ქვეყანაში შეზღუდვები 1 თებერვალმდე გახანგრძლივდა
უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელიც 11 იანვარს გახდა ცნობილი, ქვეყანაში არსებული შეზღუდვების რეჟიმი გახანგრძლივდება 1-ელ თებერვლამდე. საბჭოს შეხვედრა პრემიერ გიორგი გახარიას მეთაურობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მთავრობის მეთაურის, გახარიას დავალებით, შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის დაწყებამდე, ინტენსიური შეხვედრები გაიმართება ბიზნესის წარმომადგენლებთან. შეხვედრების მთავარი მიზანია შეზღუდვების მოხსნის მომდევნო ეტაპს ისინი მაქსიმალურად მომზადებულები შეხვდნენ და უზრუნვეყოფილი იყოს ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები როგორც სავაჭრო სფეროში, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით.
უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭომ ასევე განიხალა ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფისთვის გადასადგმებლი აუცილებელი ნაბიჯები და მიმდინარე პროცესები და სამუშაოები საქართველოში.
ასევე, მათ ისაუბრეს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეც. შეხვედრისას აღინიშნა, რომ მოქმედი შეზღუდვების შედეგად, შეინიშნება ვირუსით ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური რაოდენობის კლება და სიტუაციის სტაბილიზაცია. მაგრამ, ამასთან, საბჭოზე ასევე განაცხადეს რომ ეს სიტუაცია არ უნდა გახდეს მოდუნების საფუძველი. შეხვედრისას აღნიშნეს, რომ კვლავაც ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიბების გატარება, როგორიცაა სოციალური დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება და სხვა მრავალი.
ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვები
თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ქვეყანაში არსებული შეზღუდვების მოხსნა დაწყებულიყო 16 იანვრიდან. მაგრამ, 11 იანვარს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა რომ შეზღუდვები შენარჩუნდება 1-ელ თებერვლამდე.
დღეის მდგომარეობით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე ქვეყნის მასშტაბით იზღუდება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით. ასევე იკრძალება ამ პერიოდში საჯარო სივრცეში ყოფნა.
გასული ორი თვის განმავლობაში გამონაკლისი იყო მხოლოდ 31 დეკემბრისა და 6 იანვრის ღამე. ქვეყნის მასშტაბით ასევე შეზღუდულია მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის, რკინიგზით, ავტობუსითა და სამარშუტო ტაქსით. მსუბუქ ავტობილებზე, ასევე ტაქსებზე, არ წესდება შეზღუდვა.
რესტორნები და კვების ობიექტები საქართველოში მხოლოდ გატანის სერვისებზე მუშაობენ. დაშვებულია მხოლოდ პროდუქციის გატანა, ანუ, ე.წ. takeaway. სახლში მიტანის სერვისი, ე.წ. ‘დელივერი’, და ავტომანქანით გატანა, ე.წ. ‘დრაივი’.
ქვეყანაში არსებული წესებიდან გამომდინარე ასევე იზღუდება ფიტნესდარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობაც. რაც შეეხება ყველა სახის კონფერენციებს, ტრენინგებს, კულტურულ და გასართობ ღონისძიებებს, მათი ჩატარება მხოლოდ ონლაინ ფორმატითაა დაშვებული. ასევე შეზღუდულია სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეებისა და სტუდიების საქმიანობაც. რაც შეეხება დიდ ქალაქებსა და კურორტებს, აქ დამატებითი შეზღუდვებია დაწესებული.
დამატებითი შეზღუდვები
როგორც უკვე გითხარით, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, დამატებითი შეზღუდვებია დაწესებული საქართველოს დიდ ქალაქებში და საკურორტო ქალაქებში. ეს ქალაქებია: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ფოთი, ზუგდიდი, თელავი, ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია. ამ ქალაქებში შეზღუდულია მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა. ასევე, დიდ და საკურორტო ქალაქებში
ასევე შეზღუდულია სავაჭრო ობიექტების მუშაობა, მათ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში შეუძლიათ საქმიანობა. ეს არ ეხება სურსათის, ცხოველთა საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების, ასევე, პრესის ჯიღურების.
ღია და დახურული ბაზრობები ასევე დაკეტილია ამ ქალაქებში და მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში. აგრარული ბაზრები აგრძელებენ მუშაობას. რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, სკოლებსა და პროფსასწავლებლებს, მათი ფუნქციონირება გაგრძელდება ონლაინ რეჟიმში.
სათხილამურო კურორტებზე სასტუმროების მუშაობა მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობადაა ნებადართული. ასევე შეჩერებულია სათხილამურო ტრასებისა და საბაგიროების ფუნქციონირებაც.
შეზღუდვები ქვეყანაში მაშინ დაწესდა, როდესაც კორონავირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდებოდა. ნოემბრის ბოლოს ქვეყანაში 5000 ახალი დადასტურებული შემთხვევა ვლინდებოდა. დღეისთვის, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების რაოდენობა შემცირდა, რისკები მაინც საკმაოდ დიდია. სწორედ ამიტომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში შეზღუდვები 1-ელ თებერვლამდე გახანგრძლივდა.