როგორ ვიშოვოთ ფული ინტერნეტით სახლიდან გაუსვლელად

როგორ ვიშოვოთ ფული ინტერნეტით სახლიდან გაუსვლელად post thumbnail image

დამოუკიდებლად მუშაობა, ანუ საკუთარი თავის უფროსობა, მთელს მსოფლიოში ყოველდღიურად უფრო და უფრო პოპულარული ხდება. განვითარებულ ქვეყნებში ეს არის საკუთარი თავის, როგორც ინდივიდუალური მეწარმის დამკვიდრება და ბიზნესის დაწყება.

განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობისათვის სახლიდან ანუ ინტერნეტში მუშაობა დამატებითი შემოსავლის წყაროა. ამასთანავე, ეს წარმოადგენს იმ სამსახურების კარგ ალტერნატივას, სადაც დამატებით სამუშაო საათებში მუშაობას მოითხოვენ, სანაცვლოდ კი საკმაოდ მცირე ანაზღაურებას სთავაზობენ. მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზით და რა სიტუაციაში იწყებთ სახლიდან მუშაობას, ძირითადი მიზანი მაინც ერთია – იყოთ დამოუკიდებელი თქვენს საქმიანობაში და გქონდეთ შემოსავლის წყარო რომლის კონტროლიც თავად შეგიძლიათ.

სახლიდან მუშაობას ბევრი დადებითი მხარე აქვს. შეგიძლიათ თავად გადაწყვიტოთ დღის რომელ მონაკვეთში იმუშავებთ, რა დროს დაუთმობთ საქმეს და როგორ გარემოში გსურთ საქმიანობა. ამასთანავე, შეგიძლიათ იმუშაოთ არამხოლოდ თქვენი ოთახიდან არამედ ნებისმიერი ადგილიდან. სამუშაოდ მხოლოდ ინტერნეტი და ლეპტოპი გჭირდებათ და თანაც საკუთარი თავის უფროსი თავად ხართ.

რა თქმა უნდა, სახლიდან მუშაობის მთავარი უპირატესობა დამატებითი შემოსავალია. შეგიძლიათ სახლიდან იმუშაოთ სამსახურში წასვლამდე, ან მისი დასრულების შემდეგ და გაზარდოთ ყოველთვიური შემოსავალი. თეორიულად ასევე შესაძლებელია, რომ გადააქციოთ სახლიდან მუშაობა ძირითადი შემოსავლის წყაროდ.

შეიძლება შეხვედრიხართ ადამიანებს, რომლებიც ფულს ინტერნეტით გამოიმუშავებენ და თავადაც გიფიქრიათ ამაზე, თუმცა ვერ იპოვეთ ის საქმიანობა, რისი გაკეთებაც სახლიდან შეიძლება. ამ სტატიაში განვიხილავთ ინტერნეტით საქმიანობის ყველაზე პოპულარულ საშუალებებს. ზოგიერთი იდეა განკუთვნილია ფულის პერიოდულად საშოვნელად, ხოლო სხვები კი შემოსავლის მიღების სტაბილურ გზადაც შეიძლება იქცეს როგორიცაა მაგალითად ტრეიდინგი XM-ზე. ასევე, განვიხილავთ საქმიანობებს, რომლებიც კონკრეტულ უნარებს, შესაძლებლობებსა და ცოდნას მოითხოვს. ასევე შევეხებით ისეთ აქტივობებს, რომლებიც მხოლოდ მოხერხებულობასა და სურვლის საჭიროებენ. გაეცანით თითოეულ მათგანს და შესაძლოა იპოვოთ თქვენთვის შესაფერებელი საქმიანობა სახლიდან სამუშაოდ.

გახდით ფრილანსერი

სახლიდან მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზა ფრილანსერად მუშაობაა. ეს ნამდვილად მოითხოვს კონკრეტულ ცოდნასა და უნარებს, თუმცა საქმიანობის არეალი საკმაოდ ფართოა. ყველაზე ხშირად ფრილანსერად მუშაობენ დიზაინის მიმართულებით, ეს შეიძლება იყოს ლოგოს დიზაინი, ბრენდბუქი, პოსტერები, ვებ დიზაინი და სხვა. ასევე ბევრი ადამიანი საქმიანობს ვებ დეველოპმენტის მიმართულებით. ამავდროულად გავრცელებულია ასევე სტატიების წერა ბლოგებისთვის.

იმისთვის რომ ფრილანსერობით დაკავდეთ, საჭიროა გქონდეთ ის უნარი ან ცოდნა რაც ბაზარზეა მოთხოვნადია. მაშინაც კი შეგიძლიათ სცადოთ ბედი თუ ამა თუ იმ მიმართულებით თუ დამწყები ხართ. აუცილებელია, რომ დარეგისტრირდეთ რომელიმე საიტზე, რომელიც დამკვეთებს აკავშირებს შემსრულებლებთან, დაადასტუროთ თქვენი პროფილი და ხშირ შემთხვევაში ატვირთოთ თქვენი რამდენიმე ნამუშევარი. ასევე კარგი იქნება თუ დარეგისტრირდებით სხვა საიტებზე, სადაც შეგიძლიათ თქვენი ნამუშევრების გალერეა გააკეთოთ, ამ საშუალებით პოტენციური კლიენტებისთვის უფრო მარტივია თქვენი პოვნა და დაგიკავშირდება.

აუცილებელია, რომ როდესაც ფრინალსერად დაიწყებთ მუშაობას, შეკვეთა პირნათლად შეასრულოთ და მოცემულ ვადაში გაუგზავნოთ დამკვეთს. ბევრი კმაყოფილი კლიენტის შემთხვევაში შესაძლებლობა გექნებათ თქვენი დრო და შესაძლებლობები შესაბამის ფასად გაყიდოთ. მსგავს საიტებზე ფრილანსერად მუშაობის მთავარი პლიუსი ისაა, რომ შეგიძლიათ მოძებნოთ კლიენტები მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან, შესაბამისად, თუ ხარისხიანად იმუშავებთ, დამკვეთების ნაკლებობა ნამდვილად არ გექნებათ.

როგორ ვიშოვო ფული ინტერნეტით

გაყიდეთ ტანსაცმელი აპლიკაციებისა და საიტების მეშვეობით

თუ უეცრად თანხა დაგჭირდათ და გსურთ სახლიდან გამოიმუშაოთ ფული, შეგიძლიათ მოძებნოთ ტანისამოსი რომელსაც აღარ იცმევთ, ან იყიდეთ და არასდროს გცმიათ. ასევე ფეხსაცმელი რომელიც აღარ მოგწონთ ან გამოიწერეთ და საერთოდ არ მოგერგოთ. შეგიძლიათ მოაგროვოთ ასეთი ნივთები, გადაუღოთ ხარისხიანი სურათები და ინტერნეტით გაყიდოთ. არსებობს რამდენიმე აპლიკაცია, მათ შორის ქართულიც, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ გაასხვისოთ მეორადი ნივთები. ამავდროუად შეგიძლიათ სურათები განათავსოთ შესაბამისი დანიშნულების მქონე ფეისბუქის ჯგუფებში და დაელოდოთ მყიდველს.

ამ გზით შეგიძლიათ გაყიდოთ არამხოლოდ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი არამედ აქსესუარები, ტექნიკა რომელსაც აღარ იყენებთ, წიგნები და სხვადასხვა ნივთები. ამ გზით შეგიძლიათ ფული მიიღოთ როგორც ერთჯერადად ასევე პერიოდულადაც.

ფულის შოვნა ინტერნეტით

დაიწყეთ ნივთების გაკეთება

ხელნაკეთი ნივთები საკმაო პოპულარობით სარგებლობს. თუ მსგავსი საგნების დამზადება მოგწონთ და გეხერხებათ, მაშინ ამ გზით შემოსავლის მიღება ნამდვილად შეგიძლიათ. არ აქვს დიდი მნიშვნელობა, თუ რისი დამზადება მოგწონთ, ეს შეიძლება იყოს აქსესუარები, მაგალითად საყურეები, სამაჯურები, ყელსაბამები თუ გულსაბნევები, ასევე შეგიძლიათ დაამზადოთ სუვენირები, გაყიდოთ თქვენი ნახატები ან ხელით ნახატი ორიგინალური მაისურები და ჩანთები. აქ შესაძლებლობები საკმაოდ ბევრია, მთავარია აირჩიოთ ის რაც თქვენც კარგად გამოგდით და რაზეც მოთხოვნაც არსებობს . დროდადრო თვალი გადაავლეთ როგორ იცვლება ტრენდები და მომხმარებლის გემოვნება და მოარგეთ ისინი თქვენს განსხვავებულ სტილს.

თავდაპირველად გააკეთეთ რამდენიმე ნივთი და გადაუღეთ ორიგინალური და საინტერესო ფოტოები, რომლებიც მათ საუკეთესოდ წარმოაჩენს. გააკეთეთ ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდები თქვენი ხელნაკეთი აქსესუარებისათვის და განათავსეთ ფოტოები, ასევე მიუთითეთ მათი ფასები. მსგავსი ელემენტალური მარკეტინგით სავსებით შესაძლებელია თქვენი ნივთების გაყიდვა.

ფულსი გაკეთება სახლიდან

გამოიწერეთ და გაყიდეთ ნივთები

თუ ნივთების შექმნა არ შეგიძლიათ, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს რომ ამით ფულს ვერ იშოვით. სახლიდან მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა ონლაინ მაღაზიებიდან ნივთების გამოწერაა. მიუხედავად იმისა, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ვცხოვრობთ და ყველას გვაქვს სმარტფონი თუ ლეპტოპი, გაგიკვირდებათ რამდენმა ადამიანმა არ იცის უცხოური საიტებიდან ნივთების გამოწერა, ან ეს უბრალოდ მეტისმეტად რთული ჰგონიათ. გარდა ამისა, ბევრს სულაც არ უნდა კვირები ლოდინი სასურველი ნივთის მისაღებად, ან ეშინია, რომ “რა გამოვიწერე – რა ჩამოვიდა” სიტუაციაში აღმოჩნდება და ჩამოსული საქონელი ოდნავადაც არ იქნება გამოწერილის მსგავსი.

თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ ტენდენციით და თავად გამოიწეროთ ნივთები სხვადასხვა საიტებიდან, თუ რა თქმა უნდა ზემოთ, აღნიშნული ადამიანების კატეგორიას არ განეკუთვნებით. მას შემდეგ რაც თქვენ მიერ გამოწერილი ნივთები ჩამოვა, შეგიძლიათ გადაუღოთ რეალური ფოტოები, რათა მეტი ნდობა დაიმსახუროთ პოტენციური მყიდველებისგან. შემდეგ უკვე შესაძლებელია საქონელზე რაციონალური ფასნამატის დადებაც. როგორც ზემოთ ავღნიშნე, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ტრენდებს, რათა ნივთები მარტივად გაყიდოს. გააკეთეთ ფეისბუქი და ინსტაგრამის გვერდი და გამოიყენეთ ისინი თქვენი საქმიანობისათვის.

როგორ ვიშოვოთ ფული ონლაინ

დაიწყეთ ონლაინ ტრეიდინგი

ონლაინ ტრეიდინგი განსაკუთრებით კარგია იმ ადამიანებისათვის, ვისაც აინტერესებს ვაჭრობა სხვადასხვა ფინანსურ ბაზრებზე და ფიქრობს რომ შეიძლება წარმატებული იყოს ამ სფეროში. მას ბევრი დადებითი თვისებები აქვს, მაგალითად თქვენ არც პროდუქტს ქმნით არც სერვისს, შესაბამისად არ გყავთ კლიენტი და  არ ხართ ვადლებული მათ წინაშე. შეგიძლიათ ივაჭროთ როდესაც გინდათ და რამდენიც გინდათ.

გარდა ამისა, საკმაოდ დიდი არჩევანი გაქვთ რომელი სავაჭრო ინსტრუმენტებით გსურთ ვაჭრობა. დანარჩენ იდეებთან შედარებით ეს ყველაზე კომფორტულია. იმისთვის რომ ვაჭრობა დაიწყოთ, საჭიროა შეიძინოთ საკმარისი ცოდნა და გამოცდილება. ამ სტატიაში შეგიძლიათ დეტალურად გაიგოთ როგორ დაიწყოთ ონლაინ ტრეიდინგი საქართველოში.

ამ სფეროში არიან კარგი რეპუტაციის მქონე საბროკერო კომპანიები, რომლებთანაც შესაძლებელია სავაჭრო ანგარიშის გახსნა და ფულის ამ გზით გამომუშავება. მაგალითისთვის, შეგვიძლია რეკომენდაცია გავუწიოთ ცნობილ და რესპექტაბელურ საბროკერო კომპანიას XM-ს რომელიც ახალ დარეგისტრირებულებს უამრავ ბონუსსა და ტრეიდინგის უსაზღვრო შესაძლებლობებს აძლევს. ამ ყოველივეზე შეგიძლიათ დეტალები ღილაკზე დაკლიკებით გაიგოთ.

ფულის შოვნა ონლაინ

გააკეთეთ ბლოგი და დაიწყეთ აფილიეტ მარკეტინგი

აფილიეტ მარკეტინგი სახლიდან ფულის შოვნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზაა. ამისთვის საჭიროა გქონდეთ საიტი, სადაც ისაუბრებთ კონკრეტულ პროდუქციაზე ან ინდუსტრიაზე. შეგიძლიათ გააკეთოთ ნივთების მიმოხილვა და ჩასვათ გამყიდველის ლინკი. თქვენ მიიღებთ მოგებას, თუ თქვენი ბლოგის მკითხველი მოცემული ლინკიდან გადავა გამყიდველთან და შეიძენს მის პროდუქციას.

ეფილიეტ პროგრამები ბევრ კომპანიას აქვს, რომელიც გაყიდვებს ინტერნეტით ახორციელებს. მაგალითად ყველაზე გავრცელებული აფილიეტ პროგრამა ამაზონს აქვს. თუ თქვენ კარგად ერკვევით ფეხსაცმელებში, შეგიძლიათ გააკეთოთ ახალი სპორტული ბოტასის მიმოხილვა და ჩასვათ ამაზონის აფილიეტ ლინკი. თუ მკითხველი თქვენი ლინკიდან გადავა ამ საიტზე და მომდევნო 24 საათის განმავლობაში იყიდის დასახელებულ ან თუნდაც სხვა ნივთს, თქვენ მიიღებთ საკომისიოს.

თქვენ შეგიძლიათ აფილიეტ მარკეტინგი გაუწიოთ ნებისმიერ კომპანიას, რომლის საქმიანობაც თქვენთვის საინტერესოა და რომელი ინდუსტრიის შესახებაც საკმარისი ცოდნა გაქვთ. მაგალითად, თუ ფიტნესის შესახებ იცით, შეგიძლიათ გაუწიოთ აფილიეტ მარკეტინგი კომპანიებს, რომლებიც ამ სფეროსთან დაკავშირებულ ტანისამოსს, აქსესუარებს ან სპორტულ საკვებ დანამატებს ყიდიან. საკმაოდ პოპულაურია ბლოგები სადაც ტექნიკის მიმოხილვებს წერენ, მაგალითად სმარტფონებისა და ლეპტოპების. აქაც ძალიან დიდი არჩევანი გაქვთ და შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენთვის სასურველი თემა.

ისწავლეთ სოციალური მედიის მართვა

კიდევ ერთი ცოდნა, რაც გამოგადგებათ სახლიდან სამუშაოდ სოციალური მედიის მართვაა. მისი სწავლა რთული არ არის, მაგრამ ცოდნასთან ერთად გამოცდილებასაც მოითხოვს. თუ გაქვთ შესაბამისი ცოდნა და უნარები, შეგიძლიათ სხვადასხვა კომპანიებს შესთავაზოთ სოციალური მედის მენეჯმენტი.

მართალია დიდი კომპანიები ამისთვის სააგენტოებს ქირაობენ, ან თავად ჰყავთ შესაბამისი კადრი, მაგრამ შეგიძლიათ თამამად შესთავაზოთ თქვენი სერვისი პატარა ორგანიზაციებს. ასევე შესაძლებელია, რომ თქვენი მომსახურება შესთავაზოთ მცირე ბიზნესებს თქვენს უბანში ან ქალაქში, მაგალითად საკონდიტროს, რომლითაც ხშირად სარგებლობთ, ყვავილების მაღაზიას, კაფეს და ა.შ.  თუ კარგად მოძებნით, თქვენს შეთავაზებას სწორად ჩამოაყალიბებთ და წარადგენთ, მართლაც შესაძლებელია კლიენტების პოვნა.

შეჯამება

როგორც ხედავთ, საქართველოში ბევრი გზა არსებობს იმისთვის, რომ დამატებითი შემოსავალი მიიღოთ, ან სულაც მხოლოდ სახლიდან იმუშაოთ. საკმრისია განსაზღვროთ რა გამოგდით ყველაზე უკეთ და რომელი ჰობი თუ ინტერესი შეგიძლიათ გადააქციოთ შემოსავლის წყაროდ.

ამის შემდეგ, მოგიწევთ ცოტა დრო დაუთმოთ თქვენი უნარების დახვეწას და პირველი მომხმარებლისა მოძიებას. სწორედ ასეა შესაძლებელი საკუთარი სახლის პირობებში ახალი ბიზნესის შექმნა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *