თიბისი კაპიტალი, 2024 წელს ლარის რადიკალურ ცვლილებას გამორიცხავს
ლარის კურსი მნიშვნელოვანი კომპონენტია როგორც საქართველოს ნებისმიერი სექტორისთვის, ასევე ადგილობრივებისთვის. მის რადიკალურ ცვლილებას, 2020-2022 წლებში მნიშვნელოვნად შეცვლილი შედეგები მოჰყვა შიდა და გარე ბაზარზე, რამაც ბევრ ინვესტორს, ისევე როგორც მოსახლეობას ფინანსური გეგმები შეუცვალა. 2023 წელი ლარის კურსის მხრივ წინა წლებთან შედარებით ბევრად სტაბილური აღმოჩნდა. 2024 წლის დასაწყისში კი აქტუალურია ვარაუდი იმის შესახებ თუ როგორ კურსს შეინარჩუნებს ლარი მიმდინარე წელს. თიბისი კაპიტალის აზრით, კი საფრთხე არ არსებობს. ამ ყოველივეზე უფრო დეტალურ ინფორმაციას კი ქვემოთ მოგაწვდით.
თიბისი კაპიტალი: მოსალოდნელია რომ ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს
თიბისი კაპიტალი მნიშვნელოვანი ფინანსური ერთეულია საქართველოს ბაზარზე. ორგანიზაცია ყოველ კვირეულად ატარებს ლარის კურსთან მიმართებით მიმოხილვებს, მის წარსულ, მიმდინარე და მომავალ ტენდენციებთან მიმართებით. სწორედ ბოლო პერიოდში გაკეთებულ პროგნოზებს გვიზიარებს საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლები. თიბისი კაპიტალის ეკონომისტების შეფასებით, 2023 წელი დადებითი შეფასებებით გამოირჩევა ლართან მიმართებით. მაგალითად, წინა წლის ბოლოს, დეკემბერში, წმინდა სავალუტო შემოდინებები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ამ ყოველივეს გამომწვევი მიზეზი ბევრია თუმცა მთავარი გავლენა მაინც ტურიზმის სექტორი იყო. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი კი მიგრაციის გაზრდილი სალდო და მასთან ერთად გაზრდილი ფულადი შემოდინებები იყო მიგრანტებიდან.
რაც შეეხება, იანვრის დეპოზიტების ტენდენციას, ყოველდღიურ დინამიკაზე დაკვირვებით შეიძლება ითქვას რომ ლარის ტენდენციები მიმდინარე წლის მომდევნო სეზონებშიც პოზიტიური იქნება. სეზონური გაუფასურების მოლოდინები არც ისე რადიკალურია, რაც იმითაა გამოწვეული, რომ ბოლო პერიოდში ლარის გამყარების ტენდენცია შენარჩუნებადია. და თუ სეზონურ ფაქტორებს გამოვრიცავთ, იანვარში, დეკემბრის შედეგებთან მიმართებით იკვეთება ლარის დეპოზიტების მოცულობის ზრდა.
თუმცა იმისთვის, რომ პროგნოზი კიდევ უფრო სანდო იყოს, თიბისი კაპიტალმა თავის განცხადებაში დამატებითი ორი კომპონენტი გამოიყენა. როგორც მოგეხსენებათ უდიდესი გავლენა აქვს ლარის კურსზე და მისი შენარჩუნების დინამიკაზე ქვეყანაში არსებულ ინფლაციის დონეს. თუ დაბალი ინფლაცია, როგორც ეს მიმდინარე პერიოდშია, კვლავ შენარჩუნდება, მაშინ ლარის კურსი მომდევნო პერიოდშიც გამყარებული იქნება. მეორე ინდიკატორი რომელიც თიბისი კაპიტალმა გამოიყენა პროგნოზირებისთვის ლარის ბოლოდროინდელი ტენდენციაა, სადაც ეროვნული ვალუტა გამყარებულ ნიშნულს კვლავ ინარჩუნებს. ამ ორი კომპონენტის გათვალისწინებით კი ნაკლებად მოსალოდნელია, 2024 წელს ლარის კურსის რადიკალური ცვლილება.
როგორ იმოქმედებს ლარის სტაბილური კურსი სხვადასხვა სექტორზე?
ეს კითხვა დღეს საკმაოდ აქტუალურია ინვესტორებში. ინდივიდები, რომლებიც ვალუტით ვაჭრობენ, რაც საკმაოდ პოპულარულია საქართველოში, სტაბილურ და ნაკლებად რისკიან გარემოში აღმოჩნდებიან, რომელიც შეიძლება ითქვას რომ ასევე მცირეშემოსავლიან ტენდენციას გააჩენს ბაზარზე. თუმცა შეიძლება სხვა სავალუტო წყვილის არჩევაც, რასაც სანდო და ცნობილი ბროკერები მარტივად გთავაზობენ. ამაზე უფრო მეტი დეტალისთვის, შეგიძლიათ ქვემოთ გაეცნოთ.
რაც შეეხება სხვა ინდუსტრიებს, თიბისი კაპიტალის და ეკონომისტების განცხადებით, მოსალოდნელია კონკურენტუნარიანობის ზრდა და ამ მხრივ ახალი გამოწვევების წინა პლანზე გამოჩენაც. თუმცა ეს არ არის დადასტურებული პროგნოზი, რადგან ჯერ კიდევ არ გამოქვეყნებულა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დეკემბერსა და იანვარში მიღებული სავალუტო ინვესტიციების შესახებ დეტალური ინფორმაცია. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რომ ეს ნიშნული 2023 წლის ნოემბერში 170 მილიონამდე აშშ დოლარის გაყიდვებს მოიცავდა, ბევრად უფრო სავარაუდოა, რომ ლართან შედარებით, ინვესტორების მხრიდან უფრო მოთხოვნადი გახდება ინვესტიციის დოლარში განხორციელება.
თუმცა ასევე მოსალოდნელია ამ პროგნოზის ცვლილებაც. როდესაც ინდუსტრიებსა და ინვესტიციის მაჩვენებლებზე ვსაუბრობთ, საგულისხმოა სხვა რეგიონული ვალუტების კურსიც, როგორიცაა მაგალითად თურქული ლირა ან ევრო. დღეს სახეზე გვაქვს თურქული ლირის ისტორიული გაუფასურება და რუსული რუბლის გამყარება, რაც თავისთავად მიანიშნებს, ინვესტიციების კუთხით განსხვავებულ პროგნოზებს.
რომ შევაჯამოთ მოცემული თემა და თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის პროგნოზები, 2024 წელს ლარის კურსის რადიკალური ცვლილება ნაკლებად მოსალოდნელია და ნავარაუდებია რომ მეტ ნაკლებად შენარჩუნდება ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია.