უვიზო მიმოსვლა ჩინეთის მოქალაქეებისთვის – რა შედეგების მომტანი შეიძლება იყოს მთავრობის გადაწყვეტილება?
უვიზო რეჟიმის მასშტაბები ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინდიკატორია რათა გააუმჯობესოს რეპუტაცია საერთაშორისო დამკვირვებლებში და მოიზიდოს მეტი პერსპექტივა უცხოეთის მხრიდან. შესაბამისად, უვიზო რეჟიმის დაწესება ყველა ქვეყნისთვის ერთგვარი მომგებიანი ინიციატივაა, რომლის მიზანი საგარეო ურთიერთობების გაუმჯობესება და მიმოსვლის გახშირებაა, რაც თავისთავად განპირობებულია ეკონომიკური ორმხრივი სარგებლის მოტივით.
თუმცა რა შეიძლება იყოს მიზეზი საქართველოს მთავრობის უახლესი გადაწყვეტილებისა, რომელიც ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწესებას მოიცავს? ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, რაც ერთი მხრივ განპირობებული იყო გადაწყვეტილების მოულოდნელი ხასიათით, რომელსაც ფონად არ მიუძღვოდა რაიმე პოლიტიკური ნაბიჯი ან პროცესი.
რას მოიცავს მთავრობის ახალი გადაწყვეტილება?
რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა რომ მთავრობის მეთაურის, საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ჩინეთის მოქალაქეებისთვის არასავალდებულო იქნება ვიზა, საქართველოში მოგზაურობისთვის. გადაწყვეტილება ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისთანავე განაცხადა. მისი თქმით, ამ ინიციატივის მთავარი მიზეზი და მიზანი საქართველოს ტურისტული სექტორის პოტენციალის ზრდა და საზღვრების გაფართოებაა, სადაც ჩინეთი ითვლება ერთ–ერთ აქტიურ ქვეყანად, მსოფლიოს მასშტაბი მოგზაურების რაოდენობის მიხედვით.
მეორე მხრივ, საქართველოსთვის ტურისტული სექტორის მნიშვნელობა და მისგან მიღებული ფინანსური სარგებელი ყოველწლიურად მზარდია. მაგალითად, პრემიერის განცხადებით, ქვეყანამ წინა წლის მანძილზე, ტურისტული სექტორიდან 3 მილიარდზე მეტი აშშ დოლარის პირდაპირი შემოსავალი მიიღო. და თუ საქართველოში ვიზიტი საერთაშორისო მოგზაურებისთვის პროცედურების მხრივ კიდევ უფრო გამარტივდება, ეს ხელს შეუწყობს ტურისტების რაოდენობისა და დაინტერესების დონის ზრდას საქართველოს მიმართ. შესაბამისად, პრემიერის თქმით, აღნიშნლი განცხადება წამახალისებელი ნაბიჯი იქნება ტურისტებისთვის და საქართველოს ტურისტული სექტორისთვის, რომელიც დადებითად აისახება ამ სექტორის განვითარებაში, სამომავლოდ.
აქვე აღსანიშნავია, რომ ჩინეთთან მიმართებით ეს არ არის ერთადერთი წამახალისებელი გადაწყვეტილება საქართველოს მხრიდან. უახლოეს წარსულში ცნობილი გახდა რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ხელმისაწვდომი იქნებოდა პირდაპირი ფრენები, რათა ქვეყნებს შორის გადაადგილება კიდევ უფრო კომფორტული გამხდარიყო. ამავე სხდომაზე, პრემიერმა ღარიბაშვილმა ახსენა ისიც, რომ ჩინელი ტურისტების წახალისებისთვის და დაინტერესებისთვის, იგეგმება ჩინეთთან პირდაპირი ფრენების გახშირება, სეზონის მიხედვით, რაც ხელს შეუწყობს მათი მხრიდან ვიზიტთა გახშირებას.
რატომ ჩინეთი?
მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებას ჩინეთის მოქალაქეების საქართველოში მოგზაურობის წახალისებასთან დაკავშირებით წინ რამდენიმე ფაქტორი მიუძღოდა. ამ ფაქტორების მთავარი გამაერთიანებელი კი ჩინეთის ეკოომიკური პოტენციალი და მისი ფინანსური მაჩვენებლებია საერთაშორისო ბაზრებზე.
დავიწყოთ იმით, რომ ჩინეთი ერთ–ერთია იმ ტოპ ქვეყნებს შორის რომელთა ეკონომიკა მსოფლიოში უძლიერესად ითვლება. ჩინეთთან ყველაზე პერსპეტიული სექტორი ვაჭრობაა, სადაც ჩინეთი აქტიური იმპორტიორისა და ექსპორტიორის როლს ასრულებს. ჩინეთი საკმაოდ აქტიური ინვესტორია, განსაკუთრებით თუ საქმე ფინანსურ ბაზრებსა და ტექნოლოგიებს ეხება. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩინეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს ფინანსურ მარკეტებზე ტრეიდინგი, რომელიც ნელ–ნელა ხდება მომავლის ერთ–ერთი მთავარი პროფესია. ამ ყოველივეზე დეტალური ინფორმაცია, თქვენთვის მომგებიანი შეთავაზებებით შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:
გარდა ამისა, ჩინეთის ტურისტული სექტორი საკმაოდ გლობალურია, ხოლო ჩინეთის მოქალაქეები, როგორც ტურისტები საკმაოდ კარგი რეპუტაციით სარგებლობენ მსოფლიოში. ისინი მოგზაურობენ ხშირად, აქვთ მრავალფეროვანი ინტერესები და მოგზაურობისას საკმაოდ მაღალი დანახარჯები. აღსანიშნავია ისიც რომ პრემიერის ამ გადაწყვეტილებას წინ მიუძღოდა პირდაპირი დელეგაციის ვიზიტი ჩინეთიდან, რომელმაც თავისთავად მოიცვა სამომავლოდ განსახორციელებელი ინიციატივები ქვეყნების დაახლოებასთან და მიმოსვლის გამარტივებასთან მიმართებით.