Რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საქართველოზე

Რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საქართველოზე post thumbnail image

Უკრაინაში მიმდინარე მოვლენები უკიდურესი აღშფოთების საგანია მთელი მსოფლიოსთვის და მიუხედავად დაწესებული სანქციებისა, რუსეთი არ აპირებს დიპლომატიურად მიუდგეს ამ საკითხს. Დღითიდღე იმატებს ცნობები რუსული ძალების მობილიზების თაობაზე უკრაინის საზღვართან, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რუსული მხარე არ აპირებს მშვიდობიანად მოაგვაროს ეს კონფლიქტი. 

Მიმდინარე სიტუაცია რასაკვირველია შემაშფოთებელია საქართველოსთვისაც, რადგან ეს მნიშვნელოვნად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე. Ექსპერტების აზრით, ძალიან დიდი მასშტაბის პრობლემებს უნდა ველოდებოდეთ თუკი დიპლომატიური ძალისხმევა უშედეგო იქნება, რაც თითოეული მოქალაქის ყოველდღიურობაზე აისახება. 

გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

Ყველაზე დიდ გართულებებს უნდა მოველოდეთ ეკონომიკის სფეროში, რადგან ყველასათვის ცნობილია, რომ ომს უდიდესი გავლენა აქვს თითოეული ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. Რაც შეეხება საქართველოს, ამ ვითარების ფონზე მოსალოდნელი საფრთხეებია ვალუტის დევალვაცია და პროდუქტებზე ფასების ზრდა.

Ყველაზე დიდი ზრდა შესაძლოა შეეხოს პურის ფასს, რადგან ხორბლის 90% საქართველოში რუსეთიდან შემოდის და სხვა ქვეყნების ხორბლის შესყიდვა მნიშვნელოვნად გააძვირებს პურს, როგორც ეს ეკონომისტმა ნიკა შენგელიამ განაცხადა. 

Მისი თქმით, ერთი ალტერნატივა ხორბლის შემოსატანად არის ყაზახეთი და ამ შემთხვევაში 1 კგ პურის ფასი შესაძლოა 1.5 ლარი გახდეს, რადგან რუსეთი უფრო ახლოსაა და ამიტომ შემოტანაც შედარებით იაფი ჯდება. Ფასების მატებას ვიხილავთ ასევე უკრაინიდან შემოტანილ პროდუქციაში – ზეთზე, ცხიმებზე, კარაქზე და სხვა პროდუქტებზე.  

Ეკონომისტის აზრით, აგრეთვე მოსალოდნელია სხვადასხვა საფრთხეები, როგორიცაა ინვესტორების მიერ უარის თქმა ინვესტიციების განხორციელებაზე ჩვენს ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. Ასევე ტურისტების ნაკადის შეწყვეტა, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის. 

საქართველოს ეკონომიკაში უდიდესი წილი უჭირავს რუსეთიდან და უკრაინიდან ფულად გზავნილებს, რაც უახლოეს მომავალში საგრძნობლად შემცირდება სამუშაო ადგილების არ არსებობის გამო. 

sakarvelos ekonomika

Დასავლეთის ქვეყნები აცხადებენ, რომ უკიდურეს ზომებს მიიღებენ და უმკაცრეს სანქციებს დაუწესებენ რუსეთს თუ იგი განაგრძობს საომარ ვითარებას უკრაინაში. Ნიკა შენგელიას აზრით, ასეთ შემთხვევაში საქართველოსაც მოუწევს ამ სანქციებში ჩართვა და ჩვენთვის უკვე აღარ ექნება მნიშვნელობა რამდენ ხანში დასრულდება ომი, რადგან ეს სანქციები სავარაუდოდ ძალიან დიდ ხანს გასტანს. 

Ექსპერტი ეკონოკის საკითხებში აკაკი ცომაია კი შედარებით ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებს და ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკური კუთხით დასაკარგი ბევრი არაფერი აქვს, რადგან ჩვენს ქვეყანაში ახალი ინვესტორები არც აქამდე ჩანდნენ, პირიქით ძველებიც კი მხოლოდ წასვლაზე ფიქრობდნენ. Ასევე არ უნდა აღვშფოთდეთ ექსპორტის თაობაზე, ვინაიდან ისედაც მცირე მასშტაბის საქონელი შემოდიოდა როგორც რუსეთდან ასევე უკრაინიდან. Თუმცა გრძელვადიან პირობებსი რასაკვირველია სიტუაცია ბევრად გაუარესდება. 

Საზოგადოებისთვის ჯერ უცნობია რა გეგმები აქვს საქართველოს მთავრობას ზემოთ ხსენებული პრობლემების მოსაგვარებლად, რადგან მთავრობის წევრებს აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ. Ექსპერტების აზრით, საქართველომ დახმარების ხელი უნდა შესთავაზოს უკრაინას თუნდაც მცირედით, რადგან ახალა უკრაინელი ჯარისკაცებისთვის უბრალო ჩაფხუტების ჩუქებაც კი უმნიშვნელოვანესია. 

Ასევე უკრაინელი ხალხი აღმოჩნდება უკიდურესი პრობლემის წინაშე, რადგან მათ შესაძლოა ელემენტარული საარსებო საშუალებები აღარ დარჩეთ და მოუწიოთ მასობრივი მიგრაცია მეზობელი ქვეყნებისკენ. Ექსპერტების თქმით, ეს იქნება უდიდესი კატასტროფა, როცა მილიონობით უკრაინელი დაიწყებს თავშესაფრის ძიებას ევროპაში. 

Რაც შეეხება იმ საკითხს დაიძვრებიან უკრაინელი ლტოლვილები საქართველოსკენ თუ არა, ექსპერტების აზრი ორად იყოფა. Ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ვინაიდან საჰაერო ფრენები შეწყვეტილია ქვეყანაში ხალხი დაიწყებს სახმელეთო გზით გადაადგილებას, ხოლო უკრაინის სახმელეთო მეზობელი ქვეყნები არიან – პოლონეთი, უნგრეთი, მოლდოვა, სლოვაკეთი და რუმინეთი. 

Ასევე ნაკლებად მოსალოდნელია უკრაინელი ხალხის საქართველოში ჩამოსვლა შავი ზღვის გავლით, რადგან ვითარება დიდი ალბათობით დაიძაბება შავი ზღვაშიც, სადაც რუსებს საკმაოდ მყარი პოზიციები უჭირავთ. 

Მაგრამ ექსპერტების ნაწილი აგრეთვე მიიჩნევს, რომ ომის დროს ხშირია ხელოვნური ჰუმანიტარული დერეფნების გაკეთება ლტოლვილებისთვის, ასე რომ თუ სიტუაცია უკიდურესად დაიძაბება, არ არის გამორიცხული უკრაინელების ჩამოსვლა საქართველოში შავი ზღვის ან სხვა ქვეყნების მეშვეობით. 

Ვითარება კიევში 

Კიევში ახლა უკიდურესად დაძაბული ვითარებაა, თუმცა ქვეყნის წარმომადგენლებს ჯერ არ დაუკარგავთ ამ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების იმედი. Მათ აქტიური კომუნიკაცია აქვთ დასავლეთის ქვეყნებთან და ცდილობენ ყველანარი საშუალება გამოიყენონ რუსული ძალების შესაჩერებლად. Დასავლეთი კი თავის მხრის პირდება უკრაინას, რომ რუსეთი ძალიან ძვირად აგებს პასუხს ქვეყანაში შეჭრისთვის და მაღალი რანგის სტუმრები აქტიურად ჩადიან კიევში მხარდასაჭერად. 

ukrainis omi

Უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის თითოეული ქალაქი საიმედოდ არის დაცული და ისინი მზად არიან მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარებისთვის. Ის გამუდმებით იმეორებს, რომ კიევი მხოლოდ მშვიდობიან ხერხებს მიმართავს კონფლიქტის მოსაგვარებლად, რათა ხალხში პანიკა ჩაახშოს და მოსახლეობას იმედი მისცეს, თუმცა დაძაბული ვითარების ფონზე მას მოუწერია უკრაინის არმიის მობილიზება. 

Ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო ინფორმაციის მიხედვით რუსული საომარიტ ტექნიკა სრულ მზადყოფნაშია და რუსული ჯარი სწრაფად მიემართება უკრაინის საზღვრებთან. Ისინი აფრთხილებენ უკრაინას, რომ მოვლენები შეიძლება უკიდურესად სწრაფად განვითარდეს და შესაბამისად ამერიკელ მოსახლეობასაც მოუწოდეს უკრაინის ტერიტორიის დატოვებისკენ. 

Თავის მხრის ამერიკის შეერთებულ შტატებს მიბაძა რამდენიმე ქვეყანამ როგორიცაა – გერმანია, კანადა, ბელგია, დიდი ბრატანეთი, ავსტრალია, ლატვია, ფინეთი, ესტონეთი და სხვა. Ისინი აფრთხილებენ თავიანთ მოქალაქეებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ უკრაინა, ხოლო სამხრეთ კორეა კი ამ პროცესს სავალდებულოსაც კი ხდის და მოქალაქეებს კანონით პასუხს აგებინებს თუ უკრაინას დროულად არ დატოვებენ. 

Უკრაინის ხელისუფლება იძულებული გახდა ბიუჯეტიდან გამოეყო დაახლოებით 520 მილიონი ევრო ავიარეისების დასაზღვევად, რადგან ყველასათვის ცნობილია, რომ საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიებმა დააწესეს შეზღუდვები უკრაინის ავიარეისებზე. Უკრაინა კატეგორიულად აცხადებს, რომ ცა არ ჩაიკეტება! 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *