რომელია საუკეთესო დრო ფორექსზე ვაჭრობისთვის?

რომელია საუკეთესო დრო ფორექსზე ვაჭრობისთვის? post thumbnail image

ფორექსით ვაჭრობა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარი გზაა დამატებითი შემოსავლის მისაღებად, თუმცა გამომდინარე მისი რისკიანობიდან, ხშირად ადამიანები ერიდებიან ამ საქმის წამოწყებას. შეიძლება უცხო თვალისთვის ფორექს ვაჭრობა ძალიან რთულად გამოიყურებოდეს, თუმცა როდესაც მის მთავარ პრინციპებს უკეთ გაიცნობთ მიხვდებით, რომ სირთულეზე მეტად ეს ის სფეროა, რომელიც თქვენგან დროსა და ყურადღებას მოითხოვს. თუ ჯერ კიდევ არ იცით თუ როგორ ფუნცქიონირებს ფორექს მარკეტი შეგიძლიათ ძირითად პრინციპებს აქ გაეცნოთ. მარკეტს ბევრი თავისებურება აქვს, რომელიც განაპირობებს მის ასეთ მომგებიანობას და სწორედ ამ დეტალების კარგად შესწავლით შეგიძლიათ გახდეთ პროფესიონალი და წარმატებულად ივაჭროთ ფორექსით. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მახასიათებელი კი დროის სწორად გათვლაა. ეს არა მარტო სწორი გადაწყვეტილებების სწორ დროს მიღებას ნიშნავს, არამედ მოიცავს დღის საათებს როდესაც ვაჭრობა შედარებით მომგებიანია. ისევე როგორც საფონდო ბირჟა, სავალუტო ბირჟაც გარკვეული დროის ფარგლებში ფუნქციონირებს და შესაბამისად აუცილებელია იცოდეთ თუ როდის შეიძლება ყველაზე მომგებიანი სვლების გაკეთება. როგორც ყველა მსგავს საქმიანობაში, გათვლები ყოველთვის სწორი ვერ იქნება და შესაბამისად ხშირად მოგიწევთ დათმობაზე წასვლა ან არაპროგნოზირებადი ცვლიელბების გამო წაგებაზე. თუმცა როგორც უკვე ალბათ იცით, წაგებისა და მოგების ციკლი, ფორექს მარკეტის განუყოფელი ნაწილია. საქართველოში ფორექსით ვაჭრობა ჯერ კიდევ ახალი ფენომენია და ინფრომაცია ადგილობრივი მოცემულობის სასარგებლოდ გამოყენებაზე საკამოდ მწირია. თუმცა, მაინც არის შესაძლებელი საერთაშორიოს პრაქტიკიდან გამომდინარე გააკეთოთ სწორი და სასარგებლო არჩევანი გააკეთოთ, რათა მოგება თქვენი ვაჭრობის განუყოფელი ნაწილი გახდეს. ამისთვის კი სულ რამდენიმე კრიტერიუმი არის საჭირო.

მარკეტს 24 საათის განმავლობაში ვერ გააკონტროლებთ

განსხვავებით საფონდო ბირჟისგან რომელიც 24 საათი არ ფუნქციონირებს, ფორექს მარკეტი 24 საათიანია , კვირაში 5 დღის განნმავლობაში. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შეცდომა, რომელსაც ახლაგაზრდა ტრეიდერები უშვებენ არის ის რომ ,მიაჩნიათ რომ რაც უფრო მეტ ფინანსრურ ტრანზაცქიას განახორციელებენ, მათი მოგების შანსებიც უფრო გაიზრდება. ეს დამოკიდებულება სჯობს თავიდანვე უკან მოიტოვოთ და ვაჭრობას მხოლოდ წინასწარ გამოყოფილი განსაზღვრული დრო დაუთმოთ. შეუძლებელია მარკეტზე 24 საათის განმავლობაში ინფორმაციას აგროვებდეთ, რადგან ეს უარყოფითად იმოქმედებს თქვენს ემოციურ კეთილდღეობაზე, რომელიც თქვენი ფორექს ვაჭრობისთვისაც კი უაღრესად მნიშვენლოვანია. ის, რომ მარკეტი 24 საათის განამვლობაში ფუნქციონირებს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენ დღე-ღამის განამვლობაში მასზე სრული კონტროლი უნდა გქონდეთ. თქვენ აქტივებისგან გსურთ მოგება გაზარდოთ მაგრამ ამას ვერ იმაღწევთ მუდმივად ვაჭრობით, რადგან ეს უპირველესყოვლისა თქვენს რესუსრებს მალევე გამოლევს, ასევე მალევე დაგიკარგავთ მოტივაციას რომ გააგრძელოთ ტრეიდინგი. სანამ კონკრეტულ საათებში ტრეიდინგზე ფიქრს დაიწყებთ გაითავლისეთ ის, რომ მარკეტს და ცვლილებებს 24 საათის განავლობაში თვალს ვერ ადევნებთ და თავიდანვე დაზოგეთ ის დრო და ენერგია, რომელსაც ბევრი ახალბედა ფორექს ტრეიდერის უშედეგოდ ხარჯავს. ამის ნაცვალდ, შეეცადებთ უფრო დაბალნსებული მიდგომა გქონდეთ ამ საქმისადმი, რაც საბოლოო ჯამში ისევ თქვენ დაგტოვებთ მოგებულს, რადგანაც, ტრეიდერები რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში არ კარგავენ ამ საქმისადმი ინტერესს და მოტივირებული რჩებიან ყოველთვის მეტად პრივილეგირებულ პოზიციაზე რჩებიან, ვიდრე ისინი ვისაც გამდიდრება ფორექს ვაჭრობის დაწყებიდან თვეების და თუნდაც კვირების ვადაში სურთ.

გაეცანით მარკეტის საერთაშორისო გრაფიკს

ეს მარკეტი 24 საათის განმავლობაში იმიტომ მუშაობს, რომ მისი ცენტრები 4 სხავდასხვა დროის სარტყელში მყოფ  ქვეყნებში ფუნქციონირებს. მარკეტი ემთხვევა ამ ოთხივე ქვეყნების სამუშაო საათებს და შედეგად 24 საათის განმავლობაში, ერთ-ერთი მათგანი ყოველთის ფუნქციონირებს. ეს ოთხი მთავარი ცენტრი მდებარეობს ლონდონში, ნიუ იორკში, ტოკიოსა და სიდნეიში. მათ შორის ყველაზე გავლენიანი ლონდონის ბირჟაა, რომელშიც საერთაშორისო ვაჭრობის 34% არის ჩართული. ლონდონს ძლიერი გავლენა აქვს მარკეთის კეთილდღეობაზე და საკმაოდ შესაძლებლობები აქვს, რომ სერიოზული ცვლილებები გამოიწვიოს ტრენდები წამოიწყოს და ფორექს მარკეტის ამინდი შექმნას. რაც შეეხება ნიუ იორკის ბირჟას, ის მეორე ყველაზე გავლენიანი ბირჟაა მსოფლიოში, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ საერთაშორიოს ვაჭრობის 90%-ში დოლარი ფიგურირებს. რაც ხდება ნიუ იორკის ბირჟაზე მალევე აისახება ყველა სხვა ბირჟასა და ზოგადად ვაჭრობის მდგომარეობაზე მსოფლიოში. ნიუ იორკის ბირჟა ასევე განსაკუთრებული პოპულარობით გამოირჩევა და მას ხშირად ვხედავთ სხვადასხვა ფილმებსა თუ სერიალებში როგორც საერთაშორი ფინანსური მდგომარეობის ერთ-ერთ მთავარ მოქმედ პირს და ეს მართლაც შეესაბამება რეალობას. მესამე ცენტრი აზიაში, კერძოდ ტოკიოში მდებარეობს. ტოკიოს ფორექს ვაჭრობის ცენრი აზიაში პირველი ასეთ დაწესებულა იყო და დღემდე აზიური ტრანზაციების დიდი ნაწილი სწორედ ტოკიოს ბირჟის დახმარებით ხორციელდება. ის უსწრებს ისეთ გავლენიან ბირჟებს როგორებიც ჰონგ კონგისა და სინგაპურის მარკეტებია და ის მთელი რეგიონის მასშტაბით ყველაზე გავლენიანი ბირჟაა. ბოლო ბირჟა რომელიც წარმოადგენს მთელი ამ ინდუსტრიის ცენტრს სიდნეის ფორექს მარკეტია. ეს ის ადგილია სადაც მარკეტი პირველად იხსნება და დღის დასაწყისში საკამოდ ბევრი ტრანზაქცია სწორედ მისი საშუალებით ხდება. სიდნეი ერთგავრად დღის განწყობას კარნახობს დანარჩენ მარკეტებს და აძლევს სხვადასხვა ტრეიდერებს საშუალებას, რომ კვირას შუადღის პირველად გააკეთონ სვლების 2 დღიანი დასვენების შემდეგ.

კონკრეტული საათები

როგორც მიხვდებოდით 24 საათის განვალობაში 4-ვე მარკეტი არ ფუნქციონირებს, ისინი ერთმანეთს ენაცვლებიან. თუმცა ყველაზე მომგებიანი სწორედ ის პერიოდია, როცა ერთზემეტი მარკეტი არის გახსნილი და ფორექს ვაჭრობაც უფრო დიდ მოცულაბში მიმდინარეობს. ვაჭრობა სიდნეიში, ადგილობრივი დროით დილის 10 საათზე იწყება და პარასკევს დაახლოებით 6 საათზე იკეტება.  ის რომ ერთზე მეტი მარკეტი ფუქნიონირებს ნიშნავს, რომ მეტი ადამიანია ჩართული ვარობაში, ეს კი თავისთავად ნიშნავს, რომ მეტია შანსი რომ მნიშვენლოვანი ცვლილებები მოხდეს ვალუტის წყვილებში. ეს სწორედ ის მოცემულობაა, როცა თქვენ ყველაზე მეტი მოგების ნახვა შეგიძლიათ ასე რომ გამოითვალეთი თუ თქვენს ადგილობრივ დროზე, რომელ საათს დაემთხვევა რამდენიმე მარკეტის სამუსაო საათები და იმ მოკლე პერიოდში გამოყავით დრო ვაჭრობისთვის. ეს მიდგომა ყველა დაწყებისთის აუცილებელია, რათა თავიდან ზედმეტად არ დაიბნეთ და სულაც უარი არ თქვათ ამ საქმეზე. ერთი შეხედვით 24 საათიანი მარკეტის კონტროლი წარმოუდგენლად ჟღერს მაგრამ ეს ბევრად უფრო მარტივია როდესაც წინასწარ ცნობილია თუ რომელ საათებში არის ყველაზე მომგებიანი ამ საქმეზე დროის დახარჯვა. მართალია, რომ რადგანაც ეს ინფორმაცია ბევრმა იცის შეიძლება მოგებაც შედარებით ნაკლები აღმოჩნდეს, მაგრამ როდესაც შეეჩვევით ფორექსით ვაჭრობის პროცედურას და თავს უფრო კომფორტულად იგრძნობთ მაშინ  შეგეძლებათ შედარებით ექსპერიმენტული მიდგომებიც გამოიყენოთ და შესაბამისად თქვენი შესაძლო მოგების მოცულობაც გაზარდოთ, რადგანც ყველაზე დიდი მოგება ყოველთვის იმ ცვლილებას მოჰყვება, რომელსაც არავინ ელის, თუმცა ეს ტექნიკა მათთვის არის ვისაც მარკეტის სიღრმისეული გაგება აქვს და შეუძლია რამდენიმე ცვლილებით, სხვებისთის მოულოდნელი სვლებით საკუთარი ქონება გააორმაგოს კიდეც.

რომელი მარკეტების გადაკვეთას უნდე ველოდოთ?

როგორც ამ მარკეტების აღწერისას მიხვდებოდით, ყველა მარკეტი ერთნაირად მომგებიანი არ არის. და 4 ცენტრს შორის 2 აშკარა ლიდერია, ლონდონი და ნიუ იორკი. როდესაც ეს ორივე მარკეტი ერთდროულად ფუნქციონირებს საერთაშორის ვაჭრობის 70% სწორედ აქ ხდება. გამომდინარე იქიდან, რომ ევრო და დოლარი ორი ყველაზე პოპულარული ვალუტაა, როდესაც ეს ორი მარკეტი ფუქნციონირებს მარკეტის ნაკლებად სტაბილურია, რაც თქვენ მოგების ნახვის შანსს ბევრად ზრდის. საქარველოს ადგილობრივი დროით ეს პერიოდი საღამოს 5 საათიდან 8 საათამდე ვრცელდება რაც საკმაო დროა იმისთის რომ თქვენთვის სასურველი სავაჭრო სვლები გადადგათ. შემდეგი ყველაზე მომგებიანი გადაკვეთა სიდნეისა და ტოკიოს მარკეტებს შორის ხდება და საქართველოს ადგილობრივი დროით ემთხვევა პერიოდს დილის 11 საათიან 1 საათამდე. მესამე გადაკვეთა ლონდონსა და ტოკიოს შორის ხდება, თუმცა ეს წყვილი არ არის ისეთივე მომგებიან როგორხ დანარჩენი ორი.

