდე, საფასური ერთ ტრაილერზე 200 ლარს შეადგენდა, თუმცა ივნისის დადგენილების შემდეგ, საფასური 350 ლარამდე გაიაზრდა.

ვინაიდან 2022 წელი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა გზათსარგებლობის სექტორისთვის, პროგნოზები 2023 წლისთვის კიდევ უფრო დამაიმედებელი და პოზიტიურია. ვინაიდან 2023 წელს საერთაშორისო ბიზნესი კიდევ უფრო თავისუფალია კოვიდ რეგულაციებისაგან და არასტაბილური საერთაშორისო პოლიტიკური მდგომარეობა კვლავ უცვლელია, მოთხოვნა გადამზიდ სექტორზე კიდევ უფრო იზრდება. საქართველო, როგორც სატრანზიტო დერეფანი კი ამ მხირვ მნიშვნელოვანი რგოლია. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ შემოსავალი ტრაილების ბიზნესიდან კიდევ უფრო გაიზრდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *