ფინანსთა სამინისტრომ ფასიანი ქაღალდები გაყიდა – რას ნიშნავს ეს?

ფინანსთა სამინისტრომ ფასიანი ქაღალდები გაყიდა – რას ნიშნავს ეს? post thumbnail image

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გამართა სახაზინო ობლოგაციებისა და ვალდებულებების აუქციონი. როგორც საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, მიმდინარე აუქციონზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ჯამში 70 მილიონი ლარის ღირებულების ნომინალური სახაზინო ობლიგაციები გაყიდა.

მათივე განცხადებით, აღნიშნული ფასიანი ქაღალდები 2 წლიანი ვადიანობის იყო. როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის შემაჯამებენ განცხადებაშია აღნიშნული, აუქციონში მონაწილეობა მიიღო საქართველოში არსებულმა სამმა კომერციულმა ბანკმა.

როგორც ირკვევა, მოთხოვნამ ჯამში შეადგინა 112 მილიონი ლარი. რაც შეეხება მინიმალურ საპროცენტო განაკვეთს, ის 9.920 პროცენტით განისაზრღვრა, ხოლო მაქსიმუმ 9.950 პროცენტით. რაც შეეხება საშუალო შეწონილ საპროცენტო განაკვეთს, მან 9.928 პროცენტი შეადგინა.

როგორც აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ შემაჯამებელ განცხადებაში, კუპონურმა საპროცენტო განაკვეთმა 9.875 პროცენტი შეადგინა. როგორც ცნობილი ხდება, კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

ასევე, სებსის განცხადებით, სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე, ფინანსთა სამინისტრომ 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაყიდა. აღნიშნულ აუქციონში ჯამში ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო მონაწილეობა და მოთხოვნა ჯამში 41 მილიონი ლარი იყო. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი – 9.900 პროცენტი, მაქსიმალური – 10.500 პროცენტი, საშუალო შეწონილი – 10.193 პროცენტი.

ჯამში კი, ორივე აუქციონიდან, საქართველოს მთავრობამ დამატებით 90 მილიონი ლარის ოდენობის შიდა ვალი აიღო.

რას ნიშნავს ეს?

თუ ფინანსურ ანალიტიკოს, ნიკა შენგელიას დავესესხებით, ფინანსთა სამინისტრო ამ გზებით ცდილობს რომ ბიუჯეტი შეავსოს, რათა დააბალანსოს ხარჯვითი ნაწილი. როგორც ის აღნიშნავს, მსგავსი რაოდენობის შიდა ვალის აღებამ, არაა გამორიცხული, რომ ლარი მცირედით გააუფასუროს. როგორც ნიკა შენგელია განმარტავს, ეს ბიუჯეტშიც იყო გათვალისწინებული.

როგორც ის აღნიშნავს, ნაწილს ადგილობრივი კომპანიები ან ბანკები შეიძენენ და გამოვა შიდა ვალი, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ ნაწილს, მათ ქვეყნის გარეთ არსებული ინსტიტუტები შეიძენენ და საგარეო ვალად კვალიფიცირდება.

როგორც ის აღნიშნავს, მსგავსი ნაბიჯების გადადგმა ხდება რათა ხარჯვითი ნაწილი დაბალანსდეს. ის ასევე ამბობს, რომ ეს ნაბიჯები ძირეულად არაფერს არ შეცვლის და უბრალოდ ხარჯვითი ნაწილის შევსება მოხდება. მან ასევე დაამატა, რომ იქიდან გამომდინარე, რომ პირველ სამ კვარტალში შემოსავლები ნაკლებია, კიდევ არის დაგეგმილი ფასიანი ქაღალდების გაყიდვა.

მიუხედავად იმისა, რომ გარე ვალი ყოველთვის უფრო დაბალ პროცენტშია, ის უცხოურ ვალუტაშია, რის გამოც, მისი განცხადებით, ყოველთვის ჯობია ისევ შიდა ვალის აღება. მეორეს მხრივ, ის ასევე აღნიშნავს, რომ ფასიანი ქაღალდების გაყიდვა, რა თქმა უნდა, დოლარზე მოთხოვნას ზრდის, რამაც თებერვლის დასაწყისში შესაძლებელია გამოიწვიოს ლარის გაუფასურება.

რას ნიშნავს სახაზინო ვალდებულება?

როგორც საქართველოს ეროვნული ბანკი განმარტავს, სახაზინო ვალდებულება გახლავთ ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული ერთ წლამდე ვადიანობის დისკონტური ფასიანი ქაღალდი. ამ ქაღალდების გაყიდვა ხდება დისკონტით, რომელიც, როგორც სებ-ი აღნიშნავს, ხდება ნომინალზე დაბალ ფასად.

სახაზინო ვალდებულებების გამოშვება ხდება ფინანსთა სამინისტროს მიერ და აუქციონი ტარდება საქართველოს ეროვნული ბანკის ელექტრონული სავაჭრო სისტემის მეშვეობით. ფასიანი ქაღალდის საბაზრო ფასის გაგება შესაძლებელია კომერციული ბანკების ვებ–გვერდებზე.

როგორი გავლენა ექნება ამ ნაბიჯებს ლარის კურსზე?

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ლარის კურსს საკმაოდ პოზიტიური მოძრაობა ჰქონდა, რაც ბევრისთვის მიანიშნებდა იმაზე, რომ საქართველოს ეროვნული ვალუტა მიდიოდა დასტაბილურებისაკენ. მაგრამ, როგორც ჩანს, ლარის გაუფასურება ჯერ კიდევ მოსალოდნელია.

2021 წელი საკმაოდ საინტერესო იყო ლარის კურსის მხრივ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ვალუტა რეკორდულ მინიმუმამდე რამდენჯერმე დაეცა, წლის ბოლოსკენ მაინც მოხერხდა შედარებით დასტაბილურება.

მაგრამ, როგორც ექსპერტები ამბობენ, სხვადასხვა მიზეზების გამო, მოსალოდნელია ქვეყნის ეროვნულმა ვალუტამ კვლავ განაგრძოს დაცემა.

როგორც ნიკა შენგელიამ განაცხადა, არ იქნებოდა სწორი რომ გვეთქვა, რომ ლარი მყარდება. მეტიც, მისი განცხადებით, ლარის კურსი საკმაოდ აქტიურად მოძრავია. როგორც ის აღნიშნავს, იანვრის ბოლოსა და თებევრლის დასაწყისისკენ, ქვეყანა უნდა ელოდოს ლარის შესუსტების ტენდენციებს.

როგორც ის ამბობს, შარშანაც მსგავსი სიტუაცია იყო ქვეყანაში, როდესაც მთავრობამ ფასიანი ქაღალდები გაყიდა. მისი განცხადებით, მსგავსი ნაბიჯები საკმაოდ ზრდის მოთხოვნას დოლარზე, რის შედეგადაც, საკმაოდ ლეგიტიმურია რომ ველოდებოდეთ ლარის გაუფასურებას.

მაგრამ, მისი განცხადებით, ეს გაუფასურება დრამატული არ იქნება და დაახლოებით, 3.15-3.20-ის ფარგლებში იმერყევებს. მისი განცხადებით, დღეისთვის საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს საკმარისი რეზერვები, რათა ქვეყნის ეროვნული ვალუტა არ გასცდეს ნახსენებ ფარგლებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *