მილიონერის პროფილი – ლევან გაჩეჩილაძე
მილიონერის პროფილი – ლევან გაჩეჩილაძე
დაბადების თარიღი: 20/07/1964 წელი
ჯამური ქონება: 10 მილიონი დოლარი
ლევან გაჩეჩილაძე დაიბადა თბილისში 1964 წლის 20 ივლისს, ის არის გამოჩენილი ქართველი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი. მან განათლება მიიღო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მათემატიკისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე. ის დაქორწინებულია და ჰყავს სამი შვილი. ლევან გაჩეჩილაძის ძმა არის ასევე ყველასათვის ცნობილი პიროვნება, გიორგი გაჩეჩილაძე, რომელიც არის მომღერალი, საზოგადოება მას ,,უცნობის” სახელით იცნობს.
ლევან გაჩეჩილაძის წარატება დაიწყო თავისი ფრანკო-ქართული ღვინის გაერთიანებით, რომელიც ჩამოაყალიბე თავისი კომპანია სახელად ,,Georgian Wines & Spirits” და ფრანგული კომპანია ”Pernod Ricard”. ეს ყველაფერი მოხდა ქვეყნისთვის ძალიან სენსიტიურ დროს, პოსტ-საბჭოთა პერიოდში. ლევან გაჩეჩილაძეს ჰქონდა თავისი იდეა, თუ როგორ უნდა გარდაექმნა ეს ინდუსტრია, ის მიიჩნევდა , რომ ფასები უნდა აწეულიყო ქართულ ღვინოებზე და გაზრდილიყო მათი მიწოდება ევროპაში. ამ მიდგომით გაჩეჩილაძემ $150 ათასი დოლარიდან $5 მილიონ დოლარზე მეტი კაპიტალის დაგროვება შეძლო, რაც იმ დროისთვის იყო უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობის ინვესტიცია, მოცულობის თვალსაზრისით. ამ ყველაფრის საბოლოო შედეგი იყო ის, რომ გაჩეჩილაძემ შეძლო ქართული ღვინის ბიზნესი და ზოგადად, ეს ინდუსტრია გადაიქცა მაღალი ხარისხის და პრემიუმ კლასის პროდუქტად.
მისი მიღწევების გამო, ლევან გაჩეჩილაძე მიიჩნიეს წლის ბიზნესმენად, ხოლო მისი კოპანია ,Georgian Wines & Spirits” დასახელდა წლის საუკეთესო კომპანიად 1999 წელს. ამჟამად ის ჩართულია მრავალ მნიშვნელოვან ბიზნეს საქმიანობაში. ის თავის ძმასთან ერთად არის ტელევიზია ,,მაესტროს” მფლობელი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლევან გაჩეჩილაძე საქართველოში განსაკუთრებით პოპულარული გახდა საზოგადოებაში, როდესაც მან 1999 წელს პოლიტიკური კარიერა დაიყო და მაშინაც, როდესაც 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. 1999 წელს გაჩეჩილაძე გახდა საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიის წევრი, რომლის პრეზიდენტიც მაშინ ედუარდ შევარდნაძე იყო. იმავე წელს გაჩეჩილაძე გახდა პარლამენტის წევრი. 2000 წლის სექტემბერში მან დატოვა ქართველოს მოქალაქეთა კავშირი და დააფუძნა ახალი გაერთიანება ,, ახალი ფრაქცია”, ჯგუფი, რომელსაც დავით გამყრელიძე ხელმძღვანელობდა. 2001 წლის ივნისში ,,ახალი ფრაქცია” გადაიქცა ახალ გაერთიანებად სახელად ,,ახალი მემარჯვენეების” პარტია. ამ გაერთიანების თავმჯდომარე კი თავად ლევან გაჩეჩილაძე გახდა.
პოლიტიკური მოღვაწეობა
საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ლევან გაჩეჩილაძე ასევე იყო ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე. იგი აღნიშნულ პოზიციაზე ყოფნის დროს იყო მრავალი რეფორმის ინიციატორი და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქვეყნის ეკონომიკური მდომარეობის გარდაქმნას. ლევან გაჩეჩილაძე აქტიურად მონაწილეობდა თბილისში 2007 წლის ნოემბრის დემონსტრაციებში. ის იყო ერთ-ერთ იმ ოთხი ადამიანიდან, რომელმაც შიმშილი დაიწყო საპარლამენტო არჩევნების წინ. მან ამ დროს ჭრილობაც კი მიიღო პროტესტის მსვლელობის დროს.
2007 წლის 12 ნოემბერს ლევან გაჩეჩილაძე დასახელდა 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატად. მისი კანდიდატურა მხარდაჭერილი იყო ,,გაერთიანებული ოპოზიციის” მიერ, რომელიც თავის მხრივ, შეადგენდა ათ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას. აღნიშნულ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა ნახევარზე მეტი ხმით 52.5%-ით. მიუხედავად სააკაშვილის გამარჯვებისა, ლევან გაჩეჩილაძე და მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევდა, რომ არჩევნები დიდწილად გაყალბებული იყო. მსგავსი პროცესები წარიმართა ასევე 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც, რაც გახდა იმის მიზეზი, რომ ლევან გაჩეჩილაძემ და რამდენიმე მისმა მხარდამჭერმა პოლიტიკოსმა უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე.
ლევან გაჩეჩილაძეს თავისი ბიზნეს საქმიანობის შედეგად ჯამში დაგროვებული აქვს 10 მილიონი დოლარის ქონება, და შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ ის ითვლება ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და მდიდარ ქართველად ქვეყანაში.