დამათებითი ინფორმაცია

ეს საათები, რა თქმა უნდა, გაზრდის თქვენი წარმატების შესაძლებლობას, თუმცა ასევე სასურველია, რომ რადგან მარკეტს არ ადევნებთ მუდმივად თვალს, ეკონომიკურ სიახლეებს მაინც მიანიჭოთ მნიშვენლობა და თუნდაც ზედაპირულად იცოდეთ ასეთი სიახლეების შესახებ, რადგაც ესეც საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს ფორექს მარკეტზე და შესაბამისად შეიძლება მოულოდნელად არაპროგნოზირებადი ცვლილებებიც გამოიწვიოს. თუ თქვენ კარგად იქნებით ჩახედული საერთაშორიოს ეკონომიკურ მოვლენებში მაშინ არც ამის გაკონტროლება გაგიჭირდებათ და სხვა ახალბედებზე ბევრად უფრო დაწინაურებულ პოზიციაზე აღმოჩნდებით. ამის გათვალისწინებით და მომგებიან საათებში ვაჭრობით ფორექს მარკეტი თქვენთვის მალევე გახდება ძალზედ ნაცნობი და მომგებიანია. ეს ის შემთხევაა, რომლის დროსაც რაც უფრო მეტ პრაქტიკას დააგროვებთ, მით მეტად შეძლებთ რომ არაპროგნოზირებადი ცვლილებებიც კი იწინასწარმეტყველოდ, ეს კი ყველაზე ნათელი ნიშანი იქნება იმისა, რომ თქვენ უკვე წარმატებული ფორექს ტრეიდერი ხართ. თუმცა სანამ ეს გახდება თქვენი რეალობა, ვაჭრობისთვის მომგებიან საათებში მუშაობა და საერთაშორისო ეკონომიკაზე თვალის მიდევნება წარმატების გზაზე დაგაყენებთ და მალევე შეძლებთ თქვენი საკუთარი ფორექს ვაჭრობის სტარტეგია ჩამოაყალიბოთ.

ბოლო წლებში ფორექს მარკეტი ბევრად უფრო მისაწვდომი გახდა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არავითარი გამოცდილება არ აქვთ ამ საკითხში. ინტერნეტის მეშვეობის შესაძლებელია მოიპოვოთ ის ინფორმაცია, რომელიც დაგეხმარებათ რომ არ სფეროს რეალისტურად შეხედოთ და წინასწარვე მოემზადოთ იმ დაბრკოლებებისათვის რომელსაც ფორექს მარკეტი თავის მომხმარებლესბ ხშირად სთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე რისკებთან არის დაკავშირებული, დღესდღეობით ბევრად მეტია იმ ადამიანთა რიცხვი ვინც ვალუტით ვაჭრობას მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება და უზრუნველყოფს რომ არასდროს გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც მას სავალალო შედეგებამდე მიიყვანს. ის რაც ამ მარკეტს საინტერესოს ხდის არის ის, რომ გამოცდილი ტაქტიკებით შეიძლება შემოსავლის შოვნა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მოგებები სწორედ ისეთ სვლებს მოაქვს, რომლებსაც არავინ ელის. ეს არ ნიშნავს, რომ წარმატებული ტრეიდერები მუდმივად არალოგიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ. პირიქიტ მათ აქვთ საკამრისი გამოცდილება, რომ თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო ცვლილებების შედეგად მოახერხონ სამომავლო დიდი ცვლილებების წინსწარმეტყველება და შესაბამისად მოქცევა. ამასთანავე თუ კარგად იცნობს უკვე არსებულ ტექნიკებს თქვენთვის მარტივია იქნება მარკეტი გაგება და მოგებების მიღება, თუმცა თახა ნაკლებად მასშტაბური იქნება.

დღესდღეობით ფორექს ვაჭრობა ბევრისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა, ხოლო ისინი ვინც კარგად ერკვევა მარკეტში მთელს თავიანთ შემოსავალს სწორედ ამ საქმიდან იღებენ. თავდაპირველად არ არის მიზანშეწონილი, რომ თქვენი მთელი რესურსები ამ საქმეს მოახმაროთ, მაგრამ თუ აღმოაჩენთ, რომ ფორექს მარკეტის განსაკუთრებულად კარგად გესმით, ესეც შეიძლება რეალობად იქცეს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *