მილიონერის პროფილი – ბიძინა ივანიშვილი
დაბადების თარიღი: 18/02/1965
ჯამური ქონება: 4.8 მილიარდი დოლარი
ბიძინა ივანიშვილი დაიბადა საჩხერის რაიონში, სოფელ ჭორვილაში. მან დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი. 1982 წელს იგი გაემგზავრა მოსკოვში და ჩააბარა ასპირანტურაში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, რთული ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე, გადაწყვიტა ბიზნესით დაკავებულიყო. თავდაპირველად მან არმინირებული შლანგების წარმოება დაიწყო. იმ დროისათვის ეს საქონელი დეფიციტს წარმოადგენდა, მიუხედავად ამისა, ივანიშვილმა მალევე შეიცვალა ბიზნეს ტრაექტორია და კომპიუტერებით ვაჭრობა დაიწყო. ამ ყველაფრის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა 1988 წელს დატოვა საკუთარი სამშობლო და ბიზნეს საქმიანობა მოსკოვში გააგრძელა. ამ ქვეყანაში ივანიშვილს კომპიუტერებით ვაჭრობის დაწყება 0-დან მოუხდა, პარტნიორებთან ერთად. მიუხედავად ამისა, მან შეძლო, რომ ეს ბიზნესი ჩქარი ტემპებით განევითარებინა და მათი პროდუქტები სულ უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდებოდა, რაც მოიცავდა ქსეროქსებსა და ტელეფონებს.
ივანიშვილის ყველაზე დიდი წარმატება დაიწყო მაშინ, როდესაც მან ბიზნესის გაფართოების მიზნით პარტნიორების საზღვარგარეთ მოძიება გადაწყვიტა. ამ ყველაფრის შემდეგ ივანიშვილის ბიზნესმა შეძლო ის, რომ 1990 წელს რუსეთში ეს უკანასკნელი საუკეთესო ელექტრო ტექნიკით მოვაჭრე ფირმად ითვლებოდა. სულ მალე ბიზნესმენმა დაგროვებული თანხით ბანკი სახელად “როსკრედიტი” გახსნა. ამასთან, 2002 წელს შექმნა სააფთიაქო ქსელი ,,ექიმი სტოლეტოვი”.
საქველმოქმედო და პოლიტიკური საქმიანობა
ივანიშვილი ძალიან აქტიური ასევე საქველმოქმედო საქმიანობაშიც. ამას მოწმობს ისიც, რომ რამდენიმე წლის წინ შექმნა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი სახელად ,,ქართუ”, რომლის ერთადერთ წყაროდ ითვლება თავად ბიძინა ივანიშვილი. ამის გარდა, ბიძინა ივანიშვილი მრავალ სხვადასხვა საქველმოქმედო საქმიანობებს ეწევა და მას ქვეყნის თითქმის ყველა სექტორის განვითარებაში აქვს გარკვეული წვლილი შეტანილი. მათ შორის არის კულტურული სფეროც. ბიძინა ივანიშვილის სახსრებით საქართველოში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 700-ზე მეტ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. გარდა ამისა, ფონდი ,,ქართუ” აფინანსებს ქვეყნის სხვადასხვა სპორტის სახეობები, ისეთები, როგორებიცაა მაგალითად ჭიდაობა, ძიუდო,, კარატე, კრივი,,ჭადრაკი, ჩოგბურთი თუ ფეხბურთი.
ამასთან, ყველასათვის კარგად ცნობილია, რომ ბიძინა ვანიშვილი 2012 წლიდან ,,ქართული ოცნების” ლიდერია, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი პოლიტიკურ საქმიანობაშიც აქტიურად არის ჩართული აღნიშნული პერიოდიდან. 2012 წელს მან მონაწილეობა მიიღო საპარლამენტო არჩევნებში, რომელშიც მან დამაჯერებლად გაიმარჯვა. 2012 წლის 25 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილი არჩეული იქნა საქართველოს პრემიერ-მინისტრად და ამ პოზიციაზე 2013 წლის 20 ნოემბრამდე იმყოფებოდა, სანამ საკუთარი განცხადების თანახმადვე, არ გადადგა. 2018 წელს ივანიშვილი გარკვეულწილად დაუბრუნდა ქართულ პოლიტიკას, თუმცა საბოლოოდ, 2021 წელს მან გამოაცხადა, რომ იგი სამუდამოდ აპირებდა ქვეყნის პოლიტიკიდან წასვლას.
მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ საქმიანობას აღარ ეწევა, მისი სახელი დღემდე ფართოდ განიხილება ძალიან ბევრი ქართველი თუ უცხოელი პოლიტიკოსების მიერ და ტელევიზიებში ყოველთვის აქტიურად გასახილველ ფიგურად მოიაზრება.