საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი 2022 წელს

საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი 2022 წელს post thumbnail image

საქართველოში პანდემიის შემდეგ, სავაჭრო მთლიანი ბრუნვისა და საგარეო ვაჭრობის სხვა ნიშნულებთან მიმართებით, მნიშვნელოვნად დადებითი ტენტენცია შეინიშნება. კონკრეტულად, 2020 წლის შემდეგ საშუალოდ 40%ით არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა, ექსპორტი, იმპორტი და მიღებული შემოსავლის რაოდენობრივი ნიშნულები. მზარდი ტენდენცია შეინიშნება ადგილობრივი ექსპორტიც მხრივაც.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემების მიხედვით, 2020 წლის გამოკლებით, დადებითი ტენდენცია 2017 წლიდან შეინიშნება. კონკრეტულად, ადგილობრივი ექსპორტის წლიური სავაჭრო ბრუნვა, 2017 წელს 955 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. 2020 წლამდე მოცემული ნიშნული 1.079 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც 2018 და 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, 12 მილიარდ აშშ დოლარით შემცირებულ ბრუნვას ნიშნავს. 2021 წელს, გამომდინარე იქიდან რომ კოვიდ რეგულაციები შედარებით შემსუბუქდა, წლიური ბრუნვა 1.38 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

ვინაიდან საერთაშორისო ვაჭრობის კუთხით, 2022 წელი შედარებით დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას,  საქართველოს საშუალება მიეცა მნიშვნელოვნად გაეუმჯობესებინა საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპორტის ნიშნულები. აღნიშნული 2022 წლის მონაცემებით ისტორიულ მაქსიმუმამდე 1.88 მილიარდ აშშ დოლარამდე გაუმჯობესდა.

მოცემულმა დადებითმა ტენდენციამ ავტომატურად გაზარდა ადგილობრივი ექსპორტის წილი სრული ექსპორტის მაჩვენებლებში. კერძოდ, 2021 წლის მონაცემებთან შედარებით, ადგილობრივი ექსპორტი მთლიანი წილის 73.5% შეადგენს, სადაც რეექსპორტის მონაცემები გათვალისწინებული არაა. ეს ნიშნული კი 36.3%-ით მეტია 2021 წლის მონაცემებთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ წილი არ არის რეკორდული მაჩვენებლი, რადგან ის საკმაოდ მაღალი იყო 2017-2019 წლებში. კონკრეტულად, ადგილობრივი ექსპორტის წილი სრულ ექსპორტში დაახლოებით 77% უტოლდებოდა 2017 წელს. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 2019 წელს დაფიქსირდა, სადაც ნიშნული 62.1%-მდე დაეცა. პანდემიის პერიოდში კი წილი 71%-ს აღემატებოდა.

რაც შეეხება ადგილობრივი ექსპორტის მოცულობის ცვლილებებს თვეების მიხედვით, პროდუქციისადმი სეზონური მოთხოვნიდან გამომდინარე, დაბალი ბრუნვა შეინიშნება იანვარი-ივნისის პერიოდში. მნიშვნელოვანი ზრდა კი ივლისიდან იწყება და უმაღლეს ნიშნულებს, მეტ წილად ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში აღწევს. მსგავსი ტენდენცია უცვლელი იყო 2020 და 2021 წლებში. რაც შეეხება 2022 წლის ივნისის ბოლო მონაცემებს, ყველაზე მაღალი სავაჭრო ბრუნვა ადგილობრივ ექსპორტში მაისის თვეში დაფიქსირდა. აქ შემოსავალმა დაახლოებით 390 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ყველაზე დაბალი დაფიქსირდა იანვარში, სადაც ბრუნვა 230 მილიონ აშშ დოლარს აღემატებოდა.

ლიდერი საექსპორტო ქვეყნები ადგილობრივ ექსპორტში

2021 წლის მონაცემებთან შედარებით ტოპ 10 ქვეყნის რეიტინგი კვლავ უცვლელი რჩება და ლიდერის პოზიციას ჩინეთი იკავებს. 2021 წელს, ჯამურ ადგილობრივ ექსპორტში მისი წილი 19.9% იყო, რაც მცირედით გაიზარდა 2022 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში და 20% შეადგინა. ამან შემოსავლის 37 მილიონ აშშ დოლარით, ხოლო საერთო ბრუნვის 376 მილიონ აშშ დოლარამდე გაზრდა გამოიწვია. მეორე ადგილზეა, თურქეთის რესპუბლიკა, რომლის წილი 12.8%-ს შეადგენს, ხოლო ბრუნვა 240 მილიონს აღემატება. მესამე ადგილს იკავებს ბულგარეთი. წინა წლების ლიდერი რუსეთი, 2022 წელს, მეოთხე პოზიციაზეა. აღსანიშნავია რომ სავაჭრო ბრუნვამ რუსეთთან მიმართებით დაახლოებით 7%-იანი შემცირება განიცადა. მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა სომხეთის მხრიდან, სადაც წინა წელთან შედარებით, ბრუნვა 122 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა.

შემდეგ პოზიციაზეა პერუ, სადაც 2021 წელთან შედარებით წილი 0.5%-დან 4.6%-მდე გაიზარდა. ეს საკმაოდ დიდი ნიშნულია რაც ასევე მიანიშნებს პერუსთან სამომავლოდ წარმატებულ სავაჭრო ურთიერთობას. მიმდინარე მონაცემების მიხედვით, შემდეგ პოზიციაზეა აზერბაიჯანი, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია საერთაშორისო ექსპორტში, თუმცა ადგილობრივი ექსპორტის კუთხით, მერვე ადგილს იკავებს. შემოსავლისა და წილის ცვლილება, რუსეთის მსგავსად, აქაც არსებით ნიშნულებს უტოლდება. ბოლო პოზიციებს ინაწილებენ უკრაინა და შვეიცარია, სადაც მიუხედავად გარე მოქმედი ფაქტორებისა, წილის მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება.

ადგილობრივი ექსპორტის ტოპ 10 პროდუქცია

რაც შეეხება ადილობრივ ექსპორტში, დომინანტი პროდუქციის განაწილებას, გასული წლების მსგავსად, ლიდერია სპილენძის მადნები და კონცეტრატები, რამაც სექტორს საერთო შემოსავლის სახით, 533 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოუტანა. ის საერთო ადგილობრივი საექსპორტო პროდუქციის 28%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროდშენადნობები, წილით 15.7%. ეს შემოსავლის კუთხით დაახლოებით 300 მილიონ აშშ დოლარს უდრის.

ლიდერ პროდუქციას შორის გვხვდება აზოტოვანი სასუქები, რომელიც საერთო მოცულობის 9%-მდე წილს იკავებს და რომელმაც 2022 წელს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 166 მილიონი აშშ დოლარით გაზარდა. ტოპ 10 პროდუქციის სიაში შედის ქართული ღვინო, მინერალური წყალი, ოქრო, ელექტროენერგია, ძვირფასი ლითონები და ტრიკორაჟის ნაწარმი. ბოლო ადგილს კი თხილი და სხვა სახის კაკლის პროდუქცია იკავებს.

აღსანიშნავია, რომ მოცემული მონაცემები 2022 წლის პირველ და მეორე დაუსრულებელ კვარტალს აღნიშნავს. საქსტატის მკვლევართა განცხადებით, მსგავსი ნიშნულების შენარჩუნების შემთხვევაში, 2022 წლის საბოლოო ანგარიში არსებითად მზარდი ტენდენციით და რეიტინგის პოზიტიური გაუმჯობესებით იქნება გამორჩეული. ეს ყოველივე კი გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეა საგარე სავაჭრო სექტორისთვის. როგორც მოგეხსენებათ, 2020 წლის კოვიდ საწინააღმდეგო რეგულაციების დაწესების შედეგად, საქართველომ აღნიშნულ სექტორში 13%-იანი საერთო ზარალი განიცადა. 2021 წელთან შედარებით, კი მიმდინარე წლის მონაცემები ბევრად პოზიტიურ და დამაიმედებელ შედეგებს პროგნოზირებს, როგორც საექსპორტო ასევე საიმპორტო ვაჭრობის მიმართულებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *