თებერვალში ჩამოსული რუსი და ბელარუსი ტურისტების რაოდენობა საქართველოში

თებერვალში ჩამოსული რუსი და ბელარუსი ტურისტების რაოდენობა საქართველოში post thumbnail image

2022 წლის თებერვალში საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა შეადგენდა 165 626 ადამიანს, რაც 35,4%-ით აღემატება პანდემიანდელ პერიოდის მაჩვენებელს 2019 წელს. Ხოლო რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს ჩვენ ვხედავთ 297%-იან ზრდას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანახმად. 

Თებერვალში Რუსი ტურისტების რაოდენება იყო 20,876 და პანდემიანდელ პერიოდს თუ შევადარებთ ეს რიცხვი 70%-ითაა შემცირებული, რადგან 2019 წელს ეს მაჩვენებელი 69,675-ს უდრიდა. 2020 წელს ეს რიცხვი 52,258 იყო, ხოლო 2021 წელს კოვიდ სიტუაციიდან გამომდინარე დაფიქსირდა რუსი ვიზიტორების ყველაზე მცირე მაჩვენებელი – 2,925.

Ბელარუსი ტურისტების რიცხვი საგრძნობლად დაბალი იყო 2022 წლის თებერვალში რუსებთან შედარებით, რადგან მხოლოდ 3,446 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 77,3%-ით მეტია პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით. Ხოლო 2021 წლის მონაცემებს თუ გადავხედავთ  ეს რიცხვი 744,6%-ითაა გაზრდილი. 

Რაც შეეხება მთლიან სურათს, 2022 წლის თებერვალში სულ ჩვენს ქვეყანას ეწვია 137 148 საერთაშორისო ტურისტი. Ეს რიცხვი შეადგენს 55,4%-ს 2019 წელს შემოსული ვიზიტორების, ხოლო გასულ წელთან შედარებით ჩვენ ვხედავთ 282%-იან ზრდას. 

Ტურისტების ვიზიტით მიღებულმა შემოსავალმა საქართველოში 2022 წელს შეადგინა 105,218,484 დოლარი, რაც 2021 წლის მონაცემებთან შედარებით 670,8%-იანი ზრდაა. 2019 წლის მონაცემების მიხედვით ეს რიცხვი ამ წლის მაჩვენებლის 62,2%-ს შეადგენს. 

Საქართველოში 2022 წლის თებერვალში შემოსული ტურისტები ქვეყნების მიხედვით (შედარებულია 2021 წელს)  – 

  1. Თურქეთი – 29,606 ტურისტი – 85,2%-იანი ზრდა;
  2. რუსეთი – 20,876 ტურისტი – 613.7%-იანი ზრდა;
  3. სომხეთი – 17,366 ტურისტი – 200.2%-იანი ზრდა;
  4. საქართველო (არარეზიდენტი) – 15,856 ტურისტი – 175.3%-იანი ზრდა; 
  5. ისრაელი – 8,779 ტურისტი – 19852.3%-იანი ზრდა;
  6. უკრაინა – 8,601 ტურისტი – 700.8%-იანი ზრდა; 
  7. აზერბაიჯანი – 7,562 ტურისტი – 91.4%-იანი ზრდა; 
  8. ყაზახეთი – 4,121 ტურისტი – 830.2%-იანი ზრდა; 
  9. ბელარუსი – 3,446 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 744.6%, (2019 – 1,944 ვიზიტორი);
  10. ირანი – 3,272 ტურისტი – 842.9%-იანი ზრდა; 
  11. საუდის არაბეთი – 2,728 ტურისტი, ზრდა წინა წელთან 68100.0%;
  12. უზბეკეთი – 2,723 ტურისტი – 116.8%-იანი ზრდა; 
  13. პოლონეთი – 2,080 ტურისტი, ზრდა წინა წელთან 10300.0%;
  14. ინდოეთი – 2,017 ტურისტი, ზრდა წინა წელთან 1244.7%;
  15. ფილიპინები – 1,716 ტურისტი – 8931.6.%-იანი ზრდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *