როგორ ვიშოვოთ ფული ინტერნეტით სახლიდან გაუსვლელად

როგორ ვიშოვოთ ფული ინტერნეტით სახლიდან გაუსვლელად post thumbnail image

მუშაობა დამოუკიდებლად ან მუშაობა მხოლოდ საკუთარი თავისთვის მთელს მსოფლიოში ყოველდღიურად უფრო და უფრო პოპულარული ხდება. განვითარებულ ქვეყნებში ეს არის საკუთარი თავის დამკვიდრება, როგორც ინდივიდუალური მეწარმის ან ენტრეპრენუერის და მომავალში საკუთარი ბიზნესის დაწყება. განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობისათვის სახლიდან ანუ ინტერნეტში მუშაობა დამატებითი შემოსავლის წყაროა. ამასთანავე, ეს წარმოადგენს იმ სამსახურების კარგ ალტერნატივას, რომლებიც დამატებით სამუშაო საათებში მუშაობას მოითხოვენ, სანაცვლოდ კი ძალიან მცირე ანაზღაურებას სთავაზობენ. მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზით და რა სიტუაციაში იწყებთ სახლიდან მუშაობას, ძირითადი მიზანი მაინც ერთია – იყოთ დამოუკიდებელი თქვენს საქმიანობაში და გქონდეთ შემოსავლის წყარო რომლის კონტროლიც თავად შეგიძლიათ.

სახლიდან მუშაობას ბევრი დადებითი მხარე აქვს. შეგიძლიათ თავად გადაწყვიტოთ დღის რომელ მონაკვეთში იმუშავებთ, რამდენ დროს დაუთმობთ საქმეს და როგორ გარემოში გსურთ მუშაობა. ამასთანავე, შეგიძლიათ იმუშაოთ არამხოლოდ თქვენი ოთახიდან არამედ ნებისმიერი ლოკაციიდან. სამუშაოდ მხოლოდ ინტერნეტი და ლეპტოპი გჭირდებათ და თანაც საკუთარი თავის უფროსი თავად ხართ.

რა თქმა უნდა, სახლიდან მუშაობის მთავარი ღირებულება დამატებითი ფულია, შეგიძლიათ სახლიდან იმუშაოთ სამსახურში წასვლამდე, სამსახურიდან მოსვლის შემდეგ, ან სულაც მხოლოდ შაბათ-კვირას და გაზარდოთ ყოველთვიური შემოსავალი. ან სულაც, გადააქციოთ სახლიდან მუშაობა ძირითადი შემოსავლის წყაროდ.

შეიძლება შეხვედრიხართ ადამიანებს, რომლებიც ფულს ინტერნეტით გამოიმუშავებენ და თავადაც გიფიქრიათ ამაზე, თუმცა ვერ იპოვეთ ის საქმიანობა, რისი გაკეთებაც სახლიდან შეიძლება. აქ იპოვით ინტერნეტით საქმიანობის ყველაზე პოპულარულ საშუალებებს. ზოგიერთი იდეა განკუთვნილია ფულის პერიოდულად საშოვნელად, ზოგიერთი კი შემოსავლის მიღების სტაბილურ გზად შეიძლება იქცეს. ასევე, ზოგიერთი მათგანი კონკრეტულ უნარებს, შესაძლებლობებსა და ცოდნას მოითხოვს, ზოგიერთი კი მხოლოდ მოხერხებულობასა და სურვლის. გაეცანით თითოეულ მათგანს და შესაძლოა იპოვოთ თქვენთვის შესაფერებელი საქმიანობა სახლიდან სამუშაოდ.

გახდით ფრილანსერი

სახლიდან მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზა ფრილანსერად მუშაობაა. ეს ნამდვილად მოითხოვს კონკრეტულ ცოდნასა და უნარებს, თუმცა საქმიანობის არეალი საკმაოდ ფართოა. ყველაზე ხშირად ფრილანსერად მუშაობენ დიზაინის მიმართულებით, ეს შეიძლება იყოს ლოგოს დიზაინი, ბრენდბუქი, პოსტერები, ვებ დიზაინი და სხვა, ასევე ვებ დეველოპმენტის მიმართულებით. გავრცელებულია ასევე სტატიების წერა ბლოგებისთვის.

იმისთვის რომ ფრილანსერობით დაკავდეთ საჭიროა გქონდეთ ის უნარი ან ცოდნა რაც ბაზარზეა საჭირო. მაშინაც კი შეგიძლიათ სცადოთ ბედი თუ ამა თუ იმ მიმართულებით თუ დამწყები ხართ. აუციელბელია დარეგისტრირდეთ რომელიმე საიტზე რომელიც დამკვეთებს აკავშირებს შემსრულებლებთან, დაადასტუროთ თქვენი პროფილი და ხშირ შემთხვევაში ატვირთოთ თქვენი რამდენიმე ნამუშევარი. ასევე კარგი იქნება თუ დარეგისტრირდებით სხვა საიტებზე, სადაც შეგიძლიათ თქვენი ნამუშევრების გალერეა გააკეთოთ, ასე პოტენციური კლიენტები უფრო მარტივად გიპოვიან და დაგიკავშირდებიან.

აუცილებელია, რომ როდესაც ფრინალსერად დაიწყებთ მუშაობას შეკვეთა პირნათლად შეასრულოთ და მოცემულ ვადაში გაუგზავნოთ კლიენტს. ბევრი კმაყოფილი კლიენტის შემთხვევაში შესაძლებლობა გექნებათ თქვენი დრო და შესაძლებლობები შესაბამის ფასად გაყიდოთ. მსგავს საიტებზე ფრილანსერად მუშაობის მთავარი პლიუსი ისაა, რომ შეგიძლიათ მოძებნოთ კლიენტები მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან, შესაბამისად, თუ ხარისხიანად იმუშავებთ, კლიენტების ნაკლებობა ნამდვილად არ გექნებათ.

როგორ ვიშოვო ფული ინტერნეტით

გაყიდეთ ტანსაცმელი აპლიკაციებისა და საიტების მეშვეობით

თუ უეცრად თანხა დაგჭირდათ და გსურთ სახლიდან გამოიმუშაოთ ფული, შეგიძლიათ მოძებნოთ ტანისამოსი რომელსაც აღარ იცმევთ, ან იყიდეთ და არასდროს გცმიათ. ასევე ფეხსაცმელი რომელიც აღარ მოგწონთ ან გამოიწერეთ და საერთოდ არ მოგერგოთ. შეგიძლიათ მოაგროვოთ ასეთი ტანსაცმელი, გადაუღოთ ხარისხიანი სურათები და ინტერნეტით გაყიდოთ. არსებობს რამდენიმე აპლიკაცია, მათ შორის ქართულიც, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ გაყიდოთ მეორადი ნივთები. ასევე შეგიძლიათ სურათები განათავსოთ შესაბამისი დანიშნულების მქონე ფეისბუქის ჯგუფებში და დაელოდოთ მყიდველს.

ამ გზით შეგიძლიათ გაყიდოთ არამხოლოდ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი არამედ აქსესუარები, ტექნიკა რომელსაც აღარ იყენებთ, წიგნები და სხვადასხვა ნივთები. ასე შეგიძლიათ ფული მიიღოთ როგორც ერთჯერადად ასევე პერიოდულადაც.

ფულის შოვნა ინტერნეტით

დაიწყეთ ნივთების გაკეთება

ხელნაკეთი ნივთები საკმაო პოპულარობით სარგებლობს. თუ ხელნაკეთი ნივთების დამზადება მოგწონთ და გეხერხებათ, მაშინ ამ გზით შემოსავლის მიღება ნამდვილად შეგიძლიათ. სულერთია რისი დამზადება მოგწონთ, ეს შეიძლება იყოს აქსესუარები მაგალითად საყურეები, სამაჯურები, ყელსაბამები თუ გულსაბნევები, ასევე შეგიძლიათ დაამზადოთ სუვენირები, გაყიდოთ თქვენი ნახატები ან ხელით ნახატი ორიგინალური მაისურები და ჩანთები. შესაძლებლობები ძალიან ბევრია, მთავარია აირჩიოთ ის რაც თქვენც კარგად გამოგდით და რაც მომხმარებელსაც უნდა. დროდადრო თვალი გადაავლეთ როგორ იცვლება ტრენდები და მომხმარებლის გემოვნება და მოარგეთ ისინი თქვენს განსაკუთრებულ სტილს.

თავდაპირველად გააკეთეთ რამდენიმე ნივთი და გადაუღეთ ორიგინალური და საინტერესო ფოტოები, რომლებიც თქვენს ნივთებს საუკეთესოდ წარმოაჩენენ. გააკეთეთ ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდები თქვენი ხელნაკეთი აქსესუარებისათვის და განათავსეთ ფოტოები, ასევე მიუთითეთ მათი ფასები. ცოტაოდენი მარკეტინგი და შეძლებთ თქვენი ნივთების გაყიდვა დაიწყოთ.

ფულსი გაკეთება სახლიდან

გამოიწერეთ და გაყიდეთ ნივთები

თუ თვითონ ნივთების შექმნა არ შეგიძლიათ, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს რომ ამით ფულს ვერ იშოვით. სახლიდან მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა ონლაინ მაღაზიებიდან ნივთების გამოწერაა. მიუხედავად იმისა, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ვცხოვრობთ და ყველას გვაქვს სმარტფონი თუ ლეპტოპი, გაგიკვირდებათ რამდენმა ადამიანმა არ იცის უცხოური საიტებიდან ნივთების გამოწერა, ან ეს უბრალოდ მეტისმეტად რთული ჰგონიათ. გარდა ამისა, ბევრს სულაც არ უნდა კვირები ლოდინი სასურველი ნივთის მისაღებად, ან სულაც ეშინია, რომ “რა გამოვიწერე – რა ჩამოვიდა” სიტუაციაში აღმოჩნდება და ჩამოსული ნივთი ოდნავადაც არ იქნება გამოწერილის მსგავსი.

თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ამგვარი გაუგებრობებით და თავად გამოიწეროთ ნივთები სხვადასხვა საიტებიდან, თუ რა თქმა უნდა ზემოთ, აღნიშნული ადამიანების კატეგორიას არ განეკუთვნებით. მას შემდეგ რაც თქვენ მიერ გამოწერილი ნივთები ჩამოსულია, შეგიძლიათ გადაუღოთ რეალური ფოტოები, რათა მეტი ნდობა დაიმსახუროთ პოტენციური მყიდველებისგან და დაადოთ ნივთებს რაციონალური ფასნამატი. როგორც ზემოთ ავღნიშნე, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ტრენდებს რათა ნივთები მარტივად გაყიდოთ. გააკეთეთ ფეისბუქი და ინსტაგრამი და გამოიყენეთ ისინი თქვენი საქმიანობისათვის.

როგორ ვიშოვოთ ფული ონლაინ

დაიწყეთ ონლაინ ტრეიდინგი

ონლაინ ტრეიდინგი განსაკუთრებით კარგია იმ ადამიანებისათვის, ვისაც აინტერესებს ვაჭრობა სხვადასხვა ფინანსურ ბაზრებზე და ფიქრობს რომ შეიძლება წარმატებული იყოს. ონლაინ ტრეიდინგს ბევრი დადებითი თვისებები აქვს, მაგალითად თქვენ არც პროდუქტს ქმნით არც სერვისს, შესაბამისად არ გყავთ კლიენტი და მომხმარებელი და არ ხართ ვადლებული მათ წინაშე. შეგიძლიათ ივაჭროთ როდესაც გინდათ და რამდენიც გინდათ. გარდა ამისა, საკმაოდ დიდი არჩევანი გაქვთ რომელი სავაჭრო ინსტრუმენტებით გსურთ ვაჭრობა. დანარჩენ იდეებთან შედარებით ეს ყველაზე კომფორტულია რადგან ონლაინ ვაჭრობას მუშაობას ვერ დაარქმევ. იმისთვის რომ ვაჭრობა დაიწყოთ, საჭიროა შეიძინოთ საკმარისი ცოდნა და გამოცდილება. ამ სტატიაში შეგიძლიათ დეტალურად გაიგოთ როგორ დაიწყოთ ონლაინ ტრეიდინგი საქართველოში.

ფულის შოვნა ონლაინ

გააკეთეთ ბლოგი და დაიწყეთ აფილიეტ მარკეტინგი

აფილიეტ მარკეტინგი სახლიდან ფულის შოვნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზაა. ამისთვის საჭიროა გქონდეთ საიტი, სადაც ისაუბრებთ კონკრეტულ პროდუქციაზე ან კონკრეტულ ინდუსტრიაზე. შეგიძლიათ გააკეთოთ ნივთების მიმოხილვები და ჩასვათ გამყიდველის ლინკი. თქვენ მიიღებთ მოგებას, თუ თქვენი ბლოგის მკითხველი მოცემული ლინკიდან გადავა გამყიდველთან და იყიდის პროდუქციას.

ეფილიეტ პროგრამები ბევრ კომპანიას აქვს, რომელიც გაყიდვებს ინტერნეტით ახორციელებს. მაგალითად ყველაზე გავრცელებული აფილიეტ პროგრამა ამაზონს აქვს. თუ თქვენ კარგად ერკვევით ფეხსაცმელებში, შეგიძლიათ გააკეთოთ ახალი სპორტული ბოტასის მიმოხილვა და ჩასვათ ამაზონის აფილიეტ ლინკი. თუ მკითხველი თქვენი ლინკიდან გადავა ამაზონზე და მომდევნო 24 საათის განმავლობაში იყიდის დასახელებულ ან თუნდაც სხვა ნივთს, თქვენ მიიღებთ საკომისიო თანხას.

თქვენ შეგიძლიათ აფილიეტ მარკეტინგი გაუწიოთ ნებისმიერ კომპანიას, რომლის საქმიანობაც თქვენთვის საინტერესოა და რომელი ინდუსტრიის შესახებაც საკმარისი ცოდნა გაქვთ. მაგალითად, თუ ფიტნესის შესახებ იცით, შეგიძლიათ გაუწიოთ აფილიეტ მარკეტინგი კომპანიებს, რომლებიც ფიტნესთან დაკავშირებულ ტანისამოსს, აქსესუარებს ან სპორტულ საკვებ დანამატებს ყიდიან. საკმაოდ პოპულაურია ბლოგები სადაც ტექნიკის მიმოხილვებს წერენ, მაგალითად სმარტფონებისა და ლეპტოპების. აქაც ძალიან დიდი არჩევანი გაქვთ და შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენთვის სასურველი სფერო.

ისწავლეთ სოციალური მედიის მართვა

კიდევ ერთი ცოდნა, რაც გამოგადგებათ სახლიდან სამუშაოდ სოციალური მედიის მართვაა. მისი სწავლა რთული არ არის, მაგრამ ცოდნასთან ერთად გამოცდილებასაც მოითხოვს. თუ გაქვთ შესაბამისი ცოდნა, უნარები და გამოცდილება შეგიძლიათ სხვადასხვა კომპანიებს შესთავაზოთ სოციალური მედის მენეჯმენტი. მართალია დიდი კომპანიები ამისთვის სააგენტოებს ქირაობენ, ან თავად ყავთ შესაბამისი კადრი, მაგრამ შეგიძლიათ თამამად შესთავაზოთ თქვენი სერვისი პატარა კომპანიებს. შეგიძლიათ თქვენი მომსახურება შესთავაზოთ მცირე ბიზნესებს თქვენს უბანში ან ქალაქში, მაგალითად საკონდიტროს, რომლითაც ხშირად სარგებლობთ, ყვავილების მაღაზიას, კაფეს და ა.შ.  თუ კარგად მოძებნით და თქვენს შეთავაზებას სწორად ჩამოაყალიბებთ და წარადგენთ, აუცილებლად შეძლებთ კლიენტების პოვნას.

შეჯამება

როგორც ხედავთ, საქართველოში ბევრი გზა არსებობს იმისთვის რომ დამატებითი შემოსავალი მიიღოთ, ან სულაც მხოლოდ სახლიდან იმუშაოთ. საკმრისია განსაზღვროთ რა გამოგდით ყველაზე უკეთ და რომელი ჰობი თუ ინტერესი შეგიძლიათ გადააქციოთ შემოსავლის წყაროდ.  ამის შემდეგ, მოგიწევთ ცოტა დრო დაუთმოთ თქვენი უნარების დახვეწას და პირველი მომხმარებლისა თუ დამკვეთის მოძიებას, თუმცა საკმარისი მონდომების შემდეგ აუცილებლად შეძლებთ სახლიდან მუშაობით საკმარისი ფულის შოვნას.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *