საპენსიო დანაზოგებს დარიცხული აქვს 60 მლნ ლარამდე სარგებელი

საპენსიო დანაზოგებს დარიცხული აქვს 60 მლნ ლარამდე სარგებელი post thumbnail image

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საპენსიო სააგენტოში დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა დანაზოგების ინვესტირება მიმდინარეობს საქართველოს კანონის შესაბამისად, მხოლოდ ნაკლებად რისკიან პორტფელში. ეს თემა ყოველთვის აქტიუალური იყო, არა მხოლოდ პენსიონერთა შორის, არამედ ქვეყნის ყველა მოქალაქესთვის, რადგან პენსონების, პენსიების გზრდის და საპენსიო დაგროვებითი სისტემის ბედი აბსოლუტურად ყველასთვის თანაბრად მნიშვნელოვანი არის. განსაკუთრებით დღევანდელ რეალობაში, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა განსაკუთრებით მერყევ მდგომარეობაშია პანდემიის მიერ შექმნილი სიტუაციის გამო.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კანონი მოიაზრებს სამი ტიპის პორტფელში ინვესტიციებს: ნაკლებადრისკიანსაშუალორისკიან და მაღალრისკიან პორტფელებში.

„ამავდროულად, კანონი პირველი ხუთი წლის განმავლობაში უშვებს მხოლოდ ნაკლებადრისკიან პორტფელში ინვესტიციებს. ამჟამად საპენსიო დანაზოგები ინვესტირებულია ქართულ კომერციულ ბანკებში, მხოლოდ დაბალი რისკის მქონე ინსტრუმენტებში და ერიცხება ბაზარზე არსებული საუკეთესო შესაძლო სარგებელი. დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა ინტერესების სასარგებლოდ, დღეის მდგომარეობით საპენსიო დანაზოგებს უკვე დარიცხული აქვს 60 მილიონ ლარამდე სარგებელი.

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკას განსაზღვრავს დამოუკიდებელი და პროფესიონალი წევრებით დაკომპლექტებული საინვესტიციო საბჭო, ხოლო საინვესტიციო საქმიანობას წარმართავს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური. საინვესტიციო საბჭოს წევრები არიან ამ დარგის საერთაშორისოდ აღიარებული სპეციალისტები, რომლებიც წამყვან პოზიციებს იკავებენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საპენსიო ფონდებში (ფინეთი, საფრანგეთი) და აქვთ უდიდეს ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობის გამოცდილება. საპენსიო სააგენტოში ინვესტირების პროცესის ყველა ეტაპზე ხდება რისკების სიღრმისეული ანალიზი და რისკების მართვა შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. სრულყოფილი საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავების შემდეგაც ინვესტიციები გაგრძელდება ისევ დაბალი რისკის მქონე პორტფელში, კაპიტალის ბაზრის ზოგიერთი დაბალრისკიანი ინსტრუმენტის გამოყენებით, „დაგროვებითი პენსიის“ შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად. საპენსიო სააგენტოში არ განიხილება კერძო ინვესტიციები“,- აღნიშნულია საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *