ინვესტიციის წილი უძრავ ქონებაზე საგრძნობლად გაიზარდა

ინვესტიციის წილი უძრავ ქონებაზე საგრძნობლად გაიზარდა post thumbnail image

უძრავი ქონების სექტორი საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია საკმაოდ გამოწვევადი და კომპლექსური გახდა. წარმოიქმნა უამრავი პრობლემა, გაჩნდა რეკორდული მაქსიმუმები და უკმაყოფილება მომხმარებლების მხრიდან. თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, საქართველოში მშენებლობასთან დაკავშირებით სტატისტიკური მაჩვენებლების უახლესი შედეგების მიხედვით, უძრავ ქონებაში ინვესტირება საქართველოში რეკორდულ მაქსიმუმზეა.

ინვესტიციების წილი უძრავ ქონებაზე კვლავ იზრდება

2023 წელი საბოლოო ჯამში უძრავი ქონების სექტორისთვის მომგებიანი გამოდგა. ბაზარი მზარდ ტენდენციას ინარჩუნებდა. მიუხედავად ზოგიერთი ნიშნულის მცირე რეგრესისა, საბოლოო დადებითი შედეგი კვლავ შენარჩუნდა. აპექს დეველოპმენტის ხელმძღვანელის გიორგი ბაქარაძის განცხადებით, მიმდინარე წელს, უძრავ ქონებაში ინვესტიციების სიხშირე და მოცულობა ისტორიულ მაქსიმუმზეა ასული. ამ ტრენდში განსაკუთრებით საინტერესოა ის რომ ბაზარს ბევრი ახალი ინვესტორი შეემატა. ანუ ადამიანები რომლებსაც აქამდე უძრავი ქონების სექტორში არ ჰქონდათ არანაირი საინვესტიციო ქმედება დაფიქსირებული, წელს უკვე ბევრმა ახალმა თუ გამოცდილმა ინვესტორმა დაამატა პორტფოლიოში უძრავი ქონების სექტორიც, რადგან უკვე ფართოდ შესამჩნევი გახდა ამ ბაზრის მომგებიანობა და მომავალი მზარდი პერსპექტიულობა.

მორიგი საინტერესო შედეგი, რაც კვლევისას გამოიკვეთა არის მომხმარებლის საინვესტიციო საქციელის ცვლილება. კერძოდ, წინა წლების კვლევებში ფიქსირდებოდა რომ უძრავი ქონების თუნდაც პირადი ინტერესებით შეძენისას, მომხმარებელი ბევრ ფაქტორს ყურადღებას არ აქცევდა. თუმცა 2023 წელი ამ მხრივ საკმაოდ ფოკუსირებადი და დეტალური ქცევით გამოიჩეოდა. ბაქრაძის განცხადებით კარგ ბინებზე მოთხოვნა გაზრდილია. მომხმარებელი დღეს კიდევ უფრო მეტად ითვალისწინებს პირად გემოვნებას და ზრდის მოთხოვნებს. შესაბამისად მოთხოვნის თამასა უძრავ ქონებაზე უკვე საგრძნობლად გაზრდილია.

საქართველოში მომხმარებლის ქცევასთან დაკაშირებით გამოიკვეთა ტრენდული მოთხოვნა, კერძოდ საბურთალოს ტერიტორიაზე, რომელიც აშკარა ლიდერია თბილისის სხვა უბნებთან შედარებით. თუმცა უნდა ითქვას ისიც რომ გაზრდილია მოთხოვნა და ინტერესი გარეუბნებზეც, რაც გაზრდილი ფასებითაა უფრო გამოწვეული.

მშენებლობის ინდექსი და უძრავი ქონება 2023 წელს

საქართველოს მშენებლობასთან დაკავშირებით ჩატარებული უახლესი კვლევის შედეგების მიხედვით, 2023 წლის თვეთა ინტერვალში ხასიათდება მშენებლობის ღირებულების ინდექსის მცირედი ცვლილებები. მაგალითად ოქტომბრის თვეში ეს ინდექსი სექტემბერთან შედარებთ 0.2%-ით იყო შემცირებული. თუმცა ამ ყველაფერზე მეტ წილად მოქმედებს მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულების საშუალო ხელფასის ნომინალური ღირებულება და მოთხოვნა პერსონალზე. მაგალითად ხელფასის ნომინალური წილი ოქტომბერში 1.7%-ით შემცირდა, თუმცა საბოლოო ჯამში წინა წლის თებერვლის მონაცემებთან შედარებით ნომინალური ღირებულება 2023 წელს დაახლოებით 12.4% არის გაზრდილი.

ასევე გამოიკვეთა სამშენებლო მასალების ფასების მუდმივი გაძვირების ტრენდი. ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით ბოლო რამდენიმე თვის პერიოდში სამშენებლო მასალებზე საერთო ფასი დაახლოებით 8%-ით გაიზარდა. ამ და სხვა თანდართული ფაქტორების გათვალისწინებით კი 2023 წელს ბუნებრივია კიდევ უფრო გაიზარდა უძრავი ქონების ფასები საქართველოში, განსაკუთებით კი თბილისსა და მის ცენტრალურ უბნებზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *