საქართველოს საფონდო ბირჟის დღიური საშუალო ბრუნვა 6 ლარია

საქართველოს საფონდო ბირჟის დღიური საშუალო ბრუნვა 6 ლარია post thumbnail image

2021 წლის თებერვლიდან აგვისტომდე საქართველოს საფონდო ბირჟაზე არცერთი ტრანზაქცია არ ფიქსირდება, ამიტომაც გასაკვირი არაა რომ აღნიშნულ თვეებში ბირჟის საშუალო ბრუნვა ნულ ლარს უდრიდა. სექტემბერის თვეში განხორციელდა ერთი ტრანზაქცია, რომლის შედეგადაც, დღიურმა საშუალო ბრუნვა ამჟამად ექვს ლარს უდრის. სექტემბრის თვეში განხორციელებული ტრანზაქცია კი სამწუხაროდ, მხოლოდ 137 ლარს შეადგენდა და ეს უკანასკნელი ეკუთვნის ლიბერთი ბანკს.

კიდევ ერთხელ უნდა გამოიკვეთოს ის ფაქტი, რომ თებერვლიდან მოყოლებული, მარტში, აპრილში, მაისში, ივნისში, ივლისსა და აგვისტოში საქართველოს საფონდო ბირჟაზე არ განხორციელებულა არცერთი ტრანზაქცია და სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ბირჟაზე საშუალო დღიური ბრუნვა ამ პერიოდის განმავლობაში 0 ლარს შეადგენდა. საქართველოს საფონდო ბირჟის მიერ მოწოდებული ცნობებით, ამჟმად ბირჟაზე 26 კომპანიის ფასიანი ქაღალდებია წარმოდგენილი და მათი ჯამური ღირებულება 763 მილიონ დოლარს შეადგენს.

როგორ ფუნქციონირებს საქართველოს საფონდო ბირჟა?

საქართველოს საფონდო ბირჟა არის ქვეყანაში არსებული ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარი, რომელიც USAID-ის ხელშეწყობით დაარსდა და ოპერირებს ამერიკელი ექსპერტების დახმარებით შემუშავებულ საკანონმდებლო ინიციატივების ფარგლებში. საქართველოს საფონდო ბირჟა აკმაყოფილებს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის მსოფლიოში არსებული პრაქტიკის ყველა ძირითად პრინციპს. საქართველო სთავაზობს მომგებიან საინვესტიციო პლატფორმას როგორც ლოკალურ, აგრეთვე უცხოელ ინვესტორებს.

საქართველოს საფონდო ბირჟის ფასიან ქაღალდებზე დადებული გარიგებების კლირინგსა და ანგარიშსწორებას ახორციელებს სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი“.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს საფონდო ბირჟა შეიქმნა ჯერ კიდევ 1999 წლის 12 იანვარს წამყვანი საბროკერო ორგანიზაციების, კომერციული ბანკების, სადაზღვევო კომპანიებისა და საინვესტიციო ფონდების მეშვეობით. საქართველოს საფონდო ბირჟის პრინციპები, ტრანზაქციები და სისტემები შემუშავდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით, ლიდერი ამერიკელი პროფესიონალების რეკომენდაციებზე დაყრდნობით.

გარდა ამისა, საყურადღებოა ასევე ის ფაქტიც, რომ საქართველოს საფონდო ბირჟის ელექტრონული სავაჭრო სისტემა სხვადასხვა კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს ივაჭრონ ათასობით სხვადასხვა აქციით. გარდა ამისა, ეს უკანასკნელი მათ საშუალებას აძლევს სამუშაო ადგილებიდან, რომლებიც განლაგებულია როგორც საქართველოს საფონდო ბირჟის სავაჭრო დარბაზში, ასევე საბროკერო ორგანიზაციების ოფისებში – ვირტუალურად წვდომის ტერმინალების მეშვეობით. 2016 წლის პირველი მარტის მდგომარეობით საქართველოს საფონდო ბირჟის სავაჭრო პლატფორმაზე 128 კომპანიის ფასიანი ქაღალდი იყო მოქმედი, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 0.653 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო რაც შეეხება ჯამურ დღიურ ბრუნვას, ეს უკანასკნელი ხუთი წლის წინ 35.20 ლარს შეადგენდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *