თებერვალში ჩამოსული რუსი და ბელარუსი ტურისტების რაოდენობა საქართველოში
2022 წლის თებერვალში საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა შეადგენდა 165 626 ადამიანს, რაც 35,4%-ით აღემატება პანდემიანდელ პერიოდის მაჩვენებელს 2019 წელს. Ხოლო რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს ჩვენ ვხედავთ 297%-იან ზრდას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანახმად.
Თებერვალში Რუსი ტურისტების რაოდენება იყო 20,876 და პანდემიანდელ პერიოდს თუ შევადარებთ ეს რიცხვი 70%-ითაა შემცირებული, რადგან 2019 წელს ეს მაჩვენებელი 69,675-ს უდრიდა. 2020 წელს ეს რიცხვი 52,258 იყო, ხოლო 2021 წელს კოვიდ სიტუაციიდან გამომდინარე დაფიქსირდა რუსი ვიზიტორების ყველაზე მცირე მაჩვენებელი – 2,925.
Ბელარუსი ტურისტების რიცხვი საგრძნობლად დაბალი იყო 2022 წლის თებერვალში რუსებთან შედარებით, რადგან მხოლოდ 3,446 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 77,3%-ით მეტია პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით. Ხოლო 2021 წლის მონაცემებს თუ გადავხედავთ ეს რიცხვი 744,6%-ითაა გაზრდილი.
Რაც შეეხება მთლიან სურათს, 2022 წლის თებერვალში სულ ჩვენს ქვეყანას ეწვია 137 148 საერთაშორისო ტურისტი. Ეს რიცხვი შეადგენს 55,4%-ს 2019 წელს შემოსული ვიზიტორების, ხოლო გასულ წელთან შედარებით ჩვენ ვხედავთ 282%-იან ზრდას.
Ტურისტების ვიზიტით მიღებულმა შემოსავალმა საქართველოში 2022 წელს შეადგინა 105,218,484 დოლარი, რაც 2021 წლის მონაცემებთან შედარებით 670,8%-იანი ზრდაა. 2019 წლის მონაცემების მიხედვით ეს რიცხვი ამ წლის მაჩვენებლის 62,2%-ს შეადგენს.
Საქართველოში 2022 წლის თებერვალში შემოსული ტურისტები ქვეყნების მიხედვით (შედარებულია 2021 წელს) –
- Თურქეთი – 29,606 ტურისტი – 85,2%-იანი ზრდა;
- რუსეთი – 20,876 ტურისტი – 613.7%-იანი ზრდა;
- სომხეთი – 17,366 ტურისტი – 200.2%-იანი ზრდა;
- საქართველო (არარეზიდენტი) – 15,856 ტურისტი – 175.3%-იანი ზრდა;
- ისრაელი – 8,779 ტურისტი – 19852.3%-იანი ზრდა;
- უკრაინა – 8,601 ტურისტი – 700.8%-იანი ზრდა;
- აზერბაიჯანი – 7,562 ტურისტი – 91.4%-იანი ზრდა;
- ყაზახეთი – 4,121 ტურისტი – 830.2%-იანი ზრდა;
- ბელარუსი – 3,446 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 744.6%, (2019 – 1,944 ვიზიტორი);
- ირანი – 3,272 ტურისტი – 842.9%-იანი ზრდა;
- საუდის არაბეთი – 2,728 ტურისტი, ზრდა წინა წელთან 68100.0%;
- უზბეკეთი – 2,723 ტურისტი – 116.8%-იანი ზრდა;
- პოლონეთი – 2,080 ტურისტი, ზრდა წინა წელთან 10300.0%;
- ინდოეთი – 2,017 ტურისტი, ზრდა წინა წელთან 1244.7%;
- ფილიპინები – 1,716 ტურისტი – 8931.6.%-იანი ზრდა.