რა არის ონლაინ ტრეიდინგი და როგორ უნდა დაიწყოთ ვაჭრობა ინტერნეტით

რა არის ონლაინ ტრეიდინგი და როგორ უნდა დაიწყოთ ვაჭრობა ინტერნეტით post thumbnail image

უკვე დიდი ხანია ფინანსური სტაბილურობის მისაღწევად მხოლოდ ხელფასი და დანაზოგები საკმარისი არ არის. საჭიროა რომ ადამიანებმა დაიწყონ ფიქრი მათი დანაზოგების სარფიანად დაბანდებისათვის, რათა დროთა განმავლობაში მიაღწიონ მათთვის სასურველი ფინანსური კეთილდღეობის დონეს. ინტერნეტამდე ამის გაკეთება ჩვეულებრივი ინდივიდებისათვის, რომელთაც არ ჰქონდათ წვდომა ფინანსურ ბაზრებზე თითქმის წარმოუდგენელი იყო. შესაბამისად ადამიანები მიმართავდნენ ფულის დაბანდების ტრადიციულ მეთოდებს, მაგალითად ხსნიდნენ ანაბარს, ყიდულობდნენ უძრავ ქონებას, ოქროს ან ანტიკვარიატს. ეს მეთოდება დღესაც აქტუალურია ბევრი ადამიანისათვის და მიიჩნევა ფულის დაბანდების ყველაზე ნაკლებად რისკიან საშუალებად. თუმცა სადაც რისკი ნაკლებია, იქ მოგებაც შედარებით მცირეა. სწორედ ამიტომ, უფრო გაბედულმა ინვესტორებმა დაიწყეს ფულის ჩადება ისეთ ფინანსურ აქტივებში როგორიცაა მაგალითად ფასიანი ქაღალდები, დაიწყეს ვაჭრობა ფორექსის ბაზარზე და ა.შ.  1970 წლამდე ინდივიდებისათვის ფინანსურ ბაზარზე მონაწილეობა ძალიან რთული იყო. ამ დროისთვის შეიქმნა ფორექს ბაზარი ისეთი სახით, როგორითაც ჩვენ ვიცნობთ დღეს. ხოლო მას შემდეგ რაც მსოფლიოში ინტერნეტი შეიქმნა და ხელმისაწვდომი გახდა თითოეული ადამიანისათვის შეიქმნა ონლაინ ტრეიდინგი, რომელიც დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება.

რა არის ონლაინ ტრეიდინგი

მარტივად რომ ვთქვათ, ონლაინ ტრეიდინგი არის ფინანსური აქტივების ყიდვა და გაყიდვა ინტერნეტით. ჩვენ ყველანი ვიცნობთ ვაჭრობის ძირიად პრინციპს – იყიდე და გაყიდე უფრო ძვირად როდესაც აქტივის ფასი და მასზე მოთხოვნა გაიზრდება. ონლაინ ტრეიდინგის დროს ვაჭრობის ძირითადი პრინციპი, რა თქმა უნდა იგივე რჩება. ონლაინ ტრეიდინგი საშუალებას აძლევს ადამიანებს საკუთარი სახლებიდან, დივანზე მჯდომებმა შეიძინონ და გაყიდონ ფინანსური აქტივები და სახლიდან გაუსვლელად გაზარდონ მათი შემოსავალი. იმისთვის რომ ონლაინ ტრეიდინგი დაიწყოთ საჭიროა მხოლოდ ინტერნეტ კავშირი, ლეპტოპი და სურვილი მიიღოთ მოგება სავაჭრო ინსტრუმენტებით ვაჭრობით.

ონალინ ტრეიდინგისთვის საჭიროა შეარჩიოთ საბროკერო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი ბრძანებების შესრულებას – იყიდოთ ან გაყიდოთ სავაჭრო ინსტურმენტი.  ონლაინ ტრეიდინგი მიმდინარეობს სპეციალურ სავაჭრო ტერმინალებზე ანუ პლატფორმებზე. მათზე წვდომას გვაძვლევს საბროკერო კომპანია, რომელიც ასევე გვთავაზობს სავაჭრო ინსტრუმენტების არჩევანს.

რა შეიძლება ივაჭროთ ინტერნეტით

ინტერნეტი არაჩვეულებრივი ადგილია, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ყველაფერი ინტერნეტით სახლიდან გასვლის გარეშე. თუ გსურთ იყიდოთ ტანისამოსი, ტელევიზორი, ტელეფონი და სხვა ნივთები, შეგიძლიათ იყიდოთ ისინი რამდენიმე წუთში ისეთ საიტებზე როგორიცაა ამაზონი ან იბეი. ასეთივე კომფორტული და მარტივია ონლაინ ტრეიდინგის პროცესიც. თქვენ წვდომა გავქთ სხვადასხვა ტიპის სავაჭრო ინსტრუმენტებთან და შეგიძლიათ შეიძინოთ და გაყიდოთ ისინი რამდენიმე წუთში.

ონლაინ ტრეიდინგის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ ივაჭროთ სხვადასხვა სავაჭრო ინსტრუმენტებით:

  • შეგიძლიათ ივაჭროთ საფონდო ბირჟაზე – იყიდოთ და გაყიდოთ სხვადასხვა კომპანიების აქციები, მაგალითად Nike-ისა და Adidas -ის.  საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა შეგიძლიათ სპეციალურ საბროკერო კომპანიებთან (Stock brokers) რომელთაც აქვთ წვდომა კონკრეტულ საფონდო ბირჟებზე.
  • შეგიძლიათ ივაჭროთ კრიპტოვალუტით – იყიდოთ და გაყიდოთ კრიპტოვალუტა, მაგალითად ბიტკინი, ეთერიუმი, რიპლი და სხვა.  კრიპტოვალუტით ვაჭრობა შესაძლებელია კრიპტოვალუტის გაცვლის კომპანიებთან.
  • შეგიძლიათ დაიწყოთ ვაჭრობა სავალუტო წყვილებით ფორექსის ბაზარზე. ან ივაჭროთ კონტრაქტებით ფასთა შორის სხვაობაზე (CFD) სხვადასხვა სავაჭრო ინსტრუმენტებზე, მათ შორის აქციებზე,  კრიპტოვალუტაზე, საქონელზე, ძვირფას ლითონებზე, ნავთობზე და სხვა. სავალუტო წყვილები და კონტრაქტებით ფასთა შორის სხვაობაზე ვაჭრობა შესაძლებელია ფორექს და CFD ბროკერებთან.

დაიწყე ვაჭრობა XM-თან!

ონლაინ ტრეიდინგის უპირატესობები

რატომ უნდა დაკავდეთ ონლაინ ტრეიდინგით?  ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.  მოდით განვიხილოთ თითოეული მათგანი.

  • პირველ რიგში ონლაინ ტრეიდინგი ხელმისაწვდომია ყველასთვის. მთავარია იყოთ სრულწლოვანი, გქონდეთ ინტერნეტ კავშირი და ლეპტოპი. არ გჭირდებათ დამატებით მოწყობილობები ან სპეციალური კავშირები იმისთვის რომ წვდომა გქონდეთ ყველაზე მომგებიან სავაჭრო ბაზრებთან.
  • მსოფლიოში ტრეიდინგი მიმდინარეობს 24 საათის განმავლობაში. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი დრო სავაჭროდ. თუ გსურთ შეგიძლიათ ივაჭროთ სამსახურამდე, სამსახურის შემდეგ ან თუნდაც შუაღამისას. წარმატებული ტრეიდერები მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ტრეიდინგით არიან დაკავებული, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ 24 საათს კომპიუტერთან ატარებენ. ტრეიდინგი სულაც არ მოითხოვს დიდ დროს, შეგიძლიათ ივაჭროთ დღეში ერთი ან ორი საათის განმავლობაში. თქვენ თავად ირჩევთ დროის პერიოდსა და საათს როდის გინდათ ვაჭრობა, დამეთანხმებით, რომ ეს ძალიან კომფორტულია.
  • თუ ტრეიდინგით ხართ დაკავებული თქვენ არ გჭირდებათ სამსახურში სიარული, არ გყავთ უფროსი და თავისუფალი ხართ სამსახურეობრივი მოვალეობებისგან. რაც ნიშნავს რომ თავად ხართ საკუთარი თავის უფროსი, თავად შეგიძლიათ დაგეგმოთ სამუშაო დღე და გქონდეთ მეტი თავისუფალი დრო.
  • ტრეიდინგის დროს შემოსავალს იღებთ მაშინვე. თუ თქვენ წარმატებულად ივაჭრებთ მოგებული თანხა მაშინვე დაჯდება თქვენს სავაჭრო ანგარიშზე. სავაჭრო ანგარიშიდან თანხის გამოტანას შეიძლება დაჭირდეს 2-3 დღე. თუმცა შემოსავლის სხვა წყაროებთან შედარებით 3 დღეში თანხის მიღება  ძალიან სწრაფი და მოსახერხებელია.

რამხელა კაპიტალია საჭირო ონლაინ ტრეიდინგის დასაწყებად

ძალიან ხშირად ადამიანებს აქვთ არასწორი წარმოდგენა ონლაინ ტრეიდინგზე. ხშირად მომისმენია რომ ადამიანებს სურთ ტრეიდინგის დაწყება მაგრამ ფიქრობენ რომ ამისთვის საკმარისისი სახსრები არ გააჩნიათ. არსებობს წარმოდგენა რომ ტრეიდინგი მოითხოვს რამდენიმე ათას დოლარს საბანკო ანგარიშზე და სხვაგვარად ვაჭრობის დაწყება ან შეუძლებელია ან უბრალოდ აზრი არ აქვს.  ამაში არის სიმართლის მარცვალი, თუმცა ძალიან მცირე. თქვენ ალბათ გაგიგიათ ინგლისურენოვანი გამოთქმა “Money makes money” ანუ ფული ქმნის ფულს. რა თქმა უნდა, თუ თქვენ ჩადებთ დიდ ფულად ინვესტიციას, ან ივაჭრებთ მეტი ფულით, მიიღებთ მეტ მოგებას. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მცირე დანაზოგით ვაჭრობის დაწყება შეუძლებელია, მეტიც, დასაწყისში უმჯობესია ვაჭრობა მცირე თანხით დაიწყოთ.

ონლაინ ტრეიდინგი საქართველოში

და მაინც, რა კაპიტალია საჭირო ონალინ ტრეიდინგის დასაწყებად ანუ რა ღირს ფორექსზე ვაჭრობა?
რა თქმა უნდა, ყველაფერს აქვს თავისი ღირებულება, მათ შორის ონლაინ ტრეიდინგსაც. თუმცა არ არსებობს ფიქსირებული ღირებულება რომელიც საჭიროა ფორექსზე ვაჭრობის დასაწყებად.

პირველი რაც უნდა გაითვალისწინოთ არის მინიმალური დეპოზიტი. როდესაც საბროკერო კომპანიასთან სავაჭრო ანგარიშს ხსნით, საბროკერო კომპანია თქვენგან მოითხოვს რომ სავაჭრო ანგარიში შეავსოთ მინიმალური დეპოზიტით, რათა ის გააქტიურდეს. მინიმალური დეპოზიტი არ არის საფასური ან საბროკერო კომპანიის მოგება. ეს თანხა სრულად აისახება თქვენს სავაჭრო ანგარიშზე და უნდა გამოიყენოთ ვაჭრობისათვის. სხვადასხვა ბროკერებს მინიმალური დეპოზიტის განსხვავებული მოთხოვნა აქვთ. ერთი ბროკერი შეიძლება ითხოვდეს 1000 დოლარის მინიმალურ დეპოზიტს, ხოლო მეორე მხოლოდ 10 დოლარის. თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ ისეთი საბროკერო კომპანია, რომელსაც დაბალი მინიმალური დეპოზიტი აქვს. მაგალითად XM-თან ანგარიშის გახსნა 5 დოლარითაა შესაძლებელი.  როგორც ხედავთ, შეგიძლიათ ანგარიში გახსნათ და ვაჭრობა დაიწყოთ ძალიან მცირე თანხითაც კი.

იმისთვის, რომ მეტმა ტრეიდერმა დაიწყოს ვაჭრობა კონკრეტულ საბროკერო კომპანიასთან, ისინი ხშირად სთავაზობენ მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის ბონუსებს. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ბონუსები იმისთვის, რომ გაზარდოთ სავაჭრო კაპიტალი და შესაბამისად მიიღოთ მეტი მოგება. ძირითადად საბროკერო კომპანიები მომხმარებელს სთავაზობენ ორი ტიპის ბონუსს: ბონუსს დეპოზიტის გარეშე და ბონუსს დეპოზიტზე.

ბონუსი დეპოზიტის გარეშე ბონუსის ყველაზე პოპულარული სახეობაა. მისი მუშაობის პრინციპი ასეთია – თქვენ ანგარიშს ხსნით საბროკერო კომპანიასთან, რომელსაც დეპოზიტის გარეშე ბონუსის შემოთავაზება აქვს. ააქტიურებთ ბონუსს და იღებთ ფულს თქვენს სავაჭრო ანგარიშზე მასზე თანხის შეტანის გარეშე. ბონუსის რაოდენობა როგორც წესი მცირეა და მერყეობს 20 – 50 დოლარის ფარგლებში. თუმცა ეს არცთუისე ცოტაა საჩუქრისთვის და სრულიად საკმარისია ვაჭრობის დასაწყებად. რატომ გასცემენ ბროკერები ასეთი ტიპის ბონუსს? ეს ერთ-ერთი ხერხია მომხმარების მოსაზიდად. საერთაშორისო ბაზარზე საბროკერო კომპანიებს შორის დიდი კონკურენციაა, სწორედ ამიტომ ცდილობენ ბროკერები ტრეიდერების ყურადღების მიქცევას ამ ტიპის ბონუსით. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყველა საბროკერო კომპანია არ სთავაზობს მომხმარებელს ბონუსს, რადგან ზოგიერთ მათგანს უბრალოდ არ აქვს საკმარისი კაპიტალი იმისთვის, რომ ყველა ახალ მომხმარებელს აჩუქოს თანხა. ასეთი ბონუსები ხელმისაწვდომია მხოლოდ დიდ საერთაშორისო ბროკერებთან. შესაბამისად, თუ ბონუსის მიღება გსურთ წინასწარ შეამოწმებთ გთავაზობთ თუ არა თქვენს მიერ შერჩეული საბროკერო კომპანია ბონუსს.

ბონუსის მეორე სახე ბონუსი დეპოზიტზე კარგი საშუალებაა თქვენი კაპიტალის გასაზრდელად. ასეთი ტიპის ბონუსით შესაძლებელია მიიღოთ თქვენ მიერ დეპოზიტზე შეტანილი თანხის 20, 50, და ხანდახან 100 პროცენტიც კი.
თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ რომ ბონუსებს აქვს გამოყენების პირობები და წესები. პირობები და წესები განსხვავებულია ყველა ბროკერთან, შესაბამისად კარგად გაეცანით მათ სანამ ბონუსის აღებას გადაწყვეტთ.

მიიღე XM-ის ბონუსი!

შესაბამისად მნიშვნელობა არ აქვს რა თანხა გაქვთ, შეგიძლიათ მოძებნოთ ბროკერი, რომელსაც აქვს დაბალი მინიმალური დეპოზიტის მოთხოვნა და საუკეთესო ვარიანტში დეპოზიტის გარეშე ბონუსის შეთავაზება. ონლაინ ტრეიდინგის დაწყება შეგიძლიათ ნებისმიერი თანხით.

როგორ უნდა დაიწყოთ ონლაინ ტრეიდინგი საქართველოში

თუ დაიგაინტერესათ ონლაინ ტრეიდინგთან ნახეთ რა აუცილებელი ნაბიჯები უნდა გადადგათ იმისთვის რომ დაიწყოთ ონლაინ ტრეიდინგი საქართველოში და ივაჭროთ თქვენთვის სასურველი სავაჭრო ინსტრუმენტებით.

რამდენი ფულია საჭირო ტრეიდინგისთვის

ისწავლეთ ფორექსის შესახებ

როგორც ხედავთ, ონლაინ ტრეიდინგის კონცეფცია საკმაოდ მარტივია, თუმცა მთელი სირთულე მდგომარეობს წარმატებულად ვაჭრობაში რასაც შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება ჭირდება. სანამ სავაჭრო ანგარიშის გახსნას გადაწყვეტთ, აუცილებელია კარგად გაერკვეთ ფორექსში და მიიღოთ საბაზისო განათლება ტრეიდინგის შესახებ. ეს ძალიან მარტივია დღეს როდესაც ინტერნეტი სავსეა უფასო რესურსებით. პირველ რიგში სცადეთ ამეტყველდეთ ფორექსის ენაზე. როგორც ყველა ინდსუტრიას, ასევე ფორექსსაც აქვს თავისი ტერმინები რომელთა ცოდნა აუცილებელია ონლაინ ტრეიდინგის დასაწყებად. ასეთი ტერმინებია მაგალითად საკრედიტო მხარი იგივე ლევერეჯი, მარგინალური ვაჭრობა, ლოტი, პუნქტი და ა.შ. ტერმინები საკმაოდ ბევრია, თუმცა მათი სწავლა რთული არ არის. შეგიძლიათ მოძებნოთ ფორექსის ლექსიკონი ინგლისურად ან რუსულად და შეიტყოთ რას ნიშნავს ესა თუ ისე ტერმინი და რა ფუქნქციის მატარებელია ის.

მას შემდეგ რაც ფორექსის ლექსიკაში გაერკვევით შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა საიტები ან Youtube არხები ტრეიდინგზე ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად. ამისთვისაც ბევრი ინგლისური რესურსი არსებობს, ჩვენს საიტზეც შემოგთავაზებთ ონალინ ტრეიდინგთან დაკავშირებული სხვადასხვა თემების განხილვას.  ფორექსის შესასწავლად ასევე კარგი ხერხია წიგნები ტრეიდინგის შესახებ სადაც საბაზისო ინფორმაცია ერთადაა თავმოყრილი. ზოგიერთი ასეთი წიგნი შეგიძლიათ ნახოთ ქართულ ენაზეც. თუ ინგლისურად კითხულობთ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გავქთ, შეგიძლიათ შეიძინოთ ან უფასოდ გადმოწეროთ როგორც ჩვეულებრივი ასევე აუდიო წიგნები.

ამის შემდეგ შეგიძლიათ განავრცოთ თქვენი ცოდნა და ისწავლოთ სხვადასხვა სტრატეგიების შესახებ რაც ონლაინ ტრეიდინგის დროს გამოიყენება. გარდა ამისა მუდმივად იკითხეთ სიახლეები რათა ისწავლოთ როგორ იცვლება ფორექსის ბაზარი. შეარჩიეთ სავალუტო წყვილი რომლითაც გსურთ ვაჭრობა სამომავლოდ და წაიკითხეთ სავალუტო წყვილის ანალიზები რათა შემდეგ წარმოდგენა გქონდეთ ამ სავალუტო წყვილის ან წყვილების შესახებ და იცოდეთ როგორ იცვლება მათი კურსი.

ადამიანები რომელებიც სწავლობენ ფორექსის შესახებ იყოფიან ორ ძირითად კატეგორიად, მათ შეგვიძლია დავარქვათ სულსწრაფები და ძალიან ფრთხილები. სულსწრაფი ტრეიდერები ხსნიან სავაჭრო ანგარიშს ერთი-ორი სტატიის წაკითხვის შემდეგ და იწყებენ ვაჭრობას რეალურ ანგარიშზე. ძალიან ფრთხილები კი ცდილობენ ისწავლონ რაც შეიძლება მეტი ფორექსის შესახებ სანამ ვაჭრობას დაიწყებენ. პირველი კატეგორიის ადამიანები უმეტეს შემთხვევაში მაშინვე კარგავენ თავიანთ საწყის კაპიტალს, ხოლო მეორე კატეგორიის ადამიანები არასდროს არ იწყებენ ვაჭრობას რეალურად. დარწმუნებული ვარ არ გინდათ რომელიმე კატეგორიას მიაკუთვნოთ თავი. სწორედ ამიტომ, მაშინ როდესაც ისწავლით ფორექსის შესახებ და ასე თუ ისე შეისწავლით სხვადასხვა სტრატეგიებს გახსენით დემო ანგარიში პრაქტიკისათვის.

ფორექსი საქართველოში

მიიღეთ პრაქტიკა

პრაქტიკისთვის გამოიყენება დემო ანგარიში. ის წარმოადგენს რეალური სავაჭრო ანგარიშის დემონსტრაციულ ვარიანტს. დემო ანგარიშზე ყველაფერი ისევეა როგორც რეალურ ანგარიშზე – თქვენ მიიღებთ ისეთივე ბილეთებს როგორც რეალურად ვაჭრობის დროს მიიღებდით, გექნებათ იგივე სპრედი, ივაჭრებთ იმავე პლატფორმაზე და მიიღებთ იმავე სიგნალებს. ფასებიც დემო ანგარიშზე იცვლება რელაურ დროში, ისევე როგორც რეალურ სავაჭრო ანგარიშზე. ერთადერთი განსხვავება დემო და რეალურ ანგარიშს შორის არის სავაჭრო კაპიტალი.
რეალურ ანგარიშზე თქვენ შეგავთ თანხა რომელსაც იყენებთ სავაჭროდ, ხოლო დემო ანგარიშზე ბროკერი გაძლევთ ვირტუალურ ფულს რომლითაც შეგიძლიათ ვაჭრობა. ვირტუალური ფულით ვაჭრობისას რა თქმა უნდა, სარგებელს ვერ მიიღებთ რადგან თქვენი მოგებაც ვირტუალურია სამაგიეროდ შეგიძლიათ პრაქტიკაში გამოსცადოთ ვაჭრობა მანამ სანამ სასწორეზე თქვენი კაპიტალი დაიდება.

დემო ანგარიშს თითქმის ყველა საბროკერო კომპანია სთავაზობს ტრეიდერებს. ზოგიერთ მათგანს აქვს დროის ლიმიტი და შეგიძლიათ გამოიყენოთ 7 ან 30 დღის განმავლობაში. ზოგიერთ მათგანს ლიმიტი არ გააჩნია. დემო ანგარიშზე ბროკერები მომხმარებლებს აძლევენ გარკვეული რაოდენობის ვირტუალურ ფულს, თუ თქვენ წარუმატებელად ივაჭრეთ და სავაჭრო ანგარიშზე ვირტუალური ფული ამოგეწურათ, ძირითად შემთხვევაში ის ავტომატურად შეივსება.

გახსენი დემო ანგარიში XM-თან!

როგორ გამოიყენოთ დემო ანგარიში საუკეთესოდ

იმისთვის რომ მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი დემო ანგარიშზე პრაქტიკიდან გაითვალისწინეთ ქვემოთ მოცემული რჩევები:

  • თუ თქვენ გაქვთ წინასწარ შერჩეული სავაჭრო ინსტრუმენტი, მაგალითად EUR:USD სავალუტო წყვილი, ივაჭრეთ თქვენ მიერ შერჩეული სავაჭრო წყვილით დემო ანგარიშზე. ნუ ეცდებით ყველაფერი ერთდოულად გამოცადოთ. ასე შეძლებთ დახელოვნდეთ იმ სავაჭრო ინსტრუმენტით ვაჭრობაში, რომლით ვაჭრობაც გსურთ რეალურ ანგარიშზე.
  • რადგან დემო ანგარიშზე რეალური თანხით არ ვაჭრობთ გამოიყენეთ რამდენიმე სტრატეგია და ნახეთ რომელი მათგანი მუშაობს თქვენთვის. ასე რეალური ვაჭრობის დაწყების დროს უკვე გეცოდინებათ რომელი სტრატეგია უნდა გამოიყენოთ.
  • დემო ანგარიში გახსენით იმ საბროკერო კომპანიასთან, რომელთანაც გსურთ რეალური ანგარიშის გახსნა. ასე წინასწარ, სავაჭრო ანგარიშზე თანხის შეტანამდე, შეამოწმებთ მოგწონთ თუ არა საბროკერო კომპანია და გსურთ თუ არა მასთან რეალური ანგარიშის გახსნა. ასევე შეგიძლიათ წინასწარ დატესტოთ ის სავაჭრო პლატფორმა რომელსაც კონკრეტული საბროკერო კომპანია გთავაზობთ.
  • ივაჭრეთ დემო ანგარიშზე ისე, როგორც ივაჭრებდით რეალურ ანგარიშზე. დემო ანგარიშზე თქვენ გექნებათ იმაზე მეტი ვირტუალური ფული, ვიდრე თქვენი რეალური სავაჭრო კაპიტალია. შესაბამისად ცდუნება იმის, რომ გამოიყენოთ მეტი ვირტუალური ფული და ივაჭროთ დიდი თანხებით საკმაოდ დიდია. ეს ძალაუნებურად შეგაჩვევთ დიდი კაპიტალით ვაჭრობას რაც მომავალში ცუდად აისახება თქვენს ვაჭრობაზე რეალურ ანგარიშზე. ამიტომ ივაჭრეთ ისე, როგორც ივაჭრებდით რეალური ფულით რათა მიიღოთ რეალობასთან მაქსიმალურად ახლო გამოცდილება.
  • აწარმოეთ დღიური და ჩაინიშნეთ ყველაფერი თქვენი ვაჭრობის შესახებ, როდის და რა პოზიცია გახსენით ან დახურეთ, რამდენი იყო თქვენი კაპიტალი, რამხელა საკრედიტო მხარი გამოიყენეთ, როგორი შედეგი მიიღეთ და რომელი სტრატეგიით ვაჭრობდით. დროდადრო გადახედეთ თქვენს დღიურს და სცადეთ აღარ დაუშვათ იგივე შეცდომები (შეცდომებს კი აუცილებლად დაუშვებთ). ეს დაგეხმარებათ შეგექმნათ სწორი წარმოდგენა იმაზე თუ რამდენად წარმატებულად ან წარუმატებლად ვაჭრობთ და რა უნდა გაითვალისწინოთ ვაჭრობისას როდესაც რეალურ სავაჭრო ანგარიშს გახსნით.
  • ნუ ივაჭრებთ დიდხანს დემო ანგარიშზე. დემო ანგარიშს ბევრი უპირატესობა აქვს, მაგრამ აქვს უარყოფითი მახასიათებლებიც. რადგან თქვენ რეალური, თქვენი თანხით არ ვაჭრობთ, ამიტომ არაფერი გაქვთ სანერვიულო და თქვენს გადაწყვეტილებაზე ემოციები არ მოქმედებს. ეს კი ძალიან ხშირია რეალური ვაჭრობის დროს. სწორედ ამიტომ, საჭიროა მიეჩვიოთ ემოციების მოთოკვას და ცივ გონებაზე გადაწყვეტილებების მიღებას იმის მიუხედავად წარმატებული გამოდგა თქვენი ვაჭრობა თუ არა. როდესაც ნახავთ რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში წარმატებულად ვაჭრობთ დემო ანგარიშზე დროა გახსნათ რეალური ანგარიში.

როგორ უნდა დაიწყოთ რეალურ ანგარიშზე ვაჭრობა წარმატებულად

მაშ ასე, თუ თქვენ გაიარეთ ორივე ეტაპი ანუ ისწავლეთ ფორექსისა და ონლაინ ტრეიდინგის შესახებ და დემო ანგარიშზეც გაიარეთ პრაქტიკა, დროა გახსნათ ანგარიში და დაიწყოთ ვაჭრობა.  თუმცა სანამ ამას გააკეთებდეთ უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება რათა მოამზადოთ თავი წარმატებულად ვაჭრობისათვის.

რა არის ონლაინ ტრეიდინგი

დაისახეთ რეალური მიზნები

ბევრი ადამიანი უყურებს ფორექსს როგორც გამდიდრების ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ და მარტივ საშუალებას. თქვენ ალბათ გინახავთ სტატიები ან რეკლამები ადამიანების შესახებ რომლებიც უსწრაფესად გამდიდრდნენ ფორექსის საშუალებით, იყიდეს სახლი, აგარაკი, მანქანა, იახტა, პირადი თვითმფრინავი და ცხოვრობდნენ ბედნიერად. თქვენც რა თქმა უნდა გსურთ მიაღწიოთ იგივეს, ეს ყველას სურს. ნამდვილად არსებობენ ადამიანები, რომელთაც გამოიმუშავეს ბევრი ფული ფორექსის საშუალებით და ახლაც გამოიმუშავებენ. თუმცა მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ რომ ამას დრო ჭირდება, როგორც იტყვიან რომი ერთ დღეში არ აშენებულა და არც დამწყები ტრეიდერები არ იქცევიან პროფესიონალებად ერთ დღეში.  თუ თქვენ გექნებათ არასწორი მიზნები და წარმოდგენები აუცილებლად იმედგაცურებულები დარჩებით. ამიტომაც, ნუ დაისახავთ მიზნად ერთ თვეში გამდიდრებას, დაისახეთ რეალური მიზნები და გქონდეთ სწორი წარმოდგენა იმ მოგებაზე, რის მიღებასაც ფორექსიდან შეძლებთ. დროთა განმავლობაში, როდესაც მეტი გამოცდილება, ცოდნა და პრაქტიკა გექნებათ, დაისახეთ ახალი მიზნები და საბოლოოდ შეძლებთ მიაღწიოთ თქვენთვის სასურველ შედეგს.

დაიწყეთ მცირედით და გამოიყენეთ ის თანხა, რისი დაკარგვაც შეგიძლიათ

დაიწყეთ მცირედით ალბათ საუკეთესო რჩევაა დამწყები ტრეიდერებისათვის. საწყის ეტაპზე გამოიყენეთ თქვენი საერთო კაპიტალის მხოლოდ მცირე ნაწილი. დაიმახსოვრეთ, როდესაც ფორექსზე ვაჭრობას იწყებთ თქვენ არ ვაჭრობთ გამდიდრებისთვის, არამედ სწავლისთვის. შესაბამისად ივაჭრეთ მცირე თანხებით, თუ მოგება მცირე იქნება ეს სულაც არაა ცუდი, თანაც ასეთ შემთხვევაში დაკარგული თანხაც მცირე იქნება.

ვაჭრობისთვის გამოიყენეთ მხოლოდ ის თანხა რისი დაკარგვაც შეგიძლიათ. ნუ ივაჭრებთ თანხით რომელიც განკუთვნილია ბინის ქირისთვის, კომუნალური გადასახადებისთვის, ან სხვა დანახარჯებისათვის რომლებიც აუცილებლად გექნებათ მაგალითად ტრანსპორტი, კვება და ა.შ. მითუმეტეს ნუ ივაჭრებთ სხვისი თანხით იმ იმედით რომ წარმატებულად ივაჭრებთ და მოგებას მიიღებთ. სავაჭროდ გამოიყენეთ თავისუფალი თანხა, რისი დაკარგვაც არ შეგიქმნით ფინანსურ პრობლემებს. ასეთ შემთხვევაში მშვიდად და რაციონალურად ივაჭრებთ.

განსაზღვრეთ დრო და სავაჭრო კაპიტალი წინასწარ

მიუხედავად იმისა, რომ ფორექსზე ვაჭრობა ნებისმიერ დროს და ნებისმიერი თანხით შეიძლება თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ დისციპლინა. წინასწარ განსაზღვრეთ რამდენ დროს დაუთმობთ ვაჭრობას, დღის რა მონაკვეთში ივაჭრებთ და რა თანხას დახარჯავთ ვაჭრობისთვის. ეს დაგეხმარებათ გქონდეთ კონსტრუქციული მიდგომა ვაჭრობის მიმართ და იყოთ უფრო წარმატებული.

თქვენი ფოკუსი დანაკარგის შემცირება უნდა იყოს და არა მოგება

როდესაც ონლაინ ვაჭრობას დაიწყებთ, აუცილებლად დაკარგავთ თანხას, ეს გარდაუვალია და წინასწარ უნდა გქონდეთ გათვალისწინებული. როდესაც ვაჭრობას იწყებთ პირველ ეტაპზე თქვენი ფოკუსი დანაკარგების შემცირება უნდა იყოს და არა მოგება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ვაჭრობის დაწყებისას ბედნიერი უნდა იყოთ არა იმით რომ მოგება მიიღეთ, არამედ იმით რომ მცირე თანხა დაკარგეთ ან საერთოდ არ დაგიკარგავთ. თქვენ უნდა ისწავლოთ ვაჭრობა დანაკარგების გარეშე. აიღეთ ეს პრინციპად და როდესაც თანმიმდევრულად და სტაბილურად ივაჭრებთ დანაკარგების გარეშე, შეცვალეთ ფოკუსი და ივაჭრეთ იმისთვის რომ მიიღოთ მოგება.

ნუ ეცდებით დაიბრუნოთ დაკარგული თანხა მეტი ვაჭრობით

ეს ძალიან გავრცელებული შეცდომაა ახალბედა ტრეიდერებში. წამროიდგინეთ გახსენით პოზიცია, რომელიც თქვენთვის წამგებიანი აღმოჩნდა და თანხა დაკარგეთ. არავის მოსწონს წამგებიან პოზიციაში ყოფნა, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ფულის დაკარგვას ეხება. ასეთ დროს, ბევრი დამწყები ტრეიდერი ყვება ემოციებს და ცდილობს დაიბრუნოს დაკარგული თანხა. შედეგად ხსნის ისეთ პოზიციებს, რომლებიც კარგად გააზრებული არ აქვთ და არ გახსნიდნენ სხვა სიტუაციაში.  უმეტეს შემთხვევაში ასე ვაჭრობა კიდევ უფრო მეტ ფულს დაგაკარგვნებთ. შესაბამისად ნუ ეცდებით რომ დაკარგული თანხა ვაჭრობით დაიბრუნოთ. თუ არ აპირებდით სხვა პოზიციების გახსნას ნუ გახსნით, შეეგუეთ დანაკარგს და განაგრძეთ ვაჭრობა როდესაც შეძლებთ ივაჭროთ რაციონალურად.

შეჯამება

ონლაინ ტრეიდინგის დაწყება რთული ნამდვილად არ არის. თქვენ გჭირდებათ შეიძინოთ საბაზისო ცოდნა ფორექსის შესახებ და ისწავლოთ როგორ მუშაობს ონლაინ ტრეიდინგი. აუცილებელია დრო დაუთმოთ პრაქტიკას დემო ანგარიშზე და გამოიყენოთ ის მაქსიმალურად ნაყოფიერად. მას შემდეგ რაც გახსნით სავაჭრო ანგარიშს დაისახეთ რეალური მიზნები და დაიწყეთ ვაჭრობა მცირე კაპიტალით. გამოიყენეთ მხოლოდ ის თანხა, რომლის დაკარგვაც არ ჩაგაყენებთ რთულ ფინანსურ სიტუაციაში, დასაწყისში ივაჭრეთ დანაკარგების შემცირებისათვის და არა მოგებისთვის და თავიდან აიცილეთ ემოციური ტრეიდინგი. შედეგად შეძლებთ მიიღოთ საჭირო გამოცდილება და ცოდნა მომავალში წარმატებული ვაჭრობისათვის და მიიღოთ ყველა ის ბენეფიტი რაც ონლაინ ტრეიდინგს აქვს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *