თბილისის მერია მცირე და საშუალო ბიზნესებს დახმარებას სთავაზობს
თბილისის მერმა კახა კალაძემ უკანასკნელ სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მან კოვიდ-19ის შედეგად გამოწვეული პანდემიის ფონზე დაზარალებულ მცირე თუ საშუალო ბიზნესებისთვის არაერთი ტიპის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა დააანონსა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ კახა კალაძეს ეს გეგმა არჩევნების პირველი ტურის წინასაარჩევნო კამპანიაში ჰქონდა შეტანილი. თბილისის მერის განცხადებით მოცემული პროგრამა 2022 წლიდან უნდა ამოქმედდეს და მასში მრავალი სახის ღონისძიება იქნება წარმოდგენილი.
კახა კალაძის განცხადება
კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მან შეიმუშავა არაერთი კომპანიისთვის დასახმარებელი პროექტები, რომლებიც მრავალმხრივია თავისი მასშტაბით. მაგალითად, მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალური საწარმოების მოიჯარეები თავისუფლდებიან 2021-2022 წლებში გადასახდელი საიჯარო გადასახადისგან. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წლიდან მოყოლებული შეინიშნება მრავალი მცირე თუ საშუალო ბიზნესის აქტივობების კლება, რაც მათ ჯამურ ზარალს ზრდიდა ბოლო ორი წლის განმავლობაში. ამიტომაც, თბილისის მერია მათ სთავაზობს საიჯარო ვადების კორექტირებას ორი წლით, რაც იმას გულისხმობს, რომ ამ უკანასკნელის გადახდის ვადებს მერია მათ ორი წლით გადაუვადებს. ამასთან, იმ პირებს, რომლებსაც 2020 წლის დასაწყისიდან 2022 წლის დასაწყისამდე დროის განმავლობაში გაუვიდათ ან გასდით საიჯარო კონტრაქტის ვადა მუნიციპალიტეტთან ან მუნიციპალურ საწარმოებთან, კახა კალაძე მათ ასევე სთავაზობს ამ საიჯარო უფლების ორი წლით გადავადებას.
გარდა ამისა, მოცემული დახმარების პროექტის ფარგლებში, ტურისტული ობიექტები გათავისუფლდებიან დასუფთავების გადასახადისგან. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ ,,ამავე პერიოდში, საიჯარო ხელშეკრულების გადასახადის პირგასამტეხლოების ჩამოწერა მოხდება. ტურისტული ობიექტები – რესტორნები, სასტუმროები და სხვები, ერთჯერადად გათავისუფლდებიან დასუფთავების მოსაკრებლისგან. პანდემიის შედეგად, მნიშვნელოვნად დაზარალდა ეკონომიკური სექტორი, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესი. ამიტომ, მნიშვნელოვანია მათი მხარდასაჭერი ღონისძიებების გაგრძელება.” – განაცხადა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის ბოლოდროინდელ სხდომაზე.