ნათია თურნავა საუბრობს ქვეყნის შიგნით მოგზაურობს მნიშვნელობაზე
პოსტპანდემიურ პერიოდში შიდა ტურიზმის წასახალისებლად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი კამპანია წამოიწყო, სახელად „აღმოაჩინე ის, რაც შენია“. ამ სლოგანით ადმინისტრაცია ქვეყნის ყველა რეგიონში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას ახდენს, რაც არასდრის ყოფილა ისეთი მნიშნელოვანი, როგორც ახლა.
და ახლა, პროექტი ,,აღმოაჩნე ის, რაც შენია” გრძელდება. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცი პროექტის ფარგლებში აგრძელებს სხვადასხვა ღონიძიებების მოწყობას შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით. ერთ-ერთი ღონისძიება კი მოისაზრებს სამეგრელოს შემდეგ თუშეთში ტუის მოწყობას. რეგიონს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ეწვივნენ, რომელიც განსაკუთრებით ზრუნავს შიდა ტურიზმის პოპულარიზაციაზე.
ომალოში კესელოს ციხის კოშკები და თუშეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი დაათვალიერეს მედიის წარმომადგენლებისთვის პრესტურის ფარგლებში ჟურნალისტებმა, ბლოგერებმა, ფოტოგრაფებმა და ოპერატორებმა. ეროვნული პარკის ფიჭვნარში თუშური კერძების მასტერკლასი გაიმართა.
ეკონომიკის მინისტრი ყველას მოუწოდებს, შიდა ტურიზმის წახალისების მიზნით, აქტიურად იმოგზაურონ საქართველოში და დაეხმარონ ქვეყანას პანდემიის მიერ გამოწვეული პრობლემების გადაჭრაში.
„დღეს, როდესაც პანდემიის გამო უჭირს ტურისტს და საერთაშორისო ვიზიტორების ჩამოსვლის თვალსაზრისით შეფერხებება, ჩვენ ამაში შესაძლებლობა დავინახეთ. ეს არის შესაძლებლობა, რომ ყველამ ხელახლა აღმოვაჩინოთ ის, რაც ჩვენია, ვიმოგზაუროთ საქართველოში და ვიმოგზაუროთ საქართველოსთვის. კამპანიაში ჩავერთეთ ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად ყველა ჩემი კოლეგა, მთავრობის წევრები და არა მხოლოდ მთავრობის წევრები, ბიზნესი, დიპლომატიური კორპუსი. ვმოგზაურობთ იმისთვის, რომ საკუთარი მაგალითით წავახალისოთ და მოვუწოდოთ ყველას, აღმოაჩინოს ეს შესანიშნავი ძეგლები, შესანიშნავი ადგილები, ჩვენი განუმეორებელი ბუნება, რითაც ძალიან მდიდრები ვართ, ესტუმრონ ჩვენს კურორტებს. გარდა იმისა, რომ ეს არის მართლაც დაუვიწყარი შთაბეჭდილება, არის ძალიან კარგი პატრიოტული საქმე, დავეხმაროთ ადგილობრივ ტურიზმს. მე დღეს ვიმყოფები თუშეთში კესელოს კოშკებთან. დედამიწის ზურგზე ამაზე უკეთესი და უნიკალური ბევრი ადგილი არ მეგულება. ყველას მოვუწოდებ, რომ კიდევ უფრო აქტიურად იმოგზაურონ, ესტუმრონ საქართველოს სხვადასხვა კუთხეს და მოუწოდონ ყველა თავის ნაცნობს, რომ იგივე მაგალითს მიბაძონ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მარიამ ქვრივიშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მეტი მოქალაქე დაინტერესდება საკუთარ ქვეყანაში მოგზაურობით.
„შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ჩვენ ვიმყოფებით თუშეთში, დავიწყეთ კამპანია – „იმოგზაურე საქართველოსთვის“, რის ფარგლებშიც იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი საქართველოს მოქალაქე დაინტერესება ჩვენ ქვეყანაში მოგზაურობით. დღევანდელი ტური არის ძალიან საინტერესო, რადგან ჩვენ მოვინახულებთ უამრავ უნიკალურ ადგილს. მათ შორის ახლა ვიმყოფებით კესელოს კოშკებზე, ვესტუმრეთ ასევე თუშეთის დაცულ ტერიტორიებს, ეროვნულ პარკს, გავეცანით ადგილობრივ კულინარიას. ჩვენთან ერთად იმყოფებიან შეფმზარეულები, რომლებიც თავის მხრივ, კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენენ იმ უნიკალური კულინარიის ღირებულებას, რომელიც აღნიშნულ რეგიონს გააჩნია“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ნათია თურნავას თქმით, მთავრობა ძალიან კარგად ხედავს და იაზრებს, რომ ტურისტული ინდუსტრია ძალიან დაზარალდა და სწორედ ამიტომ ყველა პროგრამისა და გადაწყვეტილების სათავეში ტურიზმის დახმარება არის ასახული.
„ეს იყო დარგი, რომელსაც ერთ-ერთ პირველ დავეხმარეთ და გეუბნებით ამთავითვე, რომ ვფიქრობთ, კიდევ როგორ დავეხმაროთ შემდგომში, რადგან ეს პრობლემა ერთი დღით არ შემოიფარგლება. ჩემი აზრით, არ რის საჭირო დემონსტრაციების გზით მოითხოვონ რომელიმე ჩემ კოლეგასთან ან პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, რადგან ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა. მაგალითად, ორიოდე დღის წინ შედგა საკმაოდ წარმომადგენლობითი შეხვედრა ჩემი მონაწილეობითა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით განთავსებისა და ტურიზმის დარგთან. ბევრი სასტუმროს წარმომადგენელი მონაწილეობდა, ასევე ტუროპერატორები მონაწილეობდნენ, სხვადასხვა ასოციაცია და ძალიან საქმიან, მშვიდ ვითარებაში განვიხლეთ ყველა საკითხი, ყველა გადაწყვეტილება, ყველა რისკი და სიკეთე, რაც შეიძლება ამ გადაწყვეტილებით მოვიდეს. ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, არ უნდა დავხარბდეთ ერთჯერად, სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებას, რომ გავხსნათ ყველასთან საზღვრები, თუმცა ამის შესაძლებლობას იძლევა ისიც, რომ ჩვენ 15 ქვეყანას შორის მოვხვდით და შეიძლება, ისე მოხდეს, რომ ორი-სამი კვირის თავზე მოგვიწიოს მასშტაბური, საპირისპირო გადაწყვეტილებების მიღება და ისევ დახურვა გარკვეული დარგების, რასაც ჩვენი ეკონომიკა ვერ გადაიტანს.
ძალიან ბევრი სიკეთე და ახალი გადაწყვეტილება წარვუდგინეთ ტურისტულ ინდუსტრიას. მაგალითად ის, რომ გავხსენით ბიზნესვიზიტორებითვის ჩვენი ბაზარი, მიუხედავად იმისა, საიდან მოდიან ისინი და ტესტირების გზით, ბიზნესვიზიტორები შეძლებენ, ესტუმრონ საქართველოს. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება მარტო ბიზნესმიზანი, აუცილებლად არ გაუშვებენ ხელიდან ამ შანსს და ტურისტულადაც იმოგზაურებენ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.