რა ელოდება საქართველოს ეკონომიკას 2021 წელს

რა ელოდება საქართველოს ეკონომიკას 2021 წელს post thumbnail image

როგორც მოგეხსენებათ კოვიდ-19-ის პანდემიამ გამოწია ძირეული ცვლილებები მსოფლიო ეკონომიკაში. ბევრი ქვეყანა ახლაც ეკონომიკური კრიზისის წინაშეა და სიტუაცია მარტივი არც საქართველოშია. სხვადასხვა ინდუსტრიებსა და ბიზნესებს მოუწიათ დროულად ფუნქციონირების შეჩერება, ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვამ გამოიწვია ტურზმის დროებით შეწყვეტა და ასევე შემცირდა მოთხოვნაც პროდუქტებზე. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ 2020 წლისთვის ეკონომიკა,  ადრინდელი პროგნოზით ნავარაუდები 5 პროცენტით გაზრდის მაგივრად, 4 პროცენტით შემცირება, რაც 2019 წლის მაჩვენებელს საგრძნობლად ჩამოუვარდება.

თუმცა, ამის მიუხედად ეკონომისტების პროგნოზის მიხედვით, სიტუაცია გამოსწორდება 2021 წელს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას მიხედვით, ჩვენ ყველაფერი გვაქვს იმისათვის, რათა 2021 წარმატებული წელი გახდეს. მან განაცხადა, რომ საქართველოს ახლა აქვს საშუალება თავის სასარგებლოდ გამოიყენოს მიმდინარე სიტუაცია და მოგების წყაროდაც შეუძლია აქციოს ახალი კორონავირუსის პანდემიის რეჟიმი. ეს რეჟიმი ჩვენ საშუალებას გვაძლევს სამშვიდობოს გავაღწიოთ უფრო ძლიერებმა, როგორც ეკონომიკურად, ასევე უსაფრთხოებისა და სხვადასხვა გარე შოკის მიმართ გამძლეობითაც.

დიდ როლს ამაში ითამაშებს ტურიზმის კვლავ ამოქმედება. რა თქმა უნდა, ის ვერ დაუბრუნდება იმ დგომარეობას, რომელშიც კორონავირუსული ინფექციის გავრცელებამდე იმყოფებოდა, თუმცა ნამდვილად დაგვეხმარება ეკონომიკურად გაძლიერებაში. ტურიზმის კვლავ ამოქმედება მთელ მსოფლიოში ასოცირებულია მრავალ ახალ წესებსა და კანონებთან, რომელთა დაცვაც ყველა ტურისტს მოუწევს, რათა არ შეუქმნას თავის თავს და მის გარშემო მყოფ საზოგადოებას კორონავირუსის გავრცელებსი საფრთხე. ეს მოთხოვნები და თავისებურებები გულისხმობს ფოკუსირებას მაღალშემოსავლიან ტურისტებზე, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა იმ დამატებით ხარჯებთან გამკლავების, რომელიც ტურიზმის განუყოფელი ნაწილი გახდება. ეს კი იმან განაპირობა, რომ მოთხოვნა არის ისეთ ტურისტულ პროდუქტებზე, რომელბიც ეპიდემიოლოგიურ ნორმებს აკმაყოფილებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო მომზაზდებული დახვდება მომავალ ტურისტებს. ეს განაპირობა იმან, რომ საქართველოში ტურისტულმა ინდუსტრიამ უდიდესი გამოცდილება მიიღო უსაფრთხოების ნრომების დაცვის მხრივ.

ქვეყნის ეკონომიკის გამოჯანმრთელებისთვის ასევე მნიშვნელოვანი იქნება ინვესტიციები, როგორც ჯერძო, ასევე საჯარო. დღესაც კი, ქვეყანა საჯარო ინვესტიციების ხარჯზე ახორციელებს ინფრსატრუქტურულ პროექტებს. თუმცა, საკმაოდ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მრავალი მსხვილი ინვესტიცია, რომელიც ჩაიდება ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად გამოასწორებს ამჟამინდელ სიტუაციას. ამის ნათელი მაგალითი, ეს არის ფოთში, „ეიპიემ ტერმინალსის“ მიერ ფოთის ნავსადგურის გაფართოების პროექტი, რომელიც 335 მილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციას ითვალისწინებს. ასევე აღსაღნიშნავია ფოთში მიმდინარე ,,პეისის” პროექტი, რომელიც აქტიურ ფაზაში გადავიდა. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ უკვე გადმორიცხა პირველი ტრანში, რაც  ნიშნავს იმას, რომ პრეოქტი ძალიან სწრაფად გაგრძელდება. ასევე მთავრობა კოოპერირებს საერთაშრისო საფინანსო ინსტიტუტებთან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განსახორციელებლადაც.

ასევე განვითადება ელექტროენერგიის ინდუსტრიაც, რომელზეც განსაკუთრებულად დიდი ზეგავლენა მოახდინა პანდემიის რეჟიმმა. ამ მიმართულებით ახლო მომავალში იგეგმება 12 პროექტის ექსპლუატაციაში შესვლა. ასევე აუცილებლად აღსაღნიშნავია ისიც, რომ გლობალური პანდემიის მიუხედავად, სწორედ ამ პერიოდში იაპონურმა უმსხვილესმა კომპანიამ „ტეპკო-მ“ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში, კერძოდ, „დარიალჰესში“ მსხვილი ინვესტირება განახორციელა. ეს კი ძალიან კარგი მაგალითი იქნება სხვა მსხვილი კომპანიებისთვის და დაეხმარება ქვეყანას მეტი უცხოელი ინვესტორის მოზიდვაში. აქცენტის გაკეთება მოხდება ასევე წყლის რესურსებზეც, რადგან ქვეყნის პრიორიტეტი 2021 წელს იქნება ადგილობრივი რესურსების გამოყენება.

მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, საქართველო დღეს არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მშპ-სთან შეფარდებით მსოფლიოში მე-10 ადგილას, რაც ძალიან კარგი მაჩვენებლია. იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი ისე წავა, როგორც ეს დაგიგმი აქვს საქართველოს მთავრობას, 2021 წელი მართლაც ბევრ პოტიტიურ სიახლეს მოუტანს საქართველოს ეკონომიკური და მრავალი სხვა განხრითაც.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *