რატომ არის ზოგიერთი ადამიანი მდიდარი ზოგიერთი კი ღარიბი?

რატომ არის ზოგიერთი ადამიანი მდიდარი ზოგიერთი კი ღარიბი? post thumbnail image

ადამიანებს ხშირად აწუხებთ შეკითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემა ერთი შეხედვით რთულია, მაგალითად – რატომ არსებობს უთანასწორობა და რატომ არის ზოგიერთი ოჯახი ან ადამიანი მდიდარი, როდესაც სხვები ღარიბები არიან. ერთი შეხედვით რთული ასახსნელია, თუმცა ყველაფერს აქვს ლოგიკური ახსნა. დედამიწის არსებობის განმავლობაში კლასობრივი და სოციალური უთანასწორობა მუდმივად არსებობდა. ხშირად სოციალური უპირატესობა კლასობრივიდან გამომდინარეობდა, მაგალითად, გავიხსნოთ მონარქია – მეფეეები, თავადები, თავად-აზნაურები და გლეხები. თუმცა დღეს, როდესაც მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში ამგვარი კლასობრივი დაყოფა აღარ გვხვდება, მაინც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით სოციალურად სხვადასხვა საფეხურზე მყოფ ადამიანებს.

დღეს, როდესაც განათლების მიღება გაცილებით მარტივია, ვიდრე ეს ოდესმე იყო და ჩვენს გარშემო უამრავი მრავალფეროვანი შესაძლებლობებია, მაინც არსებობენ ადამიანები რომლებიც არიან მდიდრები და მათ გვერდით ადამიანები, რომელთაც შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობები გააჩნიათ. ყველაზე უცნაური ამ ამბავში კი ისაა, რომ ხშირად განსხვავება მდიდარ და ღარიბ ადამიანებს შორის ძალიან მცირეა. აქ არ ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებიც უეცრად ლატარიით გამდიდრდნენ ან დიდი მემკვიდრეობა მიიღეს. აქ ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომელთაც შეძლეს თავად შეექმნათ კარგი ფინანსური სიტუაცია და მიაღწიეს ფინანსურ დამოუკიდებლობას.

ალბათ შეხვედრიხართ ადამიანებს, რომლებიც თითქმის ერთსადამავე სიტუაციაში არიან, ერთნაირი განათლება აქვთ, ერთნაირად მუშაობენ, თუმცა მათგან ერთი ფინანსურად წარმატებულია, მეორე კი ვერაფრით ახერხებს მომდევნო თვემდე თავის გატანასაც კი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ ერთნაირი შესაძლებლობები აქვთ, ერთი სტარტი და ერთი მარათონი აქვთ გასარბენი, თუმცა ფინიშის ხაზთან ერთი ყველაფრით მიდის, მეორე კი არაფრით.

რატომ არის ზოგიერთი ადამიანი მდიდრები და ზოგი კი ღარიბი?

ალბათ იცნობთ ადამიანს, რომელიც ძალიან ჭკვიანია, კარგი განათლება აქვს და თითქოს ყველაფერი მზად აქვს რომ წარმატებული იყოს და დროთა განმავლობაში გამდიდრდეს მაგრამ ამას ვერ ახერხებს. მეორეს მხრივ, შეიძლება იცნობთ ან გსმენიათ ადამიანის შესახებ, რომელიც არ გამოირჩევა განსაკუთრებული უნარებით, თუმცა გამდიდრებას მარტივად ახერხებს. ასეთ დროს შეიძლება გითქვამთ, რომ ცხოვრება უსამართლოა, მაგრამ ნამდვილად უსამართლობაა ეს ცხოვრებას დააბრალო. საქმე ისაა, რომ ზოგიერთ ადამიანს არ შეუძლია გამდიდრდეს, მხოლოდ და მხოლოდ მისი შეხედულებებისა და ჩვევების გამო, ის ადამიანები კი, რომელთაც სწორი წარმოდგენა და შეხედულებები აქვთ ფულის შესახებ, ხშირ შემთხვევაში ახერხებენ ამას.  წლების წინ, როდესაც პირველად დავინტერესდი პერსონალური ფინანსებით და მეც მქონდა ზემოთ უკვე ბევრჯერ გამეორებული კითხვა – რატომ არის ზოგიერთი ადამიანი მდიდარი და ზოგიერთი ღარიბი – წავიკითზე რობერტ კიოსაკის არაჩვეულებრივი წინგი “მდიდარი მამა, ღარიბი მამა” რომელიც კარგად ხსნის განსხვავებებს მდიდარ და ღარიბ ადამიანებს შორის. წიგნში ავტორი გვიყვება ორი ადამიანის – ერთი ნამდვილი მამის, ხოლო მეორე მენტორის შესახებ, რომელთაც დიდი გავლენა იქონიეს მასზე. ავტორის ნამდვილი მამა განათლებული და პატივცემული კაცია რომელიც ბევრს მუშაობს და შვილსაც ამას ასწავლის. ხოლო ავტორის მეგობრის მამა, მისი მენტორი, განათლებით ვერ დიაკვეხნის და ცდილობს ავტორს ფინანსების მართვა ასწავლოს. ალბათ იმის თქმა ზედმეტია, რომ ავტორის მამა ღარიბი მამაა, ხოლო მენტორი კი მდიდარი მამა. წიგნზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ, თუმცა გირჩევთ წაიკითხოთ. აქაც ბევრ რჩევას შეხვდებით, რომელიც სწორედ კიოსაკის წიგნითაა ინსპირირებული.  მაშ ასე, რა განასხვავებს მდიდარ ადამიანებს ღარიბი ადამიანებისაგან?

მდიდარ ადამიანებს ფულის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ

სანამ ფულთან დამოკიდებულებაზე საუბარს დავიწყებდეთ, აუცილებელია ავღნიშნოთ რომ დიდი განსხვავებაა ღარიბ და ფინანსურად ცუდ სიტუაციაში მყოფ ადამიანს შორის. შესაძლოა თქვენ არ გქონდეთ ფული, თუმცა გაქვთ შესაძლებლობა რომ ფული გამოიმუშაოთ და დროთა განმავლობაში გამდიდრდეთ. ხოლო მენტალურად ღარიბი ადამიანისთვის ეს შესაძლებლობა თითქმის არ არსებობს. იმისთვის, რომ ცარიელი საფულიდან სავსე საფულემდე მიხვიდეთ, საჭიროა დათმოთ თქვენი მოძველებული შეხედულებები და სხვა თვალით შეხედოთ ფულს.

მდიდარ და ღარიბ ადამიანებს ფულის მიმართ რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ. ღარიბ ადამიანებს როგორც წესი, ფულის მიმართ უარყოფითი, ხშირად სიძულვინარევი დამოკიდებულება აქვთ. იმიტომ, რომ მათთვის ფული ყოველთვის არასაკმარისია და შესაბამისად მუდმივად პრობლემებთან ასოცირდება. ღარიბ ადამიანებს ფული ყოველთვის გასაცემი, გადასახდელი ან დასაბრუნებელი აქვთ. რამდენადაც ხშირად საკმარისი ფული არ აქვთ, ისინი მუდმივად ფულთან დაკავშირებულ სტრესში არიან.  მეორეს მხრივ, მდიდარი ადამიანებისათვის ფული ვალდებლებასთან არ ასოცირდება, არამედ შესაძლებლობებთან. შესაბამისად, მათთვის ფული პოზიტიურია და მასზე ფიქრი ქმნის დაცულობისა და სხვა დადებით შეგრძნებებს.

ღარიბი ადამიანები მუშაობენ ფულისთვის

როგორც კიოსაკი აღნიშნავს, ღარიბი ადამიანები მუშაობენ ფულისთვის, ხოლო მდიდარი ადამიანები ამუშავებენ ფულს, თავიანთი კეთილდღეობისათვის. თუ თქვენ ნახავთ ისეთ ღარიბ ადამიანს, რომელზეც ვსაუბრობთ და კითხავთ უყვარს თუ არა ფული, ეს კითხვა შეიძლება მისთვის შეურაცმყოფელიც კი აღმოჩნდეს. “მე ფულისთვის არ ვმუშაობ!” ამაყად იტყვიან ის, როდესაც დღის განმავლობაში რვა საათზე მეტს სწორედ მხოლოდ და მხოლოდ ფულისთვის მუშაობს.

იგივე შეკითხვა რომ მდიდარ ადამიანს დაუსვათ, ის დადებით პასუხს გაგცემთ თავისუფლად, გარკვეული კომპლექსების გარეშე. რატომ არ უნდა გიყვარდეს ფული თუ ის საშუალებას გაძლევს არ ინერვიულო მომავალ დღეზე, გქონდეს სახლი რომელზეც მუდმივად ოცნებობდი და დაისვენო საუკეთესო კურორტებზე?

ღარიბი ადამიანის მენტალიტეტის მქონე ადამიანები მუშაობენ ძალიან ბევრს იმისთვის რომ მიიღონ ფულადი ანაზღაურება შესრულებული სამუშაოსთვის და იღებენ ზუსტად ამას. შესაბამისად, ისინი მუდმივად სიღარიბის ციკლში არიან მოქცეულები.

მდიდარი  ადამიანის მენტალიტეტის მქონე ადამიანები კი საკუთარ ფულს ამუშავებენ იმისთვის, რომ მათი სიმდიდრე კიდევ უფრო გაზარდონ. ისინი მუშაობენ ცოდნის, გამოცდილებისა და კონტაქტების მისაღებად და ქმნიან დანაზოგებს, რომლითაც ინვესტიციებს ახორცილებენ. შესაბამისად, მათი ფული მუშაობს მაშინაც, როდესაც თავად ამ ადამიანებს სძინავთ. ამიტომაც არიან ისინი მდიდრები.

მდიდარი ადამიანები ფინანსურად განათლებულები არიან, ღარიბები – არა

ღარიბ ადამიანებს არ აქვთ ფინანსური განათლება. არ ვგულისხმობ, რომ ღარიბი ადამიანები გაუნათლებლები არიან, ან რომ სიმდიდრისთვის აუცილებლად ბიზნესისა და ფინანსურ ფაკულტეტზე უნდა გქონდეთ ნასწავლი. სულაც არა. ფინანსური განათლება ჭირდება ყველას, ასაკისა და პროფესიის მიუხედავად, თუმცა რაც უფრო მალე დაინტერესდებით შეიძინოთ ეს ცოდნა, მით უფრო ადვილი იქნება თქვენთვის მომავლში სიმდიდრის დაგროვება.

მაგალითად, თუ ორი მეტად განათლებული ექიმიდან ერთს პირადი ფინანსური განათლება აქვს, ხოლო მეორეს კი არა, დარწმუნებული იყავით რომ პირველი ბევრად უკეთეს ფინანსურ სიტუაციაში იქნება ვიდრე მეორე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ორივე მათგანს ერთი რაოდენობის შემოსავალი ექნება.

ფინანსური განათლებისთვის არ გჭირდებათ რომელიმე კურსის აღება ან მენტორი/მასწავლებელი, რომელიც ამ ყველაფერს გასწავლით. დღეს ინფორმაციის მიღების ბევრი საშუალებაა. თუ გსურთ დათმოთ თქვენი ღარიბი მენტალიტეტი და საკუთარ თავს შეუქმნათ გამდიდრებისთვის ყველანაირი წინაპირობა წაიკითხეთ სტატიები და წიგნები, მოუსმინეთ ან უყურეთ ვიდეოებს ფინანსური განათლების შესახებ. ისწავლეთ როგორ მართოთ თქვენი პირადი ფინანსები, როგორ უხელმძღვანელოთ თქვენს პირად თუ საოჯახო ბიუჯეტს და ისწავლეთ ინვესტიციების შესახებ.

მდიდარი და ღარიბი ადამიანები

მდიდრებმა იციან რა არის აქტივები და ვალდებულებები

ღარიბი ადამიანები ვერ ანსხვავებენ აქტივებსა და ვალდებულებებს ერთმანეთისაგან. ისინი, როგორც კი რაიმე ტიპის დანაზოგს გააკეთებენ ყიდულობენ ვალდებულებებს, მაგრამ ჰგონიათ რომ სინამდვილეში აქტივებს ყიდულობენ.  მათ მოლოდინი აქვთ, რომ მათი შენაძენი აქტივია და შესაბამისად საჭიროების შემთხვევაში მისგან ფინანსურ სარგებელს მიიღებენ, როდესაც სინამვილეში ეს არა აქტივი არამედ ვალდებულებაა. ამის გამო ღარიბი ადამიანები არამხოლოდ იმედგაცრუებულები რჩებიან, არამედ ფინანსური დანაკარაგი აქვთ.

აუცილებელია სწორად განსაზღვროთ რა არის აქტივი და რა ვალდებულება. მდიდარი ადამიანები ვალდებულებაში არ აბანდებენ თავიანთ ფულს, ისინი ყიდულობენ აქტივებს და კიდევ უფრო მდიდრდებიან.

ღარიბი ადამიანები ფულს არასწორად ხარჯავენ

ფულის ხარჯვა მდიდარი და ღარიბი ადამიანების კიდევ ერთი განმასხვავებელი თვისებაა. მდიდარი და ღარიბი ადამიანები ფულს განსხვავებულად ხარჯავენ. ღარიბი ადამიანები ხშირად ცდილობენ თავი მდიდრებად წარმოაჩინონ, რისთვისაც ხშირად იღებენ ვალებს. მაგალითად, ალბათ გინახავთ ზოგიერთი ღარიბი ადამიანი, რომელსაც თვიდან თვემდე თავი ძლივს გააქვს, თუმცა სესხის ან განვადების საშუალებით ყიდულობს უკანასკნელი გამოშვების აიფონს, რენჯ როვერ პრადოს, ბრენდულ ტანსაცმელს და ხშირად შეამჩნევთ ძვირადღირებულ ივენთებზე. თავის მოჩვენება თითქოს უფრო მეტი შემოსავალი აქვთ, ვიდრე რეალურად, ღარიბი მენტალობის მქონე ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი.

მეორეს მხრივ, მდიდარ ადამიანებს არ ჭირდებათ იმის მტკიცება, რომ ისინი მდიდრები არიან. მათ ეს უბრალოდ არ აინტერესებთ. ისინი არ ყიდულობენ ისეთ მანქანებს ან ნივთებს, რომლებიც ხაზს გაუსმევს მათ სიმდიდრეს, არამედ იყენებენ იმ ნივთებს, რომელთა გამოყენებაც მათთვის მაქსიმალურად კომფორტულია. თქვენ ვერ იპოვით ადამიანს, რომელსაც მილიონები აქვს და ცდილობს მილიარდერივით გამოიყურებოდეს.

ღარიბი ადამიანები ფოკუსირებულები არიან შრომაზე, მდიდრები-ადამიანებზე

თქვენთვის ალბათ ხშირად უთქვამთ რომ მთავარია ბევრი იმუშაო და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. ეს ნამდვილად არ არის კარგი რჩევა. როგორც იტყვიან შრომა ნიჭზე გაცილებით მნიშვნელოვანია, თუმცა თავჩახრილი შრომა ყოველთვის არ მიგიყვანთ წარმატებამდე, განსაკუთრებით მაშინ თუ წარმატება ასე თუ ისე, საბანკო ანგარიშზე ნულებით იზომება.

შრომა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ შრომა გამდიდრებამდე ვერ მიგიყვანთ. როგორც ზემოთ ავღნიშნე, ღარიბი ადამიანები მუშაობენ ფულისთვის და მუშაობენ ისე, როგორც მათ ასწავლეს – ჩუმად და გულმოდგინედ. გაიხსენეთ რამდენი მშრომელი ადამიანი იცით თქვენს გარშემო რომელსაც ცუდი ფინანსური მდგომარეობა აქვს? – ალბათ ძალიან ბევრი.

მდიდარი ადამიანები ღარიბი ადამიანებისგან განსხვავებით მუშაობისას ფოკუსირებულები არიან გამოცდილების მიღებაზე, შესაძლებლობების დანახვაზე და რაც მთავარია ნეთვორქინგზე. ისინი ცდილობენ დაამყარონ ურთიერთობა საჭირო ადამიანებთან, რომელთაც ისეთივე მენტალობა აქვთ.  ასე წარმატების მიღწევა გაცილებით ადვილია.

ღარიბი ადამიანები ხედავენ წინაღობებს, მდიდარი ადამიანები შესაძლებლობებს

ეს ძალიან მნიშვნელოვანი განსვხავებაა. რამდენადაც ღარიბი ადაიმიანები სტრესულ სიტუაციაში არიან, ან უბრალოდ განაწყენებული და გაბრაზებულები არიან ყველაფერზე, რომ მათ არ აქვთ საკმარისი ფინანსური შესაძლებელობები, მათ დრო არ რჩებათ დაინახონ შესაძლებლობები და თანდათან ამ უნარს კარგავენ.  სამაგიეროდ ისინი მუდმივად ხედავენ წინაღობებს და ხშირად ამბობენ “ეს არ გამოვა”, “ეს არ შემიძლია”, “ამას ვერასდროს გავაკეთებ” და ა.შ.

მდიდარი ადამიანები ფოკუსირებულები არიან შესაძლებებლობების დანახვაზე და იყენებენ მათ როგორც კი დაინახავენ. ეს საშუალებას აძლევს გააფართოვონ მათი როგორც სამუშაო ასევე სანაცნობო წრე და შეიქმნან დამატებითი ფინანსური წყაროები.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *